Home Blog Page 1777

“პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარს ვუჭერთ” – პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის მომხრე იყო, რომ პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს.

„კონსტიტუციაში ცვლილებები როცა შედიოდა და პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალა, ამას მხარს არ ვუჭერდით. ყოველთვის მომხრე ვიყავით, რომ პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს. ეს ნიშნავს უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხს, მეტ ლეგიტიმაციას. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ. გახარია წარსულში რას ფიქრობდა, ამის რევიზიას ვერ მოვახდენ, რომელ წელს რა თქვა, ამით დაინტერესებული არ ვარ. სახელმწიფოს მეთაურს რომ ხალხისგან ლეგიტიმაცია ჰქონდეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ამ იდეას ყოველთვის მხარს ვუჭერდით, თუმცა ახლა ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე პრეზიდენტის არჩევის მოდელები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს. როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

“საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დასცინა” – არქიმანდრიტი იოანე ლაშა ბუღაძეზე

დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, რომელიც თავს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის სულიერ შვილად მიიჩნევს. მას არ მიულოცია, დასცინა, რაც სამწუხაროა, – ასე გამოეხმაურა ყოვლადწმინდა სამების ლავრის არქიმანდრიტი იოანე ლაშა ბუღაძის სტატუსს.

მისი თქმით, ჩვენს მრავალსაუკუნოვან ეკლესიას არაფერი აკავშირებს რუსეთთან.

„დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, რომელიც თავს თვლის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის სულიერ შვილად. მას არ მიულოცია, დასცინა, რაც სამწუხაროა. თუ საეკლესიო კალენდარში ჩავიხედავთ, 7 იანვარს გვერდით უწერია, რომ 7 იანვარი, რეალურად, არის 25 დეკემბერი, ანუ ჩვენ შობას აღვნიშნავთ 25 დეკემბერს. ათონის მთაზეც, 7 იანვარს ანუ 25 დეკემბერს აღინიშნება შობის დღესასწაული. ასევე, იქაც, სადაც ჩვენი უფალი, მაცხოვარი იესო ქრისტე იშვა, იქაც 7 იანვარს აღნიშნავენ და რა გამოდის, თუ რუსულია, ესე იგი ყველაფერი რუსეთის ყოფილა. ჩვენს ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან ეკლესიას არაფერი აკავშირებს რუსეთთან, არც ისე და არც – თარიღულად. ასე რომ, თუ ისინი ასე ფიქრობენ, ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

დონალდ ტრამპი 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვს

დონალდ ტრამპი იმ პირთა გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დააპატიმრეს.

აიოვას შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების გამო პატიმრობაში მყოფ პირებს „მძევლები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ „ბაიდენის ადმინისტრაცია არასათანადოდ მოეპყრო“.

„ყველაფერი აიოვას შტატიდან დაიწყება 15 იანვარს და ბაიდენის ბანანის რესპუბლიკა 2024 წლის 5 ნოემბერს დასრულდება. თქვენი დახმარებით ქვეყანას დავიბრუნებთ. ჩვენ ამოვალთ ჯოჯოხეთიდან, რომელშიც ეს ქვეყანა იმყოფება. მათ უნდა გაათავისუფლონ 16 მძევალი. მათ საკმარისად იტანჯეს. მე მათ მძევლებს ვუწოდებ. ზოგიერთი ადამიანი მათ პატიმრებს უწოდებს. ჯო, გაათავისუფლე 16 მძევალი. შენ ეს იოლად შეგიძლია, გააკეთო“, – განაცხადა ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

„მე ალ კაპონეზე უფრო ბევრი ბრალი წამიყენეს. გაგიგიათ, ვინ იყო ალ კაპონე? ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბანდიტი. გინახავთ ფილმი „ნაიარევი სახე?“ მას სახეზე ნაიარევი ჰქონდა და ვფიქრობ, ეს ნაიარევი მოსწონდა კიდეც. ეგონა, რომ უხდება. მაგრამ ალ კაპონეს ჩემზე ნაკლები ბრალი წაუყენეს. მე ბრალი წამიყენეს, რადგანაც ვებრძვი გაყალბებულ არჩევნებს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

“რა ელოდება მსოფლიოს 2024 წელს”-Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) უკვე რამდენიმე წელია აქვეყნებს თავისი ჟურნალისტების პროგნოზებს სხვადასხვა სფეროში სავარაუდო მოვლენების შესახებ და შემდეგ, მომდევნო წლის დასაწყისში, აკეთებს დასკვნას, თუ რამდენად ასრულდა ჟურნალისტთა წინასწარმეტყველება.

როგორც გაზეთი იუწყება სტატიაში სათაურით „რა ელოდება მსოფლიოს 2024 წელს: „ფინენშელ თაიმსის“ რედაქციის პროგნოზები“, 2023 წლის ათი წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ სამი გამოდგა მცდარი: პირველი – აშშ-ის საფონდო ინდექსი S&P 500 10%-ზე ნაკლებად არ დაცემულა, მეორე – ევროპაში არ მომხდარა ელექტროენერგიის გამორთვები რუსული გაზის შეწყვეტის გამო (ზამთარი თბილი გამოდგა) და მესამე – აფრიკის ქვეყნებში მასობრივი დეფოლტი არ მომხდარა (თუმცა ახლახან ეთიოპიის მთავრობამ ბანკროტობა აღიარა).

„თანამედროვე მსოფლიოში მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზების გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდება. ეს ეხება განსაკუთრებით ომებს: ისრაელის კონფლიქტს „ჰამასთან“, რუსეთ-უკრაინის ომს, ჩინეთის სავარაუდო თავდასხმას ტაივანზე და ა.შ.), – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც რედაქციის მთავარ კითხვაზე – „დაუბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტის სავარძელს“, ასეთი პასუხია გაცემული:
„არა, არ დაუბრუნდება. ამასთან, თუ იგი მოახერხებს და გადალახავს იურიდიულ დაბრკოლებებს, მათ შორის კოლორადოსა და მენის შტატების სასამართლოთა დადგენილებას პრაიმერიზში მისი მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე, მაშინ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია დემოკრატ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ყველაზე „ჭუჭყიანი“ იქნება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში. დაპირისპირება უმწვავესი იქნება და მეტოქეები ერთმანეთს კვალდაკვალ გაჰყვებიან. არჩევნების წინ დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის დამნაშავედ შერაცხავენ ოთხი სასამართლო პროცესიდან ერთ-ერთში (ან ორში) მაინც. იგი ამ ვერდიქტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი „ჯო ბაიდენის დანაშაულებრივი კლანის მხრიდან“.

მიუხედავად ამისა, ბებერი ჯო მაინც წინ იქნება – არა იმიტომ, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას იგი მოსწონს, არამედ უფრო იმიტომ, რომ მათ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა არ სურთ“, – წერს თავის პროგნოზში ჟურნალისტი ედვარდ ლიუსი, რომელიც „ფაინენშელ თაიმსის“ ბიუროს ხელმძღვანელია ვაშინგტონში.

კითხვაზე – „შეინარჩუნებს თუ არა თავის პოსტს მეორე ვადით არჩევისას ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი“ – ჟურნალისტი მარტინ სანდბი ასეთ პროგნოზს აკეთებს:

„დიახ, მაგრამ ძალიან გაუძნელდება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კარგად აჩვენა თავისი უნარი და შესაძლებლობები კრიზისების დროს, ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების საკითხში, სამხედრო ხარჯებისა და ენერგეტიკულ პოლიტიკაში. მაგრამ მისი ჩვევა თავს მოახვიოს საკუთარი აზრი ევროკავშირის წევრებს, აგრეთვე ახლო კავშირები ვაშინგტონთან ბევრ ევროპელ ლიდერს აღიზიანებს. სხვათა შორის, მას სირთულეები ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაეწყო ევროპარლამენტში მემარჯვენეების წარმატების შედეგად. თუმცაღა მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია, რომელიც მხარს ურსულა ფონ დერ ლაიენს უჭერს, შეეცდება კვლავ თავისი წარმომადგენელი გაიყვანოს ევროკომისიის ხელმძღვანელად“.
კითხვაზე – „გააგრძელებს თუ არა აშშ და ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებას“ – ჟურნალისტ ტონი ბერბერის პროგნოზი ასეთია:

