გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ უკრაინული მედია DW-ზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია წერს, დარბაზში დამსწრე 666 დეპუტატიდან მხოლოდ 178 იყო მომხრე, რომ უკრაინისთვის რაკეტები გადაეცათ. აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 485 დეპუტატმა მისცა ხმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ, სამმა ადამიანმა კი თავი შეიკავა.
გასული წლიდან უკრაინა ითხოვს Taurus-ის რაკეტების გადაცემას, რომლებსაც შეუძლიათ 500 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეების განადგურება. ასეთი იარაღი აუცილებელია რუსეთის უკანა სამიზნეებზე დარტყმისთვის.