Home Blog Page 1768

სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა – სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება

დღეს საღამოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდა გამონაკლისი. ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სები განცხადებას ავრცელებს.

“როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ – ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად. ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საქართველოს ეროვნული  ბანკი  ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ.”

,,დაწესდეს სანქციები აზერბაიჯანში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ”- ევროპარლამენტარების ჯგუფი

ევროპარლამენტარების ჯგუფი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, ძირეულად გადახედოს ევროკავშირის ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და განიხილოს სანქციების დაწესება აზერბაიჯანში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, ანდრეი კოვატჩევი და ჟელიანა ზოვკო, ნათქვამია, რომ ისინი მკაცრად გმობენ აზერბაიჯანის დღევანდელ წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ თავდასხმას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ.

“ჩვენ მოვუწოდებთ [ახერბაიჯანს], დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება. პირდაპირი მოლაპარაკებები ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ერთადერთი გზაა მთიანი ყარაბაღის სომხებისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში პროგრესის მისაღწევად და ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს. […] მიმდინარე თავდასხმის დაუყოვნებლივი შეწყვეტის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ [ევროპულ] საბჭოს, ძირეულად გადახედოს ევროკავშირის ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და განიხილოს სანქციების დაწესება აზერბაიჯანში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ჩვენ ვწუხვართ, რომ ბაქოს თავდასხმა სერიოზულად ძირს უთხრის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მოვუწოდებთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მიიღოს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო მოწოდებები უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ”, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს.

,,არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ცესკო ვერ შედგეს როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი”- კობახიძე

„რამდენჯერმე გაჟღერდა სიტყვა კონსენსუსი, შეგვახსენებენ, რომ კონსენსუსი არის სასურველი.
ჯერ ერთი, კონსენსუსი არ არის ის პრინციპი, რომლითაც თანამდებობის პირები აირჩევიან პარლამენტებში, ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, რომლებსაც რეალურად უფლებამოსილების სტანდარტული ვადა აქვთ გასული ამდენი ხანია, არ არიან არჩეული სათანადო ვადით საკუთარ თანამდებობებზე, იმიტომ რომ თქვენ არ დაუჭირეთ მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა სათანადოდ ჩაატარეს საერთო ეროვნული არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები. თქვენი მხრიდან იყო ნული კრიტიკა, არავითარი საბაბი არ გქონდათ კრიტიკის, ამის მიუხედავად მათ არ დაუჭირეთ მხარი“ – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც ოპოზიციამ შეიძლება მხარი დაუჭიროს ასეთ პოზიციებზე, ცესკო იქნება, სახალხო დამცველი თუ ნებისმიერი სხვა, ესენი არიან უცხოელი აგენტები.

„თუ ვინმე არ არის უცხოელი აგენტი, გამორიცხულია, თქვენ მას დაუჭიროთ მხარი. სწორედ ამიტომ არ დაუჭირეთ მხარი ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს, სწორედ ამიტომ არ დაუჭირეთ მხარი სახალხო დამცველის პოზიციაზე ლევან იოსელიანს. სად გქონდათ არგუმენტები ან სახალხო დამცველის შემთხვევაში, ან ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის შემთხვევაში. იქით „აბულინგებდით“ საკუთარ კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან იოსელიანს. ეს არის თქვენი დამოკიდებულება და ასეთ დროს რომელ კონსენსუსზეა საუბარი, თვითონ ხართ უცხოელი აგენტები და ერთადერთი ვისაც უჭერთ მხარს, ეს არის თქვენნაირი სხვა უცხოელი აგენტები. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფო ინეტერსებიდან გამომდინარე და არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ცესკო ვერ შედგეს როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი, რაც არის თქვენი ინტერესის საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის მცდელობაში დაადანაშაულა.

„თქვენ ცდილობთ ამ ჩარჩოებიდან გაიყვანოთ ინსტიტუტები და ჩვენ ვერ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ამიტომ ცესკო უნდა იყოს სათანადოდ დაკომპლექტებული და არჩევნები უნდა ჩატარდეს სათანადოდ, მაღალი ხარისხით, როგორც ეს იყო უზრუნველყოფილი წინა შემთხვევებში. 2012 წლამდე გვახსოვს რა უბედურება ხდებოდა არჩევნების ჩატარების დროს. ყალბდებოდა ყველა არჩევნები. 2012 წლის შემდეგ ეს პრაქტიკა შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგი არჩევნებიც ჩატარდეს მაღალი ხარისხით. სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც დღეს არის დაინიცირებული. არის რამდენიმე, პირდაპირ ვიტყვი, მახინჯი ნორმა და ეს ნორმები სწორდება საარჩევნო კოდექსში. მადლობა ამისთვის კოდექსის პროექტის ავტორებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

„ყარაბაღი არის აზერბაიჯანი და ნებისმიერი სხვა სტატუსი არ განიხილება“ – ერდოღანი

„ყარაბაღი არის აზერბაიჯანი და ნებისმიერი სხვა სტატუსი არ განიხილება“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა მთავარი მიზანია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და კატეგორიულად ვგმობთ სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი მიჰყვება პრინციპს „ერთი ერი – ორი სახელმწიფო“.

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხს ეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები საქართველოს მოქალაქეს შეეხო.

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

„როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.

ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციის კვოტით წარდგენილი მოადგილის თანამდებობა უქმდება

ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ეს სიახლე უკვე ასახულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებების პროექტში.

„არც ერთ დემოკრატიულ სისტემაში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პარტიული ნიშნით არჩეული არ არის. ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც გარკვეული შეთანხმების შედეგი იყო და რომელმაც რეალურად აჩვენა, რომ ეს სამართლებრივად გაუმართავია. ამიტომ ამ სიმახინჯის აღმოფხვრის გადაწყვეტილება მივიღეთ. კანონმდებლობაში აისახება ის, რაც სამართლებრივად გამართული უნდა იყოს. ამაზეც ჩვენ ვენეციის კომისიას ვეკითხებით და ვნახავთ, როგორი იქნება მათი დასკვნა“, – ეს განცხადება კი გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

თქვენ გაქვთ ერთი მიზანი, რომ რამენაირად არ მივიღოთ სტატუსი“- მდინარაძე

ჩვენ ისევ ვხედავთ პიარულ შტურმს ბევრჯერ გამოყენებით სიტყვა რუსულის. დაკავებული ხართ მავნებლობით, თქვენ გაქვთ ერთი მიზანი, რომ რამენაირად არ მივიღოთ სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე.განაცხადა.

„ფარას“ მიხედვით გამოქვეყნებულ დოკუმენტებში იყო, როგორ შეუკვეთეთ თქვენ (მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვითომ) რომ დასანქცირებულიყვნენ კონკრეტული პირები და ქვეყანა. სანქციები იყო დავალება ლობისტებისა. სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა არავის აქვს, რომ საკუთარ მოქალაქეზე, ვინც არ უნდა იყოს, იმაზეც უნდა ილაპარაკო ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე და დამოუკიდებლობისა და თავმოყვარეობის რაღაც ხარისხი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ეს არ გაგაჩნიათ. თქვენ გმირობად და მშვიდობად მიგაჩნიათ, რომ ჯერ პროვოკაციებზე წამოეგოთ და მერე საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ერთადერთი, ვისაც მხარს უჭერთ, თქვენნაირი სხვა უცხოელი აგენტებია! ”- კობახიძე

ერთადერთი, ვისაც თქვენ ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა: ცესკოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი თუ სხვა, შეიძლება მხარი დაუჭიროთ, უცხოელი აგენტები არიან – თუ ვინმე უცხოელი აგენტი არ არის, გამორიცხულია, რომ მხარი დაუჭიროთ – თავად უცხოელი აგენტები ხართ და ერთადერთი, ვისაც მხარს უჭერთ, თქვენნაირი სხვა უცხოელი აგენტებია! – ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

აღნიშნული განცხადებით ოპოზიციას კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის დროს უპასუხა.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ კონსენსუსი ის პრინციპი არ არის, რითაც პარლამენტში თანამდებობის პირები უნდა ირჩეოდნენ.

„ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი სათანადო ვადით იმიტომ არ არიან არჩეული, რომ მათ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ყველა არჩევნები სათანადოდ ჩაატარეს. ოპოზიციის მხრიდან მათ მიმართ ნული კრიტიკა იყო, მაგრამ მხარი მაინც არ დაუჭირეს. საერთოდ, რა კონსენსუსზეა საუბარი? აქედან გამომდინარე, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არავის მივცეთ საშუალება იმისა, რომ ცესკო, როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი, ვერ შედგეს, რაც თქვენი ინტერესის საგანია. მუდმივად ცდილობთ გახვიდეთ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ინსტიტუტები გაიყვანოთ, რის საშუალებასაც არ მოგცემთ!“ – მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე ინფორმაცია ვრცელდება

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

,,სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ, არ დაუშვან ის კონსპირაცია, რაც ქვეყანას შეარყევს”- ვოლსკი

დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაზე დიდი ხანია საუბარი მიდის და ეს ჩვენ თვალწინ ხდება, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ, რომ არ დაუშვან ის კონსპირაცია, რაც ქვეყანას შეარყევს, დაძაბულობას გადაიყვანს სამოქალაქო, სისხლიანი დაპირისპირების ფორმატში და არ უნდა დაუშვან, რომ სახელმწიფოს ძალის გამოყენება დასჭირდეს, თუკი ეს კონსპირაცია არსებობს, ამაზე უფრო აქტიური და მკაცრი მოქმედებებია საჭირო“, – აღნიშნა ვოლსკიმ. სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

,,კრემლი მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების დაწყების გამო შეშფოთებულია”- პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების დაწყების გამო შეშფოთებულია.

მისი თქმით, ახლა მთავარია რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და „აზერბაიჯანისა და სომხეთის დარწმუნება, თავი შეიკავონ ძალისმიერი მეთოდებისგან და დაიწყონ მოლაპარაკებები“.

„მთავარია, დავარწმუნოთ ერევანი და ბაქო, თავი შეიკავონ ძალისმიერი მეთოდებისგან და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ჩვენ კონტაქტში ვართ როგორც სომხურ, ასევე აზერბაიჯანულ მხარეებთან“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი განიხილავს 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილ სამმხრივ დოკუმენტებს, როგორც საუკეთესო გზას, კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას ამ დოკუმენტების დებულებები, ბუნებრივია, ახალი რეალობის გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის ტერიტორია 1991 წლიდან აღიარა“, – დასძინა პესკოვმა.

,,უკრაინაში ბოლო თვეების ყველაზე სისხლიანი თავდასხმა უკრაინული რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია”- The New York Times

The New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში ბოლო თვეების ყველაზე სისხლიანი თავდასხმა უკრაინული რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. საუბარია დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტანტინოვკაში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის დროსაც 16 ადამიანი დაიღუპა 30 კი დაშავდა.

გამოცემის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ 6 სექტემბერს, ქალაქში მდებარე ბაზარს, ბუკის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა.

The New York Times-ის ჟურნალისტებმა სათვალთვალო კამერების ვიდეომასალიდან რაკეტის ფრენის ტრაექტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი გაშვება უკრაინის არმიის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.

ოფიციალურ კიევს აღნიშნულ ცნობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აფეთქების დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა თავდასხმაში რუსეთის არმია დაადანაშაულა.