Home Blog Page 1775

“საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების გზები გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, ქვეყნის დატოვებისთვის დრო მიეცემათ”

საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

მისი თქმით, საქართველო იღებს რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად და „თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს“.

„90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენ მოქალაქეს სახლი და მთელი ქონება დააკარგვინეს!

2012 წლის შემდეგ ე.წ. ბორდერიზაციით დამატებით სოხუმისხელა ტერიტორია მიიტაცეს და ჩვენ ხალხს სახლები, სალოცავები, საძოვრები დააკარგვინეს და ჩვენ ვიღებთ იმავე რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, რამდენიმე დღით, როგორც მე ვაკეთებდი, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად – ვუფორმებთ მათ მიწებს, თავისი ვენახებით, საძოვრებით, სახლებს, ბიზნესებს და თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს. ზუსტად ასეთი მშვიდობით ჩაბარდა საფრანგეთი გერმანიას 1940 წელს, ასეთ ე.წ. მშვიდობას მოჰყვება ბევრად დიდი მსხვერპლი, უსამართლობა, განადგურებული თაობები!

საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის“, – აცხადებს სააკაშვილი.

“სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა” – ჯო ბაიდენი

სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ჩვეულ კურსს რომ დავუბრუნდეთ, მიმოწერას თუ განვაახლებთ და შევძლებთ ავიღოთ ტელეფონი და კრიზისების დროს ერთმანეთს ვესაუბროთ, შევძლოთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი“, – ჯო ბაიდენმა უპასუხა შეკითხვას, თუ რას მოელის ჩინეთის პრეზიდენტთან გასამართი საუბრიდან.

სან-ფრანცისკოში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ცდილობს, დაძაბული პერიოდის შემდეგ, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალოს.

შეგახსენებთ, ჯო ბიადენი და სი ძინპინი ერთმანეთს სან-ფრანცისკოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.

“პუტინს სურს, არჩევნების გამოცხადებამდე ბრძოლის ველზე რაიმე შედეგი აჩვენოს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი არჩევნების შესახებ განცხადების გაკეთებას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს და ამიტომ ცდილობს, ამ დროისთვის ბრძოლის ველზე თუნდ რაიმე შედეგი აჩვენოს.

”ძალიან ინტენსიური თავდასხმები, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პუტინს ახლა აქვს ძალიან ცინიკური და კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და მზად არის, დახოცოს თავისი ხალხი, რამდენიც უნდა, რადგან სურს, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში, როდესაც გეგმავს არჩევნების გამოცხადებას, რაიმე ტაქტიკური შედეგი მაინც აჩვენოს. რუსეთი ავდიივკასთან ჯარისკაცებსა და აღჭურვილობას იმაზე უფრო სწრაფად და მასშტაბურად კარგავს, ვიდრე ბახმუტთან,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

„ცაჰალი“ ღაზის უდიდეს საავადმყოფოში შევიდა – ისრაელ-„ჰამასის“ ომის მე-40 დღე

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ, რომელიც ანკლავის მთავარი ჰოსპიტალია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, კომპლექსში 4100 ადამიანი იმყოფება. ისრაელის ძალებმა შტურმით აიღეს ასევე პარლამენტი, სამთავრობო კომპლექსი და პოლიციის შტაბბინა. მათ კონტროლი დაამყარეს ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკზეც.

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივშიც. თავდაცვის სისტემამ „ჰამასის“ მიერ ნასროლი რაკეტები გაანეიტრალა. რაკეტების ნამსხვრევები დასახლებულ რაიონებში ჩავარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“ისრაელი და აშშ არიან დამნაშავეები ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოზე თავდასხმაში” – „ჰამასი“

ისრაელი და აშშ არიან დამნაშავეები ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაში, – ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საერთაშორისო მედია ავრცელებს.

„გაერო-ს დუმილი, მრავალი ქვეყნისა და რეჟიმის ღალატი არ შეაფერხებს პალესტინელი ხალხის მიჯაჭვულობას თავის მიწაზე და ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჰამასი“ ასევე აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელს მისცა მწვანე შუქი მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლის მხარდაჭერით. ისრაელის განცხადებას, რომ ალ შიფას საავადმყოფოს „ჰამასი“ იყენებს, როგორც სამეთაურო ცენტრსა და საკონტოლო ბაზას, „ჰამასი“ ცრუ ნარატივს უწოდებს.

“ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი – ცოტათი არასასურველი ვითარებაა”

მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას ნიშნავდა აშშ-სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შესახებ შეთანხმების გაფორმება.

დიპლომატის განმარტებით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

“გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ – ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს… სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

,,ანაკლიის პორტის განვითარება საქართველოს, ,,შუა დერეფნის კუთხით” მნიშვნელოვან კვანძად აქცევს” – დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება.

ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. და, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია”, – აცხადებს დანიგანი.

თავდაცვის ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს – ალექსანდრ შტუპუნი

ტაურიდის მიმართულების თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერის, ალექსანდრ შტუპუნის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს.

როგორც მან Ukrainska Pravda-სთან ინტერვიუში განმარტა, ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს მტრის თვითმფრინავი უკრაინულმა ძალებმა.

როგორც ალექსანდრ შტუპუნი აღნიშნავს, ეს უკვე მტრისთვის განადგურებული მე-8 თვითმფრინავია ავდეევსკას მიმართულებით.

,,ხელისუფლება წევრ სახელმწიფოებთან კანდიდატის სტატუსის საკითხზე აქტიურად მუშაობს”- დარჩიაშვილი

უკვე 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად გაფორმდეს, – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება წევრ სახელმწიფოებთან კანდიდატის სტატუსის საკითხზე აქტიურად მუშაობს.

„მას შემდეგ, რაც კომისიამ მიიღო დადებითი დასკვნა, ერთი მხრივ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ დინამიკურ ურთიერთობებს ორმხრივ ფორმატში – საქართველო-ევროკავშირი, პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა გარანტირებულად გვქონდეს ძლიერად მობილიზებული პარტნიორების ხმა.

დარწმუნებული ვართ, ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ, გეოპოლიტიკურად გამართლებულ და ასევე დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს მწვანე შუქს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის ფორმატში, რომლითაც გადავალთ ევროინტეგრაციის საბოლოო ფაზაში, რომელიც კიდევ უფრო კომპლექსური, რთულია, თუმცა ჩვენი ყოველდღიურობა, გაცხადებული მიზანია, რომ ქვეყანა ვაქციოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რაც უფრო იაქტიურებთ, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. გუნდური მუშაობა ნაყოფიერი გამოდგება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. გირჩევთ, ახალი პროექტის დეტალები კოლეგებთან განიხილოთ და იდეები და წინადადებები გაუზიაროთ. მენეჯმენტთან გულწრფელი საუბარი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

კურო

ზედმეტად ემოციური დღეა, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საყვარელ ადამიანებს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. შესაძლოა დღეს მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, აღიარეთ და მოიბოდიშეთ.

ტყუპები

ვიღაცამ თქვენი გარემოცვიდან შეიძლება ძვირფასი და საყვარელი ნივთის გარეშე დაგტოვოთ. ნუ გამოიჩენთ უცნობებთან გულწრფელობას და ნუ მოუყვებით მათ თქვენი გეგმების ან პირადი ცხოვრების შესახებ, თორემ მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან, სიტუაცია მალე შეიცვლება.

კირჩხიბი

ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საინტერესო ადამიანებთან, რომლებსაც საინტერესო იდეებს გაწვდიან. ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავს და თქვენ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სხვა თვალით შეხედოთ. კრიტიკა მშვიდად მიიღეთ – ახლობელი ადამიანები პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას გთავაზობენ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც ყველას არ მოეწონება. ეცადეთ, წინააღმდეგობა გადალახოთ და სიმტკიცე გამოიჩინოთ. პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფებს ადვილად მოხიბლავთ. მეგობრების გარემოცვაში გართობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში ბევრი ახალი, საინტერესო მოვლენა ხდება და ეცადეთ, ცვლილებებს მოერგოთ. გირჩევთ, შესრულებული სამუშაოს ხარისხი შეამოწმოთ, რათა ხარვეზი დროულად აღმოაჩინოთ. სამსახურში და სახლში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. თქვენი ამოცანაა კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

სასწორი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, იმოქმედოთ როგორც დიპლომატმა, მომლაპარაკებელმა, დამოუკიდებელმა მესამე მხარემ. არ შეგეშინდეთ მონაწილეობა კამათსა ან დისკუსიაში. თქვენი წონასწორობისა და სიმშვიდის წყალობით, ყოველგვარ კონფლიქტს დაძლევთ და ისეთ გამოსავალს იპოვით, რომელიც ყველას დაამშვიდებს. თუ არგუმენტები გამოგელევათ, თანამოსაუბრეებს გაუღიმეთ – თქვენი პიროვნული ხიბლი სასწაულს მოახდენს.

მორიელი

ამ დღეს გარემოებები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ინტუიციურად მოქმედება მოგიწევთ. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. მოემზადეთ სიურპრიზებისთვის – თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი მოულოდნელობა გელით, მაგრამ ეცადეთ, სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. კოლეგების შეცდომა ან მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება უამრავ პრობლემას შექმნის, მაგრამ ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, სირთულეებს დროულად გაუმკლავდებით და პირადი ცხოვრების დროც დაგრჩებათ.

თხის რქა

მონდომება და მიზანსწრაფულობა პრობლემების გადალახვაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება და იღბალიც გაგიღიმებთ. საქმიან მოლაპარაკებებში მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. გირჩევთ, სტრესული მდგომარეობის განმუხტვა, ხმაურიანი წვეულებების ნაცვლად, სახლის მშვიდ გარემოში სცადოთ.

მერწყული

დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, რათა მნიშვნელოვანი საქმე ადგილიდან დაძრათ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. საინტერესო ადამიანთან შეხვედრა დიდებული საქმისთვის შთაგაგონებთ.

თევზები

ეცადეთ, სევდიანი აზრები მოიშოროთ და რაიმე სასიამოვნო საქმით დაკავდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელზედაც თქვენი ახლო მომავალია დამოკიდებული. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად იყავით. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ.

,,არსებულ პარტიებში ინტეგრაციას გამოვრიცხავ ”- ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – არსებულ პარტიებში ინტეგრაციას გამოვრიცხავ – კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იდეურ ერთობაზე არსებულ პარტიებში ჩემს ინტეგრაციას გამოვრიცხავ, – ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა. კითხვაზე, შეიქმნება თუ არა ახალი პარტია, ხატია დეკანოიძე პასუხობს, რომ ამას „არ გამორიცხავს“.

„მე ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის განსასჯელად კონტრასტის მიცემა და ჩვენება, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ამ ქვეყანაზე, სრულიად რეალისტურია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, არსებული პარტიების გაერთიანებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაერთიანება სინერგიული ეფექტის იქნება, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ გაერთიანებამ საპირისპირო აჩვენა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს დეკანოიძის თქმით არაფრის გამორიცხვა შეიძლება

,,მხოლოდ იმას გამოვრიცხავ რომ პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს – ამბობს დეკანოიძე

ჩემი მიზანია ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მედიასთან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, მისი მიზანია ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც.

„მიზანია, რომ დავუბრუნდეთ კომუნიკაციის ჩვეულებრივ კურსს, შეგვეძლოს დარეკვა და საუბარი ერთმანეთთან კრიზისის დროს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი. როგორც გითხარით, ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს 15 ნოემბერს შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება.