Home Blog Page 1802

,,ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპელი ოფიციალური პირები ჩუმად ცვლიან უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას”- Politico

უკრაინის დასავლურ დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპელი ოფიციალური პირები ჩუმად ცვლიან უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას და უბიძგებენ უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისკენ.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და ვაშინგტონში მომუშავე ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა Politico-ს ანონიმურობის პირობით, ასეთი სამშვიდობო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას ნიშნავს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი და პენტაგონი კვლავ საჯაროდ ამტკიცებენ რუსული არმიის უკრაინიდან სრულად განდევნის აუცილებლობას, მაგრამ ფარულად განიხილავენ კიევთან სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლის აუცილებლობას, ტერიტორიების განთავისუფლების მცდელობების მიტოვებას. ეს ძალისხმევა ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობას.

გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია ორიენტირებულია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის სწრაფ აღორძინებაზე.

„სავარაუდოა, რომ თავდაცვითი პოზაზე გადასვლა უკრაინელებს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ რესურსები, ხოლო რუსეთის მომავალი წინსვლა ნაკლებად სავარაუდოა“, – აღნიშნა  აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის დაზვერვის ექსპერტმა.

ვაშინგტონში მცხოვრებმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირს, ასევე, სურს დააჩქაროს უკრაინის ნატოში გაწევრიანება, რათა „უკრაინა საუკეთესო პოზიციაში დააყენოს მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის“.

სტრატეგიული სიტუაციის გათვალისწინებით, Politico აღნიშნავს, რომ „თავად უკრაინელები აწარმოებენ საჯარო დებატებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინს“.

,,ბიჭვინთის აგარაკების მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუსეთს ეკუთვნის”- გრიგორი კარასინი

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი  გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული.

როგორც მან აღნიშნა აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუსეთს ეკუთვნის, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ“, – აღნიშნა კარასინმა.

,,ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა უკრაინისათვის საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად”- The New York Times

ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა უკრაინისათვის საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად – უკრაინის ნამდვილი გამარჯვება ომის ჯოჯოხეთიდან ამოსვლაა, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო, – წერს სერჟ შმემანი, გაზეთ The New York Times-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი სტატიაში სათაურით უკრაინას არ სჭირდება მთელი თავისი ტერიტორია პუტინის დასამარცხებლად.

“გაზეთ The New York Times-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩუმად მიუთითებს მზადყოფნაზე უკრაინაში ომის გაყინვისთვის, საეჭვო და მაპროვოცირებელიც არის. ბევრი გამაფრთხილებელი მომენტია: ზავი ვლადიმირ პუტინის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/5-ს მოაქცევს. პუტინი არ არის სანდო. მას შეუძლია გამოიყენოს ხანგრძლივი მოლაპარაკებები თავისი ძალების გასაძლიერებლად განახლებული შეტევისთვის, ან დასავლელი კანონმდებლების დასამშვიდებლად უკრაინისთვის დახმარების შემცირების მიზნით. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ პუტინი სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს, უკრაინამ არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, დაასრულოს სისხლისღვრა. დაბრუნებული ტერიტორია ამ ომში გამარჯვების ერთადერთი საზომი არ არის”, – წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ფრონტი ფიტავს უკრაინის რესურსებსა და ადამიანურ რესურსს, უახლოეს მომავალში ცვლილებების დიდი პერსპექტივის გარეშე.

“მაგრამ ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა [უკრაინისათვის] საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად. უკრაინის ნამდვილი გამარჯვება ომის ჯოჯოხეთიდან ამოსვლაა, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ არის ინტეგრირებული დასავლეთში. ეს იქნებოდა ზუსტად ის, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ გასაგები მიზეზების გამო, ზავის შესახებ ნებისმიერი საუბარი რთულია ვოლოდიმირ ზელენსკისთვის.

“მისთვის ძალზე მტკივნეული და პოლიტიკურად ძალიან რთული იქნება ბრძოლის შეწყვეტა რუსეთის დასჯის გარეშე და ამდენი უკრაინული მიწის რუსეთის კონტროლის ქვეშ დატოვება. […] მაგრამ ზავის საკითხის შესწავლა არ ნიშნავს განზე გასვლას. პირიქით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მაშინაც კი, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, რუსეთზე სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის შესანარჩუნებლად. […] ბრძოლის შეწყვეტა არ არის პუტინისთვის გამარჯვების მინიჭება. უკრაინა და მსოფლიოს დიდი ნაწილი არ მიიღებს რუსეთის მიერ უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიას”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ “გასაგებია, რომ ჩიხში შესულ სამხედრო ოპერაციაში გაუთავებელი რესურსების ჩადების პერსპექტივა წინააღმდეგობას გამოიწვევს. სკეპტიკოსებს გაუჭირდებათ დამატებითი დახმარების ეჭვქვეშ დაყენება, თუ იქნება ბრძოლის შეწყვეტის პერსპექტივა და უკრაინის აღდგენაზე გადასვლა”.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალის გასამართლება, ცივილური ფორმით უნდა მოხდეს”-თამთა მეგრელიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა” რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა ამაზე მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ცხრა წლიანი ციკლი მეტყველებს, რაზეც დაწვრილებით შეიძლება საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე „ხალხის ძალის” ახალი წერილით მათ მხილებაზე, მოღალატეობრივ შეთქმულებაზე მოგახსენებთ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას „ნაცმოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნით.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს მათი გასამართლება ცივილიზებული ფორმით. „ნაციონალური მოძრაობა” რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა ამაზე მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ცხრა წლიანი ციკლი მეტყველებს, რაზეც დაწვრილებით შეიძლება საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე „ხალხის ძალის” ახალი წერილით მათ მხილებაზე, მოღალატეობრივ შეთქმულებაზე მოგახსენებთ. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, აქედან ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის უმძიმესი ბრალდება, თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალი გაუფრთხილებლად დაიბომბა! ევროსაბჭოს რეზოლუციაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ საბრალდებო დასკვნას თავად მოაწერა ხელი.

ევროსაბჭოს რეზოლუციით მათ აღიარეს, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო და მეტიც, ქართულ ჯარს ის ომის დანაშაული დააბრალეს, რომელიც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია. ეს დოკუმენტი არის ქართული სახელმწიფოს ღია ღალატი, ეს არის ქართული სახელმწიფოს ღალატი მიხეილ სააკაშვილის მიერ წინასწარ გაყიდულ ომში და ეს არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ღირსეული ჯარისკაცისა თუ სამოქალაქო პირის, რომელიც ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. შემთხვევითი არ არის რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლი ამოიღო (აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და შესაბამისი კანონი ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 2008 წლის სექტემბერში მიიღეს) იმავე პერიოდში ამოიღეს კონსტიტუციიდან ჩანაწერები სამშობლოს ღალატის შესახებ. ეს მოწმობს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მოღალატეობრივი პოლიტიკით შეგნებულად მოქმედებდა და მან 2008 წლის ომი ომამდე გაყიდა!

ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს და ასევე ვალდებულია სათანადოდ შეაფასოს „ნაციონალური მოძრაობის” მოღალატეობრივი ქმედება. ეს პროცესი უნდა დაიწყოს და 2024 წლისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ბრძოლით დასრულდეს. დიახ, უნდა მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ძალის გასამართლება, გასამართლება ცივილური ფორმით – უარი უნდა ვუთხრათ ამ ძალას 2024 წლის არჩევნებში და პოლიტიკურად ანულირებულთა „ძელზე” გავკიდოთ.

ამ ბრძოლაში სწორედ საარჩევნო პროცესია ერთადერთი სწორი ფორმა,რადგან არჩევნები ვარაუდის გარეშე პირდაპირ გამოხატული ნებაა ამომრჩევლისა, რომელიც ამბობს პოლიტიკურ „კი“-ს ან „არა“-ს ნდობისა თუ უნდობლობის ხარისხით. აქედან გამომდინარე, უნდა მოვემზადოთ, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა დაანახოს მავანთ პოლიტიკურად სად და რა დონეზე არიან,” – წერს მეგრელიშვილი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ, რომელშიც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ, რომელშიც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ.

წერილში ნათქვამია, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, „აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა“.

„დეპუტატებმა არ წარუდგინეს საზოგადოებას ინფორმაცია ახალი კოორდინატების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული. მანამდე დადგენილი კოორდინატებით, ეს არის 345 ჰექტარის ტერიტორია, რომლიდანაც 180 ჰექტარი არის ზღვის აკვატორია, 155 ჰექტარი ბიჭვინთის ნაკრძალი, რვა ჰექტარი – ბიჭვინთის საცხოვრებელი კვარტლები.

ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი განცალკევდა და შედეგად, აფხაზეთის მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა ქვეყნის საზღვაო საზღვრების ნაწილთან, უნიკალურ ნაკრძალთან და ერთადერთ საზღვაო უბესთან, რომლის სიღრმეც იძლევა საშუალებას, რომ იქ გემები შევიდნენ და გააჩნია საუკეთესო სანავიგაციო პირობები. დეპუტატებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, განემარტათ აფხაზეთის საზოგადოებისთვის, რომელიც პარლამენტთან იყო შეკრებილი, რატომ იყო აუცილებელი საგანგებო სხდომის გამართვა და ამ ქმედებებით აჩვენეს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში სრული სამართლებრივი ქაოსია. შედეგად, ჩვენ საქმე გვაქვს ტერიტორიის დაკარგვის უპრეცედენტო შემთხვევა არა საომარ, არამედ მშვიდობიან დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დღეს დაამტკიცა. ე.წ. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

,,საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს – მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო.

,,საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე. გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს – მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

2 355 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სანზონაში 2 355 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება დღეს, 27 დეკემბერს, 12:30  საათზე შეწყდა და დღესვე, 21:00 საათზე, აღდგება.

საია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებები 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სასარგებლოდ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ორი მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია სასამართლოში იცავს 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაშლის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. წარდგენილი სარჩელების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დაზარალებულების სარჩელები შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა, ერთ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მეორე დაზარალებულის, კერძოდ, გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით, სარჩოს გადახდის ვალდებულება კი არ დააკისრა.

2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) მოსარჩელეთა სასარგებლოდ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული პირების სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული”, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ერდოღანი, უკანასკნელი ადამიანია, ვისაც ჩვენთვის მორალის ქადაგება შეუძლია”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები „არაფრით განსხვავდება ადოლფ ჰიტლერის ქმედებებისგან“.

“ერდოღანი, რომელიც ქურთების გენოციდს ახორციელებს და ჟურნალისტების დაპატიმრების რეკორდსმენია, უკანასკნელი ადამიანია, ვისაც ჩვენთვის მორალის ქადაგება შეუძლია”, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

“ცაჰალი” მსოფლიოში ყველაზე მორალური არმიაა, რომელიც ებრძვის და ანადგურებს მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი აქებს მას და მასპინძლობს მის მაღალჩინოსნებს”, – დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

,,საგარეო მხარდაჭერის ნაკლებობა უკრაინის ეკონომიკას „გადარჩენის“ რეჟიმში დააბრუნებს”- უკრაინის ვიცე-პრემიერ

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი და აშშ ვერ გამოუყოფენ უკრაინას დაპირებულ ფინანსურ დახმარებას 2024 წლის დასაწყისში, უკრაინას სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასების და მილიონობით მოქალაქისთვის პენსიის გადახდის გადავადება შეიძლება მოუწიოს.

იულია სვირიდენკომ, რომელიც ასევე ეკონომიკის მინისტრია, აღნიშნა, რომ საგარეო მხარდაჭერის ნაკლებობა უკრაინის ეკონომიკას „გადარჩენის“ რეჟიმში დააბრუნებს.

“პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სასწრაფოდ გვჭირდება ის”, – აღნიშნა მან.

სვირიდენკო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს მხარდაჭერას თებერვალში და თანხებს მარტის ბოლომდე მიაწვდის კიევს, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ იქნება.

“გარკვეული სოციალური სექტორების არასაკმარისად დაფინანსების დიდი რისკი არსებობს”, – განაცხადა მან.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციფრული პროექტი მოამზადა

უცხოელ და ქართველ მოგზაურებთან კომუნიკაციის ხელშეწყობისა და უკუკავშირის მიღების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციფრული პროექტი მოამზადა.

ელექტრონული კითხვარების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მოხდება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის და მომსახურების დონის შეფასება,

ტენდენციების და საჭიროებების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა საკითხზე 4 ათასზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება.  ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, უცხოელ და ქართველ მოგზაურებს საშუალება აქვთ  ადმინისტრაციას 24 საათიან რეჟიმში, ცხელ ხაზზე  0 800 800 909 დაუკავშირდნენ.

ცხელ ხაზთან ერთად მუშაობს საინფორმაციო ელექტრონული ფოსტა. feedback@georgia.travel

გია ცაგარეიშვილი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა

ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, ქსნის ხეობას, პატარა და დიდი ლიახვის ხეობებს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ამ განცხადებით დეპუტატი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ოპონენტების მუდმივ წამოძახილს ამ თემასთან დაკავშირებით. ამას ხშირად ის ადამიანები აკეთებდნენ, რომლებმაც რუსული ჯარი, აქედან ძლივს გაძევებული უკან შემოატრიალეს ფაქტობრივად თავისი ავადსახსენებელი, გაუთვლელი, პროვოკაციული პოლიტიკით. ამან საბოლოო ჯამში, დაამარცხა ეს ქვეყანა საშინელ კონფლიქტში ჩვენდა სამწუხაროდ და ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციას, რომ დაეწყო ჩვენი ძირძველი მიწების ოკუპაცია მოეხდინა მათ შორის ქართველების გენოციდი როგორც აფხაზეთში, ისე ყოფილ სამხრეთ ოსეთში. ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, ქსნის ხეობას, პატარა და დიდი ლიახვის ხეობებს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები. როცა იყვნენ ჩვენთან ერთად ხელისუფლებაში მაშინ რას აკეთებდნენ ამ მიმართულებით, რა ნაბიჯებს დგამდნენ, იქნებ ამაზეც მოგვიყვნენ ხოლმე“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.