Home Blog Page 1727

როინ შავაძის საქმეზე 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

როინ შავაძის საქმე და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე 10 პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

სხდომას 8 ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფასებას, დაცვის მხარე კი მათ 10-15,000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

,,შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა”- პაატა მანჯგალაძე

„შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია,“ – ამის შესახებ „სტრატეგია ამღაშენებლის“ ერთიერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის.

„როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. გასაგებია, რუსეთს ყველაფერი ჯობია, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია. რუსეთში რომ არ გარბის და რუსეთთან რომ არ დებს სტრატეგიულ ხელშეკრულებას, ეს უნდა ჩავთვალოთ ამ ეტაპზე დიდ პროგრესად ღარიბაშვილის მხრიდან“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

,,გახარიას ახალი ბრძანება აქვს მიღებული და ამ ბრძანებას ასრულებს”- ქართველიშვილი

ცალი კალოშით მოსკოვში ჩარჩენილი „პოლიტიკოსი“ გახარია ქართველ ხალხს, ჩვენ შვილებს, მათ შორის იმ შვილებს, რომლებსაც თვალებს უთხრიდა დეპუტატ გავრილოვის უკანალის შეურაცხყოფისთვის, დღეს რუსეთით აშინებს, ოღონდ „ჩერეზ ჩინეთის გავლით“ რუსეთით, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს, რომელიც მედიაში გავრცელებულ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია „ქართულ ოცნებას“, რუსეთთან საქართველოს პირისპირ მარტო დატოვებაში ადანაშაულებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გიორგი გახარიას ახალი ბრძანება აქვს მიღებული და ამ ბრძანებას ასრულებს.

„ველორბოლიდან მახსოვს, ამა თუ იმ ეტაპზე გამოვლენილ ლიდერს „ყვითელ მაისურს“ აცმევენ, რათა შემდგომ ეტაპებზე ყველამ გაარჩიოს თავისი ძირითადი კონკურენტი და სწორება მასზე ჰქონდეს. მაგრამ, როდესაც ამ მაისურს რაიმე დამსახურების გარეშე გაცმევენ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ლუზერს – ეს უკვე გაუგებარია. როგორც ჩანს, აგენტოკრატების რეზიდენტურამ გახარიაზე და მის გუნდის წევრებზე გააკეთა ფსონი.

ბრძანება „FAS!“ შესასრულებლად მეორე დღეა სწორედ მათ ერგოთ. ცალი კალოშით მოსკოვში ჩარჩენილი „პოლიტიკოსი“ გახარია ქართველ ხალხს, ჩვენ შვილებს, მათ შორის იმ შვილებს, რომლებსაც თვალებს უთხრიდა დეპუტატ გავრილოვის უკანალის შეურაცხყოფისთვის, დღეს რუსეთით აშინებს, ოღონდ „ჩერეზ ჩინეთის გავლით“ რუსეთით.

როგორ უნდა გაუჭირდეს რეზიდენტურას, რომ დღეს თავის „ჯოკერად“ პირნათლად წაგებულ ბანქოს პარტიაში აგურის “шестёрка” გამოიყენოს. „ალამუთის ციხის“ გუშინდელი უიღბლო დამცველები, რეზიდენტმა დღეს „დიდი ჩინური კედლის“ ასაღებად გაუშვა. მე ამ ლუზერებს ერთი უბრალო ტესტის გავლას შევთავაზებ პეკინის „აღებამდე“ მოდით, გორი „დაიბრუნეთ“.

თქვენივე გუნდის ყოფილმა წევრმა და „ქართული ოცნების“ სახელით გორში „გამაჟორიტარულმა“ დეპუტატმა დატოვა საპარლამენტო მანდატი. აბა თუ რომელიმე თქვენგანი, თუნდაც გახარიას „ჩინური“ ვერსია, გაბედავს და თავისივე ყოფილი კოლეგის ჩასანაცვლებლად ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯერ გორი „დაიბრუნეთ“ და პეკინით მერე შეგვაშინეთ“, – წერს ქართველიშვილი.

მცხეთის 3 სოფლის გამგებელი აშშ-ში წავიდა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მცხეთის 3 სოფლის გამგებელი აშშ-ში წავიდა.

წეროვანის, წილკნისა და ნაოზას წარმომადგენლებმა – ზაზა როსტიაშვილმა, რამაზ ანდრიაშვილმა და ლაშა თადიაშვილმა – განცხადებები ცოტა ხნის წინ დაწერეს.

მათი ნაწილი შეერთებულ შტატებში არალეგალური გზით, მექსიკის გავლით წავიდა, ნაწილი კი ოფიციალური ვიზით გაემგზავრა და ახლა იქ თავშესაფარს ითხოვს.

მსოფლიო ახალი “დენგე” ვირუსის საფრთხის წინაშეა – ჯანმო

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება.

გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.

”მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

“დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.

”დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

„ხალხის ძალამ“ შეძლო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო” – სუბარი

„როდესაც ჩვენ ფაქტები გადმოვალაგეთ და ვუთხარით საზოგადოებას ფაქტები, ზუსტად ერთ თვეში ისე გადატყდა ვითარება, რომ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ჩავდიოდით, გვხვდებოდა მოსახლეობა, გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნათქვამს ჩვენვე გვეუბნებოდნენ“, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მოძრაობის ერთი წლის საქმიანობა.

სუბარის თქმით, „ხალხის ძალამ“ შეძლო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო და პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სრულიად შეცვალა.

„2022 წლის ივნისში სამმა დეპუტატმა დავტოვეთ საპარლამენტო უმრავლესობა იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად გვეთქვა ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე იმ საფრთხეების შესახებ, რაც არსებობდა საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ხოლო 28 ივლისს უკვე ჩვენი მოძრაობა გაფართოვდა და მაშინ გამოვაცხადეთ პირველად, რომ იქმნებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“. ერთი წლის თავზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მართლა საქართველოში არის აბსოლუტურად შეცვლილი პოლიტიკური ვითარება და ამაში „ხალხის ძალას“ მიუძღვის გადამწყვეტი როლი. პირველ რიგში იმაში, რომ ჩვენ შევძელით აგვეცილებინა საქართველოსთვის ომის საფრთხე, რადგანაც ინფორმირებული საზოგადოებით მანიპულირება არის ძალიან ძნელი და შეიძლება, შეუძლებელიც კი.

ჩვენ ძალიან ხშირად ვცხოვრობდით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ნარატივით, ვაგრძელებდით ამ ნარატივს, რაც ხშირ შემთხვევაში, ნიშნავდა იმას, რომ თუკი დასავლეთიდან მოდის ჩვენთვის არასასიამოვნო და მიუღებელი ნარატივი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ხმა არ უნდა ამოვიღოთ, საზოგადოებას არ უნდა ვუთხრათ სიმართლე და ჩუმად უნდა აღვუდგეთ ამ ნარატივს და ზეწოლას ხელისუფლებაზე, თუმცა ზოგჯერ ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება. განსაკუთრებით, როდესაც ცდილობენ, საზოგადოებას აღქმები მოახვიონ თავს ფაქტების ნაცვლად. როდესაც ჩვენ ფაქტები გადმოვალაგეთ და ვუთხარით საზოგადოებას ფაქტები, ზუსტად ერთ თვეში ისე გადატყდა ვითარება, რომ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ჩავდიოდით, გვხვდებოდა მოსახლეობა, გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნათქვამს ჩვენვე გვეუბნებოდნენ.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეცვლილი – „დაუძინებელი მეგობრები“ (ასე ვიყენებთ ხოლმე ამ ტერმინს), რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ საქართველოს ომში ჩართვისთვის, დღეს ხშირად, თავის მართლების რეჟიმში არიან ჩაყენებულნი და მათი თავის მართლება იმდენად უსუსურია, რომ საზოგადოება ამას უკვე აღარ იჯერებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „ხალხის ძალამ“ შეძლო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მართლა ახალი ისტორიული ეტაპი დაწყებულიყო, როდესაც ხალხის მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში გაცილებით გაზრდილია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილი სოფო ჭყონიასთან ერთად საერთაშორისო პროგრამას აყალიბებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სოფო ჭყონიასთან ერთად, შეიქმნება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების, აბდუქციის მსხვერპლი, დაღუპული ჯარისკაცების შვილების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა.

„გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების, აბდუქციის მსხვერპლი, დაღუპული ჯარისკაცების შვილების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა/ინიციატივა.

მინიმუმ 15 ათასი ასეთი უკრაინელი ბავშვია გატაცებული უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არის იძულებით გაშვილებული ოკუპანტი ქვეყნის ოჯახებში და განთავსებული ბავშვთა სახლებში, ამ ომს უკვე 535 ბავშვი ემსხვერპლა, ბევრ ბავშვს დაუხოცეს მშობლები, მაგრამ მათ ეძებენ ნათესავები და უკრაინის სახელმწიფო.
ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის პირობებშიც კი, განსაკუთრებით განვიცდი ბავშვების ტრაგედიას, როგორც მშობელი და როგორც უკრაინის ქართველი მოქალაქე.

სოფო ჭყონიას აქვს ჰუმანიტარული საქმიანობის დიდი გამოცდილება, ვთხოვ ყველა ჩემს მომხრეს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში – ჩაერთონ ამ საქმეში, მოგვეხმარონ ინფორმაციის შეგროვებაში და ბავშვების გაყვანაში.

ჩვენ გვექნება საკუთარი Youtube არხი, სადაც ოპერატიულად მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას, ინიციატივა ამუშავდება 2 აგვისტოს, გთხოვთ, მომაწოდოთ სრული ინფორმაცია მისამართზე: Forhelp114@gmail.com“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

,,ჭიაბერაშვილის პარტიაში დაბრუნება კეზერაშვილის გავლენების გაძლიერებას მოწმობს” – დოლიძე

„იმის ილუზია ხომ არავის არ აქვს, რომ ლევანის მიერ ინიციირებული ამბავია და გაახსენდა ერთ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილი, დაუკავშირდა და მოიყვანა, ხომ?! ვინმეს სჯერა ამისი?“ – ასე გამოეხმაურა „ენმ“-ის წევრი ბაჩო დოლიძე ზურაბ ჭიაბერაშვილის პარტიაში დაბრუნებას.

მისი თქმით, ჭიაბერაშვილის პარტიაში დაბრუნება დავით კეზერაშვილის გავლენების გაძლიერებას მოწმობს.

„ბუნებრივი გაყოფა მოხდა, ადამიანებისა, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ არაფორმალურ მმართველობაზე და მეორე ჯგუფი აღმოჩნდა, რომელიც ღიად საუბრობს პრობლემებზე. სულ ორი გზაა: ან ლაგდები შიგნით, ან ფიქრობ შენ პოლიტიკურ მომავალზე, როგორ გააგრძელებ.

თეორიულად დავუშვათ, რომ ვერ დავლაგდით შიგნით, მაგ დროს შერწყმა არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან, მე პირადად, არ გამაჩნია ამის სურვილი.

იმის ილუზია ხომ არავის არ აქვს, რომ ლევანის მიერ ინიციირებული ამბავია და გაახსენდა ერთ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილი, დაუკავშირდა და მოიყვანა, ხომ?! ვინმეს სჯერა ამისი? ამ კონკრეტული კონფიგურაციით, დაწინაურდა კეზერაშვილის გავლენები პარტიაში“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

,, იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან”- ნიკოლეიშვილი

ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, „ბოევიკობენ” კიდეც – სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელიც „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, თუ ასე უარყოფითად მოქმედებს ქაცარავასა და მის თანამოაზრეებზე რუსების დანახვა, შეუძლიათ პასუხი „ვივამედში” მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვონ, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს დაუთმო და სტრატეგიული ობიექტებიც რუსულ კომპანიებზე გაასხვისა.

„ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, „ბოევიკობენ” კიდეც-სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ. ისე, ასე თუ გული შესტკივათ ან გული ერევათ ნებისმიერი რუსის დანახვაზე აგერ მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20% ხონჩით მიმრთმეველი „ვივამედის” კლინიკაშია, მართალია ამბობენ ცოცხალ-მკვდარიაო, მაგრამ მაინც ცოცხალია. არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს, ზუსტად ახლა მიდის იქ რუსებთან ომი. მიდით, გვანახეთ, რუსებთან თქვენი შეუპოვარი ბრძოლა. ოღონდ იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, მით უმეტეს თუ მიხვდები, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

,,ვისი ეშინია ამერიკას?”- ავთანდილ წულაძე

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ფაქტობრივად დაიწყო. ჯო ბაიდენი მეორე ვადით არჩევას აპირებს, ამიტომ მისი ადმინისტრაცია წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავიდა. ამომრჩეველთა განწყობა, მათი პრიორიტეტები არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თეთრი სახლის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

სოციოლოგიური კვლევის დროს მიღებული ახალი მონაცემები საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართულება არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.

გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა Newsweek-მა გამოაქვეყნა Redfield & Wilton Strategies-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 15-16 ივლისს 1500 ამერიკელ ამომრჩეველში. (https://www.newsweek.com/election-2024-poll-how-voters-feel-about-key-issues-1813658)

პირველ რიგში, ამომრჩეველს შიდა პრობლემები აწუხებს. გამოკითხულთა 60%-მა ყველაზე მნიშვნელოვან თემად ეკონომიკა დაასახელა. შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის მდგომარეობით შეშფოთებულია 33% რესპონდენტი.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 48%-ს მიაჩნია, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა 3 წლის წინ არსებულთან შედარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი უფრო წარმატებული იყო დონალდ ტრამპის დროს, ვიდრე ჯო ბაიდენის დროს. გამოკითხულთა მხოლოდ 29%-მა აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 22%-ს მიაჩნია, რომ ის უცვლელია.

ამრიგად, წინასაარჩევნოდ ჯო ბაიდენმა ყურადღება უნდა გაამახვილოს  ამერიკელების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. თეთრი სახლის პრიორიტეტული ამოცანა იქნება ამერიკელების კეთილდღეობის ამაღლება და არა საგარეო პოლიტიკა, როგორც ეს გარედან გვეჩვენება.

