Home Blog Page 1782

“ვაპირებ ვაშინგტონში წასვლას, რათა დამაპატიმრონ კორუმპირებული, გაყალბებული და მოპარული არჩევნების გამო, ეს დიდი პატივია”

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში იმისთვის მიდის, რომ დააპატიმრონ. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა.

„ახლა ვაპირებ ვაშინგტონში წასვლას, რათა დამაპატიმრონ კორუმპირებული, გაყალბებული და მოპარული არჩევნების გამო. ეს დიდი პატივია. გახადეთ ამერიკის შეერთებული შტატები ისევ დიდებული!“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგების გაუქმების მცდელობისთვის. ექსპრეზიდენტს სასამართლოში ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის ელოდებიან.

შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარია ნაპოვნი.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე- მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი.

ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“არასწორია მოსაზრებები თითქოს ჩინეთის აქ შემოსვლას მწვანე შუქი რუსეთმა აუნთო” – გიორგი ცუცქირიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ორ ფერში ყველაფრის დანახვა და პროცესების შეფასება განსაკუთრებით ოპოზიციური ფლანგისათვის არის დამახასიათებელი, ამიტომაც არის რომ დღემდე ქართულ საზოგადოებას ვერაფერ ღირებულს, ვერ სთავაზობენ ხელისუფლების ალტერნატივად. ჩინეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებამ ეს მწარე რეალობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს თემა უფრო ფართოდ რომ გაეშალათ არც ამაზე შეუწუხებიათ დიდად თავი. არადა სტრატეგიული პარტნიორობა ვისთანაც არ უნდა გვქონდეს, აშშ იქნება, ევროკავშირი თუ ჩინეთი არის არა ერთგანზომილებიანი და მონოსექტორალური ცნება. ის არაერთ სფეროს მოიცავს. პოლიტიკურსაც, გეო პოლიტიკურსაც, ეკონომიკურსაც, კულტურულსაც თუ სოციალურსაც!

არასწორია მოსაზრებები თითქოს ჩინეთის აქ შემოსვლას მწვანე შუქი რუსეთმა აუნთო, დასავლეთის გასაძევებლად, და ანაკლიის პორტის ხელში ჩასაგდებად, კიდევ ერთი პრიმიტიული და ორ ფერში დანახული სინამდვილის ალუზიის მაგალითი, მაიკლ პომპეოს გამოთქმული ფრაზეოლოგიის მოყვანით. თავის დროზე, აშშ -ს რომ ანაკლიის პორტის აშენება სდომებოდა, ანაკლიის კონსორციუმს ნაკლებად დაეკითხებოდა რამეს. ამას როგორმე რუსეთთანაც მოაგვარებდა და საქართველოს ხელისუფლებასთანაც უპრობლემოდ გადაწყვეტდა და ინვესტორსაც იპოვიდა, ყოველგვარი კომერციული ინტერესის ჩადების გარეშე, რაც გახდა რეალურად ამ პროექტის ჩავარდნის მიზეზი, როდესაც ხაზარაძემ და კომპანიამ ვერც სტრატეგიული ინვესტორი მონახეს , ხოლო საერთაშორისო ბანკებმა კომერციული გარანტია მოითხოვეს, თუ პორტი ვერ დაიტვირთებოდა გაცემული 400 მილიონამდე აშშ დოლარის კრედიტის უზრუნველყოფისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ აშშ -ში თუ ვინმე არის რუსული ინტერესების გამტარებელი ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ეს ყველაზე უფრო რესპუბლიკური პარტიის ფრთაა ნეო კონების სახით, აი, სააკაშვილს და ნაცმოს, რომ ლობირებდა და დემოკრატიის შუქურად მიაჩნდათ! და თუ რატომ ამაზე სხვა დროს დავწერ… მოკლედ ძალზე შორს რომ არ წავიდეთ, ჩინეთს რა ში სჭირდება დღეს რუსეთის თანხმობა, როდესაც შუა აზიაში და პირველ რიგში ყაზახეთში აღარ უთანხმებს რამეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირთან ჩინური საქონის ტვირთბრუნვის წამყვანი დერეფანი ტრანსციმბირული დერეფანი, საერთაშორისო სანქციების შედეგად, სევასტოპოლის პორტის ბლოკირების გამო, ფაქტობრივად ჩაკეტილია და არაერთი წელი იქნება კიდევ ბლოკირებული, რადგან აშშ-მ როდესაც ევროკავშირი საერთაშორისო სანქციებზე დაითანხმა და დღეს მიმდინარეობს რუსულ ენერგოდამოკიდებულებაზე შემცირების პროცესი, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო!

ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირისათვის ჩინეთი არის წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა აშშ-სთან ერთად, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბერს ევროკავშირმა და ჩინეთმა პრინციპულად დაასრულეს მოლაპარაკებები ინვესტიციების შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების (CAI) შესახებ. შეთანხმება ევროკავშირის ინვესტორებს ანიჭებს ჩინეთის ბაზარზე წვდომის უფრო დიდ დონეს, ჩინეთს სჭირდება დერეფანი რომელიც საქონლის ორმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს და გასაკვირი სულაც არ არის საქართველოსადმი ამხელა დაინტერესება და ასეთი პოლიტიკური დივიდენდების გაცემა. ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ჩინური ინვესტიციების მოზიდვა განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინელები დღესაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში უკვე რამდენი წელია. სწორედ ჩინეთს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის პორტი არა თუ დაძრას, არამედ უმოკლეს ვადაშიც დაასრულოს. ასეთ შემთხვევაში დასავლეთიდან და ევროპიდან შემოვა მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები, რაც ახალ სამუშაო ადგილებთან ერთად, ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდასაც უზრუნველყოფს, რის შედეგადაც ქვეყანა უკვე 2028 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით თავისუფლად გავა საშუალო ევროპულ დონეზე.

ზედმეტად სპეკულირებულია თემა ჩინურ დემოგრაფიულ ექსპანსიაზეც. კარგად თუ გავიხსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ზეობისას როდესაც აქ პირველი ჩინური ქალაქის მშენებლობა დაიწყო თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, თუ რა ამბავი ატეხა მაშინდელმა ოპოზიციამ, მერე ქართულ ოცნებიდან ისევ ოპოზიციაში ან “ნაციონალ მოძრაობაში” რომ გადაბარგდნენ! ჩინეთს მაღალი ეკონომიკური ინტერესი რომ არ ჰქონდეს არც პრემიერის ვიზიტი შედგებოდა და არც ასე წარმატებული აღმოჩნდებოდა! ასეთი მაღალი ინტერესისას, რაც საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, ხელიდან არ უნდა გაუშვა, გეო პოლიტიკის გასაღები შენ თავად უნდა შექმნა, კარები კი არ უნდა დახურო, არამედ უნდა გააღო! ვისაც ეს ელემენტარული გეო პოლიტიკური შეგონება არ ესმის, არც პოლიტიკის გაეგება რამე!

დასავლეთის პოლიტიკურ ალტერნატივად კი ჩინეთი ვერ გამოდგება იმ მარტივი ლოგიკის გამოც, რომ საერთაშორისო წესრიგს დღეს ნატო და მისი ფლაგმანი აშშ უზრუნველყოს და ეს მოცემულობა არა ერთი ათეული წელი კიდევ გაგრძელდება. ეკონომიკაში და განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობაში ქაოსური სტრუქტურა ვერ ი არსებობებს ელემენტარულად არა მხოლოდ საბანკო ოპერაციებს მოუღებს ბოლოს, არამედ ევროპასაც და ამერიკასაც ერთიანად ჩამოშლის და სრულ ქაოსში გადაიყვანს და ამის მაგალითად საერთაშორისო პირატიზმიც გამოდგება. თუ მეკობრეებმა მალაკის ცნობილი სრუტე გადაკეტეს, სომალის მეკობრეები მონაგონი იქნება და ამ წესრიგს დღემდე არა რუსეთის ან ჩინეთის არამედ ამერიკის ფლოტი უზრუნველყოფს, სწორედ აშშ ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ავიამზიდებს, მათი რიცხვი 16 და რომელთანაც ვერც რუსული ადმირალი კუზნეცოვი მოვა და ვერც მისი ჩინური 2 ანალოგი. მსოფლიოს ყველაზე დიდი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford ია, 100 ათას ტონიანი ბირთვული ავიამზიდი 337 მეტრის სიგრძისაა და მას 75 F35-ის ტიპის გამანადგურებლის გადაყვანა შეუძლია. ჯერალდ ფორდის მშენებლობაზე $13 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, მის პროექტირებაზე დახარჯული თანხა კი $4.7 მილიარდს აჭარბებს!

აქედან გამომდინარე, ჩინეთის აქ უფრო აქტიური შემოსვლა ვერც დასავლეთს ჩაანაცვლებს, პირიქით კიდევ ერთ კოზირს მოგცემს დასავლეთის არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, უკრაინული გამბიტის დასრულების შემდეგ, რუსული დეოკუპაციის მხარდასაჭერად! რუსეთის მხრიდან უკრაინის დეოკუპაცია გარდაუვალია, ყირიმზე რა სტატუსზეც არ უნდა დათანხმდეს, უფრო ალბათ ყირიმი ჰონკონგის მოდელად უფრო იქცევა აშშ-ს, ევროკავშირის, თურქეთის და რუსეთის გარანტიების ქვეშ, თუმც ამაზე სხვა დროს… უკრაინის დეოკუპაციასთან ერთად საქართველო მზად უნდა იყოს თავისი ძირძველი ტერიტორიების საკუთარი იურისდიქციის ქვეშ გასაერთიანებლად, ამიტომ რუსეთთან ფრთხილი და პრინციპული პოზიციით, ანტიდასავლური დისკურსიც რაც მალე დასრულდება ქვეყანა ამით მხოლოდ მოგებული დარჩება.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, სტიქიას შოვში მსხვერპლი მოჰყვა

„მთის ამბების“ ინფორმაციით, შოვში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა. გამოცემის ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.
„მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სცადა გადაემოწმებინა ინფორმაცია, კიდევ ორი ცხედრის პოვნის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

“კმარა შავი ზღვის შანტაჟის საშუალებად გამოყენება” – ენტონი ბლინკენი რუსეთს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს წევრებმა რუსეთს უნდა უთხრან, რომ კმარა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ამ საბჭოს [გაეროს უშიშროების საბჭო] ყველა წევრმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს: კმარა! კმარა შავი ზღვის შანტაჟის საშუალებად გამოყენება. კმარა მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ბერკეტად გამოყენება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურაზე აჩვენა, რომ რუსეთის განზრახვაა, შექმნას გლობალური კატასტროფა, სურსათის ბაზრებზე, ფასებსა და მიწოდებაში კრიზისით.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

„სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები“, – აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ზონაში მყოფ მოქალაქეებს შორის დაშავებულები არ არიან.

“ივანიშვილმა გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს” – ლევან ხაბეიშვილი

ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური – ზარალდება ხალხი!, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლას ეხმაურება.

ხაბეიშვილის განცხადებით, ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.

“ივანიშვილმა, გაყიდა ტყეები და არ ვიცით, რა ხდება დახურულ ზონებში, ვიცით ის, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა – გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია ეს იყოს.

წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს, თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30% გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა …

ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური – ზარალდება ხალხი!

ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები…“,- წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ხაბეიშვილი.

“სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.

„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ზონაში მყოფ მოქალაქეებს შორის დაშავებულები არ არიან.

“ტაივანისადმი აშშ-ის დახმარება უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს” – დმიტრო კულება

ტაივანისადმი აშშ-ის დახმარება უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რაც უკრაინისთვის დახმარებას შეამცირებდა.

„შინ როგორ წყვეტენ ამა თუ საკითხს – ეს უკვე მათი სიტუაციაა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის მხრივ [ბაიდენის] ადმინისტრაციაში შემუშავდება, შედეგად ამ მხარდაჭერის შემცირებამდე არ მიგვიყვანს“, – განაცხადა კულებამ.

4 აგვისტოდან რომელაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება

ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან აღდგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადგენილ მარშრუტებს დაუბრუნდება. კერძოდ, ავტობუსები: N317, N375 და N386 მოსახლეობას შეზღუდვამდე არსებული სქემით მოემსახურებიან.

“სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება,” – აცხადებენ პრესსამსახურში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის დაშავებულები არ არიან.

“ამ დროისთვის შოვამდე გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს”

კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზადყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.