„დიახ, გააგრძელებს. იმის გამო, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა, ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირზე ამით ძალიან შეშფოთებულნი არიან. რესპუბლიკელ კონგრესმენთა წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყველანაირად შეეცდება უკრაინის დახმარების საკითხი დადებითად გადაწყდეს, თუნდაც ქვეყნის საზღვრების დაცვის სფეროში დათმობის გზით.

სერიოზული პრობლემები იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება. ასევე ევროკავშირელ ლიდერებს მოუწევთ როგორმე გვერდი აუაროს უნგრეთის პრემიერის ვეტოს, რომელიც ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას დაადო. თუმცა ყველა შემთხვევაში, ამდენი ფულის მიცემის შემდეგაც კი, უკრაინას სამხედრო გარღვევის განხორციელება მაინც გაუჭირდება. ამიტომაც კიევზე ზეწოლა მოხდება, რომ უკრაინა მოსკოვთან მოლაპარაკების დაწყებაზე დათანხმდეს“.

„გახდება თუ არა 2024 წელი ყველაზე ცხელი მეტეოდაკვირვების მთელ ისტორიაში?’, – ამ კითხვაზე პასუხობს კლიმატური პრობლემების მცოდნე ჟურნალისტი პილიტა კლარკი:

„დიახ, გახდება. გასული 2023 წელი დაგვამახსოვრდა როგორც ნამდვილი პაპანაქება, ექსტრემალური ხვატი, რომელიც 174 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი გამოდგა. მაგრამ ბევრი მეცნიერის წინასწარმეტყველებით, 2024 წელი ამ მხრივ უფრო უარესი იქნება: ჰაერის ტემპერატურა აიწევს „ელ-ნინიოს“ ზეგავლენით, რომელიც იანვრის შემდეგაა მოსალოდნელი“.

სტატიაში გაკეთებულია აგრეთვე პროგნოზები რიგ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პრობლემებთან დაკავშირებით – „გადაიზრდება თუ არა ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი რეგიონულ ომში“ (არ გადაიზრდება), „მოახდენს თუ არა ჩინეთის დარტყმის პროვოცირებას ტაივანზე ახალი პრეზიდენტის არჩევა?“ (არ მოახდენს), ეკონომიკის სფეროში – „დაიწევს თუ არა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3%-ზე ქვემოთ?“ (არ დაიწევს), „მოახდენს თუ არა არგენტინა თავისი ეკონომიკის დოლარიზაციას?“ (არ მოახდენს), „გაკოტრდება თუ არა ილონ მასკი თავისი კომპანიებით Tesla-თი და SpaceX-ით?“ (დიახ, გაკოტრდება), „გაუსწრებს თუ არა ენერგიის განახლებადი წყაროებით სარგებლობა ქვანახშირის გამოყენებას ელენერგიის წარმოების მხრივ“ (ვერ გაუსწრებს), კულტურის სფეროში – „დაუბრუნებს თუ არა დიდი ბრიტანეთი საბერძნეთს პართენონის (ათინას ტაძრის) მარმარილოს სკულპტურებს?“ (დიახ, მაგრამ ნაწილობრივ (საიჯარო შეთანხმებით), რადგან სრული დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბრიტანული კანონმდებლობის შეცვლით, ამას კი დიდი დრო ჭირდება.
ბოლო დროს ეს საკითხი იმდენად გამწვავდა, რომ პრემიერმა რიში სუნაკმა უარი თქვა თავის ბერძენ კოლეგასთან კირაკოს მიცოტაკისთან შეხვედრაზე) და ა.შ.

წყარო:

ისრაელის თავდასხმებს ერთ დღეში 73 პალესტინელი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის ძალების სახმელეთო ოპერაციისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზაში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 73 პალესტინელი დაიღუპა და 99 დაშავდა.

