Home Blog Page 1751

“ვეცდებით, მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში, იზრდება პერიმეტრი” – თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე მონიტორინგის პროცესში იზრდება პერიმეტრი და მონიტორნგი ამბროლაურის ტერიტორიაზე განხორციელდება.

მისივე თქმით, შეეცდებიან, მდინარის კალაპოტში მონიტორინგი მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს.

„მდინარეზე მონიტორინგი სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ხორციელდებოდა. ახლა უკვე ვსაუბრობთ პერიმეტრის გაზრდაზე. ამ დროისთვის 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54-კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის უკვე ამბროლაურის ტერიტორია. ვეცდებით, მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ამასთან, როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეს ნაპოვნი ცხედარი სწორედ მონიტორინგის შედეგად არის ნანახი.

„ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით. მდინარე მეტ- ნაკლებად დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც მოგროვებულია დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, ხის მორები და ამ ყველაფრის გადამოწმებით მივიღეთ ეს შედეგი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მონიტორინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სამძებრო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს იქნება 54-კილომეტრიანი პერიმეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ცხედარი აღმოჩენილია რიონის კალაპოტში.

„ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

“შევედური არმიის სვლა NATO-სკენ! აგრესორები ძრწიან!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ავრცელებს შვედური არმიის ჯარისკაცების მარშს, ლგბტ დროშების თანხლებით.

“შევედური არმიის სვლა NATO-სკენ!

აგრესორები ძრწიან!”, – წერს ხაინდრავა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევებისას ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია განისაზღვრა.

„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი დაემატა. აღებულ სინჯებში 59 პარამეტრის მნიშვნელობები ისაზღვრება.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. კვლევების მონაცემები საჯაროა,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა” – პრემიერი

დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი დროებით ოკუპირებულია, მაგრამ გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისში განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

ღარიბაშვილის თქმით, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა.

„დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მიზანი. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის” – ჯუანშერ ბურჭულაძე

17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს – უსამართლობა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს – უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი, აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, დღეს გაიხსნა შინდისელ გმირთა მონუმენტი.

„მონუმენტი, იცით, დაიწყო ფონდმა, რომელმაც ვერ დაასრულა, ჩვენ, გარდა იმისა, რომ მონუმენტი დავასრულეთ მიმდებარე ტერიტორია კეთილმოვაწყვეთ და ხედავთ, რომ რეკრეაცია, მონუმენტი დასრულებულია და რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, საუბარი იყო მუზეუმის გახსნაზეც, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს გადმოეცათ შენობა და დაიწყო პროექტირება.

„დავიწყეთ პროექტირება, ჯერ ტექნიკური დავალების მომზადება და გადაწყვეტილების შემდეგ, გავაკეთებთ რეაბილიტაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

“მაშინ როცა ჩვენი გმირები თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა, მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ” – პრემიერი

საუბედუროდ, ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია ამავდროულად, რადგან ამავე დღეს, ამ გმირობის დღეს ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას ყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ როცა ჩვენი გირები აქ თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ ადროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გონიერებითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოხერხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანი.

„საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თიბისის განათლების პროგრამის პირველი ნაკადის შეჯამება

თიბისი ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან, ახალი სტარტისთვის ემზადება.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება დღეს უამრავ ახალ პროფესიას აჩენს. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის საწინდარია. სწორედ ამიტომ, თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსები მაისში დაიწყო და 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა. მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნის, მოკლე და გრძელვადიანი, კურსები მოსწავლეებმა აგვისტოში ფინალური შემოქმედებითი, პროექტების წარდგენით დაასრულეს.

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ფინალური პრეზენტაციები. ამ პროექტებში, ერთი მხრივ ჩანდა ის გზა რომელიც მათ კურსების განმავლობაში გაიარეს, მეორე მხრივ კი მათი ინტერესები და ორიგინალური მიდგომები. ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტექნოლოგიები საუკეთესო ინსტრუმენტია ადამიანის შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, საკუთარი ხედვისა და იდეების გასაზიარებლად. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც მოსწავლეების ფინალურ პროექტებს გავეცანი“ – სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„ჩვენი კურსები განსხვავებული ინტერესების მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის საინტერესო მიმართულება შეარჩიონ. პროგრამებზე მიღებული ცოდნით მათ უკვე შეუძლიათ მარტივი პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში მუშაობა. ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ის სურვილები და საჭიროებები, რაც ერთის მხრივ, ჩვენი ახალგაზრდებისთვისაა საინტერესო და მეორეს მხრივ, როგორც დღეს ასევე მომავალში, გარდაუვალი იქნება დასაქმების ბაზარზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სექტემბრიდან უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კურსები შევთავაზოთ უფროსკლასელებს“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

სექტემბრიდან, თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებზე მიღება კვლავ  განახლდება. შემოდგომიდან თიბისი, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.

R

“ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთი, ეკონომიკური პრობლემების გამო, შენელებული მოქმედების ბომბია.

„ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ სურს ჩინეთს ზიანი მიაყენოს და ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა სურს.

ცნობისათვის, ორი დღის წინ, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. აშშ-ის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხი დაასახელეს. ჩინეთმა ეს ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია და იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.

“რუსეთისგან განსხვავებით, აფრიკაში ინვესტიციების ჩადება გვსურს” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა ისეთ ადგილებში, როგორიცაა აფრიკა – სადაც მოსკოვთან კავშირები საბჭოთა ეპოქიდან იწყება – გამოწვევად რჩება.

“რუსეთისგან განსხვავებით, აფრიკაში ინვესტიციების ჩადება გვსურს, რაც სარგებელს მოუტანს მათაც და ჩვენც, რადგან რუსეთის ყველაზე დიდი ინვესტიცია აფრიკაში “ვაგნერის” დაჯგუფებაა. ეს არის ინვესტიცია აფრიკის დაუცველობაში”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაბნეული ხართ, რადგან რაღაც საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, სამოქმედო გეგმა თავად შეადგინოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ წარმატებას მიაღწევთ, გარშემო მყოფთა თვალში დამატებით ქულებს და ნდობას მოიპოვებთ.

კურო

შესაძლოა, ძალიან მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე ნუ დათანხმდებით! სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. გირჩევთ, ამ დღეს განსაკუთრებულად ფრთხილი და ყურადღებიანი იყოთ, გახსოვდეთ: ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს.

ტყუპები

დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. სავარაუდოდ ამაში თავად ხართ დამნაშავე, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაფერი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ასეა თუ ისე, სწრაფად ცვალებად გარემოებებთან შეგუება უნდა შეძლოთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თითქმის მოგვარებული საქმე მოულოდნელად ჩაიშლება.

კირჩხიბი

მოდუნებული ხართ და სამუშაო განწყობის შექმნა გიჭირთ.თქვენს სხეულს შესვენება სჭირდება და ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოთ. დროა, წუთშესვენება აიღოთ, დაწყებული საქმის დასრულებას მომდევნო დღეებში შეძლებთ.

ლომი

შეგიძლიათ გარისკოთ, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ, მაგრამ ეს რისკი კარგად გააზრებული უნდა იყოს. ამ დღეს იღბალი ფრთხილ და წინდახედულ ლომებს გაუღიმებს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ქალწული

ეს დღე უდიდეს შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. უზარმაზარი ენერგიისა და კომუნიკაბელურობის წყალობით, თითქმის ნებისმიერ სფეროში წარმატების შანსი გაქვთ. მთავარია, ყველა საქმის ერთდროულად მოგვარება არ სცადოთ. თქვენი წარმატების საიდუმლო მარტივია – ათობით საქმიდან ყველაზე პერსპექტიული უნდა აირჩიოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

სასწორი

რისკისა და თავგადასავლების მოყვარულ სასწორებს ვულოცავთ – ეს თქვენი დღეა! რა თქმა უნდა, ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი კარგად უნდა გათვალოთ, მაგრამ ყველა ფაქტორს არცერთი თეორია არ ითვალისწინებს. თუ მოქმედება გადაწყვიტეთ, უნდა იმოქმედოთ. ეს დღე რისკის გარეშეც არაპროგნოზირებადი იქნება.

მორიელი

მორიელის საქმეებში გარდამტეხი მომენტია! ძალიან მალე თქვენთვის ახალი გზები და შესაძლებლობები გაიხსნება, თუმცა ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რისკისთვის მზად ხართ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისეთ დიდ ცვლილებებზე იფიქროთ, როგორიც ახალი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა. ექსპერიმენტების ნუ გეშინიათ, რადგან დრო გადის და ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას!

მშვილდოსანი

შეიძლება მოულოდნელად საოცნებო შანსი მოგეცეთ, რომელსაც დიდი ხანია ელით და ამისი წყალობით, ძველი გეგმები განახორციელოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ – ბედნიერი შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება.

თხის რქა

გეგმები შეიცვალა, ამიტომ დღის განმავლობაში ისეთი საქმეების კეთება მოგიწევთ, რომლებშიც კარგად ვერ ერკვევით. ასეა თუ ისე, მოგიწევთ გადაჭრათ საკითხები, რომლებიც თქვენს კომპეტენციას სცილდება. ეს კონკრეტული ამბავი თქვენს ცხოვრებაში ხალისს და მრავალფეროვნებას შემოიტანს, თუმცა მომავალში ასეთ სიურპრიზებს უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის. უფრო მეტიც, თუ სამოქმედო გეგმა გაქვთ, შეგიძლიათ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შანსი მოგეცეთ.

თევზები

შესაძლოა, ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა მოგიწიოთ, რათა შექმნილი ვითარება შეაფასოთ და წინ ორი ნაბიჯი გადადგათ. თუნდაც ეს ვიღაცას უკან დახევად მოეჩვენოს, ჯობს ცოტა ხნით უკან დაიხიოთ, ვიდრე წლების მანძილზე დაკეტილ კართან აკაკუნოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ კონტრშეტევისა და წინსვლისთვის კიდევ ბევრი შესაძლებლობა გექნებათ!

ნორვეგიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

ნორვეგიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში მდინარეების ადიდებამ უმაღლეს დონეს მიაღწია.

ოფიციალური პირების განცხადებით, სამხრეთ ნორვეგიაში 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

წყალდიდობის გამო, გადაიკეტა ქვეყნის მთავარი გზები, ხოლო სამხრეთ ნორვეგიის დიდ ნაწილებში შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.

წყალდიდობა შტორმ „ჰანსის“ მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ განაპირობა, რომელმაც მანამდე შვედეთი დააზარალა.