,,უკრაინის შეფერხებულ შეტევასა და ზამთრის ჩიხს აშშ-ში განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება”- CNN

83
spot_img

უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია მაშინ, როდესაც ის ახორციელებს კრიტიკულ შეტევას, რომელმაც ჯერჯერობით ვერ დააკმაყოფილა უკრაინისა და დასავლეთის მოლოდინები, არის ის, რომ მას არ შეუძლია თავისთავად გადაწყვიტოს თავისი ბედი, – წერს CNN Politics-ის ჟურნალისტი, სტივენ კოლინსონი სტატიაში სათაურით შეფერხებული შეტევა ზელენსკისთვის აშშ-ში უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემა შეიძლება იყოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც ბრძოლის ველზე თავგანწირვა გადაწყვეტს, თუ რამდენ დაპყრობილ ტერიტორიას დაიბრუნებს უკრაინა, ომის შედეგს ასევე განსაზღვრავს გარე ფაქტორები, მათ შორის პოლიტიკური ძალების ცვლილება აშშ-ში, მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებში.

„შეფერხებულ შეტევასა და ზამთრის ჩიხს, მაგალითად, განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება შეერთებულ შტატებში, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს კითხვები აშშ-ის მიერ ომისადმი მხარდაჭერის თაობაზე“, – წერს სტატიის ავტორი.

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპი არ გახდება „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ომისადმი საზოგადოების მხარდაჭერის შემცირებამ შეიძლება დააზარალოს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„ამიტომ, როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული მიზეზების გამო, ამ უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით დიდი ზეწოლაა, რათა მიღწეული იყოს მნიშვნელოვანი გარღვევა ბრძოლის ველზე. მაგრამ ჯერჯერობით იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ ომი შეიძლება გაგრძელდეს მომავალ წელს მაინც. თუ ასეა, ელასტიური განტოლება, რომელიც საფუძვლად უდევს მთელ კონფლიქტს – უკრაინის ბრძოლის შესაძლებლობები, ამერიკელების მადა მრავალმილიარდიანი დახმარების მიმართ და პუტინის შემწყნარებლობა საზარელი დანაკარგების მიმართ – კიდევ უფრო დაძაბული იქნება“, – წერს სტატიის ავტორი.

„მაგრამ აქვს თუ არა დასავლეთს მოთმინება, რომ უკრაინას მისთვის საჭირო დრო მისცეს? მომავალი კვირების განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ დიდი გარღვევების ნაკლებობა დასავლელ პოლიტიკოსებს მცირე არჩევანს მისცემს ომის უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის განხილვისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ უკრაინის შეტევა შეფერხდა, გააღრმავებს სკეპტიციზმს აშშ-ის ვალდებულების მიმართ.

„მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკა იშვიათად არის გადამწყვეტი ფაქტორი საპრეზიდენტო არჩევნებში და უკრაინის ომი არ არის დომინანტური საკითხი „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში, ზოგიერთი პარტიული მხარდამჭერები კითხვებს სვამენ აშშ-ის კეთილშობილებასთან დაკავშირებით მაღალი ინფლაციის ფონზე“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი აცხადებს, რომ როდესაც ამერიკელი ამომრჩევლები საკუთარ მომავალს გადაწყვეტენ 2024 წლის ნოემბერში, დიდი შანსია, რომ მათ ასევე დიდი როლი შეასრულონ უკრაინის ბედის გადაწყვეტაში.