Home Blog Page 1782

ლოცვა, რომელიც შობის ღამეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც შობის ღამეს აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოთ.

“ლოცვა ღვთისადმი შეწყალების, დახმარებისა და შუამდგომლობისთვის”:

“მოწყალე ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულსა და სხეულს, ჩემს გრძნობებსა და ფიქრებს, ყველა ჩემს საქმიანობას.

ჩემს რწმენას, საცხოვრებელ ადგილს, ჩემი სუნთქვის თითოეულ საათსა თუ დღეს, ჩემს წარმოდგენებს, სულისა და სხეულის სიმშვიდეს. შენ ხარ უფალი, რომელიც მოწყალების კალთას აფარებს ცოდვილ სამყაროს. ჩემო ღმერთო, შეიწყალე ყველა ცოდვილი, დაიცავი და გაანთავისუფლე ყოველგვარი ბოროტებისგან. ნუ განმირისხდები, თუ კაცთმოყვარეობისთვის გაგკიცხავ.

ენტონი ბლინკენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

თურქეთში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ Anadolu იტყობინება.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და აშშ-ის ელჩი ჯეფრი ფლეიკი, განიხილეს ღაზის სექტორში შექმნილი სიტუაცია, ნატოში შვედეთის გაწევრიანება და თურქეთისთვის F16 ტიპის გამანადგურებლების გაყიდვა.

მანამდე ბლინკენმა პირისპირ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან.

თურქეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, იორდანეს დასავლეთ ნაპირს და ეგვიპტეს ეწვევა.

7 იანვარს ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ.

მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით – ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს.

შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება.

ენგურ-ჰესი დაჯდა 40 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებლობიდან 33 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს 30 მილიარდი ბიუჯეტი-ნუკრი შოშიაშვილი

ენგურ-ჰესი დაჯდა 40 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებლობიდან 33 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს 30 მილიარდი ბიუჯეტი. სხვა ჰესებიც ავიღოთ, ავიღოთ მეტრო, ავიღოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ავიღოთ ინდუსტრიული კომპლექსები, ყველა ეს რომ ავიღოთ ტრილიონ დოლარზე მეტი გამოვა, რაც საბჭოთა კავშირის დროს დაიხარჯა საქართველოზე. ამას დამატებული საოცრად გაზრდილი საუნივერსიტეტო, სამეცნიერო-კვლევითი, კინოს, კულტურული სახლების, თეატრის და ა.შ ხარჯები, ესეც საოცრად დიდ რაოდენობას აღწევს.

ტრილიონზე მეტი დოლარი როდესაც იხარჯება ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რა თქმა უნდა იმ წარმატებებს მიაღწევს, რაც მიაღწია. რა თქმა უნდა დინამო გახდება თასების თასის ჩემპიონო, რა თქმა უნდა ქართული თეატრს აღიარებენ ინგლისში, რა თქმა უნდა ჩვენ სამეცნიერო ინსტიტუტებს ექნებათ მაღალი პრესტიჟულობა, რა თქმა უნდა ქართული კინო იქნება მსოფლიოში განთქმული.

ის არაადეკვატურად დიდი ხარჯები, რაც საქართველოს ჰქონდა, ანუ ჩვეულებრივი ქართველი 4ჯერ მეტს მოიხმარდა, ვიდრე აწარმოებდა, სუბსიდიაზე ვიყავით, ეს რესურსი ქმნის იმ წარმატებებს, რისი გამეორებაც დღეს გვინდა.

რაც არ უნდა ანტისაბჭოთად იყო განწყობილი, მათემატიკა თავისას მაინც იტყვის.

ახლა რაშია საქმე, ჩემი პრინციპი არის შემდეგი, 1) ქვეყანას ჭირდება იმაზე გაცილებით მეტი რესურსი, ვიდრე ეს მას აქვს. მეორე ამ რესურსის ჩადება სწორ სფეროებში, ანუ მაღალგანვითარებულ კულტურას რაც ჭირდება: განათლებაში, კულტურაში, სპორტში და ტექნოლოგიებში.

საიდან უნდა მივიღოთ ეს რესურსი? ზოგიერთი ამბობს ევროკავშირის წევრობიდან. პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი არ მიუღია ბულგარეთს, რუმინეთს და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (პოლონეთი გამონაკლისია). მეტიც მათ მთელი რიგი სტრატეგიული დარგები დაკარგეს. კი რაღაც სოციალური სტაბილური მინიმუმები მიიღეს, რაც ახლა შეიძლება ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ხიბლავდეს, მაგრამ ეს არ არის განვითარება.

განვითარებას მე ვხედავ აზიის, აფრიკის კონტინენტთან ვაჭრობაში, სადაც ჩვენი ტექნოლოგიური ჩამორჩენა ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება და მეორე მხრივ ფულის მომტანი იქნება. ამის გარდა აზიური ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რეალურს გახდის სხვა დარგების განვითარებას. ფული უფრო მეტი შემოვა, ვიდრე აქამდე გვქონდა. ეს ვაჭრობა იმდენად ინტენსიური უნდა იყოს, რომ ყველა კონფლიქტით, ყველა სავაჭრო შეთანხმებით, ყველა გეოეკონომიკური პროექტით ჩვენ უნდა ვსარგებლობდეთ. ეს უნდა იყოს შემდგომი 50 წლის ჩვენი პოლიტიკა.

მეორე მხრივ ის ნეოლიბერალური წესრიგი რაც ჩვენთანაა, კონკრეტულად საბანკო სისტემების პარაზიტული ხასიათი, ქართული ბიზნესის პარაზიტიზმი და ა.შ უნდა იყოს დაბალანსებული სახელმწიფო პოლიტიკით. იდეალურ შემთხვევაში ის ნაგავი ოპოზიცია რაც გვყავს, მთლიანად უნდა ჩაირეცხოს, იმიტომ რომ ეს არ არის განვითარების ძალები, რეგრესულია და ახალი არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მის ადგილი უნდა დაიკავონ ოდნავ მემარცხენე ძალებმა, რომლებიც იზრუნებენ შემოსული თანხების სამართლიან გადანაწილებაზე და კონკრეტულ სფეროებში ინვესტიციებზე.

ამის გარდა უნდა არსებობდეს საერთო პოლიტიკური შეთანხმება, როგორც მემარცხენეებისთვის, ისე მემარჯვენეებისთვის, რომ ქართული წარმოება, მისი პროტექციონიზმი არ ექვემდებარება იდეოლოგიურ დისკუსიას. წარმოება და ტექნოლოგიები, არის ის რაც ქართველ ადამიანს მიაბამს ქართულ ეკონომიკას და მიგრაციული ტალღები შეჩერდება.

ასევე აღზრდის სისტემაში უნდა ფუნდამენტურად შეიცვალოს მთელი რიგი მიმართულება. ჩვენთან ახლა ვზრდით მომხმარებელს, რომლის ლოგიკაა “სადაც კარგად ვარ, იქ უნდა ვიყო”, ამის ნაცვლად უნდა იყოს პრინციპი “სადაც საქართველოა იქ ვარ კარგად” – ოღონდ ეს არ უნდა იყოს ლოზუნგი, ის ბიზნესმენი იქნება თუ სხვა ვინმე, რომელიც უცხოეთში ყიდულობს ვილებს და ა.შ გაკიცხვის ობიექტი, არაპრესტიჟული უნდა იყოს. აქ უნდა შექმნან, აქ უნდა ჩაიდოს ფული, აქ უნდა ასწავლონ შვილებს, აქ უნდა ატრიალონ კაპიტალი. სახელმწიფომ ეს მოქმედებები სხვადასხვა სახით უნდა წაახალისოს, ვინც ამას აკეთებს, იმას მეტ პრივილეგიას აძლევს, ვინც გოიმობით გარბის სხვაგან, ის არ იღებს ფავორიტიზმს.

ამ სქემაში, როდესაც თანხების რაოდენობა გაიზრდება საზოგადოებაში, გაიზრდება საზოგადოების ხარისხიც, გაიზრდება პროდუქტის ხარისხი, რომელსაც საზოგადოება წარმოებს, იქნება ეს კულტურაში, იქნება ეს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და ა.შ.

ვიცი რაღაც იდეალური ვერსია დავხატე, მაგრამ მისი რაღაც ნაწილის რეალიზება შეგვიძლია.

სოციალური ქსელი – ნუკრი შოშიაშვილი©️

 

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, დაკარგულად მიიჩნევა 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

7,6 მაგნგიტუდის მიწისძვრა იშიკავის პრეფექტურაში პირველ იანვარს მოხდა.

მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე გზა ამ დრომდე ბლოკირებული რჩება, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ართულებს.

ამჟამად სტიქიით დაზარალებულ რეგიონში საევაკუაციო ცენტრებში 31 ათასამდე ადამიანი რჩება. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, 66 ათასი ოჯახი წყლის გარეშეა დარჩენილი.

შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ვულოცავ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის მრევლს, განსაკუთრებით, საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს -სალომე ზურაბიშვილი

გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი, საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზეიმობენ. ვუერთდები თქვენს სიხარულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – წერს ზურაბიშვილი.

ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს -ირაკლი ღარიბაშვილი

ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს.

„ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყველასთვის, ვინც გულითა და სულით ზეიმობს ამ დიდ დღესასწაულს. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გაზეთი პენტაგონის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდაცვის მდივანი გამოჯანმრთელების პროცესშია და დღეს ელოდება, რომ სრულფასოვნად განაახლებს მოვალეობის შესრულებას.

