Home Blog Page 1760

მდინარე ტებეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ

მდინარე ტებეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ – სპეციალისტების პირველადი განმარტებით ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.

მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო.

სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უპრეცენდენტო ტყის ხანძრები ჰავაიზე – CNN

ჰავაის დიდ კუნძულზე და მაუიზე გაჩენილი უპრეცენდენტო ტყის ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მაშველები და მოსახლეობა ოკეანეში გადახტომით შველიან თავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჰავაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალური პირის თქმით, ქარები, რომლებიც დაკავშირებულია მე-4 კატეგორიის ძლიერ ქარიშხალ „დორასთან“, რომელიც ჰავაის სამხრეთით ასობით მილის მანძილზე გადის, კუნძულებზე ხანძრის გაღვივებას ხელს უწყობს.

„ჩვენ განვიცადეთ საშინელი კატასტროფა ტყის ხანძრის სახით, რომელიც ფართოდ გავრცელდა რეგიონში ქარიშხლის ქარისა და გვალვის პირობების შედეგად“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა.

ამჟამად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც ჰავაის გუბერნატორი აღნიშნავს მოლოდინი არის, რომ ხანძარს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

მაუის დასავლეთ მხარეს, 911-ის სერვისი ამჟამად გათიშულია. ძლიერი ქარის შედეგად ჩამოგდებული მობილური ანძების გამო, კომუნიკაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდება. საავადმყოფოები კი დამწვრობის დაზიანებების მქონე ადამიანებითაა გადატვირთული.

,,ევროსაბჭოს რეზოლუცია, რთული მისაღები დოკუმენტი იყო”- ბოკუჩავა

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია გარკვეულ პუნქტებში ნამდვილად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე საერთაშორისო დონეზე პირველად ადასტურებდა იმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რთული მისაღები დოკუმენტი იყო.

„ძალიან რთულად მისაღები დოკუმენტი იყო. უზარმაზარია რუსული ლობი და გავლენა. განსაკუთრებით 2008 წელს მათ ჰქონდათ უსაზღვროდ მეტი გავლენა, ვიდრე დღეს აქვთ ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია გარკვეულ პუნქტებში ნამდვილად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე საერთაშორისო დონეზე პირველად ადასტურებდა იმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება და რომ განხორციელდა ეთნიკური წმენდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

,,რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა 2008 წელს კოდორის ხეობა?” – კობალაძე

ვერავისგან მოვისმინე კომპეტენტური აზრი, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებები არ იყო კარგად შეფუთული ჩვენი ტერიტორიების გადაბარების ოპერაცია, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ განაცხადა.

„მე არ ვსაუბრობ უმცირეს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაზე და ჩვენს ჯარისკაცებზე, რომლებიც რეალურად გულმოდგინედ და თავდადებით იბრძოდნენ და გმირების სიები შემატეს ჩვენს ქვეყანას და სახე არ დააკარგვინეს ჩვენს ქვეყანას. მე ვსაუბრობ იმ რეალურ მოცემულობაზე, რაც დღეს გვაქვს და რამაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმის ტვირთი, რომ ნულს ქვემოდან დავიწყოთ ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა და ჭიდილი“, – აღნიშნა კობალაძემ.

ომის დაწყების თარიღთან ერთად 15 წლის შემდეგ აქტუალურია კიდევ ერთი კითხვა, რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა 2008 წელს კოდორის ხეობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა ისაუბრა, რომელიც 15 წლის წინ სხვა სამხედროებთან ერთად კოდორში საბრძოლო დავალებით იმყოფებოდა.

დავით ქართველიშვილი გიგი უგულავას პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გიგი უგულავას პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ის პირები, რომლებიც მანამდე სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ფლობდნენ და ეკლესიებს ანგრევდნენ, დღეს ბარძიმებშიც იხედებიან და ცდილობენ ამ მხრივ გააკონტროლონ, ვინ რას აკეთებს.

„ესენი ხომ გახსოვთ? 9 წელიწადი ჩვენს საძინებელ ოთახებში რომ „იჭყიტებოდნენ“ და პარალელურად, თბილისსა და ბათუმში ეკლესიებს რომ ანგრევდნენ. დღეს კიდევ უკრაინაში დატოვებული თავისი „მედესანტეების“ ხელით მართლმადიდებელ მიტროპოლიტებს რომ იჭერენ, ეკლესიებს აფეთქებენ, საუკუნოვანი სიწმინდეები რომ გააქვთ ევროპაში – აი, ესენი გველაპარაკებიან „მაღალ მატერიებზე“…

დღეს უკვე არა საძინებლებში, არამედ ბარძიმებში იჭყიტებიან, იხედებიან მიცვალებულთა სასახლეებში – ვინ როგორ ეზიარება, ვის რატომ უგებენ წესს. „კვეთებულის“ ლოცვა კი არა, ქართულ კაცთმოყვარე ეკლესიას ანათემაზეც კი არ გადაუცია არავინ. არადა, რამდენი იმსახურებს ამას სულიწმიდის ღიად გმობის გამო. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და მომიტევეთ. სატანისტური დახურული ჯგუფების აქტიური წევრები და ყოფილი „სტიქაროსნები“ ადამიანების ცხოვრების საკრალურ სფეროებშიც ძვრებიან უკვე და საეკლესიო საიდუმლოებები საქილიკოდ აღარ ჰყოფნით“, – წერს ქართველიშვილი.

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს, სადაც ასახულია, თუ როგორ ეზიარებიან შოვში კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე და წერს: „ეჰ! სადაა პატრონი, თორემ ამათ ზიარება კი არა, კვეთებულის ლოცვა მოუხდებოდათ. პ.ს. კვეთებული – ეშმაკის განსადევნი ლოცვა“.

,,სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით”- მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით. უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები და ა.შ.

დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ჩააბარებ და ევროპიდან მოზიდულ თანხებს გადაუხდი, რომელიც ჩვენი გადასახდელია, დანაშაულის ტოლფასია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება – არაერთი ქართველი გეოლოგი და ამ საქმის მცოდნე ამბობს, რომ პროცესი უდიდესი დარღვევებით მიდის, რიკოთი შეიძლება შემდეგ დიდ კატასტროფად გვექცეს.

აღარაფერს ვამბობ “ატკატებსა” და კორუფციაზე, ყველამ ყველაფერი იცის, კონტრაქტორმაც და ქვეკონტრაქტორმაც, უბრალოდ, ამაზე ხმამაღლა საუბარი “არ მოსულა”. “ოცნება” ხომ ცდილობს “გრუზინებად” აქციოს ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა ხომ ახალი რუსული სტანდარტით – გაგებით იმართება და არა კანონებით და სტანდარტებით.

დავფიქრდეთ, საით მიდის ქვეყანა?! ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება. რუსული მმართველობა სხვა კი არაფერია – კორუფცია, ნეპოტიზმი და ადამიანის დაცულობისა და მისი ინტერესების უგულველყოფა. დროა, ეს ყველაფერი დასრულდეს! ჩვენი შვილების მომავალი განვითარებულ და ძლიერ მსოფლიოშია!”

,,საქმე გვაქვს კომპლექსურ სტიქიურ პროცესთან”- ნინო თანდილაშვილი

როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ასეთი კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, ამის წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წყლის დაგუბებას ხეობაში ადგილი არ ჰქონია და ყველას მოუწოდა არ გაავრცელონ დეზინფორმაციული ცნობები.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ სტიქიურ პროცესთან. სავარაუდოდ ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასა ჩამოწვა, მოხდა მყინვართან შეჯახება და ამან გამოიწვია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი, რომელიც განვითარდა ხეობაში. მსგავსი ტიპის მოვლენის წინასწარ პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.

,,უკრაინის შეფერხებულ შეტევასა და ზამთრის ჩიხს აშშ-ში განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება”- CNN

უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია მაშინ, როდესაც ის ახორციელებს კრიტიკულ შეტევას, რომელმაც ჯერჯერობით ვერ დააკმაყოფილა უკრაინისა და დასავლეთის მოლოდინები, არის ის, რომ მას არ შეუძლია თავისთავად გადაწყვიტოს თავისი ბედი, – წერს CNN Politics-ის ჟურნალისტი, სტივენ კოლინსონი სტატიაში სათაურით შეფერხებული შეტევა ზელენსკისთვის აშშ-ში უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემა შეიძლება იყოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც ბრძოლის ველზე თავგანწირვა გადაწყვეტს, თუ რამდენ დაპყრობილ ტერიტორიას დაიბრუნებს უკრაინა, ომის შედეგს ასევე განსაზღვრავს გარე ფაქტორები, მათ შორის პოლიტიკური ძალების ცვლილება აშშ-ში, მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებში.

„შეფერხებულ შეტევასა და ზამთრის ჩიხს, მაგალითად, განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება შეერთებულ შტატებში, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს კითხვები აშშ-ის მიერ ომისადმი მხარდაჭერის თაობაზე“, – წერს სტატიის ავტორი.

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპი არ გახდება „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ომისადმი საზოგადოების მხარდაჭერის შემცირებამ შეიძლება დააზარალოს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„ამიტომ, როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული მიზეზების გამო, ამ უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით დიდი ზეწოლაა, რათა მიღწეული იყოს მნიშვნელოვანი გარღვევა ბრძოლის ველზე. მაგრამ ჯერჯერობით იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ ომი შეიძლება გაგრძელდეს მომავალ წელს მაინც. თუ ასეა, ელასტიური განტოლება, რომელიც საფუძვლად უდევს მთელ კონფლიქტს – უკრაინის ბრძოლის შესაძლებლობები, ამერიკელების მადა მრავალმილიარდიანი დახმარების მიმართ და პუტინის შემწყნარებლობა საზარელი დანაკარგების მიმართ – კიდევ უფრო დაძაბული იქნება“, – წერს სტატიის ავტორი.

„მაგრამ აქვს თუ არა დასავლეთს მოთმინება, რომ უკრაინას მისთვის საჭირო დრო მისცეს? მომავალი კვირების განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ დიდი გარღვევების ნაკლებობა დასავლელ პოლიტიკოსებს მცირე არჩევანს მისცემს ომის უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის განხილვისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ უკრაინის შეტევა შეფერხდა, გააღრმავებს სკეპტიციზმს აშშ-ის ვალდებულების მიმართ.

„მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკა იშვიათად არის გადამწყვეტი ფაქტორი საპრეზიდენტო არჩევნებში და უკრაინის ომი არ არის დომინანტური საკითხი „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში, ზოგიერთი პარტიული მხარდამჭერები კითხვებს სვამენ აშშ-ის კეთილშობილებასთან დაკავშირებით მაღალი ინფლაციის ფონზე“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი აცხადებს, რომ როდესაც ამერიკელი ამომრჩევლები საკუთარ მომავალს გადაწყვეტენ 2024 წლის ნოემბერში, დიდი შანსია, რომ მათ ასევე დიდი როლი შეასრულონ უკრაინის ბედის გადაწყვეტაში.

„სიმართლე 2008 წელზე“ – მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს იმის შესახებ თუ, რა მოვლენები უძღოდა წინ, რუსი სამხედროების საქართველოში შემოჭრას.

„სიმართლე 2008 წელზე:

რუსეთის 58-ე არმია და ,,გრუ”-ს შენაერთები საქართველოში შემოსაჭრელად მაისის თვიდან, მოსკოვში ემზადებოდნენ.

1. რა მოხდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ არ დაესწროთ და საცეცხლე კონტროლით არ გადაეკეტათ გუფთის ხიდი და როკის გვირაბიდან ცხინვალისკენ მომავალი გზა?რუსული ჯარი ოსური შენაერთების საფარქვეშ მთლიანად გაწმენდდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ხეობების სოფლებს. თბილისში გამზადებული მეხუთე კოლონა ერთ ამბავს ატეხდა, რომ ჩვენ ჩვენი მოსახლეობა მივატოვეთ.თბილისში დაიწყებოდა არეულობა, ხოლო ვითომ ოსური შენაერთები დაეხმარებოდნენ „აჯანყებულებს“ და ხელისუფლება ისე გამოიცვლებოდა,რომ მსოფლიოში თითქმის ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა. ამიტომ ჩვენი ჯარის 5-დღიანმა წინააღმდეგობამ სწორედ ის დრო მოგვაგებინა, რომელიც აუცილებელი იყო მსოფლიოს მხარდაჭერის მობილიზაციისთვის

2. რა მოხდებოდა მე რომ მიმეღო ჩვენი დასავლელი მეგობრების და ზოგიერთი თანამებრძოლის შემოთავაზება, რომ ოჯახთან ერთად დამეტოვებინა თბილისი?მოხდებოდა ზუსტად ის რაც 2021 წელს მოხდა ავღანეთში – დაისადგურებდა პანიკა, სახელმწიფო აპარატი ჩამოიშლებოდა, თბილისში არ ჩამოვიდოდა 6 ევროპელილიდერი, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს რუსების გაჩერებაში, ამერიკელებიც თითს აღარ გაანძრევდნენ

3. რა მოხდებოდა ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკელებს, რომ არ გამოეცხადებინათ ჰუმანიტარულ-სამხედრო ოპერაცია?

