Home Blog Page 1825

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6019 ლარი ეღირება, ევრო – 2.8316 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3057 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6055 ლარი ღირდა, ევრო – 2.8408 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3113 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ივლისს ამოქმედდება.

“მაკფოლს აოცებდა სააკაშვილის ციხეები, ადამიანების წამება და გაუპატიურება, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები, ბიზნესის რეკეტი” – ხალხის ძალა

შეგვიძლია პირდაპირი პარალელი გავავლოთ სანქციების შესახებ მაკფოლის განცხადებასა და ვლადიმირ ზელენსკის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. როგორც მაკფოლის განცხადებით სცადეს ტექნიკური ჯგუფის დასკვნების გადაფარვა, ზუსტად ასევე სცადეს იგივე ძალებმა ზელენსკის მიერ ჩვენი ელჩის გაძევებით სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუფერულებაც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანებიან.

„ხალხის ძალის“ შეფასებით, მაკფოლის და მისი მეგობრების პროვოკაციულ მოწოდებებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვნენ და ხელისუფლებამ კვლავ ის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს, რომლის წყალობითაც საქართველო დღემდე მშვიდობას ინარჩუნებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუს, საიდანაც რამდენიმე ყურადსაღები პასაჟი ამოვიკითხეთ.

პირველ რიგში, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და მის უფროსებს არ მოეწონათ ამერიკულ-ევროპული ტექნიკური ჯგუფის ვიზიტის შედეგები, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის საშუალებას არავის აძლევს. ტექნიკურმა ჯგუფმა საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა და ეს დასკვნა ფაქტებისა და დოკუმენტების გადამოწმების საფუძველზე გამოიტანა, რის შემდეგაც ხელისუფლებას საგანგებო მადლობაც გადაუხადა. როგორც ჩანს, ამ შედეგით შეშფოთდა „გლობალური ომის პარტია” და საკუთარ აგენტურას მაკფოლის ინტერვიუ წააშველა, რომელმაც უაპელაციოდ, ყოველგვარი ფაქტებისა და დოკუმენტების გარეშე განაცხადა, სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებები გვაქვს და მომავალში კონკრეტული კომპანიები და ადამიანები შეიძლება დავასანქციროთო. ამგვარი მტკიცებულებები მაკფოლს ტექნიკური ჯგუფისგან უნდა მიეღო, თუმცა, ტექნიკურმა ჯგუფმა ვითარების სიღრმისეული შეფასებიდან სრულიად სხვა დასკვნა გამოიტანა, საიდანაც ჩანს, რომ მაკფოლის განცხადება რადიკალური ოპოზიციის მცირეოდენ გამაგრებას ისახავდა ერთადერთ მიზნად.

შეგვიძლია პირდაპირი პარალელი გავავლოთ სანქციების შესახებ მაკფოლის განცხადებასა და ვლადიმირ ზელენსკის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. როგორც მაკფოლის განცხადებით სცადეს ტექნიკური ჯგუფის დასკვნების გადაფარვა, ზუსტად ასევე სცადეს იგივე ძალებმა ზელენსკის მიერ ჩვენი ელჩის გაძევებით სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუფერულებაც. გარდა ამისა, ზელენსკის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო არაჟნების კონტეინერის ჩავარდნილი სპეცოპერაციის გადაფარვის უსუსური მცდელობაც. ყველას გვახსოვს აღიარებითი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ კონტეინერში სააკაშვილის მოთავსებისა და საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაცია დაგეგმა და აღასრულა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, გია ლორთქიფანიძემ, რომელიც მოგვიანებით უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედაც კი დააწინაურეს. აშკარაა, რომ სააკაშვილის თემის წინ წამოწევით, უკრაინის ხელისუფლება მოშლილი ქართული რადიკალური ოპოზიციის გაცოცხლებას ცდილობს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიული მეგობრობა ზიანდება. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, არამედ ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაცაა. საქართველოში მეორე ფრონტის მისაღწევად სააკაშვილის თემის გამოყენებით უკრაინის ხელისუფლება იმდენად არის დაინტერესებული, რომ არ გამოვრიცხავთ, ისინი სააკაშვილის ლიკვიდაციასაც კი განიხილავდნენ, რაზეც პირდაპირი მინიშნებები გუშინ დავით არახამიამ გააკეთა.

მაკფოლის ინტერვიუს რომ მივუბრუნდეთ, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე ამ კაცმა განაცხადა, საქართველო ადრე იყო რეგიონის ლიდერი დემოკრატიული ქვეყანა, რომლისგანაც რეფორმებს ვსწავლობდით, ახლა კი აუტსაიდერი გახდაო. როგორც ჩანს, მაკფოლს აოცებდა სააკაშვილის ციხეები, ადამიანების წამება და გაუპატიურება, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები, ბიზნესის რეკეტი, ელიტური კორუფცია, ტელევიზიების მიტაცება და მრავალი სხვა „რეფორმა”, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე „გაატარა”.

შეიძლება მაკფოლი ყველაზე მეტად 2008 წლის ომმა გააოცა, რომელსაც სააკაშვილი 2005 წლიდან მოყოლებული დიდი რუდუნებით ამწიფებდა: სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრები აღადგინა, ცხინვალის რეგიონში პარალელური სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდა, ერთდროულად მილიტარიზაციით ტრაბახობდა და კეზერაშვილს ქართული ჯარი გააძარცვინა, კონსტიტუციური წყობილების აღდგენა დააანონსა და ბოლოს… ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება თავის თავზე აიღო, ქართულ ჯარს კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევა დააბრალა. შეიძლება მაკფოლს ყველაზე მეტად სააკაშვილის ის დანაშაული მოსწონდა, რომელმაც საქართველოს ამხელა უბედურება დაატეხა თავს. მართალია 2008 წლის ომმა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მეტად დააზარალა, მაგრამ ფაქტია, რომ ომმა რუსეთსაც უმძიმესი რეპუტაციული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. იქნებ, ამისათვის ემადლიერება და აქებს მაკფოლი სააკაშვილს, ანუ ესკალაციის დავალების პირნათლად შესრულებისთვის, რაზეც მოქმედი ხელისუფლება ასე ჯიუტად ამბობს დღეს უარს.

სინამდვილეში, მაკფოლის ეს განცხადება იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დანაშაულს, ესკალაციისა და რუსული სამხედრო აგრესიის პროვოცირების ჩათვლით, ნაცმოძრაობა არა საკუთარი იმპროვიზაციით, არამედ მაკფოლის მეგობრების კარნახით სჩადიოდა.

კიდევ ერთი და ყველაზე საინტერესო თემა, რასაც მაკფოლი შეეხო, რუსეთთან ესკალაცია და ამასთან დაკავშირებული საფრთხეები იყო. პრიგოჟინის აჯანყებაზე კომენტირებისას, მაკფოლმა თქვა, დავინახეთ, რომ პუტინი არც ისეთი მაგარია, უკან დახევა და მოლაპარაკებაც შეუძლია და ესკალაციის შემთხვევაში, არათუ მოლაპარაკებაზე, კაპიტულაციაზეც კი შეიძლება წამოვიდესო. მაკფოლი ამბობს, ეს საინტერესო უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, მაგრამ ესკალაციისგან დღემდე თავს იკავებენო. მეტიც, მაკფოლმა ამას მოწოდებაც კი მიაყოლა, ეს ქვეყნები ესკალაციას არ უნდა შეუშინდნენო.

როდესაც ამ ყველაფერს ქართველ ჟურნალისტს ეუბნები, ცხადია, ვინ არის ამ მოწოდების ადრესატი და რა არის მისი მიზანი. ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ „გლობალური ომის პარტიისთვის” საკმარისი არაა ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ გამოხატავს. მათ სურთ ამაზე მეტი, რაშიც მხოლოდ მეორე ფრონტი შეიძლება იგულისხმებოდეს და სწორედ ამ თემაზე საუბრობს ასე გულწრფელად ბატონი მაკფოლი.

პრიგოჟინის თემაზე განცხადება გუშინწინ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემაც გააკეთა. თუმცა, მან მაინც ვერ გარისკა იმის დაკონკრეტება თუ ვის გულისხმობდა იმ ძალებში, რომელთა დავალებითაც რადიკალური ოპოზიცია, პრიგოჟინის აჯანყების ფონზე, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე და აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლაზე საუბრობდა. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, ალბათ, უკვე ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც მაკფოლის უფროსების კარნახით მოქმედებდა.

ვინც ესკალაციისკენ გვიბიძგებს, მისი ერთადერთი მიზანია, საქართველოს განადგურების ხარჯზე, რუსეთს პირველ ფრონტზე პოზიციები შეუსუსტოს. ამიტომ, მაკფოლის და მისი მეგობრების პროვოკაციულ მოწოდებებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ და ხელისუფლებამ კვლავაც ის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს, რომლის წყალობითაც საქართველო დღემდე მშვიდობას ინარჩუნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, „გზის მოჭრაში”.

„ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, და ამიტომაც ვფრთხილობ“,- აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

“ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა” – სააკაშვილი ხელისუფლებაზე

ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს, რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მისი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა და შესაბამისი დოკუმენტი თავის დროზე უკრაინის კონსულმა შეუტანა.

“რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე და ის, რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს, პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია”,- წერს სააკაშვილი.

“ოპოზიციას ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ასრულებენ დავალებებს და შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყანას დააზიანებს.

„ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ  უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან.

ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?!“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

„საფრანგეთი ევროპისათვის უკვე მისაბაძ ქვეყანას აღარ წარმოადგენს“ – Le Figaro

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ბეჭდავს სტატიას სათაურით „საფრანგეთი ევროპისათვის უკვე მისაბაძ ქვეყანას აღარ წარმოადგენს“ (ავტორი – რენო ჟირარი).

რა მოუვიდა საფრანგეთს? რატომ აღარ ამაყობენ ფრანგები საკუთარი ქვეყნით? ფრანგი კონსერვატიული პუბლიცისტი რენო ჟირარი, რომელსაც ხშირად აბრალებენ რუსოფილობას, თვალს ადევნებს ქვეყნის დაცემას – დიდი შარლ დე გოლის პერიოდიდან „დასუსტებულ“ ფრანსუა მიტერანამდე და ემანუელ მაკრონამდე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დღეს გაოცებული ევროპელები ჩვენს ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც ჩაძირვის პროცესში მყოფ ლაინერს, სახელწოდებით „მშვენიერი საფრანგეთი“. როგორი გახდა ასეთი ჩვენი ქვეყანა? დღეს საფრანგეთი არის სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა ევროკავშირში ყველაზე მაღალ გადასახადებს იხდის, მაგრამ სადაც ხელისუფლებას არ შეუძლია მოსახლეობა უზრუნველყოს მინიმუმითაც კი – ქუჩებში უსაფრთხოებით.

