Home Blog Page 1785

ბათუმში კურიერს მანქანა დაეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გორგილაძისა და ფშაველას ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ინფორმაციას tv25 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი კურიერია.

დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

,,ჩვენ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას”- ნატოს სამიტის კომუნიკე

ჩვენ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი, – ნათქვამია ნატოს სამიტის კომუნიკეში.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარე ჩარევის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომელიც მან საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა საქართველოში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატოს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ჩვენ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს“, – ნათქვამია ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების კომუნიკეში.

„ჩვენ მივესალმებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის კრიზისების მართვაში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში, ასევე ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის სფეროებში. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და მაქსიმალურად გამოიყენოს წლიური ეროვნული პროგრამა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

“სააკაშვილი საქართველოში ზელენსკიმ შემოაგზავნა არაჟანთან ერთად”– ლევან მამალაძე

“სააკაშვილი საქართველოში ზელენსკიმ შემოაგზავნა არაჟანთან ერთად”– განაცხადა “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში.

მან ასევე ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე და უკრაინის ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებაზე ელჩის გამოგზავნასთან დაკავშირებით. ლევან მამალაძის შეფასებით, მადლიერების ნაცვლად, პრეზიდენტი ზელენსკი უმადურია.

“მოსახლეობაზე გადაანგარიშებით, საქართველომ, ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი მიაწოდა უკრაინას, ყველაზე მეტი ლტოლვილი მივიღეტთ და ყველაზე მეტი მოხალისე იბრძვის უკარინისთვის!

პრეზიდენტი ზელენსკი, მადლიერების ნაცვლად საქართველოს ელჩს აძევებს და ხელისუფლებას ემუქრება! უმადურობაც ამას ჰქვია”- განაცხადა ლევან მამალაძემ.

,,აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება, თავისთავად მძიმე ფაქტია”- დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან. ამასთან, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, დავითულიანი განმარტავს, რომ ფანჩატურამდე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო, შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, ფანჩატურს არავინ შეხებია.

„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგედია და უბედურებაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება. ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან, იქ არსებულ ფანჩატურში. ეს ისედაც მძიმე შემთხვევა და ტრაგედიაა და მგონი აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება, ისედაც თავისთავად მძიმე ფაქტია. პირველადი მონაცემებით არის ის, რომ ელექტრო გაყვანილობა იყო კუსტარული. ცნობილია, რომ წარსულში, ადგილზე, მსგავსი უკანონო ქმედება იყო აღკვეთილი და ხელმეორედ მაინც მოხდა როგორც ჩანს, გარკვეული პირების მხრიდან ფანჩატურში ელექტროენერგიის გაყვანა. სამუშაოებს რაც შეეხება, ინტერპრეტაციის ადგილი რომ არ დარჩეს, მოდი ვთქვათ, იქ მიმდინარეობდა გამწვანება, სკვერის რეაბილიტაცია, მაგრამ ფანჩატურამდე ეს გამწვანება, რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო. ფანჩატურს ჯერ არავინ შეხებია- ასეთია ოფიციალური მონაცემები“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

“პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა…”- მიტროპოლიტი იოსები

მიტროპოლიტი იოსები შემოქმედელი ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმ მღვდელმსახურება.იოსები შემოქმედელი ბერი ნიკოლოზის შესახებ აქამდე უცნობ ამბავს ჰყვება.
„სურს გამოვეხმაურო ბერ მამა ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლი აქტიურ პროპაგანდას ეწევა მთელს საქართველოში.
მე როგორც გურიის ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს) ალბათ ყველა სასულიერო პირზე კარგად ვიცნობ, რამეთუ მე და ის დიდი ხნის მანძილზე ვმსახურობდით სვეტიცხოველში.მსურს გაგიზიაროთ და გავიხსენო ის მცირე მოგონება, წლები, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი ერთად ვმსახურობდით სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში.

1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაკურთხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მორჩილად, ხოლო წინამძღვრად პატრიარქის მიერ დადგენილ იქნა დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი), იგივე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.

1991 წელს, ერთი წლის შემდეგ ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა ნარიმან მაქარაშვილმა, იგივე ბერმა ნიკოლოზმა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე, თუმცა ჩემი შეხედულებით ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლური რელიგიებისა; კერძოდ, ბუდიზმის, კრიშნაიზმის და სხვა. მე იმედი მქონდა, რომ გაივლიდა წლები და იგი კარგად განისწავლებოდა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, თუმცა, როგოც ჩანს, მან რაღაც ახალი მოძღვრება შექმნა და იგი დღითიდღე ყალიბდება, როგორც ახალი სექტა.

იგი ხშირად აცდენდა წირვა-ლოცვებს და მე როგორც წინამძღვარს სვეტიცხოვლისა, მიწევდა მის მაგივრად წირვის ჩატარება. თავიდანვე მამა ნიკოლოზი დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ასკეტური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიღებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და მე ეს მომწონს, მაგრამ მისი ასკეტიზმი უფროდაუფრო ემსგავსებოდა ფანატიზმს, ხიბლს, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: მსურს გავიხსენო ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას შეუჩერა მღვდელმსახურება:

მამა ნიკოლოზი ხშირად მიმართავდა უკიდურეს ფორმას ასკეტიზმისა, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენე, უმეტესად ახასიათებს აღმოსავლურ რელიგიებს: შიმშილი, წყლის არმიღება და სხვა. მე, როგორც იმდროისთვს არქიმანდრიტი, წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, ვეკითხებოდი მას, თუ რატომ შიმშილობდა იგი. მისი პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ ფეხით წყალზე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვშიმშილობო (რათა სასწაულმოქმედი გავხდეო), ანუ ეძიებდა და ითხოვდა ღმერთისგან სასწაულის კეთების უნარს… ერთ დღეს სვეტიცხოველში ჩამობრძანდა კათოლიკოს- პატრიარქი ილია II, შეწუხებული მამა ნიკოლოზის გამო. პატრიარქმა მამაოს სთხოვა, შეეჭამა მცირეოდენი საჭმელი, რომელიც მისმა უწმინდესობამ თავისი ხელით გაუმზადა .მამა ნიკოლოზმა კი მტკიცე უარი უთხრა პატრიარქს მის მიწოდებულ დახეხილ სტაფილოზე: არა თქვენო უწმინდესობავ, მე შიმშილით ჭეშმარიტება უნდა გავარღვიოო. ბევრი საუბრის, ბევრი თხოვნის, ბევრი შეგონების მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა მაინც არ შეასრულა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა და მუდარა. მახსოვს მისი უწმინდესობის დამწუხრებული, სევდიანი სახე. იგი ვერაფერს გახდა და წავიდა მწუხარე. მეორე დღეს, ალბათ, დიდი ფიქრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ჩამოეხსნა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე, სანამ მე შემოქმედელი ეპისკოპოსი გავხდებოდი, ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობდით. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მე ალბათ უფრო ვემორჩილებოდი მას, ვიდრე იგი მე. მას აშკარად ეტყობოდა ხიბლი და თავის თავზე დიდი წარმოდგენა. შემდგომ, როდესაც ეპისკოპოსი გავხდი, ხშირად ვნახულობდი მას, ხშირდ ვჩუქნიდი თაფლს და სხვა, ასევე ვთხოვდი, წამოსულიყო ჩემთან ეპარქიაში და მისი სურვილისამებრ გავუშვებდი მონასტერში, მივხედავდი და ყოველმხრივ შევუწყობდი ხელს, თუმცა მან თბილისში დარჩენა არჩია. ერთ დღეს კი, ჩვეულებისამებრ, მე და ოთარ ნიკოლაიშვილი ვესტუმრეთ მას. მან დაიწყო საუბარი წმინდა სამების დოგმატზე და თქვა, რომ თუ იესო ქრისტე განკაცდა, რატომ არ შეიძლება მამა ღმერთი განკაცდესო, ხოდა მე ვარ ის მამა ღმერთიო. ესეთი მკრეხელობა და მწვალებლობა, სიმართლე გითხრათ, ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე.

რამდენიმე წლის უკან მცხეთაში მივედით ისევ ოთარ ნიკოლაიშვილი და მე, მასთან, ნათხოვარ ბინაში. მივართვით თაფლი, თაფლზე მადლობა გადაგვიხადა, მაგრამ ჩვენ სახლში არ შეგვიშვა. ამის შემდეგ მე გადავწყვიტე აღარ მომენახულებია იგი არასოდეს, რადგანაც უფრო და უფრო მძიმე ცოდვაში არ ჩამეგდო. სამწუხარო იყო ჩემთვის კიდევ ის ფაქტი ,რომ მამა გაბრიელის წესის აგებაზე ის არ მოვიდა. მე მახსოვს მამა გაბრიელის სიტყვები მის მიმართ თქმული: მამა ნიკოლოზს ურჩობისთვის ღმერთმა გონება ახადაო. ამას დამემოწმება მამა გაბრიელის მომვლელი, მონაზონი დედა პარასკევა. – იხსენებს იოსები შემოქმედელი.

 

პრემიერ-მინისტრი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს  მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი ექსპერტული და ფინანსური ჩართულობის კუთხით.

„სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა”- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, სიცხადე და გამბედაობა საუკეთესო თავდაცვა და გზაა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამით სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, ნატო-ს სამიტის კონტექსტში, რომ “გაურკვევლობა სისუსტეა.”

„სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნატოს-სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე ხდება.

როგორც ზელენსკი აცხადებს, აფასებს მოკავშირეებს, მაგრამ უკრაინა ანალოგიურ პატივისცემას ითხოვს.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე.

ეს უპრეცედენტო და აბსურდულია – როდესაც არ არის დადგენილი კონკრეტული დროის ჩარჩოები ნატოში უკრაინის მოწვევისთვის და გაწევრიანებისთვის და როდესაც ამას ემატება რაღაც უცნაური ფორმულირება უკრაინის მოწვევისთვის გარკვეულ „პირობებზე“… ეს ჰგავს იმას, რომ არ არსებობს მზაობა არც უკრაინის მოწვევისთვის და არც მისი გაწევრიანებისთვის ალიანსში ანუ, ნატოში უკრაინის წევრობა რუსეთთან მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგნად რჩება, რუსეთისთვის კი ეს შემდგომი ტერორის გაგრძელების მოტივირების საშუალებას ნიშნავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

,,ზელენსკი ზედმეტად შორს მიდის”- „პოლიტიკო“

პოლიტიკოს“ ცნობით, დასავლელი დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ ზელენსკი ბოლო განცხადებებით, სადაც ის ნატო-ს აკრიტიკებს, ზედმეტად შორს მიდის.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებამ, რომელშიც ის ალიანსს გაუბედაობაში ადანაშაულებს, ვილნიუსში მიმდინარე სამიტის მონაწილეების გაოგნება და დაბნეულობა გამოიწვია.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ნატო-ს სამიტის კომუნიკეს სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ ალიანსი უკრაინის მიწვევას მაშინ შეძლებს, როდესაც მოკავშირეები ამას დათანხმდებიან და პირობები იქნება შესრულებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ კომუნიკეში წარმოდგენილმა ფორმულირებამ უკრაინის ლიდერის აღშფოთება გამოიწვია. მან აბსურდი უწოდა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტში უკრაინის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ვადა არ არის მითითებული.

ზოგიერთმა დასავლელმა დიპლომატმა უკვე გააკეთა კომენტარი ზელენსკის ამ განცხადებაზე.

„მე კრიტიკულად ვარ განწყობილი ბევრი ასპექტის მიმართ, კერძოდ, ეს ეხება ზოგიერთი მოკავშირის პოზიციას, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის გათვლილი და უსამართლო მიდგომაა“, – უთხრა პოლიტიკოს ცენტრალური ევროპის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, მან ასევე დაამატა, რომ „ზელენსკი ძალიან შორს მიდის“.

ზოგიერთი დიპლომატი ამბობს, რომ გასაგებია, უკრაინის ლიდერის გძნობები.

„მისი იმედიგაცრუება გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ ომს. კომუნიკეს შეთანხმება ნებისმიერ შემთხვევაში მოკავშირეებმა უნდა მიაღწიონ“,  – განაცხადა „პლიტიკოს“ წყარომ.

უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს მიიღებს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს მოკავშირეებისგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს მიიღებს.

„ჩვენი ალიანსი ერთიანია, რომელიც ძალიან პრაქტიკული გზით გამოავლენს უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის წევრობის ფაქტის ჩათვლით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ვფიქრობ, ყველამ მკაფიოდ განაცხადა, მათ შორის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ ომის დროს წევრობა არ შეიძლება შედგეს, მაგრამ მათ მიაღწიეს რეალურ პროგრესს და ალიანსი დასახავს შემდგომ რეფორმებს, რაც აუცილებელია ამ გზის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

,,მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ უკრაინის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ განეწყონ”- თალაკვაძე

უკრაინა დღეს იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის, აქედან გამომდინარე, უკრაინა არა მხოლოდ პრიორიტეტულ ყურადღებასა და მხარდამჭერ გზავნილებს, არამედ, მე თუ მკითხავთ, გაცილებთ მეტსაც იმსახურებს ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში „მაპის“ გარეშე გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ქართული ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო განცხადებები გაკეთდა.

„როგორი უსინდისო განცხადებები კეთდება ზოგიერთ ოპოზიციონერის მხრიდან. ისინი ამტკიცებენ, ვითომ საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა აინტერესებთ. მაგრამ სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობას ეუბნებიან – აი, ნახეთ, უკრაინის საკითხი დაჩქარებულად განიხილებაო და საქართველოსი არ განიხილებაო. ანუ, ადამიანებს ეუბნებიან – უკრაინის შეგშურდეთო და უკრაინის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში აბსოლუტურად უარყოფით და ნეგატიურ განწყობას ნერგავენ. პრაქტიკულად მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ უკრაინის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ განეწყონ. აი ასეთ მავნებლურ საქმეს აკეთებენ ისინი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

“პოლონეთის ხელისუფლების აზრით, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მას ეკუთვნის” – მარია ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატოში უკრაინის გაწევრიანება პოლონეთის ინტერესებში არ შედის.

მისივე თქმით, ნატოში უკრაინის არმიღების მიზეზს პოლონეთის ხელისუფლების სურვილი – ამ ქვეყნის დასავლეთი ნაწილის მიტაცება წარმოადგენს.

“პოლონეთის ხელისუფლების აზრით, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მას ეკუთვნის. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გაუფორმებელი საზღვრებით უკრაინა ნატოს არ სჭირდება. პოლონელი პოლიტიკოსების ეს სურვილი თვალსაჩინოა, ისინი ამაზე ხმამაღლაც საუბრობენ. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ, თუ რატომ არ იღებენ უკრაინას ალიანსში” , – განაცხადა ზახაროვამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5870 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5870 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5870 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5894 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8478 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8372 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0106 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.