Home Blog Page 1734

“საქართველოს ომში ჩართვა მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანისთვის იყენებენ სააკაშვილისაც”- სოზარ სუბარი

„საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი ელჩთაგანი, რომელსაც ერთი წუთი არ დაუტოვებია უკრაინა, ერთი წუთით არ მოუცლია ფეხი კიევიდან, როდესაც იქ იყო ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ თავდასხმა შეიძლება მომხდარიყო, შეიძლებოდა დაცემულიყო კიევი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ ჩართვისას ისაუბრა.

როგორც სუბარი აღნიშნავს, როდესაც კიევზე თავდასხმა იყო მოსალოდნელი, ყველა ქვეყნის საელჩო დატოვა კიევი საქართველოს საელჩოს გარდა და დღეს ასეთი ნაბიჯი ზელენსკის მხრიდან მიერ ელჩის მიმართ გამაოგნებელია.

„ბრალდებები გვესმის უკვე ომის დაწყების პირველი დღიდან, თუმცა მარტო ბრალდებებით არ შემოიფარგლა სამწუხაროდ ყველაფერი და გადაიდგა რამდენიმე ძალიან არამეგობრული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს მიმართ. ბოლო ნაბიჯი იყო საქართველოს ელჩის პირდაპირ ვიტყვი, გამოძევება უკრაინიდან. ეს ის ელჩია, ის ერთ-ერთი გამონაკლისი ელჩთაგანი, რომელსაც ერთი წუთი არ დაუტოვებია უკრაინა, ერთი წუთით არ მოუცლია ფეხი კიევიდან, როდესაც იქ იყო ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ თავდასხმა შეიძლება მომხდარიყო, შეიძლებოდა დაცემულიყო კიევი. ყველა ქვეყნის საელჩომ დატოვა კიევი, თუმცა საქართველოს საელჩოს არცერთ თანამშრომელს და პირადად ელჩს არ დაუტოვებიათ საელჩო. დღეს ასეთი ნაბიჯი მის მიმართ გამაოგნებელია, ისევე, როგორც გამაოგნებელი იყო თავის დროს საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ მივეცით უფლება საქართველოდან მოხალისეებს, რომ სპეციალური თვითმფრინავივით გაფრენილიყვნენ უკრაინაში. გასაგებია, რომ მოხალისის ჩასვლას ვისაც ომში წასვლა უნდა ერთი დღეც კი არ სჭირდებოდა, ნახევარი დღეში ეს იყო შესაძლებელი.

არცერთი ქვეყანა არ აგზავნის მსგავსი თვითმფრინავით მოხალისეებს იმიტომ, რომ ეს ნიშნავს პრაქტიკულად ომში ჩართვას. სწორედ ეს იყო იმ ადამიანის სურვილი, ვინც ელჩის გაიწვია თავის დროზე და ელჩს ზელენსკის გარდა ვერავინ გაიწვევდა, განცხადებაც პირადად მან გააკეთა.

ახლაც ეს ერთადერთი მიზეზია – საქართველოს ომში ჩართვა მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანისთვის იყენებენ სააკაშვილისაც. ამ ამოცანისთვის მოდის ბრალდებებიც საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის დასანქცირება  ქართული ავიაკომპანიის და მისის ხელმძღვანელის იმისთვის, რომ რატომ აღდგა რუსეთთან ფრენები.

თუმცა, თავისუფლად დაფრინავენ თვითმფრინავები ჩვენს მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, აღარ ვლაპარაკობ უფრო შერეულ ქვეყნებზე, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი თუ სხვა და არავის მოსვლია აზრად დაესანქცირებინა რომელიმე ავიაკომპანია, ან რომელიმე ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, მაინც და მაინც საქართველოზე ატეხეს მსგავსი გნიასი. ეს არის ჩვეულებრივი მტრული ნაბიჯები საქართველოს მიმართ გადადგმული. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ცალმხრივ მეგობრობას – ცალმხრივი და უიმედო სიყვარული გამიგია და მეგობრობა არ არსებობს ცალმხრივი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“ოფიციალურად ვინ მართავს მიხეილ სააკაშვილის fb გვერდს, იცით ვინმემ?”- ინგა გრიგოლია

ოფიციალურად ვინ მართავს მიხეილ სააკაშვილის fb გვერდს, იცით ვინმემ? საღლიცინოდ არ ვწერ. მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე. – ამ ის შესახებ ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

ამასთან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ბაჩიაშვილს დაევალა კუთვნილი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება.

სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

“ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკი ჩემს ბედს გაიზიარებს”-სააკაშვილი

ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკი ჩემს ბედს გაიზიარებს – არის რამე კითხვა რატომ მკლავენ?! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ  პრეზიდენტი ზელენსკი მომავალში ჩემს ბედს გაიზიარებს. მედვედევი და ლავროვი ერთი და იგივეზე საუბრობენ. არის რამე კითხვა რატომ მკლავენ?!“ – წერს სააკაშვილი.

“თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა”-გვარამია ბაჩიაშვილზე

თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე გიორგი ბაჩიაშვილზე.

გვარამის მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების.

„გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება.
რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა.
ჩემთვის, ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და ბევრად ზუსტი და რელევანტური დასკვნების გაკეთების საშუალებად მივიჩნევ, ვიდრე კობახიძის სულელური კაკაფონიის ანალიზია“ – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

“ჩემი პირადი ცხოვრება მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას”-სააკაშვილი

ჩემი პირადი ცხოვრება მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/809598333869099?ref=embed_post

“2-3 კვირაა სამართალდამცველების მანქანები დამდევენ მუდმივად”- გიორგი ბაჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

საქართველოს პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მანამდე, თავად ბრალდებულმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო 2-3 კვირაა, მას სამართალდამცავები დაბურულმინებიანი მანქანებით უთვალთვალებენ.

„მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კანონიერია. მითვალთვალებენ. ჩაბურული მინებით არიან. ამის დაფიქსირება მინდა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა  სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა.

საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, საგამოძიებო უწყების ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

“არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი!”-სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

სეს-ს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან.

მოკვლევა გრძელდება.  ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა.
მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ფორმა 2! ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.

7 წლის ზურაბ გაბისონიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

7 წლის ზურაბ გაბისონიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას რამდენიმე თვის წინ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე და ობსტრუქციული ჰიდროცეფალია დაუდგინდა.

მცირეწლოვანი ამჟამად თურქეთში აჯიბადემის კლინიკაში იმყოფება, სადაც სხივური თერაპიის 27 კურსი დაენიშნა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ქიმიოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა, რის გამოც საზოგადოების დახმარებას საჭიროებს.

მსურველებს, 7 წლის ზურაბ გაბისონიას დახმარება, შემდეგ ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ.

საქართველოს ბანკი:

GE09BG0000000712525400

მიმღები: ლომაია ონანა


თიბისი ბანკი:

GE19TB7460945068100005

მიმღები – ლომაია მათიკო

“მაკფოლის ინტერვიუში იყო – მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რუსეთს ისე გაუჭირდება, რომ შეიძლება კაპიტულაციაც კი გამოაცხადოსო”-სოზარ სუბარი

“მიუხედავად უკრაინის მაღალჩინოსნის განცხადებებისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი სიტყვა ექნება უკრაინის პრეზიდენტს, ეს ასე ნამდვილად არ არის. თუმცა,  შეიძლება უბრალოდ მოიმიზეზონ, რომ აი, რადგან ზელენსკი არის წინააღმდეგი, ამიტომაც არ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსსო,” – ამის შესახებ „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვერ იქნება რეალური მიზეზი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რადგან საქართველო ყველა კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ომის პარტიის წარმომადგენლების მიზანი სხვა არის – მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომ, შესაძლოა მათ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ხელი შეუშალონ.

“უკრაინის ხელისუფლება ვერანაირად ვერ იქნება რეალური მიზეზი, იმიტომ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას წყვეტენ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები. გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებებს შორის თუნდაც ერთი ქვეყანა რომ აღმოჩნდეს, რომელიც ომის პარტიის წინაშე ვალდებულია მათი მოთხოვნები შეასრულოს, ამ შემთხვევაში, ამ ერთი ქვეყნის ხელისუფლება წავა წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ საქართველოს კონსენსუსის გარეშე ევროკავშირის წევრობას ვერ მიანიჭებენ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ მიზეზი მოძებნონ და ეს მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ზელენსკის წინააღმდეგობა, ასევე შეიძლება იყოს ის, რომ თითქოს საქართველომ ის 12 პუნქტი არ შეასრულა და უამრავი სხვა რამ. თუმცა, თუ ობიექტური კრიტერიუმებით მივუდგებით, ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო ევროინტეგრაციისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების გზაზე ბევრად წინ დგას, ვიდრე – უკრაინა და მოლდოვა. უკრაინაზე გასაგები მიზეზების გამო ყურადღებას აღარ ვამახვილებთ, რადგან არის ომში, მაგრამ მოლდოვას, რომელიც არის დსთ-ს წევრი, კორუფცია არის უმაღლეს დონეზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ჩვეულებრივ წესად იქცა, სადაც ბრალდების გარეშე აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსაც, და ამას გვიჩვენებენ, როგორც მაგალითს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები, გასაგებია, რომ ამას ობიექტურ კრიტერიუმებს ვერ ვუწოდებთ. ეს არის ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველომ რაღაც გააკეთოს. ეს რაღაც კი არის ერთადერთი რამ – ომში უნდა ჩავერთოთ. სხვა მოთხოვნა საქართველოს მიმართ ვერ ექნებათ.

მაკფოლის ინტერვიუში იყოს სწორედ – მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რუსეთს ისე გაუჭირდება, რომ იძულებული გახდება არა მხოლოდ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, არამედ შეიძლება კაპიტულაციაც კი გამოაცხადოსო. სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც საქართველოზე ასეთი წარმოუდგენელი სახის ზეწოლა ხორციელდება, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ომის პარტიის ისეთი წარმომადგენლების მხრიდან, როგორიც ბატონი მაკფოლი გახლავთ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“თუ უკრაინა ომს წააგებს, აშშ-ს შესაძლოა რუსეთთან საბრძოლველად თავისი ჯარისკაცების გაგზავნა მოუწიოს” – მაიკ პენსი

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის ძალებთან საბრძოლველად ჯარების გაგზავნა დასჭირდეს, თუ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს წააგებს.

პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატის შეფასებით, „რაც ახლა უკრაინაში ხდება არ არის მხოლოდ ომი, არამედ ბოროტებაა“.

„ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია მივცეთ უკრაინელ სამხედროებს ის მხარდაჭერა, რაც საბრძოლველად და რუსული შეჭრის მოსაგერიებლად სჭირდებათ. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ძალიან დიდი დრო არ გავა, სანამ რუსი სამხედროები გადაკვეთენ საზღვარს, სადაც ჩვენ მოგვიწევს ჩვენი მებრძოლების მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა”, – აღნიშნა პენსმა.

“დავით არახამია იმიტომ არის უსამშობლო, რომ უნდა საქართველო ომის უბედურებისთვის გაიმეტოს” – ლადო ბოჟაძე

„დავით არახამია უსამშობლო კაცი იმიტომ კი არა არის, რომ რუსეთმა, 300 000 ქართველი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში, არამედ იმიტომ რომ, ერთი სიტყვა ქართული არ იცის და ერთხელაც არ არის საქართველოში ნამყოფი! იმიტომ არის უსამშობლო, რომ უკრაინასაც კი როგორც ტერიტორიას, სადაც შეიძლება დიდი ფული იშოვო და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილო, ისე იყენებს“, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ცივი გონებით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სრულად დაცვით უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

„დავით არახამია უსამშობლო კაცი იმიტომ კი არა არის, რომ რუსეთმა, 300 000 ქართველი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში, არამედ იმიტომ რომ, ერთი სიტყვა ქართული არ იცის და ერთხელაც არ არის საქართველოში ნამყოფი! იმიტომ არის უსამშობლო, რომ უკრაინასაც კი როგორც ტერიტორიას, სადაც შეიძლება დიდი ფული იშოვო და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილო, ისე იყენებს! კიდევ იმიტომ არის უსამშობლო, რომ უნდა საქართველო, უკრაინის მსგავსად, ომის უბედურებისთვის გაიმეტოს, რუსული რაკეტების, ბომბების და ტყვიების პოლიგონად აქციოს, სანქციების დაწესებით ემუქრება ქვეყანას და ხელისუფლების სისხლიანი გადატრიალების სცენარს ხელმძღვანელობს! ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ცივი გონებით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სრულად დაცვით უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დიახ, საქართველოს გარე და შიგა მტრების ჯინაზე დავიცავთ მხოლოდ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ქართველ ხალხთან ერთად, არ დავუშვებთ მეორე ფრონტის გახსნას და რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას(რუსეთთან ისედაც ვართ ცივი ომის ფაზაში), არ დავუშვებთ ქაოსს, არეულობას, დესტაბილიზაციას და სისხლიან რევოლუციას(სახელმწიფო გადატრიალებას), არ დავუშვებთ სუვერენიტეტის შეზღუდვას და ტერიტორიების სრულ ოკუპაციას! მშვიდობის და სტაბილურობის დაცვით, შევძლებთ ეკონომიკურ განვითარებას, შევამცირებთ უმუშევრობას და სიღარიბეს, გავაძლიერებთ სახელმწიფოს და მშვიდობიანი გზით გავაერთიანებთ საქართველოს, ამას სწორედ ირაკლი კობახიძესთან და ჩვენს პროფესიონალი, პატრიოტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მოქალაქეების დიდ არმიასთან ერთად შევძლებთ! #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024,“ – წერს ბოჟაძე ფეისბუკზე.