ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გზაზე ძმებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გზაზე ძმებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს , – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ერთ მიზანს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირება წარმოადგენს, მეორეს კი ისრაელის მთავრობაზე ზეწოლა, რათა მან ღაზაში სამხედრო ოპერაციები დაასრულოს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების თავიდან დაწყება.
ანტონიო ტაიანიმ დევიდ კამერონთან და კატრინ კოლონასთან სატელეფონო საუბრისას „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ჩინეთში თოვლისგან დამზადებული ქანდაკებების საერთაშორისო კონკურსი მიმდინარეობს. ჰარბინის პროვინციაში საუკეთესო ნამუშევრის ტიტულის მოსაპოვებლად, 12 ქვეყნიდან ჩასული მოქანდაკეები იბრძვიან.
ყინულის ქანდაკებების საერთაშორისო კონკურსი, ჰარბინის ყინულის და თოვლის ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს.
ღონისძიება პანდემიის შემდეგ წელს პირველად იმართება. ფესტივალთან დაკავშირებით ჰარბინის პროვინცია რეკორდული რაოდენობის ტურისტს მასპინძლობს.
ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუ ისრაელ-ლიბანის საზღვართან მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა და ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, თუ რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
იაპონიის მიწისძვრისგან დაზარალებულ რაიონებში დიდთოვლობაა. უამინდობამ იშიკავის პრეფექტურაში, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გაართულა.
ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ მიწისძვრისგან დაზიანებულ შენობებს, რადგან ჰაერის დაბალმა ტემპერატურამ და თოვლის მაღალმა საფარმა შესაძლოა მათი ნგრევა გამოიწვიოს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის იშიკავის პროვინციაში მიწისძვრის დროს 168 ადამიანი დაიღუპა, 323 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურები უხვ ნალექს ვარაუდობენ, რაც გზებზე მიმოსვლის შეფერხებასა და სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას გაართულებს.
გერმანიის მთავრობა აღარ იქნება წინააღმდეგი საუდის არაბეთს Eurofighters-ის გამანადგურებლები მიაწოდონ და ასევე, არ შეეწინააღმდეგება ბრიტანეთის გეგმებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე სამეფოში აღნიშნული გამანადგურებლების ექსპორტი განახორციელოს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბარბოკმა განაცხადა.
ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისში.
მისი თქმით, ერ-რიადმა არაერთხელ მოიგერია იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუდის არაბეთის ეს ქმედებები აჩვენებს მის სურვილს, რეგიონს ჰქონდეს უკეთესი მომავალი და გერმანია ამისთვის ერ-რიადის მადლიერია.
ცნობისათვის, დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია ცდილობს მიიღოს გერმანიის თანხმობა საუდის არაბეთისთვის Eurofighter-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე, რომელსაც ლონდონი და ბერლინი ერთობლივად აწარმოებენ. გერმანიის კოალიციურ მთავრობაში არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ არ განახორციელოს იარაღის ექსპორტი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში დადასტურებული არიან ჩართულები.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9408 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9310 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვისამ ტავილი, ჯგუფის ელიტარული რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილზე სოფელ მაჯდალ სელმში დარტყმა განხორციელდა.
შეგახსენებთ, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, სეიედ ჰასან ნასრალამ რამდენიმე დღის წინ ისრაელი გააფრთხილა, რომ ლიბანში სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყოს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს 948 მილიონი გრივნის გაფლანგვაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება.
გარდა ამისა, ბრალი წარედგინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მატერიალური უზრუნველყოფის ცენტრალური სამმართველოს ყოფილ უფროსს. თავდაცვის უწყების სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ქონების გაფლანგვა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ედებათ ბრალად.
გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეისყიდეს 50 000 ჯავშანჟილეტი, რომლებიც ხარისხითა და დამახასიათებლებით არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და მათი ჯარში გამოყენება არ შეიძლებოდა. შესყიდვა განხორციელდა არარეზიდენტი კომპანიისგან, რომლის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები არიან. გენპროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად სახელმწიფოს 948 მილიაონი გრივნის ოდენობის ზარალი მიადგა.
ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია, მესამეს ადგილმდებარეობის დასადგენად ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს.
23 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი დააკავა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვისას 1.5 მილიარდი გრივნის მითვისების მცდელობის გამო.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ომის ინტენსიური მანევრირების ეტაპიდან სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებზე გადაინაცვლებს.
„ჩვენ ახლოს ვართ მომდევნო ფაზასთან ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელის ჯარებმა დიდწილად დაამყარეს კონტროლი, ყოველ შემთხვევაში მიწის ზემოთ“, – აღნიშნა გალანტმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
ღაზას სამხრეთ ნაწილში ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის თავმოყრის საკითხზე კომენტირებისას, გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო შეტევის დროს საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობის გათვალისწინება და სამხედრო ტაქტიკა კორექტირებას საჭიროებს.
”ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას“, – აღნიშნა გალანტმა.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ქართველი ფესევდოლიბერალების მიერ 7 იანვარს შობის აღნიშვნისთვის რუსულის წოდება ფაქტობრივი ინფორმაციით გააქარწყლა.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე თავის განცხადებაში წერს, „ლაშა ბუღაძემ და მისნაირებმა უნდა იცოდნენ, რომ რამდენჯერაც ასეთ უვიცობას გამოავლენენ, იმდენჯერ მიიღებენ ცოდნით დასაბუთებულ პასუხს“:
„ფსევდოლიბერალების კიდევ ერთი მცდელობა, თავი „ცივილიზებულ“ ფენად წარმოადგინონ და ყველაფერი ჭეშმარიტი რუსული ნარატივით გადაფარონ, ამჯერადაც კრახით დასრულდა. ლაშა ბუღაძემ და მისნაირებმა უნდა იცოდნენ, რომ რამდენჯერაც ასეთ უვიცობას გამოავლენენ, იმდენჯერ მიიღებენ ცოდნით დასაბუთებულ პასუხს.
ირაკლი კობახიძის განმარტება ბუღაძის ცინიკურ საშობაო მიმართვაზე იყო ლახვარი არა მარტო ამ ვითომ მწერლის, არამედ, მისნაირი ვითომ ელიტის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც „ევროპელობა“ პეროსავით პოზას აძლევს, სინამდვილეში კი სამშობლოდაკარგულ, ურჯულო და უსულო ფენას წარმოადგენენ.
იმედია, ლაშა ბუღაძის საჯარო შერცხვენა მაგალითი იქნება სხვებისთვის, რომ ხანდახან ისტორიაც წაიკითხონ, გაეცნონ ჯერ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ეკლესიის ისტორიას და შემდეგ რუსეთის, რომ ასეთ სასაცილო სიტუაციაში აღარ აღმოჩნდნენ. ირაკლი კობახიძის განმარტება ბუღაძის „რუსულ შობაზე“ არის ცოდნის პასუხი უვიცობაზე“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს შეაშინოს ნატო, რათა მან უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეწყვიტოს. სწორედ ამას ემსახურება ბელარუსში, ნატოს საზღვრებთან ახლოს რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსება. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.
როგორც რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რუსეთმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება დაასრულა. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ლუკაშენკოს მხრიდან ადგილი აქვს ბლეფს. ამასთანავე, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო იუწყებოდა, რომ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის გაგზავნის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ ღია წყაროებში ამერიკული დაზვერვა სრულ ინფორმაციას არ ავრცელებს.
„ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა გააანალიზა ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ ავიაბაზა „ლიდა“, რომელიც ბელარუსში, ლიეტუვის საზღვრიდან 40 კმ-ში მდებარეობს, სავარაუდოდ, სწორედ ის ადგილია, სადაც რუსეთმა ეს იარაღი განათავსა“, – წერს WSJ.
გამოცემა წერს, რომ ლუკაშენკო განცხადება დასავლეთის მიმართ რუსეთიდან მუქარის გაძლიერების პარალელურად ხდება. ცოტა ხნის წინ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ რუსეთს ამ ქვეყანასთან „პრობლემები ექნება“. გასული წლის ნოემბერში კი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთის მტერია და ამ ქვეყანამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაკარგოს.
გასული წლის აგვისტოში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ დაადასტურა, რომ რუსეთში ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ათავსებს. მისი თქმით, ეს ფაქტი რეგიონის და მთელი ნატოს უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლის.