“არასწორია მოსაზრებები თითქოს ჩინეთის აქ შემოსვლას მწვანე შუქი რუსეთმა აუნთო” – გიორგი ცუცქირიძე

497
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ორ ფერში ყველაფრის დანახვა და პროცესების შეფასება განსაკუთრებით ოპოზიციური ფლანგისათვის არის დამახასიათებელი, ამიტომაც არის რომ დღემდე ქართულ საზოგადოებას ვერაფერ ღირებულს, ვერ სთავაზობენ ხელისუფლების ალტერნატივად. ჩინეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებამ ეს მწარე რეალობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს თემა უფრო ფართოდ რომ გაეშალათ არც ამაზე შეუწუხებიათ დიდად თავი. არადა სტრატეგიული პარტნიორობა ვისთანაც არ უნდა გვქონდეს, აშშ იქნება, ევროკავშირი თუ ჩინეთი არის არა ერთგანზომილებიანი და მონოსექტორალური ცნება. ის არაერთ სფეროს მოიცავს. პოლიტიკურსაც, გეო პოლიტიკურსაც, ეკონომიკურსაც, კულტურულსაც თუ სოციალურსაც!

არასწორია მოსაზრებები თითქოს ჩინეთის აქ შემოსვლას მწვანე შუქი რუსეთმა აუნთო, დასავლეთის გასაძევებლად, და ანაკლიის პორტის ხელში ჩასაგდებად, კიდევ ერთი პრიმიტიული და ორ ფერში დანახული სინამდვილის ალუზიის მაგალითი, მაიკლ პომპეოს გამოთქმული ფრაზეოლოგიის მოყვანით. თავის დროზე, აშშ -ს რომ ანაკლიის პორტის აშენება სდომებოდა, ანაკლიის კონსორციუმს ნაკლებად დაეკითხებოდა რამეს. ამას როგორმე რუსეთთანაც მოაგვარებდა და საქართველოს ხელისუფლებასთანაც უპრობლემოდ გადაწყვეტდა და ინვესტორსაც იპოვიდა, ყოველგვარი კომერციული ინტერესის ჩადების გარეშე, რაც გახდა რეალურად ამ პროექტის ჩავარდნის მიზეზი, როდესაც ხაზარაძემ და კომპანიამ ვერც სტრატეგიული ინვესტორი მონახეს , ხოლო საერთაშორისო ბანკებმა კომერციული გარანტია მოითხოვეს, თუ პორტი ვერ დაიტვირთებოდა გაცემული 400 მილიონამდე აშშ დოლარის კრედიტის უზრუნველყოფისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ აშშ -ში თუ ვინმე არის რუსული ინტერესების გამტარებელი ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ეს ყველაზე უფრო რესპუბლიკური პარტიის ფრთაა ნეო კონების სახით, აი, სააკაშვილს და ნაცმოს, რომ ლობირებდა და დემოკრატიის შუქურად მიაჩნდათ! და თუ რატომ ამაზე სხვა დროს დავწერ… მოკლედ ძალზე შორს რომ არ წავიდეთ, ჩინეთს რა ში სჭირდება დღეს რუსეთის თანხმობა, როდესაც შუა აზიაში და პირველ რიგში ყაზახეთში აღარ უთანხმებს რამეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირთან ჩინური საქონის ტვირთბრუნვის წამყვანი დერეფანი ტრანსციმბირული დერეფანი, საერთაშორისო სანქციების შედეგად, სევასტოპოლის პორტის ბლოკირების გამო, ფაქტობრივად ჩაკეტილია და არაერთი წელი იქნება კიდევ ბლოკირებული, რადგან აშშ-მ როდესაც ევროკავშირი საერთაშორისო სანქციებზე დაითანხმა და დღეს მიმდინარეობს რუსულ ენერგოდამოკიდებულებაზე შემცირების პროცესი, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო!

ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირისათვის ჩინეთი არის წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა აშშ-სთან ერთად, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბერს ევროკავშირმა და ჩინეთმა პრინციპულად დაასრულეს მოლაპარაკებები ინვესტიციების შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების (CAI) შესახებ. შეთანხმება ევროკავშირის ინვესტორებს ანიჭებს ჩინეთის ბაზარზე წვდომის უფრო დიდ დონეს, ჩინეთს სჭირდება დერეფანი რომელიც საქონლის ორმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს და გასაკვირი სულაც არ არის საქართველოსადმი ამხელა დაინტერესება და ასეთი პოლიტიკური დივიდენდების გაცემა. ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ჩინური ინვესტიციების მოზიდვა განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინელები დღესაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში უკვე რამდენი წელია. სწორედ ჩინეთს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის პორტი არა თუ დაძრას, არამედ უმოკლეს ვადაშიც დაასრულოს. ასეთ შემთხვევაში დასავლეთიდან და ევროპიდან შემოვა მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები, რაც ახალ სამუშაო ადგილებთან ერთად, ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდასაც უზრუნველყოფს, რის შედეგადაც ქვეყანა უკვე 2028 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით თავისუფლად გავა საშუალო ევროპულ დონეზე.

ზედმეტად სპეკულირებულია თემა ჩინურ დემოგრაფიულ ექსპანსიაზეც. კარგად თუ გავიხსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ზეობისას როდესაც აქ პირველი ჩინური ქალაქის მშენებლობა დაიწყო თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, თუ რა ამბავი ატეხა მაშინდელმა ოპოზიციამ, მერე ქართულ ოცნებიდან ისევ ოპოზიციაში ან “ნაციონალ მოძრაობაში” რომ გადაბარგდნენ! ჩინეთს მაღალი ეკონომიკური ინტერესი რომ არ ჰქონდეს არც პრემიერის ვიზიტი შედგებოდა და არც ასე წარმატებული აღმოჩნდებოდა! ასეთი მაღალი ინტერესისას, რაც საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, ხელიდან არ უნდა გაუშვა, გეო პოლიტიკის გასაღები შენ თავად უნდა შექმნა, კარები კი არ უნდა დახურო, არამედ უნდა გააღო! ვისაც ეს ელემენტარული გეო პოლიტიკური შეგონება არ ესმის, არც პოლიტიკის გაეგება რამე!

დასავლეთის პოლიტიკურ ალტერნატივად კი ჩინეთი ვერ გამოდგება იმ მარტივი ლოგიკის გამოც, რომ საერთაშორისო წესრიგს დღეს ნატო და მისი ფლაგმანი აშშ უზრუნველყოს და ეს მოცემულობა არა ერთი ათეული წელი კიდევ გაგრძელდება. ეკონომიკაში და განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობაში ქაოსური სტრუქტურა ვერ ი არსებობებს ელემენტარულად არა მხოლოდ საბანკო ოპერაციებს მოუღებს ბოლოს, არამედ ევროპასაც და ამერიკასაც ერთიანად ჩამოშლის და სრულ ქაოსში გადაიყვანს და ამის მაგალითად საერთაშორისო პირატიზმიც გამოდგება. თუ მეკობრეებმა მალაკის ცნობილი სრუტე გადაკეტეს, სომალის მეკობრეები მონაგონი იქნება და ამ წესრიგს დღემდე არა რუსეთის ან ჩინეთის არამედ ამერიკის ფლოტი უზრუნველყოფს, სწორედ აშშ ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ავიამზიდებს, მათი რიცხვი 16 და რომელთანაც ვერც რუსული ადმირალი კუზნეცოვი მოვა და ვერც მისი ჩინური 2 ანალოგი. მსოფლიოს ყველაზე დიდი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford ია, 100 ათას ტონიანი ბირთვული ავიამზიდი 337 მეტრის სიგრძისაა და მას 75 F35-ის ტიპის გამანადგურებლის გადაყვანა შეუძლია. ჯერალდ ფორდის მშენებლობაზე $13 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, მის პროექტირებაზე დახარჯული თანხა კი $4.7 მილიარდს აჭარბებს!

აქედან გამომდინარე, ჩინეთის აქ უფრო აქტიური შემოსვლა ვერც დასავლეთს ჩაანაცვლებს, პირიქით კიდევ ერთ კოზირს მოგცემს დასავლეთის არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, უკრაინული გამბიტის დასრულების შემდეგ, რუსული დეოკუპაციის მხარდასაჭერად! რუსეთის მხრიდან უკრაინის დეოკუპაცია გარდაუვალია, ყირიმზე რა სტატუსზეც არ უნდა დათანხმდეს, უფრო ალბათ ყირიმი ჰონკონგის მოდელად უფრო იქცევა აშშ-ს, ევროკავშირის, თურქეთის და რუსეთის გარანტიების ქვეშ, თუმც ამაზე სხვა დროს… უკრაინის დეოკუპაციასთან ერთად საქართველო მზად უნდა იყოს თავისი ძირძველი ტერიტორიების საკუთარი იურისდიქციის ქვეშ გასაერთიანებლად, ამიტომ რუსეთთან ფრთხილი და პრინციპული პოზიციით, ანტიდასავლური დისკურსიც რაც მალე დასრულდება ქვეყანა ამით მხოლოდ მოგებული დარჩება.