უწყების ცნობით, ეს რიცხვი მოიცავს რვა ადამიანს, რომელიც ღაზას ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალახთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ცნობისათვის, „ჰამასი“ აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ 22 835 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის შეფასებით, ოქტომბრის ბოლოს ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, დაახლოებით, 8 500 ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.

“ისრაელის თავდასხმებს ერთ დღეში 73 პალესტინელი ემსხვერპლა” – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის ძალების სახმელეთო ოპერაციისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზაში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 73 პალესტინელი დაიღუპა და 99 დაშავდა.

უწყების ცნობით, ეს რიცხვი მოიცავს რვა ადამიანს, რომელიც ღაზას ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალახთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ცნობისათვის, „ჰამასი“ აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ 22 835 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის შეფასებით, ოქტომბრის ბოლოს ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, დაახლოებით, 8 500 ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.

“გამარჯვების კოალიციას” მოქალაქეებზე ორიენტირებული კამპანია ექნება” – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“, რომელმაც პენსიაზე გასული ივანიშვილი დააბრუნა უკან და ძირითად შემადგენლობაში გამოიყვანა, ჩვენზე როგორ საუბრობს?! – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი არ აქვს.

მისივე თქმით, “გამარჯვების კოალიციას” მოქალაქეებზე ორიენტირებული კამპანია ექნება.

“ივანიშვილი, რომელიც ვეტერანი იყო სამგზის, ძირითადში შემოიყვანეს. ჩვენ, გამარჯვების კოალიციას გვაქვს გეგმა. ჩვენი მთავარი სტრატეგია არის კოალიცია ხალხთან, საქართველოს მოქალაქესთან. ჩვენი მთავარი პრინციპია მოქალაქეზე ორიენტირებული კამპანია, მოქალაქეთა დღის წესრიგის დაბრუნება და ამ დისკუსიების დასრულება, თუნდაც იმაზე, თუ როდის აღვნიშნოთ შობა. მოქალაქეები ამას თავად გადაწყვეტენ,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი იყო ფიქცია და “ქართული ოცნება” არც სამუშაო ჯგუფით და არც მის გარეშე მნიშვნელოვან რეფორმებს არ განახორციელებს.

„როცა შესვლაზე ფიქრი დავიწყეთ, მაშინ გაიქცნენ ამ სამუშაო ჯგუფებიდან. არადა ყოველდღე გვეკითხებოდნენ, რატომ არ მუშაობთ, სამუშაო ჯგუფი არის გადარჩენაო. მეც დავფიქრდი, მართლა გადარჩენა ხომ არ არის, ხომ არ შევიდე- თქო და მერე აღმოვაჩინე, რომ კობახიძე გაქცეულა ამ სამუშაო ჯგუფიდან,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

იტალიაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

მკვლელობა გასული კვირის პარასკევს მოხდა, მისი მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.

“ლიბანში „ჰეზბოლას“ ბევრ ობიექტს დავარტყით” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბევრ ობიექტს დაარტყეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა მარვაჰინის რაიონში „ჰეზბოლას“ სამხედრო კომპლექსს დაარტყა“, – აღნიშნულია თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დარტყმა ასევე განხორციელდა აიტა ეშ შაბში სარაკეტო გამშვებსა და ინფრასტრუქტურაზე.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუშინ, „ჰეზბოლას“ მიერ ნასროლმა რაკეტამ ჩრდილოეთ ისრაელში სტრატეგიული ავიაბაზა დააზიანა.

“ბაიდენმა ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდა” – Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდა. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო თეთრი სახლი და კონგრესი განცვიფრებულები იყვნენ.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ოსტინმა არ დაავალა თავის თანამშრომლებს, შეეყტობინებინათ სხვებისთვის მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. გარდა ამისა, გრიპი ჰქონდა ოსტინის აპარატის ხელმძღვანელ კელი მაგსამენს, რომელიც ასევე არ მუშაობდა.

Bloomberg-ი წერს, რომ ოსტინის სამხედრო თანაშემწემ მაშინვე პენტაგონის მართვაზე პასუხისმგებელ პირად ოსტინის მოადგილე, კეტლინ ჰიქსი დანიშნა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი არც მან იცოდა.