რაც შეეხება ამერიკელების დამოკიდებულებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საკითხებთან, ამას შიშები განაპირობებს. რომელი ქვეყანაც არ უნდა მიიჩნიონ ამერიკელებმა თავიანთი უსაფრთხოების უდიდეს საფრთხედ, იქნება ამერიკის მთავრობის ძალისხმევის სამიზნე.

ავტორიტეტულმა კვლევითმა სააგენტომ Pew Research-მა ამერიკელების საგარეო პოლიტიკური შიშების შესახებ ახალი მონაცემები წარმოადგინა. (https://www.pewresearch.org/short-reads/2023/07/27/americans-name-china-as-the-country-posing-the-greatest-threat-to-the-us/sr_2023-07 -27_us-threat-and-ally_1/) შეერთებული შტატების მთავარ საფრთხეებს შორის გამოკითხულთა 50%-მა დაასახელა ჩინეთი, 17%-მა – რუსეთი. ჩრდილოეთ კორეას გამოკითხულთა მხოლოდ 2% მიიჩნევს საფრთხედ.

 

სურათი 1. ამერიკელებმა ჩინეთს უწოდეს შეერთებული შტატების მთავარი საფრთხე.

Pew Research Center ასევე გვთავაზობს წინა წლების მონაცემებთან შედარებას, საიდანაც ირკვევა, რომ ჩინეთი ბოლო დროს ლიდერი გახდა. 2007 წელს ამერიკელებმა ირანი მიიჩნიეს შეერთებული შტატების მთავარ საფრთხედ, 2014 წელს – რუსეთი, 2019 წელს რუსეთმა და ჩინეთმა გაიზიარეს პირველი ადგილი. 2023 წლისთვის ჩინეთი ლიდერობს დიდი სხვაობით.

 

 

სურათი 2. ჩინეთი გახდა შეერთებული შტატების მთავარი საფრთხე.

 

ასევე განსხვავებებია ამერიკელების წარმოდგენაში ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეების შესახებ. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ს ეკონომიკას, ასევე აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.

რაც შეეხება რუსეთს, ამერიკელების აზრით, ის უფრო დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ვიდრე აშშ-ს ეკონომიკას.

 

 

სურათი 3. ამერიკელები ჩინეთს განიხილავენ, როგორც მთავარ საფრთხეს აშშ- ეკონომიკისათვის, ხოლო რუსეთს, როგორც საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

 

კვლევის მონაცემები საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ ამერიკული პოლიტიკის კონტურები 2024 წლის არჩევნებამდე. უპირველეს ყოვლისა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკური პრობლემების გადაჭრასა და ამერიკელების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელი ამომრჩევლები ჩინეთს აშშ-ის ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური მეტოქეობა ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ამერიკელების კეთილდღეობისთვის ბრძოლა ასევე ხდება საგარეო პოლიტიკის თემა, რადგან ის დიდწილად განპირობებულია შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაპირისპირების შედეგით.

რაც შეეხება რუსეთს, ის არ აღიქმება სერიოზულ საფრთხედ ამერიკის ეკონომიკური ძლიერებისთვის. ამერიკელების მთავარი შეშფოთება რუსეთთან მიმართ დაკავშირებულია აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებასთან.  ამიტომ რუსეთზე სანქციების და სხვა სახის ზეწოლის პოლიტიკა, ასევე უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.

ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე რუსეთთან ურთიერთობა მთავარი თემა არ იქნება. პრეზიდენტობისთვის ბრძოლის მთავარი „ფრონტი“ არის ეკონომიკა და აშშ-ის მეტოქეობა ჩინეთთან.

 

 ავთანდილ წულაძე  – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

,,FARA-ს დოკუმენტებით გავიგეთ ის, რაც ისედაც ვიცოდით”- სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერი სოზარ სუბარი FARA-ს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

„დოკუმენტებით გავიგეთ ის, რაც ისედაც ვიცოდით – ქართული რადიკალური ოპოზიცია მტრობს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და გაცხადებულად. როდესაც ფული იხარჯება საქართველოს სანქცირებაში, ეს პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაიხურება ევროკავშირის კარი. აქედანაც გამოჩნდა ქართული ოპოზიციის ცრუ ნარატივი, თითქოს ისინი იბრძვიან, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა სუბარმა.

,,პარტია არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს”- ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მათი პარტიისთვის წითელი ხაზია.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტია არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ დაადასტურა, რომ მას განახლების რესურსი არ გააჩნია. შეიძლება ვიღაცას არ სჯერა „ნაცმოძრაობის“ მიღმა ვინ ადამიანები დგანან, მაგრამ ეს ხომ ფაქტია და მოცემულობაა. გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს და წერტილი. ჩვენთვის წითელი ხაზია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ეს ორივე არის ამ ქვეყნის წარსული“, – აცხადებს ანა ბუჩუკური.