,,უკრაინამ უნდა იმუშაოს ნებისმიერ პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალასთან”- ალექსეი დანილოვი

31
spot_img

რუსები ერთხელ უკვე ფიქრობდნენ, რომ ტრამპი მათია და აღმოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ არის მათი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა იმუშაოს ნებისმიერ პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალასთან.

„ტრაგედიის მოწყობა არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, რუსეთში ზეიმობდნენ, შამპანურს სვამდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს და ჰქონდათ ლოზუნგი – „ტრამპი ჩვენია“. აღმოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ არის თქვენი. ტრამპი ამერიკელია. მოდით, დავმშვიდდეთ, ამერიკელი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნებისმიერ პრეზიდენტთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც მიიღო მათი ამომრჩევლების ნდობის ლეგიტიმური მანდატი“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს აპარატი მუშაობს სხვადასხვა სტრატეგიაზე და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა – „როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა გამარჯვების შემდეგ“.