Home Blog Page 1769

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს, სადაც ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

,,მყრალი სუნი უდის პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულებს დაწერის მცდელობების”- სარჯველაძე

ქართული ოცნების“ წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის „პოლიტიკური ხმალაობა“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა.

სარჯველაძის თქმით, ახლა მთავარი საკითხია სამძებრო სამუშაოები.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს იყო იმ სპეციფიკის და მასშტაბის კატასტროფა, რომლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

„საქართველოში მოიძებნებიან პოლიტიკური ძალები, რომლისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და ეს საკითხები „პოლიტიკური ხმალაობის“ ატეხა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა და ეს ჰგავს პირველივე დღეს გამართულ იმ მიტინგს, თუ აქციას, რაც იყო. არ ვარგა ასე წინმსწრებად რაღაც ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულებს დაწერის მცდელობების.

ჩემი მოწოდება იქნებოდა, პირველ რიგში, ყველა დააკვირდეს ამ საკითხების ირგვლივ სპეციალისტებს შეფასებებს, რა შეფასებაც იქნება, რასაკვირველია, გამოძიება თუ იქნება საჭირო, ჩატარდება. ეს ყველაფერი უნდა თქვას სპეციალისტების ჯგუფმა, რომელიც მომხდარ ინციდენტს შეისწავლის და აქედან გახდება ყველაფერი ცნობილი“, – აცხადებს სარჯველაძე.

,,სტიქიის ზონაში შემოვლითი გზებით შეღწევა საფრთხის შემცველია” – თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს,  რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

მისი თქმით, მოხალისეთა ჩართვა ძებნა-შველის ღონისძიებები საჭირო არ არის.

„დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება. ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები, ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს. ძალიან ფრთხილად ვმუშაობთ. ანალიზის საფუძველზე იგეგმება შემდეგი სტრატეგია, თუ სად დავიწყოთ კონკრეტულად მუშაობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ აბსოლუტურად კეთდება ყველაფერი –  სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეებმა შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის საფრთხის შემცველი. თუ დადგა დღის წესრიგში მოხალისეთა კომპონენტი, ჩვენ გვაქვს სპეციალური ბაზა მოხალისეების, რომელთა მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად“, – აცხადებს მღებრიშვილი.

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება შს მინისტრი სტიქიის ზონაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვერ იმყოფება შოვში, სტიქიის ზონაში.

მისივე თქმით, უწყება არის სრულად მობილიზებული.

“ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ვხედავთ მაშველები როგორ მუშაობენ, ტექნიკა. უწყება არის სრულად მობილიზებული”, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

სტიქიის ზონაში, მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი გააფართოეს

შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი გააფართოეს.

მაშველები სტიქიის ზონის მიმდებარედ ათ კილომეტრში აწარმოებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე მაშველები მდინარის ნაპირებზე ახორციელებენ სამძებრო სამუშაოებს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

ჯუთას გზასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვოს, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობეაზე.

„ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც.

დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისათვის, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მწუხარებაა, ფასი რომელსაც სიყვარულში ვიხდით”- ქეთევან ქარდავა

🖤”მწუხარება არის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით სიყვარულში. ეს პატარა ლუკაა. ნაადრევად მაღლა, ძალიან მაღლა ღრუბლებში, უსასრულობაში გაფრენილი ანგელოზი, რომელმაც ძალიან ცოტა რამ მოასწრო. ლუკას მამა 4 დღე ელოდა. მამის ჯერ იმედიანმა და მოგვიანებით უკვე გაყინულმა, ფერდაკარგულმა, გადაფითრებულმა სახემ ყველა შეგვძრა. თანაგრძნობით აგვავსო, ყველა სხვა სატკივარი, დარდი დაგვავიწყა და დაგვაფიქრა მთავარზე. ჩვენც მასთან ერთად დავიწყეთ ლუკას, მისი დედის თუ და-ძმის მოძიება.

📌 ლუკას მამის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენამ გაგვაშეშა და ცრემლი გაგვიშრო. ყველამ ვიცით, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლაში ყოველი წამი გადამწყვეტია და საათების/ დღეების გასვლასთან ერთად დაკარგულების ცოცხლად გამოყვანის შანსი იკლებს და ახლა მინიმალურია. მიუხედავად რეალობისა, ყველა და უპირველესად ლუკას მამა იტოვებდა უფლებას ეყურებინა უსასრულობაში,24 საათის განმავლობაში ტალახით ამოვსებული ხეობის წინ მდგარიყო და ეფიქრა სასწაულზე. სასწაულზე, რომელიც შვილთან , შვილებთან, მეუღლესთან ჩახუტების საშუალებას მისცემდა. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ სიკვდილთან, სიცარიელესთან და შენი სხეულის/გულის/ ფიქრის ყველაზე დიდ ნაწილთან განშორება, სამუდამოდ დაკარგვასთან ასოცირება ურთულესია.პატარა ლუკა დიდ სტიქიას ვერ გაუმკლავდა და დამარცხდა…

📌ყველაზე დიდი ტკივილი ლუკას დიდი ოჯახისთვის, რომელიც მის და-ძმას და დედას ეძებს. ვუსამძიმრებ ლუკას მშობელს, უცნობ და 3 აგვისტოს შემდეგ მთელი საქართველოსთვის ცნობილ მამას, რომელსაც აგვისტოს შავმა ხუთშაბათმა წაართვა მოციმციმე ვარსკვლავი.

📌🖤 მწუხარებაა, ფასი რომელსაც სიყვარულში ვიხდით”.

✅ სოციალური ქსელი – ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა©

https://www.facebook.com/ketevan.kardava/posts/pfbid03sCQSDbTD86wuQcNJyUGAJw1cx9L7jZLPpjfrySbG8eSKCzZDXp3z9rZ8ET5WTrGl

„არ ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე…!“ – რაჭის ჯგუფში საგანგებო განცხადება ვრცელდება (ფოტოები)

შოვში, სტიქიის ადგილას უამრავი ადამიანი მიდის დასახმარებლად. მათ ადგილობრივებთან მიაქვთ წყალი, საკვები და სხვადასხვა საჭირო ნივთი.

სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი იდება, ვრცელდება ანგარიშის ნომრებიც, სადაც ხალხს დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.

ამასთან, ვრცელდება ისეთი ანგარიშის ნომრებიც, რომელსაც სხვები თაღლითურად იყენებენ.

„ესენი არიან თაღლითები, არ ჩაურიცხოთ თანხა, ესე ერთი მიმღებია ვის სახელზეც ირიცხავენ ფულს, მეორესაც დავდებ კომენტარებში. პოლიციაში მივიტანე და იმედია მიხედავენ. ასეთები როგორ არსებობთ და როგორ დადიხართ დედამიწაზე“,- წერენ სოციალურ ქსელში.

 

,,შოვის ტრაგედიაზე გამოძიება უნდა დაიწყოს”- პეტრე ცისკარიშვილი

მინდა მივუსამძიმრო ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, შოვის ტრაგედიამ მთელ საქართველოს გული გვატკინა – შოვის ტრაგედიაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს „რუსული ოცნების“ მიერ განხორციელებული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის მიერ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და ყველა შეკითხვაზე ობიექტურ პასუხს გასცემს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი გაიმართლონ.

„პირველ რიგში, არ შემიძლია არ მივუსამძიმრო ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს, რადგან ყველა ძალიან განვიცდით, ყველას გული გვატკინა ამ უბედურმა შემთხვევამ, მაგრამ კიდევ უფრო ამძაფრებს, აღრმავებს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება – „კოლექტიური ქოცი“ ცდილობს და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თავი გაიმართლოს. ისინი ვინმეს გადარჩენაზე, შველაზე ან თუნდაც ამ ტრაგედიის, სტიქიური უბედურებისგან გამოწვეული მსხვერპლის პრევენციაზე კი არ ფიქრობენ ან მომავალშიც კი არ აპირებენ ფიქრს, არამედ ისინი მხოლოდ ზრუნავენ და ფიქრობენ და მუშაობენ პიარზე, თუ როგორ გაიმართლონ, როგორ წარმოაჩინონ ისე, თითქოს არაფრის გაკეთება შესაძლებელი არ იყო, მომენტალურად ჩამოწვა სტიქია, ეს ყველგან ხდება, წამიერად დაიღუპა ხალხი და ჩვენ რაღა გაგვეკეთებინა, როგორ გვეშველა, უფრო მეტიც, იმ ეტაპზე გამოჩნდნენ სტიქიური უბედურების ადგილას „რუსული ოცნების“ ხელმძღვანელობა, როდესაც ლექსიკონიდან სამაშველო სამუშაოები საერთოდ ამოიღეს, ისინი მხოლოდ საუბრობენ სამძებრო სამუშაოებზე. კლასიკური ტერმინი არის სამძებრო სამაშველო სამუშაოები, მაგრამ მეორე სიტყვა საერთოდ მოაშორეს ლექსიკონიდან, მხოლოდ ძებნაზე არიან გადასულები და შეკითხვები არის აურაცხელი, დაწყებული იქიდან, რომ შეგუბება ხდებოდა, მდინარის ნაკადმა წვიმის შემდეგ იკლო, ამის თაობაზე მათ ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ზომები არ მიიღეს, ეს მათ გულგრილობაზე, უმოქმედობაზე მეტყველებს.

მტკიცებულებებიც არის, რომ 3 წლის წინ ეს ადამიანები ამბობდნენ აქ შეიძლება მოვარდეს ღვარცოფი, შეიძლება დატრიალდეს უბედურება, მათ ეს არ შეისმინეს ამ ადამიანისგან, მაგრამ თავისთვის, „ქოცებისთვის“, მაინც რაღაც ჯებირები და ბარიერები ააგეს, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც არ ეწერებოდა მათ პოლიტიკურ გემოვნებაში, მისი წუხილი ყურად არ იღეს და იმ მიმართულებით, სადაც კოტეჯები იყო, სამუშაოები არ განახორციელეს, ანუ აქ არის ძალიან ბევრი შეკითხვა, მთელი კასკადი პრობლემების. სტიქიური უბედურებები კი, ყველგან ხდება, მაგრამ წესიერ, გამართულ, პატიოსანი მთავრობის დაკომპლექტებულ სახელმწიფოებში სტიქიური უბედურებისგან ხალხის დაცვა ხდება და როგორც მინიმუმ წინასწარ შეტყობინება და ევაკუაცია მიმდინარეობს. 4-5 წუთით ადრე, რომ სცოდნოდათ, მოასწრებდნენ ეს ადამიანები გასვლას და თავისი ოჯახების გადარჩენას.

ამ კონკრეტულ ნაწილში ჯერ ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის „რუსული ოცნების“ ხელისუფლების, რომლებიც ავაზაკურად, ბოროტულად, პოლიტიკური ნიშნით არჩევენ იმ ადამიანებს და იმ კომერციულ ობიექტებს, თუ ვის უნდა დაეხმარონ, ვისთან ააშენონ ჯებირები, ვისთან სამუშაოები არ განახორციელონ და მეორე, უნდა გამოიკვეთოს კონკრეტულად ის დამნაშავეები, ვისაც ევალებოდა და ვისი ვალდებულებაც იყო, რომ წინასწარი შეტყობინებების და განგაშის ატეხის ფონზე, როდესაც რეინჯერებიც კი საუბრობენ, რომ შეგუბება ხდება, მდინარე არ მოედინება, სადღაც ჩაიხერგა, ერთ მშვენიერ დღეს რაღაც მომენტში გამოხეთქავს ამ ხელოვნურად შექმნილ ჯებირს ეს წყალი და წალეკავს ყველაფერს, ამაზე რეაგირება არ მოახდინეს. ცხადია გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს გამოძიება არ უნდა იყოს „ქოცების“ მიერ განხორციელებული, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი, რომელიც ყველა ამ შეკითხვაზე გასცემს ობიექტურ და მართალ პასუხს,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

,,შოვში რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ”- თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.

„თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ. დღეის მდგომარეობით, დღის წესრიგი განსაზღვრული აქვს მათ, ვინც აქ მუშაობს. ალბათ, საორგანიზაციო საკითხები აღარ იქნება საჭირო და იმავე დღის წესრიგით გააგრძელებენ, რაც განვუსაზღვრეთ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი.

თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აგრძელებენ

დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. ადგილზე ჯარისკაცები შსს- საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. ადგილზე ჯარისკაცები შსს- საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

შოვში დაღუპულთაგან კიდევ ორი ადამიანის ვინაობა ხდება ცნობილი

შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. “ინფო რუსთავი” გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა.

“დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი.

როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბარში ისკანდერ ისაევამ.

გარდაცვლილი არის 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.

შეგახსენებთ რომ შოვში სტიქიის ზონაში სულ 7 რუსთაველი იყო დაკარგული, ამ დროისთვის 5 რუსთაველის ძებნის პროცესი ისევ მიმდინარეობს.