Home Blog Page 1773

,,უკრაინამ უნდა იმუშაოს ნებისმიერ პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალასთან”- ალექსეი დანილოვი

რუსები ერთხელ უკვე ფიქრობდნენ, რომ ტრამპი მათია და აღმოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ არის მათი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა იმუშაოს ნებისმიერ პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალასთან.

„ტრაგედიის მოწყობა არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, რუსეთში ზეიმობდნენ, შამპანურს სვამდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს და ჰქონდათ ლოზუნგი – „ტრამპი ჩვენია“. აღმოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ არის თქვენი. ტრამპი ამერიკელია. მოდით, დავმშვიდდეთ, ამერიკელი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნებისმიერ პრეზიდენტთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც მიიღო მათი ამომრჩევლების ნდობის ლეგიტიმური მანდატი“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს აპარატი მუშაობს სხვადასხვა სტრატეგიაზე და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა – „როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა გამარჯვების შემდეგ“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციას ავრცელებს

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა”- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჯანმომ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა სადაც წერია, რომ თამბაქოს მოხმარების დინამიკა 2000 წლიდან ყოველ მესამე ადამიანზე ვრცელდებოდა. 2020 წლიდან დღემდე კი დინამიკა ყოველ მეხუთე პირზე დაეცა.

ჯანმოს მონაცემებით, 2010 წლიდან ბრაზილიაში მწეველთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა, ნიდერლანდებში კი 30%-ით.

ჯანმოს განცხადებით მსოფლიოში 1,25 მილიარდზე მეტი ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ნაწარმს იყენებს. თამბაქოს მოხმარება ამჟამად ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტ ადამიანს კლავს, მათ შორის 1,3 მილიონი არამწეველია, რომელიც მეორადი მოწევის მსხვერპლია.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, მათ პოლონელმა კოლეგებმა შეატყობინეს, რომ 16 იანვარს კიევის დროით 20 საათზე პოლონელი გადამზიდველების საპროტესტო აქცია “დოროჰუსკ – იაგოდინის” სასაზღვრო პუნქტზე დასრულდა.

საზღვარზე სატვირთო ტრანსპორტის ორივე მიმართულებით გაფორმება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში მიმდიანრეობს. ამგვარად, პოლონეთის მხარედან უკრაინის საზღვრის ბლოკადა ამ მომენტისთვის სრულიად მოხსნილია.

ცნობისთვის, აქამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონელმა გადამზიდველებმა მთავრობასთან ზოგიერთ პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს და პროტესტი 1 მარტამდე შეაჩერეს. 16 იანვარს, მოძღაობა “კრაკოვეცი” და “რავა-რუსკაია” სასაზღვრო პუნქტებზე გაიხსნა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ცრუობს ”- ვანო ჩხარტიშვილი

 

ბიზნესმენი ვახო ჩხარტიშვილი სიღნაღის სასტუმროსთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ რელიზს ეხმიანება. ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ფაქტების აშკარა და გამიზნული მანიპულაციებით, კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რელიზში ეჭვებია გამოთქმული შპს “სომგოს კომპანიის” მიმართ არსებული საინვესტიციო ვალდებულებების გადავადების თემაზე და ინტერპრეტაციებით მოსახლეობას ისეთ სურათს უხატავს, თითქოს აქ ადგილი ჰქონდეს რაიმე უკანონობას.

ეს რომ ასე არ არის, ამაზე ფაქტები მეტყველებენ:

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “სომგოს კომპანიას” სახელმწიფომ სიღნაღში მდებარე 35 000 კვ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. თითქოს ეს სიმართლეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ სახელმწიფო ქონებაზე – ქ.სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის 1. #26-ში მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალის შენობა-ნაგებობებზე, ფართით 6451.2 კვ.მ და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 35 000 კვ.მ მიწის ფართი – პირობით გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა შპს “სომგოს კომპანიამ” (ქონება შეძენილ იქნა 1 005 732 მლნ აშშ დოლარად, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს 2 700 000 ლარს (პირობა: 2 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება 1.5 წელიწადში) და 2007 წლის 20 სექტემბერს გამოიცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #1 ოქმი (ხელშეკრულება) და შედეგად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო საქართველოს მიერ შპს “სომგოს კომპანიაზე” 2007 წლის 06 ნოემბერს გაიცა #88 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 2007 წლის 06 ნოემბერს გაცემული #88 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 08 ნოემბერს დარეგისტრირდა შპს “სომგოს კომპანიის” საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე. მომდევნო წლებში აღნიშნული ქონება რეიდერულად იქნა წაღებული სააკაშვილის რეჟიმის მიერ და მხოლოდ 2014 წელს აღდგა სიმართლე და ახალი ვალდებულებებით პროექტი დაუბრუნდა მესაკუთრეს. აი ესაა სიმართლე.

“გამჭვირვალობა” მიკერძოებულია და ეს აშკარად ჩანს ამ მასალიდან, რადგანაც საკუთარი არგუმენტის დასადასტურებლად მოჰყავს ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის სიუჟეტი და იგნორირებას უკეთებს სხვა ობიექტური მედიების მიერ ამ თემაზე გაკეთებულ ვრცელ საგამოძიებო სიუჟეტსა და სტატიებს, რომელშიც დეტალურადაა წარმოჩენილი ჩვენი პოზიცია და გადავადების მიზეზები. ქურდს ქუდი ეწვისო და ამ კონტექსტში გასაგებია თუ ასე ხმაშეწყობილად რატომ აჰყვნენ “ნაციონალების” პარტიული ტელევიზიები სააკაშვილის რეჟიმის მიერ წართმეული და შემდეგ ჩვენს მიერ გაათმაგებული მოცულობის საინვესტიციო კეისზე გამჭვირვალობის მანიპულაციას.

გადავადების მიზეზებს რაც შეეხება, რომ არაფერი ვთქვათ კორონავირუსის ეპიდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიერ შექმნილ ობიექტურ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, ყოველთვის იყო საინვესტიციო მოცულობების მნიშვნელოვანი გაზრდა და არა შემცირება. ასე მაგალითად, თუ 2014 წლის ვალდებულება შეადგენდა 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 50 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას, განხორციელებული ცვლილებებით ვალდებულებები გაიზარდა 20 მილიონ ლარამდე და სასტუმრო გახდა 100 ნომრიანი, 200 ადამიანზე გათვლილი რესტორნით.

2020 წლის 4 ივნისის მდგომარეობით სრულად იყო შესრულებული 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება, ხოლო 2023 წლის ნოემბრისთვის განხორციელებული იყო 50 მილიონამდე ლარის ინვესტიცია, რასაც აუდიტორული კომპანია BDO-ს დასკვნები ადასტურებს. ასევე, კანონის შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულების ერთი წლით გადავადებისთვის უკვე ორჯერაა გადახდილი 23 244 ლარი.

დღეისათვის სასტუმროს მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულების სტადიაშია და წლის ბოლომდე სიღნაღი მიიღებს უმაღლესი კლასის სასტუმროს, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რეგიონისა და ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება”, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

,,ასეთი ორგანიზაციების მიზანია, რომ რადიკალური ოპოზიცია გააძლიერონ”- ირაკლი ჩიქოვანი

„ფაქტ-მეტრი“, რომელიც სიმართლის დადგენაში ძალიან ბევრ თანხას და რესურსს იღებს, არის გამოყენებული პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ორგანიზაციების მიზანია, რომ რადიკალური ოპოზიცია გააძლიერონ.

„თავისივე ტყუილებში არიან გახლართულები, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერზე დამატებით, ფაქტების დამდგენი ორგანიზაციები, ისეთი როგორიცაა მაგალითად „ფაქტ-მეტრი“, რომელიც თავის დროზე დაფუძნებულია ქალბატონი ხოშტარიას, ბატონი კაპანაძის და სხვების მიერ და რომელიც სიმართლის დადგენაში იღებს ძალიან ბევრ თანხას და რესურსს, არის გამოყენებული პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად და მათ გასაძლიერებლად. ასეთი ორგანიზაციები პირდაპირ მიმართავენ მანიპულაციას, როდესაც კონკრეტულ ფაქტებს, განცხადებებს ცდილობენ, რომ გადაეფარონ, დაიცვან და გაამყარონ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და სამუშაო საკითხების განხილვისთვის. პირად ურთიერთობებში უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ და საყვარელ ადამიანს მხარი დაუჭიროთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

სავარაუდოდ, რთულ ვითარებაში აღმოჩენილ მეგობარს თქვენი რჩევა ან დახმარება დასჭირდება. საღამოს სპორტდარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე განწყობას აგიმაღლებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

ტყუპები

თუ თქვენგან რჩევას ან დახმარებას არ ითხოვენ, ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოთ. ეს მხოლოდ ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. პლანეტების განლაგება ხელსაყრელია რთული საკითხების წარმატებით მოგვარებისთვის. გირჩევთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ და ის გააკეთოთ, რასაც აქამდე ვერ ახერხებდით.

კირჩხიბი

დაწყებული სამუშაოს დასასრულებლად ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღოთ და დაასრულოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს პროექტები ფინანსურად მოგებიანი იქნება და მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.

ლომი

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენს ცხოვრებაზე მთელი თვის განმავლობაში გავლენას მოახდენს, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. გირჩევთ, უპირატესობა ფინანსურად მოგებიან და საინტერესო საქმიანობას მიანიჭეთ. სამსახურში დაწინაურების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

ვარსკვლავების კეთილგანწყობა საშუალებას გაძლევთ, რომ უფროსს ხელფასის გაზრდის შესახებ დაელაპარაკოთ. გამორიცხული არ არის, სხვა კომპანიაში გაცილებით ხელსაყრელი პირობების შესახებ შიტოთ. ასეა თუ ისე, საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 17 იანვარს სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ, რადგან მალე გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან მორგება მოგიწევთ. საყვარელი ადამიანი ძველი შეცდომის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა მარტივი და ნაყოფიერი იქნება. სურვილის შემთხვევაში ადამიანების დარწმუნებას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას ადვილად შეძლებთ. საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, თუ მარტო იმუშავებთ და დროს უაზრო საუბრებზე არ დაკარგავთ.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება. სამუშაო განწყობის შექმნა და აზრების მკაფიოდ გამოხატვა გიჭირთ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე შუადღისთვის დაგეგმოთ. ნუ დაჰპირდებით იმას, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, თორემ შეიძლება კარგი მეგობარი დაკარგოთ.

თხის რქა

ამ დღეს სამუშაოს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. მალე გაუთვალისწინებელი სირთულეები წარმოიქმნება და ზოგი გეგმის შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა, დამატებითი სამუშაო შემოგთავაზონ, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, რადგან კარგ შემოსავალს გპირდებათ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სარისკო საქმის წამოწყებისა და აქტიური მოქმედებებისთვის. თუ ვინმემ საინტერესო პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზათ, დაუფიქრებლად დათანხმდით – ეს კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ახალი ნაცნობობა პერსპექტიული და სასარგებლო იქნება.

თევზები

ეცადეთ, საკუთარი ცხოვრება და დღის განრიგი მოაწესრიგოთ. ბევრი საკითხი უფრო ფრთხილად დაგეგმვას მოითხოვს. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ კოლეგებს დახმარება სთხოვოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, მეტი იარეთ და ივარჯიშეთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, რომ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ.

,,ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დასამყარებლად გონივრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო”- ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებას წლები არ სჭირდება და საჭიროა გონივრული ნაბიჯების გადადგმა.

ჯეიკ სალივანის თქმით, შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობს იმისთვის რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს და ღაზაში კონფლიქტი მოგვარდეს.

„ეს არ არის არაპრაქტიკული… {მშვიდობის მიღწევა} ისრაელსა და პალესტინის მშვიდობას წლები არ სჭირდება, ეს შესაძლებელია უახლოეს პერსპექტივაში მოხდეს თუკი ჩვენ ყველანი ერთად გავერთიანდებით და მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა დავოსში  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

“ფარისეველნო და თვალთმაქცნო, სად არის თქვენი შეშფოთება/ აღშფოთება, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ფაქტზე?!”- გოგა ხაინდრავა დასავლურ მისიებს, ფონდებს, ელჩებს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე დასავლური ქვეყნების ელჩებს, ფონდებსა და მისიებს ასეთი ტექსტით მიმართავს: “ფარისეველნო, თვალთმაქცნო! როგორ დაგაკარგვინათ სახე ერთმა ბეცმა წერას აყოლილმა დიაცმა! თქვე უკუღმა ლიბერალებო და დემოკრატებო! სად არის თქვენი შეშფოთება, აღშფოთება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ფაქტზე?! სად არის თქვენი დასავლური ღირებულებები?! ელჩებო, მისიებო და ფონდებო! ავოე!”

 

 

მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომიტეტისა და საელჩოს შორის თანამშრომლობის კარგ გამოცდილებაზე და მის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ პროდუქტებზე. მიხეილ სარჯველაძემ მიმოიხილა უკანასკნელ პერიოდში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. მანვე ისაუბრა კომიტეტის პრიორიტეტებზე და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით უკვე მიღწეული პროგრესი და ისაუბრეს 9 პრიორიტეტის განხორციელების დღის წესრიგზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა არსებულ მოტივაციას და მზაობას, რაც ითვალისწინებს პრიორიტეტების მუშაობის ინტენსიურ პროცესს გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი პრინციპების დაცვით.

თავის მხრივ, რობინ დანიგანმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიულოცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და გამოხატა თანადგომა შემდგომი რეფორმების გატარების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარებისთვის საჭირო ორმხრივი მზაობა.

„ლელოში“ ადამიანებს მხოლოდ დოლარის ნიშანი კრავს”- გია ცაგარეიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ლელოში“ ადამიანებს მხოლოდ დოლარის ნიშანი კრავს და პარტიაში საერთოდ არ ჩანს არავითარი იდეური ერთობა.

„პიროვნული ამბიციები, ვიწრო პარტიული გადმოსახედი, რომლის იქით ვერავინ ვერსად იყურება, ანგრევს და ყველაფერს სპობს. ფაქტობრივად, ისინი ვერანაირ კომუნიკაციას ვერ ამყარებენ პოტენციურ სპონსორებთან. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან საინტერესოები ბიზნესისთვის – როდესაც მუდმივად ცდილობ ხელისუფლების ჩამოშლას და არეულობის მოწყობას ქვეყანაში, არავინ შენში არცერთ თეთრს არ ჩადებს. საერთოდ არ ჩანს არავითარი იდეური ერთობა. მხოლოდ დოლარის ნიშანი კრავს ადამიანებს „ლელოში“ და ვითომდა მიჰყავს რაღაც ეფემერული მიზნისკენ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც თვითონ აღნიშნა, პირველი მილიონი რუსეთში იშოვა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

,,ენმ“ ოპოზიციის ფლაგმანია და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია”- ლევან ბეჟაშვილი

გახარიას პარტიას, „ლელოს“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ 5%-იანი ბარიერი გადალახვის პრობლემა და ჩვენთვის მათთან ალიანსი გამორიცხულია, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ფლაგმანია და მთავარი პრეტენდენტია გამარჯვების. გახარიას პარტიას, „ლელოს“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ 5%-იანი ბარიერი გადალახვის პრობლემა და ჩვენთვის მათთან ალიანსი გამორიცხულია“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.