მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, რა მიზნითაც დასავლეთმა ამ ნაძირალებს მილიონობით ლარი გამოუყო, ხოლო ამათი კორუფციული მადის და მხოლოდ პიარსა და პროპაგანდაზე ფოკუსირების გამო არაფერი გაკეთდა, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა , – წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.
ცისკარიშვილის თქმით, ყოველ წუთს ჰქონდა მნიშვნელობა და „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანები გასაჭირში, ტანჯვაში მიატოვა.
“უდიდესი ტრაგედია მოხდა შოვში! დაღუპულების ოჯახებს მიღმა, დანარჩენებსაც უძლიერესი ტკივილი მოგვაყენა. ყელში ბურთი გვეჩხირება, როდესაც წარმოვიდგენთ, რა წამება გამოიარეს სუფთა ჰაერზე, ულამაზეს ბუნებაში დასასვენებლად ჩასულმა ადამიანებმა.
ამ დროს რას ფიქრობს და რაზე ზრუნავს კოლექტიური ქოცი: როგორ “გააპრავოს” თავისი უმოქმედობა და დანაშაულებრივი გულგრილობა. როგორ წარმართოს “პიარი” ისე, რომ ხალხს დააჯეროს – „აბა, ჩვენ რა ვქნათ სტიქია ყველგან ხდება”. როგორ აირიდოს პასუხისმგებლობა და წარმოაჩინოს, თითქოს მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
მოდით, ამ ბოლო პუნქტზე შევჩერდეთ. რეალურად ესაა მთავარი. საწყის ეტაპზე ქოც-პიარის მანქანა ჩაირთო შემდეგი მიმართულებით: ღვარცოფი მოვარდა, ხალხი მყისიერად დაიხოცა რა მნიშვნელობა ჰქონდა დღე მივიდოდით, თუ ღამე; ვერტმფრენით, თუ ურმით – ყველა წამიერად დაიღუპა. ტყუილი!!! ყველამ გავიგეთ, ვნახეთ, მოვისმინეთ, რომ ყოველ წუთს ჰქონდა მნიშვნელობა და ქოცმა ადამიანები გასაჭირში, ტანჯვაში უბრალოდ მიატოვა.
გავიდა 2-3 დღე და წარმოიშვა ახალი კითხვები: ღვარცოფი ასე თავისით, მოწმენდილ ცაზე, მდინარის წინასწარი შეგუბების გარეშე ხომ ვერ გაჩნდებოდა?! ამაზე რუსის მარიონეტულმა რეჟიმმა მოქოქა ახალი, აბსოლუტურად აბსურდული პროპაგანდა კლდეების და მყინვარების უცაბედ ნგრევა, დნობასა და მოვარდნასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით ზღაპრები!! ისევ მხოლოდ იმისთვის, რომ ვერ შეედავო რამის გაკეთება, მოსწრება, შეტყობინება, განგაშის ატეხა და ხალხის ევაკუაცია შესაძლებელი ხომ იყოო?!! სინამდვილეში კი, საქმე იქნებოდა ძალიან მარტივად, სამწუხაროდ ტრივიალურად, ანუ შემდეგნაირად:
სტიქიის წინა დღეებში ძლიერად წვიმდა, მდინარე ბუბასწყალი ადიდდა, ქვებით, მორებით, ლამით, ნაგვით სადღაც სოფლის თავზე კალაპოტი ჩახერგა და დაიწყო შეგუბება; ამას დაემატა მაღალ მთაში შემორჩენილი თოვლის და ყინულის დნობით გამოწვეული დამატებითი წყლის ნაკადი, რამაც ეს ხელოვნური “ტბა”, შეგუბება კიდევ უფრო გაზარდა. რაღაც მომენტში, ანუ 3 აგვისტოს დღისით არსებულმა “ჯებირმა” წყლის მასა ვეღარ შეაკავა, დანარჩენი ჩვენი თვალით ვიხილეთ.
შემორჩენილი თოვლის ამბავი მგონი გასაგებია, მაგრამ გარემოს დაცვის ოროსანი იურისტების გასაგონად (მაინც რომ ჰქონდეთ სამომავლოდ ინფორმაცია):
ზაფხულში ნებისმიერი მყინვარი დნობის პროცესს განიცდის (მათი ზომა ჰექტრობით არა, მხოლოდ კუბური განზომილებით შეიძლება აითვალოს). უბრალოდ ახალი სიცივეების დადგომამდე (სექტემბერ-ოქტომბერში) ბოლომდე დადნობას ვერ ასწრებს. ამიტომ ჰქვია მყინვარი და ამიტომაა მთაზე სულ თეთრად.
საქართველოს განედზე და კლიმატურ პირობებში მყინვარები, ანუ მუდმივი ყოველი და ყინული ზღვის დონიდან 3,700-3,800 მეტრზე იწყება. ალპებში თითქმის ერთი კილომეტრით დაბლიდან.
შემდეგ ლექციაზე, ალბათ -მთაში რატომ ცივა , იმის ახსნა მოგვიწევს ამ ბნელი, უცოდინარი და ქოცი ოროსნებისთვის.
რომ შევაჯამოთ! მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, რა მიზნითაც დასავლეთმა ამ ნაძირალებს მილიონობით ლარი გამოუყო, ხოლო ამათი კორუფციული მადის და მხოლოდ პიარსა და პროპაგანდაზე ფოკუსირების გამო არაფერი გაკეთდა, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა”, – წერს პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში.