Home Blog Page 1779

როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილის „ქოლცენტრებიდან“ არახამია-ვაშაძემდე- რა წერია დოკუმენტებში

ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ დალუქული შენობა აღმაშენებლის 75 ნომერში შპს „მისანს“ ეკუთვნის, რომლის 25 პროცენტს გიორგი ვაშაძის ძმა – დავით ვაშაძე ფლობს.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვაშაძის კომპანიამ ფართი, 4000 ლარად „შპს ლაიონს შვიდი გრუპს” მიაქირავა. მხარეებმა ხელშეკრულება 2023 წლის 13 აპრილს ერთი წლის ვადით გააფორმეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეიჯარე კომპანიის 100%-იან წილს დავით არახამიას ძმა, მიხეილ არახამიაა ფლობს. ასე გაჩნდა, ე.წ. ქოლცენტრების საქმეში, ვაშაძე – არახამიას გვარები.

საქმეს ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, ოპოზიცია კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს.

5 მაისს სამართალდამცველებმა აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნით.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი წარუდგინეს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით.

მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული “გლოკ 17” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აპირებს თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას?

პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ – ასე პასუხობს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია. ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი დღეს მისი მამის, მამია ალასანიას ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მამია ალასანია საქართველოს ეროვნულ გმირადაა აღიარებული. “ფრანგულ პარკში” ბიუსტის გახსნის ცერემონიალს საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და ალასანაის ოჯახის წევრები დაესწრნენ

მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ

სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ 28 წლის კაცს, მდინარე მტკვარში, მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

“მდინარის ნაპირებზე დავდივართ, ახალი არაფერია”, – ამბობს დაკარგული კაცის ბიძაშვილი.

ცნობისთვის, 28 წლის კაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა. იგი სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში უნდა მისულიყო.

ფერმამდე მისასვლელად კაცი მტკვარზე უნდა გადასულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ის წყალში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით,  ამ ადგილზე ხიდი არ არის, მოსახლეობა წყალზე გაჭიმული ბაგირით სარგებლობდა, რომელზეც კალათა იყო ჩამოკიდებული.

როგორც გუშინ ერთ–ერთმა მოქალაქემ “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, 28 წლის კაცმა წყალზე გადასავლელად კალათა არ გამოიყენა და ბაგირზე ჩამოკიდებულმა სცადა მეორე მხარეს გადასვლა.

სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, მოსახლეობამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მტკვარში მისი ზურგჩანთა იპოვეს.

„ინფო რუსთავს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს.

,,მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები”- პაპუაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ქოლცენტრებთან” დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა აჩვენებს, რომ ოპოზიცია შეუმდგარია. მისივე თქმით, ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ნეგატიური ფონი შექმნას და ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას ამით იხელმძღვანელოს. “ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ოპოზიცია შეუმდგარია და მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ნაკარნახევია არა მოქალაქეების ინტერესებიდან, არამედ ხან გარედან, ხან სხვადასხვა ჯგუფებიდან. ყოველ შემთხვევაში, ეს არის მათი პარტიული ინტერესები. ქართველმა ხალხმა შეადაროს, რას აკეთებს ხელისუფლება და რას – ოპოზიცია. ბოლო, თითქმის ერთი წელია, ხელისუფლება ასრულებს იმ წინაპირობებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოპოზიცია თითს თითზე არ ადებს, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა. ახლა ნაცვლად იმისა, რომ შეასრულონ დეპუტატის უფლებამოსილება, მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები და აქ ეძებენ საკუთარი თავისთვის რეალიზაციას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სკანდალზე, არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს. არა ხელისუფლების, არამედ სინამდვილეში, ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, შექმნას ნეგატიური ფონი, რომ ევროკავშირს როცა ექნება მისაღები გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იხელმძღვანელოს ასეთი ნეგატიური ფონით, ასეთი მღელვარებით და არა იმ შედეგებით, რასაც საქართველო აჩვენებს,”- განაცხადა პაპუაშვილმა

მოლდოვა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს აკრძალავს

მოლდოვამ უკრაინა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის განზრახვის შესახებ ოფიციალურად გააფრთხილა და დაჰპირდა, რომ მის ტერიტორიაზე პროდუქციის ტრანზიტის რეჟიმს კვლავ  შეინარჩუნებს.

მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას იმპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდეს.

კიშინიოვის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შიდა ექსპორტის შემცირების გამო მიიღეს.

“გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით” – მეუფე საბა ევროპას

„ჩვენ არაფრის წინააღმდეგი არ ვართ, არც ევროკავშირის, არც ნატოსი, თუ სახელმწიფოს სჭირდება და ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი დაე იყოს ასე, მაგრამ ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ისეთ გამოფენებს, ისეთ მოწოდებებს, ისეთ ცხოვრების წესს, რომელიც ქრისტეს წარმოაჩენს როგორც სექსუალურ პიროვნებას, როგორც გეი პიროვნებას“, – ამის შესახებ სამტრედიისა და ხონის მღვდელმთავარმა, მეუფე საბამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს ქვეყნისთვის მიუღებელი წესების მიღებას არ უნდა სთხოვდეს. „ვინც შეურაცხყოფს დედა ღვთისმშობელს, ან შეურაცხყოფს თამარ მეფეს, ან რომელიმე წმინდანს, ან შეურაცხყოფს ჩვენს წესებს, ტრადიციებს, გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით. თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურებას. და ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსნება. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს“, – განაცხადა მეუფე საბამ.

როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი ჩარლზ მესამის და დედოფალ კამილას კორონაციაზე – ფოტოები

ლონდონში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის და დედოფალ კამილას კორონაციის ცერემონია დაიწყო. კორონაციას მთელი მსოფლიოდან ქვეყნის პირველი პირები ესწრებიან, მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი კორონაციაზე შვილთან ერთად მივიდა. სოციალურ ქსელში მათი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება

,, მათ რაღაც ინფორმაციის მიღება ან დამალვა უნდათ”- ვოლსკი ე.წ. ქოლცენტრებზე

ადამიანები, რომელთა გვარებიც საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე ქოლცენტრებს უკავშირდება, საპარლამენტო კომისიის შექმნას არ უნდა ითხოვდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. ქოლცენტრებზე საუბრისას განაცხადა. „ადამიანები, რომელთა გვარებსაც ამ საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე უკავშირდება ეს ქოლცენტრები, არ უნდა ითხოვდნენ საპარლამენტო კომისიის შექმნას. ესეც დამატებით ეჭვს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ინფორმაციის მიღება უნდათ, თან დამალვა უნდათ, ან გარემოებებია ისეთი, რომელიც ავალებთ მათ, ნაგავში მჯდომთ, რომ როგორმე ეს ნაგავი გადაანაწილონ და ისრები როგორმე სახელისუფლებო სტრუქტურებზე, ზოგადად ხელისუფლებაზე გადაწიონ“, – განაცხადა ვოლსკიმ. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.

,,საზოგადოება კარგად ხვდება ვინ მალავს და ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია”- ხაბეიშვილი

საგამოძიებო კომისიას „ოცნება“ კი არ ითხოვს. ითხოვს ოპოზიცია და როდესაც მეკითხებით, მხარს დავუჭერ თუ არა, არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით საგამოძიებო მოქმედებებში, ვგულისხმობ საპარლამენტო კომისიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრებზე საუბრისას განუცხადა. „საზოგადოება კარგად ხვდება ვინ მალავს და ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია და ახლა იგონებენ ყველაფერს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლ-ცენტრი აღმოაჩინეს. ამის პარალელურად ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოაჩინეს (ფოტოები)

დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

„დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოჩნდა!
1938 წელს დიდუბის სასაფლაო გაუქმდა , მისი გალავანი მოანგრიეს და გალავნის პირას დაკრძალულ პირთა საფლავები სავალი გზის ქვეშ აღმოჩნდა. მათ შორის არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის საფლავი იყო. ერთ ერთი იყო პედაგოგი ეგნატე ხრამელაშვილი. დღეს ამ საფლავებში არსებული ნეშტები, შესაძლებელია, დაიკრძალოს დიდუბის პანთეონის ტერიტორიაზე ერთ საძმო საფლავში და დაეწეროს იმ საზოგადო მოღვაწეთა გვარები, რომელთა საფლავები შეეწირა 1938 წლის ვანდალიზმს.

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ თვეში ქართველმა ფორვარდმა 5 თამაშში 6 გოლი გაიტანა და თავის გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში გადასვლისთვის იბრძვის. ამჟამინდელი მდგომარეობით ქართველის გუნდი მესამე ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.