,, იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან”- ნიკოლეიშვილი

127
spot_img

ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, „ბოევიკობენ” კიდეც – სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელიც „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, თუ ასე უარყოფითად მოქმედებს ქაცარავასა და მის თანამოაზრეებზე რუსების დანახვა, შეუძლიათ პასუხი „ვივამედში” მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვონ, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს დაუთმო და სტრატეგიული ობიექტებიც რუსულ კომპანიებზე გაასხვისა.

„ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, „ბოევიკობენ” კიდეც-სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ. ისე, ასე თუ გული შესტკივათ ან გული ერევათ ნებისმიერი რუსის დანახვაზე აგერ მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20% ხონჩით მიმრთმეველი „ვივამედის” კლინიკაშია, მართალია ამბობენ ცოცხალ-მკვდარიაო, მაგრამ მაინც ცოცხალია. არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს, ზუსტად ახლა მიდის იქ რუსებთან ომი. მიდით, გვანახეთ, რუსებთან თქვენი შეუპოვარი ბრძოლა. ოღონდ იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, მით უმეტეს თუ მიხვდები, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.