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო.

“შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა”

შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რაც დანინგმა და კრუგერმა, თავის დროზე, სამეცნიერო კვლევებით დაამტკიცეს, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწერალ ლაშა ბუღაძის განცხადებას, რომელმაც 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსული უწოდა.

„ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს. ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლისა და მისი ფსევდოლიბერალი თაყვანისმცემლების გასაგონად მინდა გავიხსენო, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიანური კალენდრით 325 წლიდან აღნიშნავს, როდესაც ისტორიას რუსეთი ჯერ კიდევ ჩაფიქრებულიც არ ჰქონდა. კათოლიკე პაპმა იულიანურისგან განსხვავებული კალენდარი მე-16 საუკუნის ბოლოს დააწესა და მართლმადიდებელი ეკლესიაც იულიანურ კალენდარზე ჯერ კიდევ მაშინ, ანუ იმ დროს დარჩა, როდესაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულისგან განსხვავებით, ჯერ ავტოკეფალიაც კი არ ჰქონდა მოპოვებული.

ანუ მართლმადიდებლური შობა უწინ ქართულია თუ რუსული, ამაზე მკაფიო პასუხს მისი უდიდებულესობა ისტორია იძლევა, რომლისგანაც ფსევდოლიბერალური საზოგადოება, რომელიც ზემოხსენებულ მწერალს წაუკითხავი წიგნების გამო ეტრფის, აშკარად ძალიან შორსაა.
ამ და სხვა ფსევდოლიბერალების მაგალითზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რაც დანინგმა და კრუგერმა, თავის დროზე, სამეცნიერო კვლევებით დაამტკიცეს. ზემოხსენებულ მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ! ყველა ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს კი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს!“, – წერს ირაკლი კობახიძე.

“თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?!” – იაგო ხვიჩია

თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?! ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კომისიები გასულ წელსაც ფორმალურად შექმნა.

“გასულ წელს ამ დროს “ოცნება” იძახდა, “აბა, მე კომისიები შევქმენი და მოდით, ვიმუშაოთო”. ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამბობდნენ, “არა, “ქოცების” ჯგუფში არ შევალთო”. მე ყველა ამ შეხვედრას ვესწრებოდი და განსაკუთრებული შედეგი ამ კომისიებს არ მოჰყოლია, რადგან “ოცნებამ” თავიდანვე ფორმალურად შექმნა ეს კომისიები. გასულ წელს ამ დროს ოპოზიცია ამბობდა, რომ სხვა ფორმატებიც არსებობს, მაგალითად, კომიტეტების სახით და ახლა ამავე არგუმენტაციით საუბარი დაიწყო “ოცნებამ”. ჩემი აზრით, როცა მუშაობა არ გინდა და სხვას გინდა რამე გადააბრალო, გასულ წელსაც უაზრობა იყო ამაში მონაწილეობის მიღება ასეთი ფორმით, გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა ხელისუფლება და დღესაც უაზრობა იქნება. თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი? ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნიან, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდათ და მაშინაც, როცა რამეს ფორმალურად აკეთებდნენ, მაშინაც ამ სუნით იყო ეს გაჟღენთილი, რომ არაფერი სერიოზული იქიდან არ გამოსულიყო. ჩვენ ყველგან ჩავერთვებით, თუ რამე ხდება. რაიმე შეხვედრას რომ დავინახავთ, ეგრევე შევდივართ, რომ გავარკვიოთ რაშია საქმე.

მოგეხსენებათ, ახლა ბატონი ბიძინაა დაბრუნებული პოლიტიკაში და საერთოდ სხვანაირად ელვარებს “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ყველა საქმე. ამიტომ შეიძლება ვინმეს, ვისაც სწამს ბიძინასი და “ოცნების”, შეიძლება სჯეროდეს, რომ წელს რაიმე განსაკუთრებული მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ხასიათში ჩვენს კოლეგებს არაფერი ეტყობათ,”- განაცხადა ხვიჩიამ.