დღეს ამ ქვეყანაში დაუსჯელად წვავენ სკოლებს, თავს ესხმიან ქალაქების მერებს, ძარცვავენ და არბევენ მაღაზიებს… დღეს ამ სახელმწიფოს, 40 წლის განმავლობაში, 300 მილიარდი ევროს ვალი აქვს. საკვირველია, საიდან ამდენი ვალი? ამ წლების განმავლობაში ჩვენს მიწაზე ხომ არც ომები არ მომხდარა, არც გიგანტური ცუნამები და წყალდიდობები არ ყოფილა, არც ისეთი მოვლენა, როგორიც დასავლეთ გერმანიის მიერ მისი ღარიბი ნაწილის – აღმოსავლეთ გერმანიის „შთანთქმა“ იყო? საფრანგეთის ბიუჯეტში ვალების მომსახურება უკვე მის სამხედრო ხარჯების მოცულობას აღემატება. დღეს „მშვენიერი საფრანგეთი“ შიშით კანკალებს – ვაითუ ამერიკულმა სარეიტინგო კომპანიებმა რეიტინგი დამიწიონ და არასაიმედო მევალეების რანგში გადამიყვანონო. ეჰ, მეხუთე რესპუბლიკის შემქმნელი დიდი შარლ დე გოლი, ალბათ, ჯავრით კუბოში გადაბრუნდებოდა, ეს რომ გაეგო.

სამი დიდებული ომისშემდგომი ათწლეული

ხომალდ „საფრანგეთის“ დაღუპვა იმიტომაა ძალიან სამწუხარო, რომ ოდესღაც მისი ძლიერებით და კულტურით მთელი ევროპა ამაყობდა და აღტაცებული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ადრეც ჰქონდა „უბედური პერიოდები“ (მაგალითად, მის ტერიტორიაზე ბოლო 30 წელიწადში ორი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა). მათ გენერალი შარლ დე გოლი „დიდ უბედურებებს“ უწოდებდა. მაგრამ 1945 წლის შემდეგ საფრანგეთი, როცა თავისი ბოლო „უბედურება“ გადაიტანა, საქმეს შეუდგა და აღმშენებლობა დაიწყო… თანაც როგორი ტემპით, შემართებით და წარმატებით! შარლ დე გოლისა და ჟორჯ პომპიდუს მმართველობის დროს ყველაფერი იყო – ენთუზიაზმიც, სამოქალაქო პოზიციაც, ნოვატორობაც…

იმ საფრანგეთს, რომელსაც 1960-იან და 1970-იან წლებში ისეთი სახელმწიფო მოღვაწეები ხელმძღვანელობდნენ, როგორებიც იყვნენ შარლ დე გოლი, ჟორჟ პომპიდუ და რაიმონ ბარი, ყველა აღტაცებული შეჰყურებდა. პარიზი მისაბაძი იყო ეფექტური სახელმწიფო მმართველობით, წარმოების ტემპების მატებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნორმალური მდგომარეობით, მსხვილი სამშენებლო პროექტების წარმატებული რეალიზებით, ატომური ენერგეტიკის მიღწევებით, ჩქაროსნული რკინიგზებით და ზებგერითი სამოქალაქო ავიაციით. საამაყო იყო ჩვენი განათლების სფეროს წარმატებები – საშუალო სკოლებში (ლიცეუმებში) სწავლა უფასო და მაღალხარისხიანად ხდებოდა, გარანტირებული სოციალური კარიერით. ტერმინ „დისციპლინას“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როცა ჩვენ გერმანიაში მივდიოდით, ან შვეიცარიაში და ჰოლანდიაში, ვამაყობდით, რომ ფრანგები ვიყავით. დიახ, ჩვენი ცხოვრების დონე შესაძლოა მეზობლების ცხოვრების დონეზე ცოტა ნაკლები იყო, მაგრამ საფრანგეთი წარმოადგენდა იმ სახელმწიფოს, რომელიც არავისზე არ იყო დამოკიდებული, რომელმაც შექმნა საკუთარი ბირთვული იარაღი და სუვერენულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ჩვენ ვიყავით ამერიკის მოკავშირეები, მაგრამ არასოდეს არ ვემორჩილებოდით ვაშინგტონს.

მართალია, ფრანგული საზოგადოება მემარცხენეებად და მემარჯვენეებად იყო დაყოფილი, მაგრამ მთლიანობაში საფრანგეთი ერთიან და თავის ისტორიულ-ეროვნულ ფასეულობებზე მდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა. როცა გარდაიცვალა ჯერ შარლ დე გოლი, შემდეგ კი მისი მემკვიდრე ჟორჟ პომპიდუ, მთელი ქვეყანა გულწრფელად გლოვობდა, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს როგორც მემარჯვენეებმა, ასევე მემარცხენეებმა. დიახ, იმ დროს სახელმწიფო ხელისუფლებას პატივს სცემდნენ. სახელმწიფო ინსტიტუტები იმდენად ძლიერი იყო, რომ როცა 1981 წელს ამომრჩევლებმა ხელისუფლება მემარცხენეებს გადასცეს, მმართველობის ცვლა ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე, ცივილიზებურად განხორციელდა, აბსოლუტურად მშვიდობიანად.

უბედურების დასაწყისი: მემარცხენე ულტრალიბერალური „ჰუმანიზმი“

ვაი, რომ სოციალისტები, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებაში 1981 წელს მოვიდნენ, საფრანგეთი სამუდამოდ უკან დასწიეს კონსერვატიული პოლიტიკისაგან მაცდურ მოდუნებულობისაკენ. მემარცხენეებმა დაამკვიდრეს დონდლოობა და მემარჯვენეები ზედმეტ სიმკაცრეში დაადანაშაულეს. უდიდესი ტრაგედია მოხდა იმით, რომ საფრანგეთში დაშვებული იქნა თავისუფალი იმიგრაცია, მოეშვა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განათლების სფერო. ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ფრანგმა მინისტრმა-ლიბერალებმა თავიანთი შვილების მიბარება კერძო სკოლებში დაიწყეს და ვერ ამჩნევდნენ იმ დამღუპველ ცვლილებებს, რაც საზოგადოებაში ხდებოდა – მათ ხომ ქარხნებში და მუშა-მოსამსახურეთა დასახლებებში სირული სეწყვიტეს.

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის დაპირებების ტრაგიკული შეუთავსებლობა რეალურ პოლიტიკასთან იმაში გამოიხატება, რომ მან არათუ შეამცირა, პირიქით – უფრო გააძლიერა შესაძლებლობათა უთანასწორობა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა ფრანგების ისტორიული ტრადიციის რეალიზებას – მომავალი თაობის აღზრდას ეროვნულ ფასეულობებზე. სახელმწიფო ფაქტობრივად არ ზრუნავდა სკოლებზე, ოჯახებზე… სწორედ ამიტომ ფრანსუა ოლანდის სოციალისტთა რეიტინგი ფანტასტიკურად დაეცა (ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში – 1,74%-იანი შედეგი). ისინი ამ ზიანს ვერაფრით ვერ აინაზღაურებენ.

„კულტურული მემარცხენეობა“ ქვეყანას ღუპავს

საფრანგეთის დაცემის ბოლო 40 წლიანი პერიოდის განმავლობაში მემარჯვენეები ხელისუფლებაში ბრუნდებოდნენ, მაგრამ ისინი ვერ ასწრებდნენ იმ უბედურების გამოსწორებას, რაც ქვეყანას ლიბერალებმა მიაყენეს. რა თქმა უნდა, მემარჯვენეებიც უშვებდნენ შეცდომებს – პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დიდი სისულელე ჩაიდინა, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახური გააუქმა, ხოლო ნიკოლა სარკოზიმ – როცა უარი თქვა „ორმაგ სასჯელზე“, ანუ ქვეყნიდან დამნაშავე უცხოელების დაუყოვნებლივ გაძევებაზე, სასჯელის მოხდის შემდეგ.

მიგრაციისადმი 40-წლიანი უყურადღებობის შედეგად ფრანგული სკოლის ეროვნული სახე შეიცვალა. სახელმწიფომ თავისი დუნე პოლიტიკით ქვეყანაში, ფრანგულთან ერთად, მეორე უცხო საზოგადოებაც შექმნა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ფრანგულ ფასეულობებთან. მიგრანტები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ – ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსულებმა თან წამოიყოლეს ნარკოტიკები და სხვა ბევრი უბედურება…

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ საფრანგეთი ამ დროს სხვა ევროპულ ქვეყნებს „მულტიკულტურალიზმის“ გაკვეთილებსაც უტარებს, მაგალითად, პოლონეთს და უნგრეთს. მაგრამ ჩვენს ევროპელი მეზობლებს არ სურთ ისეთი სისტემა, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ისინი ყოველთვის არ არიან მტყუანნი.

ჩვენი დაცემა ევროპელებს არ ახარებთ. ისინი შეშფოთებულები არიან საფრანგეთში მიმდინარე ტოტალური არეულობებით. ამავე დროს, მათ იციან, რომ საფრანგეთს დიდი მორალური და ადამიანური რესურსები აქვს. ისინი საფრანგეთის ხელისუფლებისაგან სასიკეთო ცვლილებებს ელოდებიან. მათ სჯერათ, რომ ქვეყანა გამოჯანმრთელდება.

წყარო

“აშკარად გამოკვეთილია ნატოს უდიდესი წვრთნები – ეს მზადებაა მომავალი ომისათვის” – დემურ გიორხელიძე

აშკარად გამოკვეთილია: ნატოს უდიდესი წვრთნები – ეს მზადებაა მომავალი ომისათვის, – ამის სესახებ ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს.

მისი თქმით, საქართველოზე ზეწოლა, პროვოკაციები და ქვეყნის უბედურებაში გადასროლა გაგრძელდება.

“წელიწადნახევრის წინ ჩემს მიერ ღიად გაცხადებული, – რომ უკრაინით არ დასრულდებოდა დაპირისპირება და იგი ნატოს წევრ ქვეყნებს გადასწვდებოდა და იქ არსებული ბაზები დაიბომბებოდა (თუ მეტი არა!), – დღეს აშკარად გამოკვეთილია: ნატოს უდიდესი წვრთნები – ეს მზადებაა მომავალი ომისათვის, სამხედრო მრეწველობაზე აქცენტი, გერმანიის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად ზეწოლები და ა.შ., – ახლა კიდევ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ურსულა ფონ ლაიენის ლობირება ნატოს გენერალურ მდივნად, – ევროპის საღმა ადამიანებმა შეაფასეს ცალსახად: ურსულა და ევროკომისია როგორც აშშ-ს გავლენის სფერო და ამ ერთუჯრედიანი უვიცი ქალის უტიფარი სიშტერის გამოყენებით ნატოს დაპირისპირება რუსეთის წინააღმდეგ. რა გამოვა აქედან?!

გინახავთ კადრები 1945 წლისა, მაისის მდგომარეობით, – რას ჰგავდა ევროპა?! ჰოდა, ის კადრები (თუ გინახავთ!) ბაღნარად მოგეჩვენებათ! ჩემი ყველაზე მძიმე შეფასებები მდგომარეობისა – მხოლოდ უკიდურესი მძიმე ტრაექტორიით ვითარდება.

საქართველოზე ზეწოლა და ქართული დამპალი ნაძირალების მეშვეობით პროვოკაციები და ქვეყნის უბედურებაში გადასროლა გაგრძელდება!”– წერს დემურ გიორხელიძე.

ნატოს ერთი წელი რჩება, რომ უკრაინა თავის კლუბში მიიღოს – უცხოური პრესა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში მიღების პროცედურა უნდა დაიწყოს, მანამდე კი, სანამ უკრაინა ბლოკის სრულუფლებიანი წევრი გახდება, კიევში საექსპედიციო კორპუსი უნდა გაგზავნოს, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატოს ერთი წელი რჩება, რომ უკრაინა თავის კლუბში მიიღოს“ (ავტორი – როჯერ ბოიესი, პოლიტიკური მიმომხილველი).

ბრიტანული ჟურნალისტიკის ვეტერანი როჯერ ბოიესი, რომელიც მოსკოვში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მუშაობდა „თაიმსის“ საკუთარ კორესპონდენტად, თვლის, რომ ალიანსმა სწრაფად უნდა იმოქმედოს – იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად შეიძლება დონალდ ტრამპი დაბრუნდეს.

„რუსეთ-უკრაინის ომი ევროპაში ძირითადად თანამედროვე ტექნიკის – დრონებისა და რაკეტების მეშვეობით მიმდინარეობს. გარდა ამისა, აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინას მძიმე ტექნიკასაც აწვდიან და სადაზვერვო მონაცემებსაც. ანუ კიევი უკვე სარგებლობს თითქმის იმ ყველა დახმარებით და კომუნიკაციით, რაც დღეს ნატოს წევრებს შორის არსებობს. ახლა გასაკეთებელია მთავარი – უნდა შეიცვალოს მიდგომები ნატოში გაწევრიანების მიმართ, რათა პუტინის რუსეთმა ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში შესვლის მსურველებს იმედები არ გაუცრუოს.

ნატოს ახლა მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი, რომ უკრაინის ალიანსში მიღება მოასწროს, თორემ თუ დააგვიანებს, შეიძლება გაწევრიანება გართულდეს – არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს და თეთრ სახლში დაბრუნდეს. თუ ეს მოხდება, მაშინ უკრაინამ ალიანში გაწევრიანებაზე ფიქრი უნდა მიატოვოს. გარდა ამისა, აშშ-ის მეთაურად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში კიევს დასავლეთის დახმარებაც შეუმცირდება“, – ხაზს უსვამს ავტორი.

ამიტომაც, როჯერ ბოიესის აზრით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე 11-12 ქვეყნის ლიდერი – ისინი, რომლებიც უკრაინის მიღებაზე ყოყმანობენ – უნდა მოეშვან ტრადიციულ ბიუროკრატულ პროცედურებს, დაივიწყონ დიპლომატიური წესები და ნატოში უკრაინის დაჩქარებული მიღების პროცესი დაიწყონ.

ფინეთის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამჟამინდელი პროცედურების გათვალისწინებით, ისეთი ქვეყნის მიღების პროცესი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ალიანსის წესდების მოთხოვნებს, შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს.

„ნატოს სამიტზე პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთი შუალედური, მაგრამ საიმედო წესის პოვნას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სანამ მისი მიღების შესახებ დისკუსია და მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში დაიწყება“, – წერს „თაიმსის“ მიმომხილველია.

უკრაინისათვის შუალედურ პერიოდში დახმარების გაწევისათვის სამი შესაძლებელია ვარიანტი არსებობს: ა) უკრაინის არმიის დაჩქარებული შეიარაღება, ბ) აშშ-სთან ორმხრივი ხელშეკრულების დადება და გ) უკრაინაში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა. აქედან ყველაზე რეალური და საიმედოა მესამე ვარიანტი, – წერს როჯერ ბოიესი.

„რჩება საექსპედიციო ძალების გაგზავნის ვარიანტი. ეს იქნება ან ბრიტანული, ან პოლონური სარდლობის ქვეშ, აშშ-ის მხარდაჭერით. ამ ძალებს შეუძლიათ უკრაინის არმიის გაძლიერება, სანამ ნატოში მისი მიღების საკითხი პარლამენტებში რატიფიკაციით გადაწყდება.. სამხედრო-სამშვიდობო საექსპედიციო კორპუსის ვალდებულება რუსების შემდგომი შეკავება იქნება“, – წერს პოლიტიკური მიმომხილველი.

გაზეთის სარედაქციო კომენტარს უკეთებს სტატიას და წერს, რომ ავტორი, ალბათ, მხედველობაში აქვს, რომ სამშვიდობო საექსპედიციო კორპუსი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ უნდა გაიგზავნოს.

წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს და კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს მატეო პატრონეს შეხვდა, რომელმაც მთავრობის მეთაურს კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონალური დირექტორი ალკის ვრენიოს დრაკინოსი წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის მოქმედი რეგიონალური დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რომელიც საქმიანობას 30 აგვისტოს ასრულებს, ალკის ვრენიოს დრაკინოსი კი, საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ალკის ვრენიოს დრაკინოსს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, კატარინა ბიორლინ ჰანსენს კი, საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა კატარინა ბიორლინ ჰანსენსა და ალკის ვრენიოს დრაკინოსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროექტები მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზეა და ამ პროცესში EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია.

აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ყოველი თვის შაბათს 15:00 სთ-დან ორშაბათს 09:00 სთ- მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

პროკურატურაში ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს პროკურატურაში ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა.

„ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს” – დავით უსუფაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს, ვეთანხმები, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველო-უკრაინას შორის ინტენსიური დიალოგი გაიმართოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატიურმა ურთიერთობებმა ნორმალიზაციამდე უნდა მიგვიყვანოს და თავიდან აგვაცილოს გაუარესება.

„ელჩი უკრაინიდან არ გამოძევებულა. საქმე აქამდე მისული არ არის და იმედია, არ მივა. ეს დიპლომატიის პრაქტიკაში არაორდინალური, ძალიან სერიოზული სვლაა, მაგრამ ელჩი არ არის გამოძევებული და დარწმუნებული ვარ, არც გამოაძევებენ. ზოგადად, დაუშვებელია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა იყოს. „ქართული ოცნება“ მოქცეულია რაღაც გაუგებარ ველზე, სადაც ნომერ პირველ პარტნიორს მტრადაა მოკიდებული. რის გამო? იმიტომ, რომ უკრაინელები ამბობენ, გადმოგვეცით ჩვენი მოქალაქე, რომელიც მანდ ციხეში გიზით და ასე შემდეგ.

გადაწყვეტილებებს პრეზიდენტები იღებენ. მე ვეთანხმები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს, მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პატიმართან დამოკიდებულებაში გაითვალისწინოს და გაიზიაროს საერთაშორისო სტანდარტები. იმ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მე ვეთანხმები, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ინტენსიური დიალოგი გაიმართოს. ეს ელჩების მეშვეობით იქნება, პრემიერების, ტელეფონით, ჩასვლა-ჩამოსვლით – ჩვენი მხრიდან უკრაინის აქ მყოფი საელჩოს წარმომადგენლებისთვის ნოტების გადაცემა და ა.შ, ეს არის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელმაც ნორმალიზაციამდე უნდა მიგვიყვანოს და თავიდან აგვაცილოს გაუარესება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

“ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა” – “ევროსტატი”

„ევროსტატის“ მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.

2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის აკრძალვა რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვალს – ემბარგო ნავთობპროდუქტის იმპორტზე. „ევროსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა ზომებმა შედეგი გამოიღო 2023 წლის პირველ კვარტალში.

მონაცემების მიხედვით, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი იყო 26.0%-იანი წილით, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს წილი მხოლოდ 3.2%-ს შეადგენს. „ევროსტატის“ ინფორმაციით, იმავე პერიოდში გაიზარდა ნორვეგიის, საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების წილი.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები მიწოდების სხვა წყაროებზე გადავიდნენ. 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთი იყო ევროკავშირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი 38,8%-იანი წილით. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი 21.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ყველაზე მეტად ნორვეგიის, ალჟირისა და დიდი ბრიტანეთის წილი გაიზარდა.

თხევადი ბუნებრივი აირის მხრივ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ევროკავშირის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო აშშ-ის შემდეგ (18,1%), 2023 წლის პირველ კვარტალში კი რუსეთის წილი 4.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.