რუსები აიღებდნენ მთელს საქართველოს, შეცვლიდნენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის სტატუსსა და სიმბოლიკას.

2008 წელზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის ერთიანობის, ჯარის გმირობის და უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერის გამო, პუტინმა ვერ მიაღწია ვერც ერთ თავის სტრატეგიულ მიზანს. კერძოდ:

1. ვერ შეცვალა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის, ვერ აისრულა ჩემი ფიზიკური განადგურების დეკლარირებული მიზანი

2. ვერ გაანადგურა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, ვერ შეაჩერა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული რეფორმები

3. ვერ შეაჩერა ევროპული ინსტიტუტების გაფართოება, 2008 წლის ომს ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნით და მის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებით უპასუხა

სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ რასაც იარაღით ვერ მიაღწია, იმის დიდი ნაწილი 2012 წლის არჩევნებით გაინაღდა და მათ შორის ყველაფერი ამის შედეგია ჩემი სამარცხვინო ტყვეობა. გუშინდელი უთავმოყვარეო და მუდმივი თავის მოჭრა, ხან მიმოსვლები გემებით, ხან ავიამიმოსვლის ყველაზე არასწორ დროს აღდგენის პროვოკაციები. რაც მთავარია, ქართველები ტოვებენ ქვეყანას და მათ ადგილს უკვე ტანკების და ბომბდამშენების გარეშე, უკონტროლოდ იკავებენ დამპყრობლები“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

,,7 აგვისტოს დაფიქსირების მოთხოვნა ექნებოდათ „ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს”- დარჩიაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციაში 7 აგვისტოს დაფიქსირების მოთხოვნა ექნებოდათ „ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხ და რიგ სხვა კომუნისტებს, რომლებიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში იყვნენ“, – ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, რუსებს ჰყავდათ რამდენიმე სამოკავშირეო პატარა ჯგუფი, მათ შორის, ევროპელი მემარცხენეები, მაგალითად, ჩეხი კომუნისტი.

„რუსებს ჰყავდათ რამდენიმე სამოკავშირეო პატარა ჯგუფი, მათ შორის იყო ევროპელი მემარცხენეები, კომუნისტები შედიოდნენ, მაგალითად, ჩეხი კომუნისტი იყო ვიღაც და ა.შ. ზუსტად რომელი შესწორება ვისგან შემოდიოდა, ეს ალბათ ისევ „ფაქტჩეკს“ უნდა კითხოთ, მე რატომ მეკითხებით, მაშინ უნდა აღვიდგინო ეს ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები, რაც ხელთ არ მაქვს, რომ აქ ეს გადავამოწმო“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, რუსული მხარის ინიციატივა იქნებოდა ეს? დავით დარჩიაშვილმა უპასუხა – „მე ვფიქრობ, რომ ასეთი მოთხოვნები ექნებოდათ ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხ და კიდევ რიგ სხვა კომუნისტებს, რომლებიც ასევე იყვნენ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში“.

ილია მეორემ რომის პაპ ფრანცისკეს წერილით მიმართა

საქართველოს საპატრიარქო რომის პაპ ფრანცისკესთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამადლობელ წერილს აქვეყნებს.

როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, მადლიერებას გამოხატავს თანაგრძნობისათვის, რომელიც რომის პაპმა რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გამოიჩინა.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

რომის პაპი ფრანცისკე შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლოცულობს მსხვერპლთათვის და მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს.

„თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა…“ – რას წერს ჟურნალისტი სტიქიის ზონიდან

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება. მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

სტიქიის ზონაში მომუშავე ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს…

„მცირეწლოვნის მამას, შვილის თოჯინა მე-7 დღეა ჩახუტებული აქვს და ასე გადაადგილდება შოვში… თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა, ღმერთო… სად ხარ ხოლმე ასეთ დროს,“ – წერს ჟურნალისტი.