Home Blog Page 1806

,,რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება”- ვაშაძე

ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი!

“ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის. ხელისუფლების პროპაგანდა იმდენად შორს წავიდა, რომ უფლის სწავლება სახარებიდან ორი ბატონის ვერ მსახურებასთან დაკავშირებით, პაატა მანჯგალაძეს მიაწერეს.

გასაგებია, რომ ქვეყანას მტრობთ, რომ ორი წიგნი არ წაგიკითხავთ, ქრისტიანობის დამცველობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, სახარება მაინც ხო უნდა გქონდეთ წაკითხული.

ყველაფერი ნათელია, რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება და დღეს ამ მოქმედებისთვის ნამდვილად არის ყველაზე ხელსაყრელი „ნაციონალური მოძრაობისა” და ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ დაფუძნებული გამარჯვების პლატფორმა. საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი!

საქართველო გაიმარჯვებს!”,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

,,ჩემი პოლიტიკური ძალის წარსულს არ ვემიჯნები, პირიქით, ამ წარსულით ვამაყობ”- ირაკლი ფავლენიშვილი

ჩემი პოლიტიკური ძალის წარსულს არ ვემიჯნები, პირიქით, ამ წარსულით ვამაყობ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი მისთვის უცნობია.

„კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ზუსტად უნდა ვიცოდე იურიდიული დეტალები, რომ სრული პასუხისმგებლობით რაღაც განცხადებები გავაკეთო. რა თქმა უნდა, ამ საქმეში არის ბუნდოვანი საკითხები. არსებობს ევროსასამართლოს დასკვნა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, „ქართული ოცნების“ პირობებში გამოძიებების არ მჯერა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებულ 10-ვე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 28 ივლისს დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმავე პოზიციაზე დგას”- სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დავით დარჩიაშვილის პოსტს გამოეხმაურა. სარჯველაძის თქმით, დარჩიაშვილის პოსტი არის ლუსტრაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არასდროს უღიარებია საკუთარი შეცდომები.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმავე პოზიციაზე დგას, რომ სწორი იყო გირგვლიანთან, მოლაშვილთან, შავაძესთან მიმართებაში და ა.შ. სინამდვილეში, ესენი არიან პოლიტიკოსთა ერთობლიობა, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ, ადამიანი აწამონ, თუ ამისთვის რაიმე მიზეზი გააჩნიათ, ოღონდ აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ შავაძის შემთხვევაში არავითარი დასაყრდენი მტკიცებულება არ ჰქონიათ, რომ დააბრალონ მოღალატეობა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.

,,Astoria Grande, რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული არაა”- გურამ გურამიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე Astoria Grande-ს საქართველოს საზღვაო სივრცეში შემოსვლას ეხმაურება. გურამ გურამიშვილი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურისა და საზღვაო ტრანსპორტის სამსახურის მიერ მუდმივად მოწმდება, რომ ქვეყნის შიგნით არ მოხვდეს სანქცირებული სატრანსპორტო საშუალება, Astoria Grande კი სანქცირებულთა შორის არაა და საქართველოში ტურისტული მიზნით, დროებით იყო შემოსული.

„Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ იმყოფება, რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებში და ახორციელებს თავისუფლად გადაადგილებას მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქეისს, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიც ქვეყნისთვის არის ტურიზმი, არ შეიძლება მას მივუდგეთ შერჩევით სატრანსპორტო საშუალების მიხედვით. მხედველობაში მაქვს ის, როცა ტურისტებისთვის გზა ხსნილია საავტომობილო გზის მიმართულებით, ხსნილია ასევე საჰაერო მიმოსვლის კუთხით, აუცილებელია ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია მას საზღვაო მიმართულებითაც“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