პენტაგონში ასევე განაცხადეს, რომ ლოიდ ოსტინის საავადმყოფოში ყოფნის დროს, კეტლინ ჰიქსი, თავდაცვის მდივნის მოადგილე, “მზად იყო ემოქმედა და განეხორციელებინა მდივნის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში”.

ბათუმი-ახალციხის გზაზე სოფ. გულებთან მეწყრის განვითარების გამო მოძრაობა შეზღუდულია

ბათუმი-ახალციხის გზაზე სოფ. გულებთან მეწყრის განვითარების გამო მოძრაობა შეზღუდულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფელ აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული მხედველობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გარკვეული ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ – როგორც სამსახურში, ისე სოციალურ ურთიერთობებში. შესაძლოა, მეგობრების დახმარებით პრობლემის მოგვარების ახალი მეთოდი აღმოაჩინოთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შეთავაზებები, მაგალითად, გასართობ ღონისძიებაზე მიპატიჟება. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება, ბევრ კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კურო

ამ დღეს წინა პლანზე გამოვა პარტნიორული ურთიერთობები – როგორც პირადი, ისე საქმიანი. ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში თანამოაზრეების პოვნისა და ერთობლივი პროექტის დაწყებისთვის. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

ტყუპები

ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება სასურველი სტუმარი გეწვიოთ, რაც ძალიან გაგახარებთ.საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა დასვენებისა და გართობისთვის, ასევე, რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. შესაძლოა, ადამიანმა, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მეტი იაქტიურეთ, რათა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. დროა, საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთების ან ადამიანებისგან გაათავისუფლოთ.

ლომი

სავარაუდოდ, ამ დღეს დიდი ხნის უნახავი ადამიანები გეწვევიან. ძველ მეგობრებთან ერთად წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

ქალწული

შეხვედრებითა და ურთიერთობებით სავსე დღეა. სახლში დარჩენას არ გირჩევთ, უმჯობეისა ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე წახვიდეთ და იმხიარულოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, დამღლელი და სტრესული სამუშაო ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი ფულის გარშემო ტრიალებს. შესაძლოა, ხელფასი ან შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდო მიიღოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საოცნებო ნივთი შეიძინოთ. თუმცა, მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ. სავარაუდოდ, საღამოს სტუმრების დასახვედრად მზადება მოგიწევთ. სახლში სასიამოვნო ატმოსფერო განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ – მანიკიური, პედიკიური, ახალი ვარცხნილობა თუ ლამაზი ჩაცმულობა – საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებით, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ საჭირო ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ხმაურიანი დღეებისა და სტუმრიანობის შემდეგ განმარტოება და მშვიდად ფილმის ყურება გსურთ. ყველაზე მეტად ხმაურიან კომპანიებს და ხალხის თავშეყრის ადგილებს გაურბიხართ. შეგიძლიათ მყუდრო კაფე იპოვოთ, სადაც გემრიელ კერძებს დააგემოვნებთ. ჯერჯერობით თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან – ჯობს თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღოთ და დაასრულოთ.

თხის რქა

სხვადასხვა მოვლენით მდიდარი დღეა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრაზე თქვენთვის მნიშვნელოვან ბევრ ინფორმაციას გაიგებთ, რაც უახლოეს ხანებში ძალიან გამოგადგებათ. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.

მერწყული

პასუხისმგებლობის გრძნობა გაიძულებთ, წახვიდეთ შეხვედრაზე, რომელზედაც წასვლა არ გსურთ. უფროს ნათესავთან ან ხელმძღვანელთან მნიშვნელოვანი საუბარი კარგად ჩაივლის და თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებას, რომელსაც საღამოს მიიღებთ, დათანხმდით – შესაძლოა, ის თქვენთვის საინტერესო შანსი იყოს..

თევზები

ამ დღეს საქმეებზე ფიქრისთვის განწყობილი არ ხართ. შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, ვინმეს გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა, ან თუნდაც ვინმეზე იზრუნოთ, დაარიგოთ, „ცრემლი მოწმინდოთ“… ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამართლიანობა კარგია, მაგრამ არ დაუშვათ, რომ „სუსტები და დაჩაგრულები“ ნელ-ნელა კისერზე დაგასხდნენ.

“მშვიდობის კარი უნდა გაიღოს” – ერდოღანი ზელენსკის

სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანმა და ზელენსკიმ რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომი.

სატელეფონო საუბარში ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იყენებს, რათა შეაჩეროს სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ასევე პალესტინის ტერიტორიებზე და უზრუნველყოს მუდმივი მშვიდობა.

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის კარი უნდა გაიღოს.