საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თიანეთი, სოფელი ბინდაურთაა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თიანეთი, სოფელი ბინდაურთაა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.
BBC-ს ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე მოწყობილ თავდასხმებზე.
„ჰეზბოლაში“ ასევე აზუსტებენ, რომ თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს.
ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა.
„უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება“, – აღნიშნა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა.
დვალმა კი განაცხადა, რომ გუნდმა უკრაინასთან თამაშის შემდეგ ძალები აღიდგინა.
„მოკლე დროში გვიწევს მეორე თამაშის ჩატარება. იგივე მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე გუნდიც. მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და 24 საათი კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, თამაშისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.
ყვითელი ბარათების გამო მატჩს გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. 3 ტურის შემდეგ „ჯვაროსნები“ 6 ქულით ჯგუფში ლიდერობას ჩეხეთთან იყოფენ.
შეხვედრა 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს, “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.
14 ოქტომბერს , საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მე-4 საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.
როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, “თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” და “შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს”. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.
ერთხელ წმიდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ “ზამთრის სასტიკებისა” და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი “სახედ მოხუცებული ბერი კაცისა“ ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ “შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო”, – უბრძანებია უფალს.
მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმიდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს.
ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.
ვერძი
დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, დამოუკიდებელი მუშაობისთვის. შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი პასუხისმგებლობების ან ვალდებულებების აღებამ. ეს ეხება არა მხოლოდ სამსახურს, არამედ საყვარელ ადამიანებსაც. ზოგიერთ მათგანს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს. დღეს მოგიწევთ დათმობაზე წასვლა და კომპრომისის პოვნა.
კურო
14 ოქტომბერს სერიოზული საუბარი გელოდებათ მეგობართან ან თანამოაზრესთან. ან შეიძლება მოგთხოვონ მონაწილეობა სოციალური ღონისძიება, ან მისი მოწყობა. კარგია დღეს კოლეგებთან მეგობრობის დამყარება. არ უნდა თქვათ უარი საინტერესო შემოთავაზებებზე, ეს შეიძლება იყოს რაღაც კარგის დასაწყისი.
ტყუპი
სამსახურში შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობები დაგეკისროთ და თქვენი დატვირთვა გაიზარდოს. ხანდაზმულმა ნათესავებმა შეიძლება მეტი ყურადღება მოგთხოვონ. მაგრამ საყვარელ ადამიანს შეუძლია გაგაბედნიეროთ. კარგი დღეა პაემნისთვის, მეგობრებთან შესახვედრად.
კირჩხიბი
დღეს შეიძლება იყოთ ძალიან მებრძოლი. განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან ერთად. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ აგრესიასთან გამკლავებაში. დღე შესაფერისია უახლოესი მომავლის დასაგეგმად და კონკრეტულ თემაზე ცოდნის მისაღებად. სამსახურში მოგიწევთ პრობლემების გადაჭრის სხვა გზების ან ახალი ვარიანტების მოძიება. დღე შესაფერისია ახლობლებთან კომუნიკაციისთვის.
ლომი
შესაძლოა, გარკვეულ ცვლილებები თქვენს სოციალურ წრესთან, მოგზაურობასთან ან თუნდაც მეზობლებთან და ნათესავებთან. მაგრამ ცვლილებები, რომლებიც თავად გსურთ, შეიძლება არ მოხდეს ისე სწრაფად, როგორც გსურთ. მოგიწევთ ყველა სამუშაოს შესრულება დამოუკიდებლად, დახმარების იმედი ნუ გექნებათ.
ქალწული
ფრთხილად იყავით თქვენს განცხადებებთან. შეიძლება ვინმესთან ჩხუბი, კამათი ან თქვენი აზრის დაწესება სცადოთ. ეს არ არის საუკეთესო დღე პარტნიორებთან ურთიერთობისთვის როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. გადაანაწილეთ დავალებები მათი მნიშვნელობის მიხედვით, არ არის საჭირო ყველაფრის დღეს გაკეთება.
სასწორი
სამსახურში შესაძლებელია კონფლიქტები და გაუგებრობები. არ არის კარგი დღე უფროსთან ან სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი სამუშაო იყოს. უმჯობესია იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება.
მორიელი
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. დღეს დაისვენეთ. ფულის გამო არ არის გამორიცხული პარტნიორთან უთანხმოება. დაწყვილებულებმა გაატარეთ დღე რომანტიკულად. ჯობია ერთად გაატაროთ დრო, წახვიდეთ სადმე, განიტვირთოთ და არ დასხდეთ ტელევიზორის წინ.
მშვილდოსანი
საყოფაცხოვრებო სამუშაოები და საყვარელი ადამიანები საჭიროებენ მეტ ყურადღებას. შესაძლოა, დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უფროსი ნათესავების კეთილდღეობას. შეხვდით მეგობრებს, მაგრამ მოერიდეთ მათთან კამათს.
თხის რქა
14 ოქტომბერს ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ ჩაერიოთ კონფლიქტში. შესაძლოა ბევრი მოგზაურობა იყოს. არ არის გამორიცხული, შემოგთავაზონ თანამშრომლობა ან მივლინება. თუმცა, დღეს არ გირჩევთ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან. მეგობრებმა შეიძლება გაგაოცონ სიახლეებით.
მერწყული
ფინანსური საკითხებით იქნებით დაკავებული. ეს შეიძლება იყოს თქვენი ბიუჯეტის დაგეგმვა, დოკუმენტებთან მუშაობა. ფრთხილად იყავით მანქანის მართვისას. შესაძლოა მივლინება ან უცხოელებთან ურთიერთობა. დღეს იყიდეთ მხოლოდ გამძლე ნივთები.
თევზები
პასიური დასვენების განწყობაზე ხართ, მაგრამ არავინ გააუქმა პასუხისმგებლობა სახლში და სამსახურში. ზოგი უფრო კაპრიზული იქნებით, ზოგიც დეპრესიაში იგრძნობთ თავს. შეიტანეთ მცირე ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში; წადით სადმე, გააკეთეთ ყოველდღიური საქმეები სხვანაირად, მოამზადეთ უჩვეულო კერძი.
ყოფილი სახალხო დამცველის, პლატფორმის – „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელს, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ე.წ. ტექნიკურ მთავრობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურაზე, საუბარი არ ყოფილა.
შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გააკეთა.
მისივე შეფასებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კონკრეტული პირების სახელების და გვარების დასახლება, არასწორია.
14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ტერაქტისთვის იყოს ეს [დარჩო ხეჩუაშვილი] ადამიანი შემოგზავნილი, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“.
„კაციშვილმა არ იცის, ადამიანი, რომელიც ცდილობდა შემოპარულიყო ჩვენს ტერიტორიაზე, რა დაკვეთით შემოდიოდა. ამ მწვალებელთა ამოცანა ეს არის – პროვოკაციები, არეულობა, ქაოსი. არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ტერაქტისთვის იყოს ეს [დარჩო ხეჩუაშვილი] ადამიანი შემოგზავნილი“, – აღნიშნა ზარქუამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი.
ისრაელის არმიის ტანკებმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განთავსების ადგილას ჭიშკარი შეანგრიეს.
გაერო-ს სამშვიდობო კონტიგენტის განცხადების თანახმად, ორი ტანკი გაერო-ს სამშვიდობოების ტერიტორიაზე დილით ადრე შეიჭრა და სამეკავშირეო მექანიზმის გამოყენების შემდეგ, 45 წუთის შემდეგ გავიდნენ ზონიდან. რამდენიმე საათში, გაერო-ს სამშვიდობო კონტიგენტის განთავსების ადგილის მახლობლად სროლების ხმა გაისმა, რის შემდეგაც კვამლი წარმოიქმნა.
განცხადების თანახმად, ბანაკში კვამლის შესვლის შემდეგ თხუთმეტი მშვიდობისმყოფელი დაშავდა, რომლებსაც აღენიშნებოდათ კანის გაღიზიანება და მოწამვლის სიმპტომბი.
არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ იმაზე მეტად ვინმემ დაარბიოს, როგორც არის დარბეული, შვიდ ნაწილად არის დაყოფილი და გამოდიან სხვადასხვა ნუმერაციით, არავის ინტერესი არ არის, უპირველესად ხელისუფლების, რომ რაიმე ტიპის პროვოკაცია იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინმეს თუ აქვს პროვოკაციის ინტერესი, ეს არის ოპოზიცია.
„ოპოზიციაში იციან, აგებენ არჩევნებს, ამ პროვოკაციაზე უნდათ, რომ წამოაგონ უცხოელები თუ ქართველები. ამიტომ უპირველესად ჩვენ გვინდა, რომ მშვიდად, როგორც აქამდე მიდის, ისე ჩატარდეს არჩევნები. ახლა თუ ვინმეს აწყობს პროვოკაციები და არეულობა, ეს არის თავად ოპოზიცია, ეს იგივეა დაახლოებით მოუმზადებელი აბიტურიენტი რომ მიდის უნივერსიტეტში და თავის უცოდინრობას დააბრალებს საგამოცდო კომისიას, ასეა ოპოზიცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისს თავს დაესხნენ.
13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი სამშობლო, საქართველო დავიბრუნოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ – ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ბედი ბედი თითოეული მოქალაქის ხელშია.
„სამეგრელო, ზუგდიდი არის არაჩვეულებრივი ქალაქი. არაჩვეულებრივი ტრადიციებით, ხალხით და რაც ყველაზე მთავარია, ეს ქალაქი პოლიტიკური სამართლიანობით გამოირჩევა. მინდა, რომ აი, ახლა, ამ მომენტში ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ, რომ 13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი სამშობლო, საქართველო დავიბრუნოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ, ახალი ძლიერი საქართველოს მშენებლობა. სამშობლოს ბედი თითოეული თქვენგანის ხელშია. ბოლო 13 დღე სრული მობილიზაცია უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა დავიხსნათ იმ მარწუხებისაგან, მთავრობისაგან, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მმართავს.
მინდა „ქართული ოცნების“ სამი ფაქტორი გამოვყო. პირველი ფაქტორი არის ის, რომ ისინი მთელი 12 წლის განმავლობაში ქვეყანას ტყუილში აცხოვრებენ. მგონია, რომ ზედმეტია იმის კიდევ შეხსენება და გამეორება, თუ რამდენი ტყუილი ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში დაარიგა და მსგავსი არაფერი არ შესრულებულა. კერძოდ, 100 ქარხანა, უფასო ფული, 5 მილიონი ყოველ სოფელს, გავაკვირვებთ ევროპას დემოკრატიით ა.შ. და შედეგად რა გვაქვს? – შედეგად გვაქვს ის, რომ დღეს მათი არცერთი დაპირება არ შესრულებულა.
2023 წელს 117 ათასი 30 წლამდე ახალგაზრდა არის წასული ქვეყნიდან. ეს არის საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემი. ეს მონაცემი 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 70%-ით. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მსხდომები და ვინც გვიყურებს, იმათი ოჯახებიდანაც ძალიან ბევრი ახალგაზრდაა წასული. ეს ვისი ბრალია? ვისი ბრალია ფასების კატასტროფული ზრდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა გახდა, მომხმარებელი ქვეყანა გახდა და ევროპის ქვეყნებს უტოლდება ფასებით, მაგრამ წარმოება არ არის, ექსპორტი არ არის, სამუშაო ადგილები არ არის, ხელფასები არ არის. ვისი ბრალია? – აი, ამ მოღალატეობრივი და ცრუ მატარებელი მთავრობის ბრალია.
რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რითაც „ქართული ოცნება“ გამოირჩევა, 2020 წელს ანაკლიაში ჩვენ პირველი გემი უნდა მიგვეღო, რომელიც შეცვლიდა არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველო ცხოვრებას. ჩვენ გავხდებოდით ფუნქციის მატარებელი, გავხდებოდით ტვირთის გამანაწილებელი და ჩვენ მთელ რეგიონში სერიოზული მოთამაშე გავხდებოდით. რეალურად რა მივიღეთ? – 5 წელი გავიდა და თითი-თითზე არ არის დაკარებული.
მესამე ფაქტორი, რითაც ისინი გამოირჩევიან, ეს არის კორუფციის ძალიან მაღალი დონე. ჩვენგან 100 მეტრში არის ზუგდიდის სტადიონი, რომლისთვისაც 30 მილიონი გამოიყო, ამას მერე 16 მილიონი დაამატეს, რომ ეს პირველი შეჭმული ფული მერე 16 მილიონით გადაეფარათ. ზუგდიდში სტადიონი გვაქვს? – არა, არ გვაქვს. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი მოსულია იმისთვის, რომ თქვენი გადასახადები და ბიუჯეტი, რომელსაც თქვენი შრომით ავსებთ, ჯიბეში ჩაიდონ. ეს არის მათი სახე. კერძოდ, ტყუილი დაპირებები, გაჩერებული პროექტები და კორუფცია. ამიტომ 13 დღეში თითოეული ჩვენგანის ვალია და განსაკუთრებით, ამაში სამეგრელომ ავანგარდის როლი უნდა ითამაშოს იმიტომ, რომ თქვენ ყოველთვის წინ იყავით და ტემპერამენტით გამოირჩეოდით და ყოველთვის იცოდით სად იყო სწორი სვლა, 13 დღეში „ქართული ოცნება“ საქართველოში უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კარს უკან ჩუმად, ჩურჩულით მიღებული გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია სწორად. არის არჩევნები და შესაბამისად, დემოკრატიულად პარტიები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, იზიარებენ სალომე ზურაბიშვილის ქარტიის სულისკვეთებას, თუმცა ხალხის ზურგს უკან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და კონსულტაციები მოქალაქეებისთვის გაუგებარია.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები უკავშირდება არჩევნებს, უბნების დაცვას, ხმების დაცვას. მაგალითად მე, მოხარული ვიქნებოდი თუ ამ მიმართულებით იაქტიურებს პრეზიდენტიც და ყველა, მათ შორის აქტიური ადამიანები, ჯგუფები და მოგვეხმარებიან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის დაცვაში. დარწმუნებული ვარ ხალხის გამარჯვებაში და საბოლოო ჯამში ამ ქარტიის სულისკვეთებასაც ვიზიარებთ. შესაბამისად, ძალიან დემოკრატიულად, გამჭვირვალედ იქნება ყველა მოლაპარაკება და არა ხალხისგან მალულად, ზურგს უკან და სადმე მალულად ზურგს უკან, რომელიმე ბნელ კაბინეტში. ეს არ მომწონს, არ ვიზიარებ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არჩევნები გვაქვს წინ, ივანიშვილი და რუსული რეჟიმი გვაქვს დასასრულებელი, ეს ძალიან იოლად ჟღერს, თუმცა რთული იქნება პრაქტიკაში. მნიშვნელოვანია, ყველა კონცენტრირდეს არჩევნების დაცვაზე“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.