,,ნაცრადიკალი დავით დარჩიაშვილის მიერ დაწერილი სიბინძურე არ მიკვირს” – აბაშიძე

ნაცრადიკალი დავით დარჩიაშვილის მიერ დაწერილი სიბინძურე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლულ როინ შავაძეზე არ მიკვირს, ეს ბოროტი რევანშისტების უცვლელი პორტრეტია. მიკვირს სამეცნიერო წრეებიდან კოლეგების დუმილი იმ სისაძაგლეზე, რაც ფსევდოლიბერალმა ფაშისტმა დარჩიაშვილმა იკადრა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენი არაა, ამ სამარცხვინო მდუმარებაში მყოფმა ცალკეულმა პროფესორებმა და ლექტორებმა რა უნდა ასწავლონ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე მომავალ თაობას „ნაცრადიკალი დავით დარჩიაშვილის მიერ დაწერილი სიბინძურე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლულ როინ შავაძეზე არ მიკვირს, ეს ბოროტი რევანშისტების უცვლელი პორტრეტია. მიკვირს სამეცნიერო წრეებიდან კოლეგების დუმილი იმ სისაძაგლეზე, რაც ფსევდოლიბერალმა ფაშისტმა დარჩიაშვილმა იკადრა. ლატენტური ნაცსექტანტობა უკვე აღარაა დაფარული. ყველაფერი ხელის გულზე ჩანს. ამ სამარცხვინო მდუმარებაში მყოფმა ცალკეულმა პროფესორებმა და ლექტორებმა რა უნდა ასწავლონ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე მომავალ თაობას, ძნელი წარმოსადგენი არაა“, – წერს გია აბაშიძე.

ბათუმში ხვალ სოჭიდან ტურისტული ლაინერის შემოსვლას გააპროტესტებენ

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მომდევნო რუსულ ტურისტულ ლაინერს პროტესტით დახვდებიან.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი დუმბაძე აცხადებს, პროტესტის ფორმა იქნება მტკიცე.

“პროტესტის ფორმა ძალიან მტკიცე იქნება, მოხდება ქართველების პოზიციის დაფიქსირება, რათა ყველას შევახსენოთ, რომ ბათუმი, საქართველო გვეკუთვნის ქართველებს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რუსი სულთამხუთავი ერია, ტურისტის სახელით ამოფარებული პროპაგანდისტი შემოდის და შემდგომში განცხადებებს აკეთებს, თითქოს აფხაზეთი ჩვენგან იხსნეს. ბათუმელებს არ გვესწავლება სტუმარ-მასპინძელი, არც სტუმრების დახვედრა, ჩვენ ვართ ოკუპაციის წინააღმდეგი”, – განაცხადა გიორგი დუმბაძემ.

 

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, თბილისსა და ბათუმში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს, კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირები ესწრებოდნენ.

პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს და როგორია შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა  საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. შრომითი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა.

საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.

„ორ სამყაროში ვცხოვრობთ ერთდროულად – აღქმებისა და ფაქტების სამყაროში”- სუბარი

„ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავნოს სახელმწიფოს ინტერესებს და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო მოაქციონ სანქციების რეჟიმში“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, რეალობა არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო ოპოზიცია ტყუილებზე აგებს თავის ქმედებებს და ყველანაირად ცდილობს, საქართველოს ავნოს და სანქციების რეჟიმში მოაქციოს.

„ორ სამყაროში ვცხოვრობთ ერთდროულად – აღქმებისა და ფაქტების სამყაროში. ფაქტების სამყარო არის ის, რაც დაიწერა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომ საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი, რომ საქართველო 100%-ით იცავს და შეესაბამება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოში არ ფიქსირდება ამ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი შემთხვევა. მეორე მხრივ, ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავნოს სახელმწიფოს ინტერესებს და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო მოაქციონ სანქციების რეჟიმში.

ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მტრობა და ამის მიზანი არ არის უბრალოდ ის, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს, ამით ეკონომიკური ზიანი მივიღოთ, ხალხი გაღარიბდეს და შემდეგ თავიანთი რევოლუციური სცენარების განხორციელების საშუალება მიეცეთ. რეალური მიზანი არის ის, რომ ამით საქართველოსთვის დაიკეტოს ევროკავშირის კარი. ოპოზიციის მიზანია, ვერ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თუ ეს კარი დაიკეტება, შემოდგომაზე ისინი მოახდენენ საქართველოში არეულობასა და რევოლუციას. თუმცა ქართველმა ხალხმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო საიმისოდ, რომ ასეთ აღქმებში არ იცხოვროს და ფაქტებს მიაქციოს მეტი ყურადღება. თუმცა ქართველმა ხალხმა საკმაო გამოცდილება მიიღო იმისთვის, რომ ასეთი აღქმებით არ იცხოვროს და ფაქტებს მიაქციოს ყურადღება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,ასე მგონია მართლა რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში”- ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

ანჯაფარიძის თქმით, დარჩიაშვილის მოსაზრება, რომ “სტრასბურგის სასამართლოს ვერ აუხსნი მიზეზებს თუ რატომ მოკლეს შავაძე, მისი გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და სასამართლო ყორღანაშვილსაც დაიცავდა”, სწრაფ დეგრადაციაზე მეტყველებს. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ამგვარი განცხადებები ადასტურებს, რომ მგავსი “მორალის” მქონე ადამიანები, ქართული საზოგადოებისთვის უცხო სხეულები არიან. “ფეისბუქში ბევრი ატრიალებს ნაცების ექსდეპუტატის, ეხლა კი ილიაუნის პროფესორის დავით დარჩიაშვილის ამაზრზენ სტატუსს როინ შავაძეზე. მე განზრახ არ გავაზიარებ. დედაარსი ასეთია: იმსახურებდა მოკვლასო. მოკლედ, მთელი ამ შემადგენლობის სწრაფი დეგრადაცია მიდის. მათი “მორალი” სრულიად განსხვავებულია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალისგან და ასე მგონია მართლა რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

,,პროკურატურამ დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს”- შაქარიშვილი

ვერსიის გამო კი არა დარჩიაშვილო დავით, არ არსებობს თუნდაც უტყუარად დამტკიცებული დანაშაულის კატეგორია, რის საფუძველზეც ადამიანის მოკვლა შეიძლება! მაგრამ რაზე გელაპარაკებით, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდით ქუჩებში, დღისით-მზისით!!! ვინმე თქვენი ბანდის წევრის ცოლს ან საყვარელს თვალში რომ არ მოუვიდოდა, ამის გამო ოჯახებს ანადგურებდით! ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს! – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, წესით პროკურატურამ დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან რეალურად ამ უსასტიკეს მკვლელობაში საკუთარი და მთლიანად რეჟიმის პოლიტიკური გუნდის თანამონაწილეობა აღიარა. მისივე თქმით, სიმართლე ერთია – გამყიდველმა და მოღალატე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გმირ სამხედროზე შური იძია, რომელიც აგვისტოს ომში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ღიად ლაპარაკობდა.

„ამ უსულო, უსისხლო, უჯიშო, უსამშობლო დავით დარჩიაშვილმა ერთ სტატუსში აღწერა ნაც-მოძრაობის მმართველობის სტილი – ვერსია არსებობდა, რომ რაღაც გამოგონილ ქმედებაში, სასტიკად მოკლული როინ შავაძე შესაძლოა დამნაშავე ყოფილიყოო… ვერსიაო, დიახ, ვერსიაო… იმაზე მოგვიანებით თუ სინამდვილეში რატომ მოექცნენ ასეთი არნახული სისასტიკით როინ შავაძეს, იქამდე, ამ აღიარებაზე გავამახვილოთ ყურადღება – რეჟიმის პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც დარჩიაშვილი წარმოადგენდა, დასაშვებად და კანონიერად მიიჩნევდა (დღესაც ასე მიიჩნევს) ადამიანის წამებით მოკვლას, მხოლოდ და მხოლოდ ვერსიის საფუძველზე! მართლა სიტყვები არ მყოფნის კოლექტიური დარჩიაშვილების ბუნების აღწერისათვის… ვერსიის გამო კი არა დარჩიაშვილო დავით, არ არსებობს თუნდაც უტყუარად დამტკიცებული დანაშაულის კატეგორია, რის საფუძველზეც ადამიანის მოკვლა შეიძლება! მაგრამ რაზე გელაპარაკებით, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდით ქუჩებში, დღისით-მზისით!!! ვინმე თქვენი ბანდის წევრის ცოლს ან საყვარელს თვალში რომ არ მოუვიდოდა, ამის გამო ოჯახებს ანადგურებდით! რაში გჭირდებოდათ, თუნდაც თქვენი ჯიბის სასამართლოს განაჩენი ან რამე საერთოდ?! ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს! გენატრებათ არა ის დრო და შეუზღუდავი ძალაუფლება?!

არ მოგეწონათ, გვიან, მაგრამ მაინც აღსრულებული სამართალი?! არ გინდათ ხო სიმართლე იცოდეს საზოგადოებამ?! განსაკუთრებით ახალგაზრდება, ვინც იმ დროს საბავშვო ბაღში იყო და არ ახსოვს რეჟიმის სისასტიკე…?! სიმართლე კი ერთია – გამყიდველმა და მოღალატე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გმირ სამხედროზე შური იძია, რომელიც აგვისტოს ომში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ღიად ლაპარაკობდა! ჯერ ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გამოსვენებული და ხალხი შოკიდან გამოსული, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა გმირი სამხედროების წინააღმდეგ! როინ შავაძეს, სერგო თეთრაძეს და სხვებს ჯაშუშობა იმიტომ დააბრალეთ, რომ გეშინოდათ, თქვენზე ბევრი რამ იცოდნენ! თქვენი “საქმენი საგმირონი” საკუთარი თვალით ნახეს! თქვენივე წამოწყებული ავანტიურის მერე როგორ გაიქეცით და როგორ მიატოვეთ ჩვენი სახედროები, მათ ნახეს როგორი უპასუხისმგებლო, უცოდინარი და მოღალატეობრივი იყო თქვენი ქმედებები ამ სამ დღიან ომში!!! მათი მოკვლით სიმართლე მაინც ვერ მოკალით! დრო კიდევ ბევრ მოვლენას ახდის ფარდას და შესაძლოა გვიან, მაგრამ აუცილებლად დაისჯებით! აუცილებლად!!! წესით პროკურატურამ, დარჩიაშვილის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან რეალურად ამ უსასტიკეს მკვლელობაში საკუთარი და მთლიანად რეჟიმის პოლიტიკური გუნდის თანამონაწილეობა აღიარა!“, – წერს ვატო შაქარიშვილ

,,რუსეთსა და აშშ-ს პირდაპირი სამხედრო შეტაკება არ სურთ”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც მას სირიაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი სამხედრო შეტაკებების საფრთხეზე ჰკითხეს.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, მაგრამ ეს არავის არ სურს და ამერიკული მხარის ინიციატივით, ჩვენ ასეთი კონფლიქტების პრევენციის მიზნით თავის დროზე სპეციალური მექანიზმი შევქმენით. 

ჩვენი გარკვეული დეპარტამენტების ხელმძღვანელებს უშუალო კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან და ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაზე შეუძლიათ კონსულტაციები გამართვა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არავის არანაირი შეტაკება არ სურს“, – განაცხადა პუტინმა. 

მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსული მედიის ცნობით, 30 ივლისის ღამეს მოსკოვს რამდენიმე უკრაინული დრონი დაესხა თავს. შედეგად, აფეთქება მოხდა „IQ-კვარტალის“ შენობაში განთავსებულ ბიზნეს ცენტრში „მოსკოვი-სითი“. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმაში სამი დრონი მონაწილეობდა. არსებული ცნობით, ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის რეგიონის ოდინცოვოს რაიონის თავზე განადგურდა. დანარჩენი ორი კი, ელექტრონული ომის საშუალებებით ჩამოაგდეს და ისინი მოსკოვის ტერიტორიაზე დაეცა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ქალაქში „მოსკოვი-სითის“ ორი ცათამბჯენის ფასადები მსუბუქად დაზიანდა.

„მეხუთე და მეექვსე სართულებზე დაზიანდა შემინული ფასადი. ასევე, პირველ და მეოთხე სართულებზე ჩაიმსხვრა „ოკო 2-ის“ შენობის მინები“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

შედეგად, კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, მოსკოვის რეგიონის საჰაერო ზონაში ფრენები აიკრძალა და დახურული იყო ვნუკოვოს აეროპორტი. რუსული მედიის ცნობით, ჯამში 20-ზე მეტი რეისი გადაიდო