Home Blog Page 1746

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ, რომ რთულ კითხვებზე პასუხი მიიღოთ. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა საოჯახო საქმეებისა და ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. თუმცა ნათესავებთან ურთიერთობების გარკვევისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ ეცადეთ, ნეიტრალურ თემებზე ისაუბროთ.

კურო

შესძლოა, უსიამოვნო ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. მოერიდეთ ინტრიგებში ჩართვას და კოლეგებთან კონფლიქტს – ამ დღეს საქმის კეთება მარტოობაში ჯობს. ეცადეთ, უარყოფითი გავლენის შესამცირებლად გარშემო მყოფებთან ურთიერთობა შეზღუდოთ. ფიზიკური შრომა და ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

რთული და დაძაბული დღეა. ბევრი რამ გაღიზიანებთ და საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და არავითარ შემთხვევაში დისკუსიაში არ ჩაერიოთ. გირჩევთ, დროულად დაასრულოთ საქმეები, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. სავარაუდოდ, უახლოესი დღეების გეგმების შეცვლა მოგიწევთ.

კირჩხიბი

დრო გამონახეთ, რათა ბუნებაში გახვიდეთ და დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. ქალაქის აურზაურიდან გაქცევა თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. გირჩევთ, სამსახურში კოლეგებთან კამათს და დისკუსიებს მოერიდოთ – შეიძლება უნებურად ვინმე გაანაწყენოთ.

ლომი

განწყობა მარტის ამინდივით სწრაფდ გეცვლებათ, ამიტომ სამუშაოზე ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ, როდესაც თქვენი ემოციური მდგომარეობა უფრო მშვიდი და სტაბილური გახდება.

ქალწული

სამუშაო, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ, ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ თუ შესაძლებელია, მასზე უარი თქვით. ამ დღეს უცნობების რჩევა არ გამოგადგებათ, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ. კარგად ნაცნობი საქმეები თვითშეფასებას აგიმაღლებთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეზღუდოთ. გახსოვდეთ, რომ ურთიერთბრალდებები მხოლოდ სიტუაციას გააუარესებს. ეცადეთ, თავისუფალი დრო განმარტოებით გაატაროთ და გონება დაასვენოთ.

მორიელი

წარმატებული დღეა, განსაკუთრებით, მისი პირველი ნახევარი. თამამად შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დანიშნოთ ან ის აკეთოთ, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ – თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული, უსარგებლო ნივთების შეძენისგან.

მშვილდოსანი

ეს დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას და თავდადებას მოითხოვს. გინდათ თუ არა, ბევრი რთული საკითხის მოგვარება და მნიშვნელოვან საქმეში წინსვლა გელით. ეცადეთ, ოპტიმისტურად, პოზიტიური შედეგისთვის განეწყოთ, ვარსკვლავების განლაგება პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

მთელ დღეს შინაგანი დისკომფორტის განცდა გაქვთ. მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგება. ეცადეთ, ამისთვის შინაგანად მოემზადოთ და წარსულის პრობლემებისა და უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლდეთ. მენეჯმენტი თქვენს შრომისმოყვარეობას აუცილებლად დააფასებს.

მერწყული

შესაძლოა, პარტნიორის წესიერებაში ეჭვი შეგეპაროთ. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გარშემო მყოფები გეუბნებიან და რაც მთავარია, ნუ მისცემთ მათ თქვენით მანიპულირების უფლებას. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და საბოლოოდ ძლიერ მეგობრობაში გადაიზრდება. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ნერვული აშლილობა გამოიწვიოს.

თევზები

თქვენს უყურადღებობას შეიძლება სერიოზული შეცდომა მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, შემოსული ინფორმაცია ყურადღებით შეამოწმოთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ და დღე მშვიდად გაატარეთ.

”ამ ფოტოებზე ძლივს ამოიცნობთ სააკაშვილს- ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!”- გონჩარენკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.

”ამ ფოტოებზე ძლივს ამოიცნობთ სააკაშვილს. ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!

საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს უნდა მისცეს მისი მონახულების უფლება და ასევე, სასწრაფოდ უნდა გადაყვანონ სამკურნალოდ!

ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა კრიტიკულია! სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მისთვის!” – წერს გონჩარენკო.

“მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს” – ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

 

„მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო.

მისი დაკავება და ციხეში ყოფნა ადამიანის უფლებების დარღვევად მიმაჩნია“, – წერს ანდრეი ერმაკი Twitter-ში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ფინური კომპანიების რუსეთთან ვაჭრობის ბრუნვამ, სულ მცირე, 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა -უკრაინული მედია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ფინური კომპანიების რუსეთთან ვაჭრობის ბრუნვამ, სულ მცირე, 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა.

ინფორმაციას  უკრაინული მედია ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, უკრაინაში მასშტაბური ომის დროს, საქონელი ფინეთიდან მიეწოდებოდა, მაგალითად, რუსეთის მსხვილ მაღაროებს. ამასთან, ორმხრივი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 1.5 მილიარდ ევროზე მეტია, რადგან საბაჟო მონაცემები ფინური კომპანიების მხოლოდ ნაწილს ეხება.

მაგალითად, ფინურმა კომპანია Metso Outotec-მა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიითა და აღჭურვილობით სამთო, გადამამუშავებელი და ლითონის მრეწველობას, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადა, რომ წყვეტს მიწოდებას რუსეთში. სინამდვილეში კი კომპანიამ რუსეთში ვაჭრობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში განაგრძო.

გარდა ამისა, ომის დაწყებიდან ფინურმა კომპანიებმა რუსეთიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ქიმიკატები შემოიტანეს ქვეყანაში.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქები, რომლებიც იმ კომპანიების ბენეფიციარები არიან, სანქციების ქვეშ იმყოფებიან, აღნიშნული ვაჭრობა ლეგალური შეიძლება იყოს.

პია სარივაარას თქმით, რომელიც პასუხისმგებელია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სანქციების საკითხზე, კომპანიასთან ვაჭრობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ სანქციებს დაქვემდებარებული რუსი მფლობელის წილი 50%-მდეა.

“ვთხოვთ საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე დაავალა, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას დათანხმდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – დასძინა მან.

“მინდა ვუთხრა ოპოზიციას – ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე” – მიხეილ სააკაშვილი

მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე და ეს მიიღწევა ძირითად საკითხებზე ერთიანობით, ხოლო არჩევნებზე ყველას თავისი გზა და პროგრამა ისედაც ექნება, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, სჯობს მოლაპარაკებები დაიწყოს, ოღონდ არა კულუარული, არამედ ღია, გამჭვირვალე, ხალხის მონაწილეობით, როგორიც იყო მრგვალი მაგიდა პოლონეთში.

მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის.

„ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმიტომ კი არ ვაჩვენე, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, არამედ, რათა პუტინისტების ტყუილი ვამხილო.

მინდა ოლიგარქის ერთ-ერთ მოლაპარაკე თავს ვუპასუხო: სიკვდილს არასდროს ვაპირებდი, თუმცა მისი არც მეშინია. ვაპირებ ვიცოცხლო საქართველოსთვის, უკრაინისთვის! ვუყურო და მონაწილეობა მივიღო რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დანგრევაში და უკრაინისა და საქართველოს აყვავებაში.

სჯობს მოისმინოთ ის რაც გითხარით, დავიწყოთ მოლაპარაკებები, ოღონდ არა კულუარული, არამედ ღია, გამჭვირვალე, ხალხის მონაწილეობით, როგორიც იყო მრგვალი მაგიდა პოლონეთში. ეს უნდა მოხდეს თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ მომავალში ისე არავინ მოგექცეთ, როგორც თქვენ მე მომექეცით და რაც მთავარია იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომელიც მოგიწევთ იმისდა მიუხედავად, რა მანიპულაციებიც არ უნდა ჩაატაროთ.

თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში, მომეცით პოლიტიკურ დებატებში, თუნდაც თქვენი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული რკინის სამაჯურით მონაწილეობის შესაძლებლობა და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვისი გზა არის სწორი – ჩვენი თუ თქვენი.

და მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე და ეს მიიღწევა ძირითად საკითხებზე ერთიანობით, ხოლო არჩევნებზე ყველას თავისი გზა და პროგრამა ისედაც ექნება“, – წერს სააკაშვილი განცხადებაში.

“ჩვენ ვიქნებით მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლი ექნება”-ივანე ჩხაიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, პროტოკოლი დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში დამტკიცდება. მისივე ინფორმაციით, პროტოკოლში დაავადების მართვის ერთ-ერთ საშუალებად დასახელებულია მედიკამენტი „ვოსორიტიდი“.

„დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო პროტოკოლის საბოლოო ვერსია და ასევე ის შენიშვნები, რაც იყო მიღებული ექსპერტებისგან, რეცენზენტებისგან პროტოკოლის ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ალბათ უახლოეს დღეებში გვექნება ეროვნული პროტოკოლის საბოლოო ვერსია და შემდეგი ეტაპი არის ამ პროტოკოლის დამტკიცება გაიდლაინებისა და პროტოკოლის ეროვნულ საბჭოზე. მოსალოდნელია, რომ პროცესი უახლოესი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და გაიდლაინების საბჭო საბოლოოდ დაამტკიცებს პროტოკოლის იმ ვერსიას, რომელიც შემდეგ უნდა იყოს ხელმოწერილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროტოკოლის ამ ვერსიას განიხილავს ექსპერტი და, საბოლოო ჯამში, პროტოკოლს ექნება როგორც სამუშაო ჯგუფის, ისე ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასება. წინასწარი მოლოდინია, რომ 15-20 ივლისისთვის იქნება პროტოკოლი გატანილი და მიღებული გაიდლაინების ეროვნულ საბჭოზე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პროტოკოლში დეტალურად არის განხილული აქონდროპლაზიის მკურნალობის მეთოდები.

„პროტოკოლი არის ფართო დოკუმენტი. დეტალურადაა განხილული დაავადების გენეტიკური მიზეზები, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები. მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობა – ვინ უნდა შეაფასოს ბავშვები, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მედიკამენტის დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ასევე, დეტალურად არის განხილული დაავადების მკურნალობის მეთოდები – მოვლა, სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ასევე, განხილული იყო ქირურგიული მკურნალობის ჩარევები. პროტოკოლში „ვოსორიტიდი“ შეტანილია იმ თავში, სადაც განხილულია დაავადების მართვის მედიკამენტური მეთოდები. ვფიქრობ, საქართველომ შეიმუშავა ერთ-ერთი საუკეთესო პროტოკოლი. მსოფლიოში მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს ასეთი პროტოკოლი და ჩვენ ვიქნებით მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლი ექნება“, – განაცხადა ივანე ჩაიძემ.

“სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და თავთან – ჩვენ მასთან სადებატო არაფერი გვაქვს”-თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უსაფუძვლოა სპეკულაციები და ცილისწამება, რაც სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან იყო სახელმწიფოს მიმართ.

თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და მათი უფლებები დაცული იყოს.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო უკვე ორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისა და მისი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებებით ყველაფერი ნათქვამია. არავითარი პოლიტიკური დებატები და განმარტებები ამას უკვე აღარ სჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა და დაადასტურა, რომ ის სპეკულაციები და ცილისწამება, რაც მათი, სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან იყო სახელმწიფოს მიმართ, აღმოჩნდა უსაფუძვლო.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მინდა, პირველ რიგში, პატიმრობაში მყოფ ყველა პირს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსაც ვუსურვო ჯანმრთელობა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და მათი უფლებები იყოს დაცული.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ვამბობდით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არის ორი მთავარი პირობა – მიხეილ სააკაშვილმა ითანამშრომლოს ექიმებთან და შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, დანიშნულება, რასაც ექიმები აძლევენ, ასევე, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით. ეს ორი საკითხი ურთიერთდაკავშირებულია. როგორც ექიმები ამბობენ, ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება ეფექტური. არის სრული მზადყოფნა სამედიცინო სამსახურის მხრიდან, რომ მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის დაცვა. მილიონები იხარჯება სპეკულაციების სიმართლედ გადაქცევაში, საკუთარი სახელმწიფოს იმაში დადანაშაულებაში, რაც არ მომხდარა და სტრასბურგმა თქვა, რომ ეს არ მომხდარა, ეს არის როგორც სახელმწიფოს, ისევე იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელსაც თითქოს თავად ამტკიცებენ.

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, სააკაშვილის გარემოცვას მოვუწოდო, მთავარი ყურადღება უნდა იყოს იმაზე, რომ პაციენტმა მკურნალობის ნაწილში ექიმებთან ითანამშრომლოს, ასევე, აღადგინოს სრულფასოვანი კვება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასობით სხვა ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სააკაშვილის თანამებრძოლებმა, სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წარსულში დანაშაულები ჩაიდინეს, საპატიმრო დატოვეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობით, რადგან ისინი თანამშრომლობდნენ სამედიცინო სამსახურთან და იცავდნენ იმ პირობებს, რომელიც პატიმრობაში მყოფ პირს ჯანმრთელობის დაცვისთვის სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომ მიეცეს დებატებში მონაწილეობის საშუალება, თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებას მასთან სადებატო არაფერი აქვს.

„სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან, ჩვენ მასთან სადებატო არაფერი გვაქვს. ის არის პატიმრობაში და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვზრუნავთ მაქსიმალურად, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

“უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან გამოითქვა შეშფოთება „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირების გამო”- საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია.

მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც.

“აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს- თუმცა „რესპუბლიკელების“ წრეებში განსხვავებული გზავნილებია”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერის დაკარგვას შიშობს მას შემდეგ, რაც „ზოგიერთი „რესპუბლიკელებისგან“ სახიფათო გზავნილები წამოვიდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მაიკ პენსი [აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი] გვესტუმრა და ის მხარს უჭერს უკრაინას. პირველ რიგში, როგორც ამერიკელი, შემდეგ კი როგორც „რესპუბლიკელი“. [აშშ-ში] ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. თუმცა, მათ [„რესპუბლიკელების“] წრეებში არის განსხვავებული გზავნილები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ზოგიერთი „რესპუბლიკელისგან“ მოდის მესიჯები, ზოგჯერ სახიფათო მესიჯები, რომ შეიძლება ნაკლები მხარდაჭერა იყოს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება „უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

“ე.წ. მღვდელი ნიკოლოზ მამცელიძე არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული” -საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორც ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსელითა და ჯვრით“ – წერს საპატრიარქო.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თვითმარქვია მღვდელი საზოგადოებას ნიკოლოზ მამცელიძის სახელით ეცნობა.

„ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული, ამიტომ გვინდა საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია“ – წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.