Home Blog Page 1774

“ცრუ პანიკა თავდაცვის კოდექსის ირგვლივ საკითხისა და თემის უცოდინარობითაა გამოწვეული” – ამირან სალუქვაძე

კიდევ ერთი ცრუ პანიკა თავდაცვის კოდექსის ირგვლივ. ალბათ უფრო საკითხის, თემის უცოდინარობითაა, ვიდრე შეგნებული დეზინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში ამ დაშვებას გავაკეთებ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს.

მისი თქმით, საუბრობენ, თითქოს ახალი კოდექსით რაღაც ახალი ჩანაწერი გაჩნდა, რომლის თანახმადაც ომის დროს მოსახლეობის განიარაღება მოხდება.

“სინამდვილეში საუბარია 1997 წლიდან მოქმედი კანონიდან “საომარი მდგომარეობის შესახებ” გადმოტანილი ფორმულირებების შესახებ, რომელი კანონიც მოქმედებს 25 წელია და გართულება არავის ჰქონია. ეს კანონი მოქმედებდა 2008 წელსაც.

საუბარი რაზეა?

საომარი მდგომარეობის დროს, ხელისუფლებას, კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს განახორციელოს მთელი რიგი შემზღუდავი ღონისძიებები: გაამკაცრონ საზოგადოებრივი წესრიგი, საშიში ადგილებიდან გაასახლონ მოსახლეობა, შემოიღონ გარკვეულ ადგილებში შესვლის რეჟიმი, შეზღუდონ გადაადგილება, დროებით ჩამოართვან ცეცხლსასროლი, ცივი იარაღი, აკრძალონ დემონსტრაციები, თავდაცვის ინტერესებისთვის გამოიყენონ საწარმოების რესურსები, დანიშნონ საწარმოების ხელმძღვანელები, დააწესონ კონტროლი მედიაზე, აკრძალონ დემონსტრაციები და უამრავი სხვა ღონისძიება, რომლებიც ყველა ქვეყანაში ხორციელდება ომის დროს.

ომის დროს ქვეყანა იმართება პრეზიდენტის დეკრეტებით. ყველა ეს ღონისძიება დეკრეტის შესაბამისად განხორციელდება.

უკრაინაში ომის საჭიროებისთვის სამოქალაქო პირების სატრანსპორტო საშუალებებსაც კი იყენებენ.
დღეს საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა ნებართვის გარეშე მოახდინონ მობილური ტელეფონების კამერების და მიკროფონების დისტანციური გააქტიურება.

ომის დროს, თუ რომელიმე რაიონში იქნება არეულობების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საშიშროება, იარაღსაც ამოიღებენ და სხვა შეზღუდვებსაც დააწესებენ. ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში.

ვიმეორებ, არაფერი ახალი ამ მხრივ არ შეტანილა კოდექსში. საუბარია არა განიარაღებაზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა შეზღუდვების, მათ შორის იარაღის ამოღების დროებით ზომაზე, რომელი წესიც მოქმედებს 1997 წლიდან.

იკითხონ ნებისმიერ ევროპულ ან პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არის თუ არა მსგავსი შეზღუდვები დადგენილი საომარი მდგომარეობის დროს. ვისაც ომის, ან საკუთარი ტერიტორიის დაცვის სურვილი ექნება, არავინ შეზღუდავს. მაგრამ თუ რომელიმე რაიონში იქნება მაროდიორობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტები, მსგავს ზომებს ომის დროს ყველა ქვეყანაში გაატარებენ.

ანა-ბანას ახსნა მიწევს,”- წერს ამირან სალუქვაძე.

“პუტინსა და პრიგოჟინს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს”

პუტინსა და პრიგოჟინს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, შენ უბრალოდ არაფერი არ გესმის, ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა. როგორც შათირიშვილმა განმარტა, რუსეთში არ არსებობს ძალა, რომელიც ომის მხარეს არ არის, შესაბამისად, პუტინსა და პრიგოჟინს შორის, ამ კუთხით არანაირი განსხვავება არ არსებობს. მან ასევე ისაუბრა ქართველ და რუს ლიბერალებს შორის არსებულ განსხვავებაზე.

„რუსეთში არ არსებობს ძალა, სუბიექტი, რომელიც არ არის ომის მხარეს – ყველას ომი უნდა, ყველა არის ომის პარტია და შენ თუ ეს არ გესმის, აბსოლუტური პოლიტიკური დებილი ხარ. პუტინსა და პრიგოჟინს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, შენ უბრალოდ არაფერი არ გესმის. ქართველი ლიბერალი არის დებილი და ეს არის ბედნიერება – ამან გადაგვარჩინა. ღმერთი არსებობს. რუსი ლიბერალი არის ჭკვიანი და ბოროტი, ქართველი ლიბერალი არის დებილი და ამიტომ ღმერთი არსებობს, ამან გადაგვარჩინა“, – განაცხადა შათირიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები კიდევ 18 კომპანიას დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები კიდევ 18 კომპანიას დაუწესა. „შავ სიაში“ ამჯერად, რუსული კომპანიების გარდა, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, ლუქსემბურგსა და კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიებიც მოხვდნენ.

სანქცირებულ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი, 9 კომპანია კვიპროსშია რეგისტრირებული.

“როგორ შეიძლება რამე გააკეთო, თუ კონკრეტიკას არ გაძლევენ?”- ირაკლი კობახიძე რეკომენდაციებზე

როგორ შეიძლება რამე გააკეთო, თუ კონკრეტიკას არ გაძლევენ? თუ დაგიკონკრეტებენ, რას გულისხმობენ, ყველაფერი მოსწრებადია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ შევჯერდებით იმაზე, რომ დეოლიგარქიზაცია, როგორც ასეთი, პერსონალიზებული მეთოდით აღარ აინტერესებს ევროკომისიას, ამ შემთხვევაში უნდა გვითხრან კონკრეტულად, რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, პარტიების დაფინანსებაზე, ჩვენ გამოვიარეთ 2 რეფორმა ამ მარტო 3 წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ყველა რეკომენდაცია ავსახეთ, რაც უკავშირდება პარტიების დაფინანსებას. თუ რამე უნდათ დამატებით შევცვალოთ, უნდა გვითხრან, – განაცხადა კობახიძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ივლისს ქუთაისში +38 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +27 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +32 ღამის ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია ომალოში, სადაც დღისით +21, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი იწვიმებს.

გურჯაანში დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღე +32 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. მოალოდენელია ნალექი.

“ჩვენი პოზიციაა, რომ სააკაშვილმა კუთვნილი სასჯელი სათანადოდ უნდა მოიხადოს”- ირაკლი კობახიძე

შესაბამისი ძალები ხედავენ, რომ კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, მერაბიშვილი არ ფლობენ აქ ვითარების არევის რესურსს და აქედან გამომდინარე, ამ ძალებს აქვთ სააკაშვილისა და გვარამიას იმედი, რომ ისინი მოახერხებენ საკუთარი რესურსით იმის მიღწევას, რასაც ვერ აღწევს კეზერაშვილი, ვერ აღწევს ხაბეიშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ხელისუფლება არ იმსჯელებს არც სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე და არც მისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთების სანაცვლოდ ციხიდან გამოშვებაზე.

„გინდ სამაჯურით, გინდ სამაჯურის გარეშე, გინდ ქვეყნის გარეთ – თუ საუბარია ადამიანის გათავისუფლებაზე, ეს არის გათავისუფლება და ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კუთვნილი სასჯელი სათანადოდ უნდა მოიხადოს. კანონი უნდა აღსრულდეს ამ ქვეყანაში. ეს არის საჭირო მათ შორის იმისთვის, რომ არ შესრულდეს პოდოლიაკისა და დანილოვის მოწოდებები. რომ გითხრათ, სააკაშვილი გამოვა და ქვეყანას დააქცევს – რა თქმა უნდა, ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ გათვლა ეს არის“, – განაცხადა კობახიძემ.

მექსიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა 29 ადამიანი

მექსიკის შტატ ოახაკაში ავტობუსის ხევში გადავარდნას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 21 – დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, 12 დაშავებული მგზავრის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულ მგზავრებს შორის ერთი ჩვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, მართვის კონტროლი დაკარგა.

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 6 ივლისს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილავიამშენის დასახლების, ლითონკონსტუქციების დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ყარაჯალარის, გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, საავიაციო ქარხნის დაახლების, აეროპორტის დასახლების, ქვემო მეტალურგის დასახლების, ქინძმარაულის, ემირ ბურჯანაძის, მებაღეობის, სერგო მელიას, ილია ბაბუციძის, დავით ყიფიანის, გარდაბნის, ფილადელფოს კიკნაძის, ნაკადულის, თეკლა ბატონიშვილის, ალექსანდრე ალიხანაშვილის, თამარის, რევაზ კვირიკაშვილის, გაიოზ რექტორის, მარია პერინის, ოცხელის, დოსითეოს ქუთათელის, აღნიაშვილის და გიგინეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მექანიზაციის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, ჭოველიძის, ბელინსკის და გუნიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას და ლაზოს ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, გაბაშვილის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ნინოშვილის, გოგი დოლიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ვიქტორ დოლიძის, გოგოლის, კონსტიტუციის, ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, ჯავახიშვილის და კიტა აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, II, IV კვარტლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ლითონკონსტუქციების დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ელიას მთის, ემზარ სულაქველიძის, დავით კვაჭანტირაძის, ალექსანდრე წულუკიძის, ხელოვანთა, შალვა მშველიძის, შანდორ პეტეფის, თეოფანე დავითაიას, ნიკო მუსხელიშვილის, ალუბლების, ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის, ჯუმბერ ლეჟავას, აშოტ კურაპალატის, ზურაბ პატარიძის, მამისაანთუბნის, აჩაბეთის, ვაზის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების და ალექსანდრე როინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ფერი არ ედო სახეზე პრეზიდენტს, როცა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას აცხადებდა – ირაკლი კობახიძე

გვარამიას რა რესურსი აქვს, ამაზე დიდი წარმოდგენა მაინცდამაინც არ მაქვს. „გოუ გოუ ჟენიათი“ დაიწყო თავისი განახლებული პოლიტიკური კარიერა. „გოუ გოუ ჟენიამ“ რას უნდა მიაღწიოს პოლიტიკაში, საზოგადოება ამას ნახავს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტი გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი არ იყო, და ძალიან გაუჭირდა იმ ბრიფინგის ჩატარება, რომელზეც ეს გადაწყვეტილება გააჟღერა.

„თვითონ არ სიამოვნებდა იმ გადაწყვეტილების გახმოვანება, რომელიც მიიღეს – არ მინდა ვთქვა „მიიღო“. მისთვის ადამიანურადაც მიუღებელი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების გახმოვანება, როდესაც კონკრეტული ადამიანი რეზიდენტს გეძახის და პირდაპირ ბილწსიტყვაობს შენ მიმართ, ასეთი კაცის შეწყალების დროს ვერ გამოხვალ სხვანაირად. ფერი არ ედო სახეზე პრეზიდენტს, როცა ამ გადაწყვეტილებას აცხადებდა. დამოუკიდებელი არ იყო ის ამ ქმედებაში, ეს ცხადია“, – განაცხადა კობახიძემ.

ბათუმში 16 წლის მოზარდს ეძებენ

ბათუმში 16 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელმა დაწერა, მოზარდი ორი დღის წინ გაუჩინარდა. ბოლოს ის სასტუმრო “შერატონის” ტერიტორიაზე ნახეს.

“მეგობრემო 2 დღეა გაუჩინარდა ლუკა აბულაძე არის 16წლის აქვს გძელი თმა ბოლო ლოკაცია შერატონის ტერიტორიაზე ზღვის მხარეს თუ ვინმემ შენიშნეთ შემეხმიანეთ

ღმერთო გვაპოვნინე ცოცხალი ჩემო სულო და გულო გამოჩნდი ვნერვიულობთ ყველა”- წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0URHBNN7Tj7oTRKjj2cweC7RLeTfe6GNMZAQgNjSLpaUgiTnFVxEusJbv6KHRxmMbl&id=100006416119495

“ოპოზიციის გეგმები აწყობილია იმაზე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”-კობახიძე

ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ ვითარებაში რისკები არის მაღალი. ამ მაღალი რისკების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმის იმედი, რომ ჩვენთვის დაიბლოკება კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად, ყოველგვარი 12 პუნქტისგან დამოუკიდებლად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის გეგმები აწყობილია იმაზე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ რევოლუციური სცენარის განხორციელება შესაძლებელი გახდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანის ცნობილ შეკრებაზე ტრენინგი სწორედ რევოლუციის შესახებ ჩატარდა, ხოლო რადიკალებს რომ იგივე გეგმა აქვთ დეკემბრისთვის, რაც გასული წლის ივნისისთვის ჰქონდათ, ზურაბ ჯაფარიძემ გაამხილა.

„შეგახსენებთ, ბაკურიანში როდესაც გაიმართა ცნობილი შეკრება, ეს იყო მალევე, როცა ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი, მაშინ ტრენინგი ჩაუტარეს რევოლუციაში, ამერიკელი ექსპერტი ჰყავდათ ჩამოყვანილი. გეგმავდნენ რევოლუციას და პირდაპირ საუბარი ჰქონდათ შემდეგზე: არავითარი „თუ“, ივნისში როცა საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში რევოლუციური გეგმა. პირდაპირ ამაზე იყო საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე, იგივე გეგმა გაამხილა, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახლა უკვე დეკემბერთან მიმართებით.

რადიკალური ოპოზიციის მთელი გეგმები არის აწყობილი იმაზე, რომ ჩვენ დეკემბერში არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. არამარტო გეგმები, თავიდან ბოლომდე მუშაობენ ამაზე, რომ საქართველოს არ მიენიჭოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, რომ ეს შემდეგ რევოლუციური პროცესებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ .

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სიმყარე აჩვენოს, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს უფრო გაზრდის.

როგორც კობახიძემ განმარტა, გლობალური ომის პარტია თუ დაინახავს, რომ საზოგადოება მერყეობს და იმის მცირე შანსი მაინც არსებობს, სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში რევოლუცია მოხდეს, ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები მცირდება.

„მთავარია, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლება და, პირველ რიგში, საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში ასეთი მდგომარეობით მივალთ, როგორიც დღეს არის. დღეს ხელისუფლება, საზოგადოება არის მყარად, სათანადო პოზიციებზე, ამ მდგომარეობას თუ შევინარჩუნებთ, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მაღალი იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი. გლობალური ომის პარტია თუ დაინახავს მცირე მერყეობას მაინც და დაინახავს იმის შანსს, რომ არმინიჭების შემთხვევაში მოხდეს ამ ქვეყანაში რევოლუცია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შანსები მცირდება. ამიტომ მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სიმყარე და ეს აუცილებლად ასე იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება მყარად იქნება იმ პოზიციებზე, რომლებიც შედის ქვეყნის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო”-გიორგი ზაქარაშვილი

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, მისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა 6 ივლისს, 12 საათზე იწურება და უკრაინის საზღვრის გადაკვეთას იქამდე შეეცდება.

როგორც ელჩმა აღნიშნა, კიევიდან საზღვრამდე, ავტომობილის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს და უკრაინის დატოვება სირთულესთან არის დაკავშირებული.

„დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.