Home Blog Page 1777

კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ოსკარის რეპეტიციად წოდებული კინო და ტელეპრემიის გადაცემის 81-ე ცერემონიას სასტუმრო „ბევერლი ჰილტონმა“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა.

8 ნომინაციაზე წარდგენილმა სურათმა 4 პრიზი მოიპოვა. მათ შორის ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისურისთვის კროსტორეფ ნოლანს, მამაკაცის მთავარი დრამატული როლისთვის კილიან მერფის, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის რობერტ დაუნი უმცროსს გადაეცა. ოქროს გლობუსი დაიმსახურა „ოპენჰაიმერის“ მუსიკალურმა გაფორმებაც.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 იანვარს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ითოვებს. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში უნალექო და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალაქო დღე და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +7, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების სია შეადგინეს

 

გამოცემა GiveMeSport-მა შეადგინა ფეხბურთის ისტორიაში 11 ყველაზე ცუდი ტრანსფერის სია.

 

კლასიფიკაციას სათავეში უდგას  „ბარსელონასა“ და „ლივერპულს“ შორის გარიგება, რომლის მიხედვითაც ესპანეთში 135 ევროდ გადაბარგდა ფილიპე კოუტინიო. ბრაზილიელი კატალონური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი გახდა, მაგრამ კოუტინიოს ლა ლიგაში კრახი ელოდა და კლუბმა ის 20 მილიონ ევროდ გაყიდა.

 

TOP 11 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში:

 

ფილიპე კოუტინიო – ლივერპული-ბარსელონა (121,5 მლნ ფუნტი)

 

ანტუან გრიზმანი – ატლეტიკო-ბარსელონა (108 მლნ)

 

ედენ აზარი – ჩელსი-რეალი (103 მლნ)

 

რომელუ ლუკაკუ – ინტერი-ჩელსი (97,5 მლნ)

 

ალექსის სანჩესი – არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი (გაცვლა)

 

ანდრეი შევჩენკო – მილანი-ჩელსი (39,5 მლნ)

 

ჯონათან ვუდგეიტი – ლიდსი-რეალი (16 მლნ)

 

ანხელ დი მარია – რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი (60 მლნ)

 

ენდი კეროლი – ნიუკასლი-ლივერპული (35 მლნ)

 

ფერნანდო ტორესი – ლივერპული-ჩელსი (50 მლნ)

 

მარიო ბალოტელი – მილანი-ლივერპული (16 მლნ)

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ და გარშემო მყოფებს საინტერესო იდეები და გეგმები გაუზიაროთ. საღამოს საკუთარი საქმეების გარდა, მეგობრების პრობლემებთან გამკლავებაც მოგიწევთ.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ რთული საკითხების გადაჭრაში სიმტკიცეს და პრინციპულობას გამოიჩენთ, გავლენიანი ადამიანები თქვენს მონდომებას შენიშნავენ და მოგებიან თანამშრომლობას შემოგთავაზებენ. ამ დღეს მაღაზიებში შესვლას უნდა მოერიდოთ – იმპულსურად შეძენილი, ძვირად ღირებული ნივთები იმედს სწრაფად გაგიცრუებთ.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოთ. გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ეცადეთ, ყველა შესაძლებლობით ისარგებლოთ, რომელსაც ბედი გთავაზობთ. პრობლემის მიმართ არასტანდარტული მიდგომა და ტაქტი დაგეხმარებათ, საჭირო შედეგებს სწრაფად მიაღწიოთ. ეცადეთ, მარტო არ დარჩეთ და ბნელი აზრები უკუაგდოთ.

კირჩხიბი

ამ დღემ რომ წარმატებით ჩაიაროს, მოქმედების მკაფიო გეგმა უნდა შეადგინოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისთვის. სხვების რჩევებს ნაკლები უსმინეთ – დღეს ის სარგებელზე მეტად, ზიანს მოგიტანთ. ეცადეთ, საღამო სრულ სიმშვიდეში გაატაროთ.

ლომი

დროა, სიტუაცია საფუძვლიანად შეისწავლოთ, პრიორიტეტები დასახოთ და საკუთარ მიზნებში მცირე შესწორებები შეიტანოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების აზრს მეტი პატივისცემით მოეკიდოთ და პრობლემების უმეტესობა თავისთავად მოგვარდება. ახალი საქმის დაწყებამდე საყვარელი ადამიანების თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ.

ქალწული

თქვენი მიმდინარე ამოცანები გულმოდგინე შესწავლას და შესწორებას საჭიროებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და იმაზე იფიქროთ, რაც ნამდვილად გსურთ. 8 იანვარი კარგი დღეა სახლის დალაგებისა და უსარგებლო ნივთების მოცილებისთვის.

სასწორი

ეცადეთ, არ გადაიღალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე სწრაფად აისახება. ახლა ავადმყოფობის დრო არ გაქვთ – ამ დღეებში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით.

მორიელი

დააკვირდით გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ. თუ შესაძლებელია, მანქანის მართვას და ხანგრძლივ მოგზაურობას ერიდეთ. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები იმედს გაგიცრუებთ, ამიტომ ჯობია კონტაქტები შეიზღუდოთ და უცნობ ადამიანებს არ ენდოთ.

მშვილდოსანი

ახლა ყველაზე მეტად პრობლემებისგან დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ხელსაყრელი დღეა შვებულების დაწყებისა და მოგზაურობისთვის. გაიხსენეთ საყვარელ ადამიანთან გულახდილად ბოლოს როდის ისაუბრეთ? იქნებ დროა, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიაროთ და სადავო საკითხები ერთად განიხილოთ?

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს რთული, ემოციურად დაძაბული დღეა. სავარაუდოდ, მოქმედების შეცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ახლო მეგობრებთანაც ურთიერთობაშიც კი შეიძლება დაძაბულობა წარმოიშვას. ეცადეთ, თქვენი დიპლომატია გამოიყენოთ და კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

მერწყული

მოზღვავებული ენერგია და ოპტიმისტური განწყობა გაქვთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ არ დაივიწყოთ, ხშირად დაისვენოთ და არ გადაიღალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ. ეცადეთ, ამ დღეს არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ.

თევზები

ამ დღეს ემოციების შეკავება და სწორი სიტყვების პოვნა გიჭირთ, ამიტომ თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ – მათი რჩევები აუცილებლად დაგჭირდებათ.

ცნობილია ვინ შესწირა სტალინის გამოსახულებით წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა.

“ნეტარი მატრონა არის სახელგანთქმული წმინდანი, რომელმაც უამრავი სასწაული აასრულა და ახლაც უამრავ სასწაულს ახდენს.

მისი ხატები არის ათონის მთაზე, იერუსალიმში, საბერძნეთში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სამების საკათედრო ტაძარში, არის წმინდა მატრონას, დედა მატრონას დიდი ხატი, რომელიც  ნამდვილად მე შევწირე. ამ ხატზე არის გამოსახული დედა მატრონას ცხოვრების ფრაგმენტები  – ერთ-ერთი ფრაგმენტი, ეს არის ფრაგმენტი როდესაც იოსებ სტალინი მივიდა დედა მატრონასთან. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ოფიციალური ბიოგრაფის მიერ, რომელიც თვითმხილველი იყო ამ მოვლენის. როდესაც ფაშიზმი მძლავრობდა და ფრონტზე იყო რთული ვითარება, იოსებ სტალინი, რომელიც ებრძოდა ეკლესიას, დევნიდა მართლმადიდებლობას, თავი დაიმდაბლა და მივიდა დედა მატრონასტთნ და დაინტერესდა ბრძოლის ბედით, ომის ბედით.

მატრონამ უთხრა, რომ ფაშიზმი დამარცხდება და მისცა რჩევა, ღვთისმშობლის ხატი  გაეტანა. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ბიოგრაფიის დოკუმენტებში.

ხატი გაიტანეს,  საბჭოთა კავშირმა იბრძოლა და გაიმარჯვა. მერე მეორე მსოფლიო ომი მოიგო. ძირითადი ქვეყანა რომელმაც გაიმარჯვა საბჭოთა კავშირი იყო. სხვათა შორის ქართველების წვლილი აქ იყო უზარმაზარი. 10 % ჩვენი მამაკაცებისა დაიღუპა ამ ომში. ასე რომ, ეს ომი ჩვენი გამარჯვებაც არის.

ფრაგმენტი, რომელიც მატრონას ხატზე, გვიჩვენებს უბრალო რაღაცას, სტალინი, რომელსაც ღმერთის არ სწამდა, ღმერთს ებრძოდა, როცა გაუჭირდა, თავი დაიმდაბლა, საბჭოთა ხელისუფლებამ მისი სახით თავი დაიმდაბლა და მივიდა მატრონასთან. ანუ  ფაქტობრივად ღმერთთან მივიდა. აი, ამას ასახავს და სხვა არაფერს და ვინმე ჭიღლაძე, რომელიც თავის თავს დეკანოზს ეძახის და ყოვლად უზნეო და გახრწნილი კაცია, ვინმე ჭიღლაძის დაწერილ ტექსტებზე არ შეიძლება პოლიტიკური ტექსტების აგება. მასე დიოკლეტიანეც არის გამოსახული წმინდა გიორგის ხატზე, დამარცხებული დიოკლეტიანე, ახლა რა ვქნათ, წმინდა გიორგი ხატებიც მოვხსნათ?! ფრესკა არის მოწამეთას მონასტერში, სადაც მწამებელი ხასიმი ბრძანდება ტახტზე და დავით და კონსტანტინეს აწამებს. რა ვქნათ, წავშალოთ ის ფრესკა?

100 000 მოწამის ხატია, სადაც ჯალათები ხმლებით დგანან დიდებულად წარმოჩენილები და ჩვენს წმინდა მოწამეებს თავებს კვეთენ, რა ვქნათ, ეს ხატები დავწვათ?

ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია და არც ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს. ერთადერთი მნიშვნელობა ის არის, რომ ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მეორე – დაიმდაბლა იმ ურწმუნო ხელისუფლებამ ღმერთის წინაშე თავი, მივიდა მატრონასთან რჩევისთვის. აი ამას გამოხატავს და ყველაფერი სხვა დანარჩენი არის სპეკულაცია. – აცხადებს დავით თარხან-მოურავი  ვიდეოში, რომელიც “ფეისბუკში” გავრცელდა.

„თემა წამოწიეს შობის დღესასწაულის გადასაფარად”- მამა ანდრია ჯაღმაიძე

„თემა წამოწიეს შობის დღესასწაულის გადასაფარად”. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

,,მთავარი რამ, რასაც ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ, ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის.

ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოებით სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს. ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც” – ამბობს ტაბულასთან საუბარში მამა ანდრია ჯაღმაიძე.

ტაბულას კითხვაზე, როდიდანაა მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარში დაბრძანებული, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ არ იცის.

სოციალურ ქსელში დღეს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ინფორმაცია სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

“თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს “წმინდა” მატრონა მოსკოველის და სტალინის ქართული ხატი.

საინტერესოა ვინაა ეს ხატმწერი და ის მღვდელები, რომლებიც ამ მწვალებლური ზღაპრების გავრცელებას ხელს უწყობს ქართულ ეკლესიაში, რომ ვითომ პირსისხლიანი უღმერთო ტირანი სტალინი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო, წმინდანებს უსმენდა და მათი მითითებებით მოქმედებდა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთავარი ხელშემწყობი სტალინის კულტისა დღეს და ამ მითოლოგიისა არის სტალინისტი წითელი პატრიარქი, რუსეთუმე, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელი ილია შიოლაშვილი!” – წერს მამა ილია ჭიღლაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

პოლონეთში 25 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთში, გდანსკში 25 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 25 წლის ქართველმა, რომელიც ტაქსისტად მუშაობდა, მგზავრს დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ აგრესიული გახდა და მგზავრს დანით დაემუქრა.

ქართველი მამაკაცის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩინეს. პოლონური მედია წერს, რომ ახალგაზრდა კაცს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

,,ქვეყანა ომში ყოველთვიურად 30 ათას ადამიანს კარგავს”- უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი

უკრაინელმა პოლიტიკოსმა იური ლუცენკომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ომში დაღუპული უკრაინელების რიცხვის გაჟღერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

„ეს სამი თანამდებობის პირი, რომლებიც აწარმოებენ ომს, უნდა გამოვიდნენ უკრაინელების წინაშე და თქვან, რომ კანონი მობილიზაციის შესახებ არ გვჭირდება. ამასთან, მათ უნდა დაასახელონ დაღუპულთა რიცხვი. ვიცი, როგორ არ უნდათ ამის გაკეთება, ვიცი რომ ამას ძალიან მძიმედ მიიღებენ.

უნდა თქვან, რომ თუ იმ 500 ათას დაღუპულს, რომლებზეც ახლა საუბრობენ, გავყოფთ თვეების რაოდენობაზე, თვეში 30 ათასს მივიღებთ. და მაშინ დაახლოებით მივხვდებით, რა ხდება ფრონტზე. საუბარია დაღუპულებსა და მძიმედ დაჭრილებზე. ხალხს სიმართლე უნდა უთხრან. დარწმუნებული ვარ, უკრაინელებმა ეს სიმართლე დაიმსახურეს“, – განაცხადა მან.

ყოფილი გენპროკურორის თქმით, სწორედ ასეთმა შოკმა გამოიწვია ის, რომ 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს სამხედრო კომისარიატებში მილიონობით უკრაინელი მივიდა. მისივე თქმით, იმან, რომ უკრაინული ტელეკომპანიები დიდი ხნის განმავლობაში ამშვიდებდნენ მოსახლეობას შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ საფრთხე არ არსებობს.

„ამან გამოიწვია, რომ მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთ გაიქცა, კიდევ რამდენიმე მილიონი სახლში ზის და ამბობს: ვისაც უნდა იომოს, ჩემი და ჩემი ვაჟის გარდა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ენტონი ბლინკენი კატარში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩავიდა. ბლინკენი ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე რეგიონში ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

 

ამავე ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი დოჰაში ჯერ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდება.

 

შეხვედრის შემდეგ ლიდერები ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

 

როგორც ცნობილია, კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს და ეგვიპტეს ეწვევა.

 

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ, ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რიგით მე-4 ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში.

,,შესაძლოა შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიქტორ ორბანმა ჩაანაცვლოს”- Politico

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ, მან ბელგიურ გამოცემებს De Standaard-ს, Le Soir-სა და La Libre-ს განუცხადა.

„გადავწყვიტე ვიყო კანდიდატი 2024 წლის ევროპულ არჩევნებში. თუ ამირჩევენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობას მანამდე შევასრულებ, სანამ ივლისში ევროპული პარლამენტის წევრის ფიცს არ დავდებ“, – განაცხადა მიშელმა.

მიშელს უფლებამოსილება 2024 წლის ნოემბერში იწურება, ევროპარლამენტის არჩევნები კი ივლისში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ევროპარლამენტის წევრის თანამდებობების შეთავსება არ შეიძლება, არჩევის შემთხვევაში მიშელი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს.

თავის მხრივ, Politico აღნიშნავს, რომ მიშელის გადაწყვეტილება დამატებით წნეხს გაუჩენს ევროპელ ლიდერებს, რადგან მათ მისი შემცვლელის არჩევა ჩვეულებრივზე მოკლე ვადაში მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახდება, რომ 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერი ცდილობს თავიდან აიცილოს მოვლენათა ასეთი განვითარება, რადგან მათსა და ორბანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობაა. კერძოდ, ორბანი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება. მას ასევე არ სურდა, რომ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულიყო.

,,ჯერ უნდა ისწავლოს ჰუმანურად როგორ მოაგვაროს ლტოლვილების და მიგრანტების საკითხი”- მარია ზახაროვა

ევროკავშირის არმიის შექმნის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა.

ზახაროვას თქმით, ანტონიო ტაიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები ჰუმანურად როგორ მოაგვაროს.

„ანტონიო ტაიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები ჰუმანურად როგორ მოაგვაროს. იქნებ ჩვენ უნდა დავიწყოთ Covid-ის წინააღმდეგ საკუთარი ვაქცინის შექმნა? ან ვისწავლოთ ჰუმანურად, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დავიცვათ ევროკავშირის საზღვრები? მოვაგვაროთ ლტოლვილების და მიგრანტების საკითხი? და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმნათ არმია“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ინფორმაციისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი ერთიანი არმია, რომელსაც შეეძლება კონფლიქტების თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება.

აშშ-ში, ევროპასა და თურქეთში Boeing 737 MAX 9-ს ექსპლუატაცია შეაჩერეს

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ (FAA) Boeing 737 MAX 9-ს ექსპლუატაციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც ამ მოდელის თვითმფრინავს ფრენისას კარი მოწყდა. ამის შესახებ BBC წერს.

რეგულატორმა ასევე გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც Boeing 737 MAX 9-ის ზოგი თვითმფრინავის გამოყენება დაშვებული იქნება მხოლოდ შესაბამისი შემოწმების შემდეგ. ეს მოთხოვნა 171 თვითმფრინავს შეხება მთელს მსოფლიოში და თითოეულის შემოწმებას 4-8 საათი დასჭირდება.

Reuters-ის ცნობით, FAA-ს დირექტივა ევროპის ფრენების უსაფრთხოების სააგენტომაც (EASA) მიიღო. ამასთან, EASA-ში აღნიშნეს, რომ ამ მოდელის თვითმფრინავს არცერთი ევროპული ავიაკომპანია არ იყენებს.

თავის მხრივ, თურქული Turkish Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა, იახია უსთიუნმა განაცხადა, რომ კომპანიამ 5 Boeing 737 MAX 9-ის ექსპლუატაცია შეაჩერა, მანამდე, სანამ თვითმფრინავებს არ შეამოწმებენ.

Bloomberg-ის მონაცემებით, Boeing 737 MAX 9-ს ძირითადად ამერიკული გადამყვანები United Airlines (79 თვითმფრინავი) და Alaska Airlines (65 თვითმფრინავი) იყენებენ.

რამდენიმე დღის წინ Alaska Airlines-ის Boeing 737 Max 9-ის ტიპის თვითმფრინავი პორტლენდიდან კალიფორნიაში მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან 35 წუთში ისევ პორტლენდში დაბრუნება მოუწია, რადგან თვითმფრინავს ავარიული გასასვლელის კარი მოწყდა. ბორტზე მყოფი 177-ვე მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.