ოპოზიციას შეიძლება დიდი სურვილი აქვს, რომ არც შედგეს პარლამენტში შოვის სტიქიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია და ამით გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა და რომელიმე კითხვაზე პასუხის საზოგადოებისთვის გაგებინება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ
„ხედავს საზოგადოება, რომ ეს [ოპოზიციის მოთხოვნა კომისიის შექმნაზე] ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პოლიტიკური დებატისთვის ახალი ასპარეზი გაიხსნას სადაც შეიძლება ეფემერული შანსები მონახოს ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ან რაღაც ასეთი შოუები გაითამაშოს და გარკვეული სცენარებით შექმნას ახალი პლაცდარმები. რასაკვირველია, აქ ამის გამოყენების მცდელობასთან გვაქვს საქმე და არა ობიექტურად დასმულ კითხვასთან, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება. მათ [ოპოზიციას] შეიძლება დიდი სურვილი აქვს, რომ არც შედგეს ეს [შოვის სტიქიის შემსწავლელი] საგამოძიებო კომისია და ამით თითქოს გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურს რომელიმე კითხვის დასმა და რომელიმე კითხვაზე პასუხის საზოგადოებისთვის გაგებინება“, – აცხადებს სარჯველაძე.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
შოვში, სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში და დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მდინარის სანაპიროზე მარხავენ ცხოველთა ლეშებს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში იპოვეს.
მანამდე არაერთხელ დაისვა კითხვა, ხომ არ იყო ეპიდემიის გავრცელების საფრთხე, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს კურორტი, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვეს, რომ სპეციალური ვეტერინარული წესით მოხდება ცხოველთა ლეშების დამარხვა.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა – დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს და 4 ფრაგმენტია ნაპოვნია.
„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა- არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ გაწეული სამუშაოსთვის.
„მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს. „წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძებო კომისიის შექმნას გახარიას პარტია მხარს არ უჭერს – ამის შესახებ “საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება. მისი განმარტებით, ისტერიის მწვავე გაგრძელება იქნება და შედეგს ვერ გამოიღებს:
“ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები და ჯერ კიდევ არ ვიცით გარდაცვლილთა და დაკარგულ პირთა სრული და საბოლოო სია.
ტრაგედიის პირველივე დღიდან ვხედავთ, “ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ტრაგედიის ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის მიზნით გამოყენებას. ახლა ეს კომისიაც იქნება ამ ისტერიის გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე ფორმებში და ვერ უზრუნველყოფს ვერც სიმართლის დადგენას და, რაც მთავარია – ვერც ობიექტურ შეფასებებს.
ჩვენ ამ პოლიტიკურ ფარსში არასდროს მიგვიღია მონაწილეობა და არც ახლა ვაპირებთ.
გარდა მორალური მხარისა, ეს კომისია ახლა პრაგმატულადაც გაუმართლებელია, რადგან ის ვერ მოემსახურება მთავარს – ასეთი ტრაგედიების თავიდან აცილებას.
ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა სადეპუტატო კითხვებით უკვე მივმართეთ მთავრობას ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას აქვს. დაველოდებით ადეკვატურ და ამომწურავ პასუხებს, სხვა შემთხვევაში პროცესი გაცილებით მეტ კითხვას გააჩენს და პასუხების გაცემა ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა ფორმატში მოუწევთ,” – წერს ბუჩუკური.
საქართველოს პარლამენტში არსებული ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმთან დაძმობილებული ქალაქის, აშდოდის მერს, იეჰილ ლასრის შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრას ქალაქის ხელმძღვანელი თანამდებობის და სასულიერო პირები, ქალაქის ყოფილი მერი, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქალაქის მერმა, სასულიერო პირებმა, საქართველო-ისრაელის და ისრაელი-საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებმა გივი მიქანაძემ და დავიდ ბიტანმა.
ბათუმისა და აშდოდის, ქუთაისისა და აშკელონის, ახმეტისა და რიშენ-ლიცეონის, თელავისა და აფულას მსგავსად, განიხილეს გურჯაანის და სიღნაღის ისრაელის ქალაქებთან დაძმობილების საკითხი, რაზეც ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ დავიდ ბიტანმა მზაობა განაცხადა.
დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ აშდოდის პორტს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნების საპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ, სფეროში არსებული ინოვაციების, თანამედროვე გამოწვევების და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს.
ისრაელის მხარე ანაკლიის პორტის ახალი პროექტით დაინტერესდა, რაზეც საქართველოს დელეგაციამ მასპინძლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესახებ მზაობა გამოხატა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში სხეულის რამდენიმე ფრაგმენტი იპოვეს, თუმცა ამით მაინც არ შეცვლილა საერთო მონაცემები, რადგან დნმ-ისა და ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს აღმოჩენილი ფრაგმენტები უკვე აქამდე ნაპოვნ დაღუპულებს ეკუთვნის, თუ სხვა დაკარგულებს.
ერთით გაიზარდა იდენტიფიცირებულთა რიცხვი. სოფელ გლოლას მკვიდრი, სოფო ბაკურაძე ამოიცნო საკუთარმა ოჯახმა და მისი პანაშვიდი საკუთარ სახლში მიმდინარეობს. რაც შეეხება მანამდე იდენტიფიცირებულ გენადი სულთანიშვილს, მისი სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება დღეს ონის კულტურის სახლში.
ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ცურავს და შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, ვერ გებულობს თუ როგორ შეიძლება ზღვის სანაპიროსთან ახლოს დახრჩობა. როდესაც ისინი გებულობენ ინფორმაციას, მსგავსი შემთხვევების შესახებ, ფიქრობენ, რომ მსხვერპლმა ცურვა არ იცოდა, ან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ამ შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი სულ სხვა რამაა.
აქ საუბარია ძალიან სახიფათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ მოვლენაზე – უკუგდების დინებები, რომლებსაც ასევე «მქაჩველ ტალღებს» და «რიპებს» (ინგ. – rip current) ეძახიან. ასეთი დინებები (ტალღები) პლანეტის ყველა კუთხეში არის – მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზეც. მათთან გამკლავებას ჩვეულებრივ ადამიანები კი არა, პროფესიონალი მოცურავეებიც ვერ შეძლებენ, თუ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მასში მოხვედრის შემთხვევაში.
ყველაფერი უცაბედად ხდება: ჩვეულებრივ, ადამიანი ნაპირიდან გარკვეულ მანძილზე დაშორების შემდეგ, უკან ბრუნდება და ისევ სანაპიროსკე მიცურავს, მაგრამ მას ვერ უახლოვდება და შეიძლება პირიქით, უფრო დასცილდეს კიდეც… ადამიანი ცურვას აგრძელებს და ძალისხმევას არ აკლებს, მაგრამ ყველაფერი უშედეგოა, ძალები ნელ-ნელა ელევა, ის პანიკაში ვარდება და თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, დაიღუპება.
მსგავსი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უპირველესყოვლისა, რიპის მოქმედების პრინციპის გაგებაა საჭირო. ზღვების და ოკეანეების ასეთი დინებები, ნაპირებთან მართ კუთხეს ქმნიან და უკუსვლის დროს, წარმოქმნიან ტალღას, რომელიც ნაპირთან მოსულ წყლის მასებს ზღვისკენ მიმართავენ.
ყველაზე სახიფათოდ დაბალი სიღრმის მქონე ქვიშიანი სანაპიროები და ვიწრო ყურეები ითვლება. ამ უკანასკნელში, წყლის მაღალი წნევის გამო, უკუგდების ტალღის სიჩქარე 2, 5–3, 0 მ/წმ-ია.
სქემატურად რიპი ასე გამოიყურება: სანაპიროსთან მოსული წყლის მასა, ზღვისკე, სანაპიროს პერპენდიკულარული მიმართულებით მოძრაობს.
უკუგდების «დერეფნები», სხვადასხვა ადგილზე, წყლის მოქცევის დროს ჩნდება: ტალღებს სანაპიროსკენ წყლის მასა მოაქვს, ხოლო შემდეგ, განსხვავებული სიჩქარით, წყალი ზღვაში ბრუნდება. სწორედ სხვადასხვა სიჩქარის ტალღებს შორის წარმოიქმნება უკუგდების დინებები.
ჩვეულებრივ, რიპის დერეფანი ვიწროა, დაახლოებით 2-3 მ. სიგანის, ხოლო ტალღის სიჩქარე 4-5 კმ/სთ-ია. ეს სახიფათო არ არის, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს 50 მ. სიგანის და 200-400 მ-მდე სიგრძის რიპები, 15 კმ/სთ სიჩქარით! ასეთი ტალღები ხშირად არ წარმოიქმნება, მაგრამ მაინც ვითარდება დრო და დრო.
სანაპიროზე ამ დინებების აღმოჩენა ზღვაზე დაკვირვებით შეიძლება: 1. სანაპიროს პერპენდიკულარულად არხი ჩნდება, აქაფებული წყლის სახით. 2. სანაპირო ზონაში ჩნდება მონაკვეთები, წყლის განსხვავებული ფერით: მაგ., ირგვლივ ყველაფერი ღია ცისფერი ან მწვანეა, ხოლო ზღვის ერთი ნაწილი – თეთრია. 3. წყლის მოქცევის ზოლში ტალღის 5–10 მეტრიანი წყვეტაა.
თუ ზემოთ აღწერილი ნიშნებიდან რომელიმეს ხედავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, და უბრალოდ, თავი მოარიდეთ ასეთ ადგილებს. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სახიფათო რიპების 80% მოულოდნელად ჩნდება და ვიზუალურად არანაირად არ ვლინდება. ამ ტალღების განვითარება სანაპიროსთან ხდება და თუ თქვენ წელამდე წყალში ხართ და მით უმეტეს, თუ მკერდის მიდამოები გაქვთ წყლით დაფარული, რიპი თქვენს გატაცებას შეძლებს. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ცურვა არ იცის, რადგან ისინი, სწორედ სანაპიროს მიდამოებში არიან ყველაზე ხშირად — უბრალოდ წყალში დგანან და არ ცურავენ.
ამიტომ, თუ ცურვა არ იცით, არასოდეს ჩახვიდეთ ზღვაში მარტო, დაზღვევის გარეშე!
ყველაზე მთავარი მომენტი ის არის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში მოხვედრის შემთხვევაში?
უკუგდებოს ტალღაში ქცევის წესები: 1. ნუ ჩავარდებით პანიკაში!
საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, რადგან ადამიანები, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში ქცევის წესები იციან, 99% არ იღუპებიან. 2. დაზოგეთ ძალები!
არ არის საჭირო, მთელი ძალით, დინების წინააღმდეგ ცურვა და ენერგიის მარაგის ხარჯვა. ცურვა ნაპირის მიმართულებით კი არა, მის პარალელურად – გვედზე არის საჭირო. თუ რიპი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ იქიდან ძალიან მალე დააღწევთ თავს. 3. გაანალიზეთ!
თუ სწორედ იცურებთ – ანუ პლიაჟის პარალელურად, მაგრამ თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ, ე. ი. რიპი განიერია (20 მ. და მეტი). და მაშინ, შეწყვიტეთ ცურვა! უკუგდების ტალღა, ჩეულებრივ, ხანგრძლივი დროით არ გრძელდება და 3–4 წუთის შემდეგ, ქრება. ამის შემდეგ, გაცურეთ გვერდზე 50–100 მეტრი, ხოლო ამის შემდეგ, მშვიდად და დასვენებით, ნაპირისკე. გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ: 1. რიპი ფსკერზე არ ჩაგითრევთ.
ეს მორევი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ტალღა მოკლეა და დიდი სიჩქარით, მხოლოდ წყლის ზედა ფენები მოძრაობს, რომელსაც ადამიანი არა ფსკერისკე, არამედ ნაპირიდან ზღვისკე მიჰყავს! 2. რიპი ძალიან განიერი არ არის.
მისი სიგანე არასდროს აღემატება 50 მეტრს. ხოლო უმეტეს შემთხვევაში, 10–20 მ. არის. სანაპიროს პარალელურად 20–30 მეტრის გაცურვის შემდეგ, მიხვდებით, რომ რიპიდან გახვედით. 3. რიპის სიგრძე შეზღუდულია.
დინების სიჩქარე საკმაოდ სწრაფად ეცემა. «მქაჩველი» ტალღა ძალას იქ კარგავს, სადაც ტალღა პიკს აღწევს და დაშლას იწყებს. სერფერები ამ ადგილს «ლაინ აპს» (line up) ეძახიან. სწორედ იქ ელოდებიან ისინი, მომავალ ტალღებს.
რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯიაში“ მუშა დაიღუპა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე კაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა. მუშა ადგილზევე დაიღუპა.
ვერძი გირჩევთ, ამ დღეს პარტნიორების რჩევებს ნაკლებად ენდოთ და ნათესავების დახმარებას არ ელოდოთ. მთელი ენერგია საკუთარი თავისა და პრინციპების დაცვისკენ უნდა მიმართოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი ეჭვიანობის ან ფინანსური პრობლემების გამო. ვარსკვლავები მოულოდნელი უსიამოვნო ამბის შესახებ გაფრთხილებენ. ამ დღეს სასურველია ფიზიკური დატვირთვა, აქტიური დასვენება და რემონტი.
კურო პასიური დღეა. ერიდეთ დაპირებების მიცემას და გრძელვადიანი გეგმების შედგენას. სასურველია ფიზიკური დატვირთვა, სპორტული ვარჯიშები, რემონტი და სახლის მოწესრიგება. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ეცადეთ, გაუფრთხილებელი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ. სკანდალის ალბათობა დიდია.
ტყუპები ფიქრისა და განსჯის დღეა. ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა, სპორტული ვარჯიშები და სუფთა ჰაერზე სეირნობა. ნუ ენდობით პარტნიორების რჩევებს და ნუ იქნებით ნათესავების დახმარების იმედად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იდეალური არ იქნება, ამიტომ ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. დაუფიქრებელი ნათქვამით არავინ გაანაწყენოთ.
კირჩხიბი შესანიშნავი დღეა საკუთარი ცხოვრების შესაფასებლად. თუ გსურთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ, ეცადეთ, საკუთარი დრო გონივრულად დაგეგმოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ პროფილაქტიკურ ზომებზე იფიქრეთ.
ლომი მზად იყავით მოახლოებული ღონისძიებებისა და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შეიძლება მომავალში თქვენი ფინანსური და კარიერული წინსვლის საფუძველი გახდეს. გაითვალისწინეთ, რომ სახლიდან შორს ყოფნის პერიოდში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ქალწული კარგი დღეა განვლილი ცხოვრების შესაფასებლად. ნუ იქნებით პარტნიორებისა და ნათესავების იმედად. ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით და დაპირებებს თავადაც არ ენდოთ – მათ ასრულება არ უწერიათ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, რემონტისა და სახლის მოწესრიგებისთვის. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები – დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კამათი ან ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები.
სასწორი რთული და წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ეჭვები და უნდობლობა ახლავს. საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური და გონივრული შეფასება და გარშემომყოფთა მიმართ დიდსულოვანი დამოკიდებულება ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს შეცვლის. მოულოდნელი კამათი დღის მეორე ნახევარში თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. ძილის წინ სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა.
მორიელი ოჯახური ურთიერთობებისთვის წარმატებული დღეა. ბოლომდე დარწმუნდებით საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში, თუმცა მატერიალური პრობლემების მოგვარება გაგიჭირდებათ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ეცადეთ, გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ. შესაძლოა, საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაგიჩნდეთ. ერთ შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლასაც კი შეძლებთ.
მშვილდოსანი არახელსაყრელი დღეა სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმეებისა და აქტიური მოქმედებებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ დროულად დაასრულეთ ძველი საქმეები და სამომავლო გეგმები დასახეთ. თავი შეიკავეთ ცდუნებისგან.
თხის რქა რთული დღეა. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობებში გადაუჭრელი პრობლემები იჩენს თავს, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. გირჩევთ, ნაკლები ექსპერიმენტები ატაროთ და მხოლოდ კარგად გამოცდილ მეთოდს ენდოთ. არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი.
მერწყული
მონანიების, ზნეობრივი განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა. გირჩევთ, ყოველდღიურ საზრუნავზე უარი თქვათ და ეკლესიაში წახვიდეთ. დაეხმარეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სარისკო ოპერაციებისთვის არახელსაყრელი დღეა.
თევზები თუ მოქმედების გეგმას დამოუკიდებლად შეიმუშავებთ, წარმატება გელით. სურვილი გაქვთ, რომ საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებსაც გაუზიაროთ და დახმარება სთხოვოთ. მზად იყავით იმედგაცრუებისთვის და ბრმად არავის ენდოთ.
ამერიკელი ზრდასრული ადამიანების უმეტესობის თქმით, მათ სჯერათ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაარღვია და ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიზნესგარიგებებში თავის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს“, – აღნიშნულის შესახებ ახალ გამოკითხვაშია ნათქვამი, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს.
Daily Mail-ის გამოკითხვის თანახმად, 63% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარღვია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი.
29% ამბობს, რომ ბაიდენს არ დაურღვევია FARA-ს წესები, რომელიც ავალდებულებს, პირებს რომ განაცხადონ თავიანთი საგარეო ინტერესების შესახებ. 8% -ის თქმით, ისინი არ არიან დარწმუნებული რომ ბაიდენმა კანონი დაარღვია.
„დემოკრატების“ 38% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა არასწორი ქმედება ჩაიდინა სავარაუდო გარიგებაში მონაწილეობით, ამის შესახებ საინფორმაციო საიდუმლო დოკუმენტით გახდა საჯარო, გასულ თვეში.
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი ჩართული იყო უკანონო საგარეო ურთიერთობაში, 69%-მა განაცხადა, რომ მან დაარღვია FARA-ს წესები; 18%-მა თქვა, რომ მას არაფერი დაუშავებია და 13%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
Daily Mail- ის გამოკითხვა 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა საბანკო ანგარიშები წარმოადგინა, სადაც მითითებულია, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მისი ოჯახის კომპანიამ რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან 20 მლნ. აშშ დოლარი მიიღო.
„კომიტეტმა დაადგინა, რომ ბაიდენის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ამ ქვეყნებიდან 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი მიიღეს“, – წერია ზედამხედველობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ მათთან კონტაქტები“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
„ახლა ფულს ძირითადად აღმოსავლეთში ვშოულობთ: რუსეთში, ჩინეთში, მაგრამ არ უნდა გავწყვიტოთ კონტაქტები მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან. ისინი ახლოს არიან, ევროკავშირი ჩვენი მეზობელია. და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კონტაქტი მათთან. ჩვენ მზად ვართ ასე მოვიქცეთ, მაგრამ სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი ინტერესებიც“, – აცხადებს ლუკაშენკო.
როგორც ბელორუსული მედია წერს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეხვედრაზე ლუკაშენკომ მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დასავლელ მეზობლებს კეთილმეზობლობის სამშვიდობო გეგმა შესთავაზონ.
„ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ პოლონელებს. ვუთხარი პრემიერს, რომ მათ დაუკავშირდეს. თუ მათ სურთ, შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ აირჩევ, მეზობლებს ღმერთი გვაძლევს“, – დასძინა ლუკაშენკომ.
ინფორმაციისთვის, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა თქვა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს.