Home Blog Page 1728

,,ამერიკამ უკრაინა რუსეთის დასასუსტებლად გაწირა”- რობერტ კენედი უმცროსი

დღეს არის საშინელი ზიზღი და პოლარიზაცია საზოგადოებაში, მთავარი მიზეზია მთავრობის არაკეთილსინდისიერება და ტყუილები, – ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა Judging Freedom-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოს ენდრიუ ნაპოლიტანოსთან ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ამერიკაში ტელეფონებზე, სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ტოტალური მოსმენები ხორციელდება. „ბაიდენის ადმინისტრაცია აშანტაჟებდა და განადგურებით ემუქრებოდა სოცქსელების კომპანიებს, თუ არ ითანამშრომლებდნენ მთავრობასთან, – აღნიშნა კენედიმ.

მისი შეფასებით, ედვარდ სნოუდენი და ჯულიან ასანჟი ჯაშუშებად აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამოცხადდნენ.

კენედი, რომელიც არის აშშ-ის გენერალური პროკურორის, სენატორ რობერტ კენედისა და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმის შვილი, პოტკასტში ადასტურებს, რომ მამამისი და ბიძამისი CIA-მ მოკლა. „CIA-ის კონკრეტული დეპარტამენტები დაკავებულები არიან შანტაჟით, ლიდერების მკვლელობებით, არჩევნების გაყალბებით და ხალხის ტვინის გამორეცხვით“, – აღნიშნა კენედიმ.

მან ISIS-ის ტერორისტულ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ამერიკის სპეცსამსახურებმა შექმნეს.

რობერტ კენედი უმცროსი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ომში ამერიკამ უკრაინა რუსეთის დასასუსტებლად გაწირა, ხოლო დასავლეთი ყველანაირად ცდილობს ომი არ დასრულდეს.

„მისმა დანახვამ მსოფლიო შოკში ჩააგდო” – გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის შესახებ WSJ-ის სტატიას ეხმიანება.

„შოკში ჩააგდო მისმა [მიხეილ სააკაშვილი] დანახვამ მსოფლიო. ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ნათქვამია სტატიაში სწორედ ის, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, შემდეგ უკვე მათი ჩარევით მოხდა 2012 წლის არჩევნები. პირდაპირ წერს, რომ ეს არის პრორუსული მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, მათი ხელით ხორციელდება მისი დასჯა. ადამიანი წერს, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გასათავისუფლებლად“, – აცხადებს ალასანია.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ინფორმაციას ავრცელებს

სქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ქ.-მ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1988 წელს დაბადებული ე.ო.-ს და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1994 წელს დაბადებული ზ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გერმანიას სურს გადადოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება

გერმანია გეგმავს დაჟინებით მოითხოვოს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადადება ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტის დროს, რომელიც 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. ისინი შიშობენ, რომ ეს გამოიწვევს ომს ბლოკსა და რუსეთს შორის. ინფორმაციას უკრაინული მედია The Telegraph-ზე  დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც The Telegraph ნატოს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, მომდევნო კვირაში ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გერმანია გამოვა მოწოდებით, რომ მოკავშირეებმა ყურადღება გაამახვილონ არა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების წინადადებებზე, არამედ უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებზე.

„ბერლინი ფრთხილობს. ბერლინს არ სურს, რომ პუტინმა გამოცადოს ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ანუ კოლექტიური თავდაცვა. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ ნატოს ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს“, –  გამოცემას წყარომ განუცხადა.

ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა FDA-ის სრული ავტორიზაცია მიიღო

6 ივლისს ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა Leqembi-მ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე აშშ-ში აღნიშნული წამალი ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადების სამკურნალო სქემებსა და სადაზღვევო პაკეტებში ჩაერთვება.

Leqembi პირველი პრეპარატია, რომელმაც მკურნალობის კურსში ჩართვის შემდეგ პაციენტებში დაავადების შედეგად გამოწვეული კოგნიტიური დაქვეითება შეანელა.

წამლის იაპონურმა მწარმოებელმა, Eisai-მ პირობითი თანხმობა FDA-სგან მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგები FDA-მ 1,800 პაციენტისგან შემდგარ კვლევაში დაადასტურა. მარეგულირებლის ცნობით, აღნიშნული წამლით მკურნალობის შედეგად პაციენტებში მეხსიერების დაკარგვის პროცესი დაახლოებით 5 თვით შენელდა.

ამ ეტაპზე მკურნალობის ერთწლიანი კურსისთვის საჭირო მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით $26,500-ია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთავრობებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთავრობებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. საუბარია კლიმატის ცვლილებაზე და რეკორდულ სიცხეზე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

3 ივლისს ისტორიაში რეკორდულად ცხელი დღე დაფიქსირდა. ჰაერის დღიური საშუალო ტემპერატურა 3 ივლისს 17.01°C იყო. მონაცემი აშშ-ის ეროვნულ ოკეანურ და ატმოსფერულ ადმინისტრაციაზე (NOAA) მიბმულ ორგანიზაციას ეკუთვნის. თუმცა, ეს რეკორდი მალევე მოიხსნა და ახლა ეს “ტიტული” 6 ივლისს ეკუთვნის.

ამ კვირის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კლიმატის კრიზისი სულ უფრო მწვავდება.

„კლიმატის ცვლილება უკონტროლო ხდება. ზომების მიღება აუცილებელია. თუ ასე გაგრძელდა კატასტროფა გარდაუვალია”, – თქვა მან.

6 ივლისს დღიური საშუალო ტემპერატურა 17.18°C დაფიქსირდა. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე.

როგორც New Scientist იტყობინება, ტემპერატურის მკვეთრი ზრდა საგანგაშოა და სასწრაფო ზომებია მისაღები.

გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება.

1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა იზრდება. მეტიც, 21-ე საუკუნიდან საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.

ლიდსის უნივერსიტეტის კლიმატის ფიზიკის პროფესორმა პიერს ფორსტერმა განმარტა, რომ კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში ბოლო რამდენიმე კვირაში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. ტემპერატურა ზოგიერთ შემთხვევაში 46°C-ზე ავიდა.

რაც ყველაზე საგანგაშოა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეკორული სიცხე გაგრძელდება. როგორც ისინი ამბობენ, ახლა მოქმედების დროა და სახელმწიფოებმა სპეციალური ზომები უნდა მიიღონ.

ვინ ეწვია ბათუმს 100 მილიონიანი იახტით ( ფოტოები)

ბათუმის სანაპიროზე მეორე დღეა დგას იახტა, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

ღია წყაროების თანახმად, იახტა სახელწოდებით „არქიმედე“ ეკუთვნის ჯეიმს [ჯიმ] საიმონსს – ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და მილიარდერ ფილანთროპს.

საიმონსი თავადაც ბათუმშია.

„ფორბსის“ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ჯეიმს საიმონსი 52-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება რეალურ დროში 28,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance Technologies -ის დამფუძნებელი. მან იგი 1982 წელს დააფუძნა და 2010 წელს დატოვა თანამდებობა, თუმცა „ფორბსის“ თანახმად, იგი კვლავაც თამაშობს როლს Renaissance Technologies-ში და იღებს სარგებელს ფონდის საქმიანობიდან.

„ფორბსის“ 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. სიის პირველი შვიდეული კი ასე გამოიყურება: უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა ფრენჩ გეითსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, მაკკენზი სკოტი, ჩარლზ ფინი, გორდონ და ბეტ მურები.

განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯეიმს საიმონსს ფილანთროპიაში სულ 4 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.

ჯეიმს საიმონსის ფილანთროპია ძირითადად მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. 1994 წელს, როგორც თავად საიმონსი ამბობს, მეუღლის, მერილინის ინიციატივით და მასთან ერთად დააფუძნა „საიმონსის ფონდი“, რომელიც მთავარი შემწირველია მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის – „მათემატიკა ამერიკისთვის“. „საიმონსის ფონდი“ ასევე მხარს უჭერს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და აუტიზმის კვლევებს.

ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც თავისი ცხოვრების შესახებ ჰყვება, საიმონსი იხსენებს, რომ ადრეულ წლებში, როდესაც ფული სჭირდებოდა, მან პრინსტონში „თავდაცვის ანალიტიკის ინსტიტუტს“ მიმართა, რომელიც მეტად კლასიფიცირებული ადგილი იყო.

„რისი გაკეთებაც გვევალებოდა, ეს იყო რუსული კოდების გატეხა. საინტერესო გამოწვევა იყო, მომეწონა საქმე. მათ გვითხრეს: შეგიძლიათ თქვენი დროის ნახევარი დაუთმოთ თქვენს მათემატიკას, ხოლო მეორე ნახევარში კოდების გატეხის საქმე უნდა აკეთოთო,“- იხსენებს საიმონსი.

 

 

,,მე საჯაროდ მინდა გამოვთქვა წუხილი თქვენს გამო”- მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, ზურაბიშვილს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან “პრაიდის ფესტივალის” გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ეპისკოპოსის თქმით, ზურაბიშვილმა, სამართალდამცველებს მადლიერების ნაცვლად საყვედური გამოუცხადა, თუმცა სწორედ მათი ძალისხმევით იქნა თავიდან აცილებული ვითარების გამწვავება. “ახლა მე მინდა მივმართო მის აღმატებულებას,ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს, ქალბატონ პრეზიდენტს: – დღეს,ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მსოფლიო “ლგბტ” სოდომიტურ მოძრაობაზე,რომელიც დრო და დრო შეტევას ახორციელებს ჩვენს ერზე. თქვენ გამოთქვით უკმაყოფილება და სამართალდამცველებს გამოუცხადეთ საყვედური ნაცვლად მადლიერებისა.რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს დღევანდელი დღის ისე წარმართვა,რომ არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დაშავებულიყო. თქვენი აზრით,სამართალდამცველებს ძალისმიერი მეთოდებით უნდა დაპირისპირებოდნენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს,რაც გამოიწვევდა უმართავ პროცესებს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში?! მე საჯაროდ დაგიჭირეთ მხარი და ასევე საჯაროდ მინდა გამოვთქვა წუხილი თქვენს გამო. და ასევე მინდა შეგახსენოთ,რომ არ დაგავიწყდეთ,თქვენ ბრძანდებით ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის, წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით განათლებული,თამარ და ქეთევან დედოფლის ქვეყნის პასუხისმგებელი პირველი პირი!” – წერს მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი Facebook-ზე.

საუკეთესო ტურისტული ძეგლების რეიტინგი

საგრადა ფამილიას ბაზილიკა ბარსელონაში 2023 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილად დასახელდა. რეიტინგის 10-ეულში ნახევარზე მეტი ევროპული ღირსშესანიშნაობებია. ამის შესახებ tripadvisor.com იტყობინება.

საგრადა ფამილიას, მოსდევს რომის კოლოსეუმი და ამსტერდამში ანა ფრანკის სახლი.

2023 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილების 25-ეული ასეთია:

1. საგრადა ფამილიას ბაზილიკა – ბარსელონა

2. კოლოსეუმი – რომის

3. ანა ფრანკის სახლი – ამსტერდამში

4. დუბაის შადრევანი – დუბაი

5. ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ნიუ იორკი

6. ორსეს მუზეუმი – პარიზი

7. ეიფელის კოშკი – პარიზი

8. ტრევის ჩანჩქერი – რომი

9. ცენტრალური პარკი – ნიუ იორკი

10. ესპანეთის მოედანი – სევილია

11. დუომო – მილანი

12. ბუენ-რეტიროს პარკი – მადრიდი

13. კილმეინემ გაოლის მუზეუმი – ირლანდია

14. აკროპოლისი – ათენი

,,ზარალის ანაზრაურებას ვითხოვთ” – Tbilisi Open Air

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალის ტერიტორიაზე შესულმა აგრესიულმა ჯგუფებმა Tbilisi Open Air-ის კუთვნილი ქონებაც დააზიანეს, ფესტივალი ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვს.

„გატეხილია ჩვენი საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, ასევე დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები, ჩვენი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები. ეს არის კერძო ტერიტორიის მიზანმიმართული განადგურება, ინვენტარის დაზიანება და ძარცვა.

შსს-თან თანამშრომლობისა და დახმარების მიღების მცდელობის მიუხედავად, პასუხად მივიღეთ უარი, ამიტომ გამოვიძახეთ ფესტივალის კერძო დაცვა, რათა აღარ გაგრძელდეს ტერიტორიის განადგურება, თუმცა რა კადრებიც დღეს გავრცელდა, ისედაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომელმაც წაახალისა ველური ჯგუფები და ხელი შეუწყო როგორც პრაიდ ფესტის ჩაშლას, ასევე ჩვენი ფესტივალის ტერიტორიის მიზანმიმართულ განადგურებას, რაც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის თანამშრომლები კი მხოლოდ ბრბოდან ნაცნობების გამორჩევითა და მათი ჩახუტებით შემოიფარგლებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საბერძნეთში ერთად რომ ვიყავით, მას შემდეგ არ მინახავს”- სანდრა რულოვსი

ჩემს გარდა, არ მეგულება ვინმე ვისაც შეუძლია ლაურა ბუშს მისწეროს ან ქალბატონ მაკკეინს, უბრალოდ  ამას არ ვაფიშირებ –  ამის შესახებ, “ფორმულასთან” ინტერვიუში, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა განაცხადა.

 

“2021 – წლის მერე არ მინახავს, მას შემდეგ რაც საბერძნეთში ერთად ვიყავით. მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას სანამ განთავისუფლდება და სხვა ვითარებაში, ჯანმრთელობის და გათავისუფლების გათვალისწინებით ნაკლებად გამიჭირდება მასთან პირად საკითხებზე საუბარი. იიმედი არსებობს, რომ საერთაშორისო ძალისხმევით, ასე ვთქვათ ზელენსკის თამადობით რაღაცნაერად შეიცვლება დამოკიდებულება. ისედაც ევროპა ამერიკა ისედაც აღიარებენ, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ზეწოლა დღევანდელ მთავრობაზე უნდა შეიცვალოს. იმიტომ, რომ შევთანხმდით, რომ ეს არის უდანაშაულო პატიმარი. მთავრობა და სასამართლო სამწუხაროდ თანამშრომლობენ და არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ყველა უნდა ჩაერთოს, რომ მათ პირადი ბოღმის და შურისძიების აქტი არ განხორციელდეს.

მე მაქვს ძველი კონტაქტები, როცა მართლა ჩემს გარდა არ მეგულება ვინმე, ვისაც შეუძლია ლაურა ბუშს მისწეროს საქართველოდან ან ქალბატონ მაკკეინს… თნდაც თურქეთის აზერბაიჯანის ან პოლონეთის პირველ ლედის. აბა ვინ უნდა დაწეროს თუ არა მე. ევროკავშირშიც ჰოლანდიის მთავრობასთანაც, უბრალოდ ამას არ ვაფიშირებდი აქამდე… “

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სტიქიურად მოქმედებთ. მოჭარბებული ენერგია, სასურველია, ფიზიკურ აქტივობებში დახარჯოთ და ეცადეთ, გათავისუფლდეთ იმ თვისებებისგან, რომელიც პრობლემებს გიქმნით.

კურო

შეგიძლიათ, თამამად შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ნივთები, გადაახალისეთ გარემომცველი სივრცე, შეიტანეთ ნათელი მზის ფერები და შეიქმენით კომფორტი.

ტყუპები

ელოდეთ ცნობილ, ან გავლენიან ადამიანებთან ნაცნობობას, შესაძლოა, საინტერესო პერსონაჟებთან ერთად მგზავრობა მოგიწიოთ, ეს ნაცნობობა საკმაოდ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება.

კირჩხიბი

დღე ბევრადაა დამოკიდებული თქვენს განწყობაზე, თქვენი სიმკაცრით და გულცივობით არა მხოლოდ ადამიანებს დააფრთხობთ, არამედ, ნეგატიურ ენერგოველში მოექცევით, რასაც გარკვეული სირთულეები მოჰყვება.

ლომი

დღე სიმშვიდით ნამდვილად არ გამოირჩევა, შესაძლოა, სახლში თავს შეზღუდულად გრძნობდეთ, თქვენი მზის ენერგია აქტიურობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის. აავსეთ თქვენი და ირგვლივ მყოფთა ცხოვრება ოპტიმიზმითა და პოზიტივით.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადატვირთავთ თქვენს ორგანიზმს მძიმე საკვებით, მეტად დაისვენეთ, კარგად გამოიძინეთ, მოერიდეთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებს.

სასწორი

ენერგო-ტონუსის ასამაღლებლად საჭიროა მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ, სიახლეებს, რომლებსაც ადრე გეგმავდით, ახლა იოლად განახორციელებთ.

მორიელი

იაქტიურეთ, დაისახეთ მიზანი, მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა ღონისძიებაში, ეს პერიოდი ხელს გიწყობთ  განვითარებაში.

მშვილდოსანი

ნუ აჰყვებით შიშებს, ეს მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით და ბევრს დაკარგავთ, პირიქით, დღეს ცოტა აგრესიულიც შეგიძლიათ, იყოთ, რათა მყარად დაიცვათ საკუთარი პოზიციები.

თხის რქა

დღეს, მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ სხვათა მოსაზრებებს, საკუთარი თავის შესახებ, გამაღიზიანებელია თქვენკენ მომართული მზერა და ნებისმიერი სახით გამოხატული ინტერესი. დაისვენეთ მეგობრების წრეში, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მერწყული

სწორად გადაანაწილეთ დრო და ენერგია, როგორც საქმიან ასევე პირად საკითხებში. მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა მატულობს.

თევზები

დღეს, სჯობს, მოერიდოთ მცხუნვარე მზის სხივებს, რათა თავიდან აიცილოთ კანის პრობლემები და ალერგია. დაისვენეთ და ეცადეთ, დღე თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.