Home Blog Page 1693

პრიგოჟინის თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი ნაპოვნია

პრიგოჟინის თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი ნაპოვნია. ცნობილია, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გრძელდება გენეტიკური ტესტირებები. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით კრემლის მიმართ ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა.

“ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფის და თვითმფრინავის მგზავრებს შორის. მათ შორის, ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული გარდაცვალების გარშემო. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია გარკვეული სახითაა წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა”, – ამბობს პესკოვი.შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინიც იყო. საერთაშორისო გამოცემების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

,,საქართველოსთან ურთიერთობები ვითარდება” – მედვედევი

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა“, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობები ვითარდება.

„პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ამის არ აღნიშვნა შეუძლებელია. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა“, – დასძინა მედვედევმა.

„ღამის სერენადები“ 22 სექტემბრიდან თბილისში გადმოინაცვლებს

25 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ღამის სერენადების“  ბათუმური კონცერტების დასკვნითი საღამო გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარსდნენ მსოფლიოში აღიარებული კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი, ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი,  ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე). საღამოზე აჟღერდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ. 61 (კ. ჰაინდის ვერსია ვიოლინოსა და სიმებიანი კვინტეტისთვის) ფრანს ლისტის / შარლ გუნოს – ვალსი ოპერიდან „ფაუსტი“ რალფ ვოან უილიამსის – The lark Ascending (ტოროლას აფრენა) სერგეი რახმანინოვის – „სალონური პიესები“ – უნგრული ცეკვა, თხზ.6 №2.

„ღამის სერენადები“ 22 სექტემბრიდან თბილისში გადმოინაცვლებს და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში სეხვდება.

გიორგი ისაკაძე:

ძალიან ბედნიერები ვართ. ფესტივალის პირველი სამი კონცერტი დასრულებულია, რომლებმაც უდიდესი წარმატებით ჩაიარა. კონცერტებში მონაწილეობდნენ შესანიშნავი მუსიკოსები, სოლისტები, გვქონდა ძალზედ მდიდარი ვოკალური და ინსტრუმენტალური პროგრამა. შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის არაჩვეულებრივი სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ. 61 (კ. ჰაინდის ვერსია ვიოლინოსა და სიმებიანი კვინტეტისთვის) ფრანს ლისტის / შარლ გუნოს – ვალსი ოპერიდან „ფაუსტი“ რალფ ვოან უილიამსის – The lark Ascending (ტოროლას აფრენა) სერგეი რახმანინოვის – „სალონური პიესები“ – უნგრული ცეკვა, თხზ.6 №2.

ჩვენი ფესტივალი უკვე თბილისში გაგრძელდება – 22, 23 და 24 სექტემბერს დედაქალაქში შევხვდებით მსმენელს. საფესტივალო საღამოები შედგება ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც მსმენელის წინაშე შესანიშნავი ხელოვანები წარსდგებიან.

თამარ ლიჩელი:

უბედნიერესი დღეა. „ღამის სერენადები“ კვლავ დაბრუნდა ბათუმში თავისი არაჩვეულებრივი საღამოებით. ძალიან მიხარია, რომ ამ ფესტივალის მონაწილე ვარ. ძალიან სასიამოვნოა მსმენელთან და უნიჭიერეს მონაწილეებთან შეხვედრა. ჩვენმა კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულს ჩუქნის მუსიკის მოყვარულებს ყოველ წელს.

ჰეიონ პარკი:

უბედნიერესი ვარ, რომ დავუკარი შესანიშნავ ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად. რახმანინოვისა და უილიამსის ნაწარმოებები შევასრულე და იმედია, მსმენელმა დიდი სიამოვნება მიიღო. დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება, ამ ფესტივალის მონაწილე ვყოფილიყავი.

ლელა მჭედლიძე:

უბედნიერესი ვარ, რომ ვმონაწილეობ „ღამის სერენადებში“, რომელიც ლეგენდარულმა ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ დააარსა. ამ ფესტივალს აგრძელებს ისაკაძეების გვარის წარმომადგენელი – გიორგი ისაკაძე, არ იკარგება ეს უძვირფასესი ფესტივალი და მასშტაბურად გრძელდება. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი სოლისტები გვყავდა – ჰეიონ პარკი და თათა ლიჩელი, ჩვენ კვინტეტის სახით, ანუ „საქართველოს ვირტუოზებმაც“ წარმოვადგინეთ ურთულესი პროგრამა, ეს არის ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის ახლებური ვერსია.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო  ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა,2002 -2009 წლებშიფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა.

ფესტივალი არსებობის  მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლინიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელილუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდანივ როშე”, კომპანიასარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილებისღვინის მარანი” “HOTSALE.GE”- პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანიაპსპ

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანიარუსთავი2“, ტელეკომპანიაიმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგიჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზიაერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოკლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალიამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტოპრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალისარკე“, გაზეთიაჭარა“, რადიოფორტუნადა ვებსაიტი ფორტუნა.ჯი

 

,,ტყუილსაც, ხომ მოფიქრება უნდა”- ლევან ნიკოლეიშვილი

ტყუილსაც, ხომ მოფიქრება უნდა, თან აშკარად ვხედავთ, რომ უკრაინული მედიაც რომ უმადურობითა და დეზინფორმაციის გავრცელებით თავიანთ ხელისუფლებას ემსგავსება, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, უკრაინული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოს საზღვრის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები რუსებმა ძალის გამოყენებით გაიტაცეს.

„ტყუილსაც, ხომ მოფიქრება უნდა, თან აშკარად ვხედავთ, რომ უკრაინული მედიაც რომ უმადურობითა და დეზინფორმაციის გავრცელებით თავიანთ ხელისუფლებას ემსგავსება. არსად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, უკრაინიდან წამოსულ, ომს გამორიდებულ თუ გამოქცეულ უკრაინელებს ისეთი პატივით და ღირსებით არ ექცევიან, როგორც – საქართველოში. მიუხედავად ამისა, რომ უკრაინელები ისევ ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან და თავიანთი ხელისუფლების ბიუროკრატიულ გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, უკრაინული მედია კადრულობს და მორიგ ტყუილს ავრცელებს, თითქოს, ისინი რუსეთის მხარეს გადაათრიეს და საქართველომ მათ არ უშველა! მე კი ვიცი უმადურობის და ტყუილების ასეთ გამიზნულ გავრცელებას უკრაინული მედიის მხრიდან რა ჰქვია და არც ომში ყოფნის გამო მოვერიდები თქმას, მაგრამ ამჯერად ასე გეტყვით: ღმერთმა მაგ სიმართლით გატაროთ!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

https://www.pravda.com.ua/rus/news/2023/08/25/7417118/

https://www.interpressnews.ge/…/767669-sagareo-sakmeta…

უკრაინა კონტრშეტევას არასწორად ახორციელებს – ბაიდენის ადმინისტრაცია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინა არასწორად ახორციელებს კონტრშეტევას რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინული მედია WSJ-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელები კვირების განმავლობაში ცდილობდნენ რუსეთის თავდაცვის გარღვევას და ეს პროგრესი იმაზე ნელი იყო, ვიდრე აშშ და ევროპა იმედოვნებდნენ.

ამავე დროს, გამოცემის ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ პესიმიზმი ვაშინგტონის მიერ უკრაინული კონტრშეტევის წარმატებებთან დაკავშირებით ნაადრევია და აქტიური კრიტიკა ამცირებს კიევის თვალსაჩინო მიღწევებს ბრძოლის ველზე.

„ამ კვირაში უკრაინამ მოახერხა რუსეთის თავდაცვის გარღვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ზაპოროჟიეს რეგიონში. ამ კვირაში უკრაინამ განაცხადა, რომ დაიბრუნა სოფელი რობოტინე. ის მელიტოპოლის ღერძისკენ მიმავალ გზაზეა, რომელიც მთავარია. ომის შესწავლის ინსტიტუტმა ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ჯარები უახლოვდებიან რუსეთის მეორე თავდაცვის ხაზს და აფართოებენ დარღვევებს“, – წერს გაზეთი.

გამოცემის ცნობით, უკრაინელები ჯერ კიდევ ელოდებიან დაპირებულ აბრამსის ტანკებს, რომლებიც ბრძოლის ველზე შემოდგომაზე უნდა მოვიდეს. ასევე, აკლია გამანადგურებელი აღჭურვილობა.

გამოცემის ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ბაიდენს მაინც შეუძლია გაზარდოს უკრაინული ძალების წარმატების შანსები უმოკლეს დროში მეტი იარაღის მიწოდებით.

„პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკური ბედი უკრაინის წარმატებასთან არის დაკავშირებული. კრიტიკოსებმა სწრაფად გამოაცხადეს კონტრშეტევა წარუმატებლად, მაგრამ ბაიდენს მაინც შეუძლია გაზარდოს წარმატების შანსები. უკრაინამ შესაძლოა გამოიყენოს უკეთესი იარაღი დიდი რაოდენობით რუსული თავდაცვის დასარღვევად. ეს მოიცავს შორ მანძილზე ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას, მეტ ტანკს და თვითმფრინავებს – კვირებში და არა თვეებში“, – წერს გამოცემა.

უკრაინული მედია საზოგადოება შეცდომაში შეყვანას ცდილობს – მეგრელიშვილი

საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო, ამიტომ ეს პირები რჩებიან ლარსის სასაზღვრო პუნქტში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, უკრაინული მედია ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„უკრაინული მედია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს დაახლოებით ასეთი განცხადებით: თითქოს საქართველოს საზღვარზე „გაიჭედნენ“ უკრაინელები რომლებიც რუსეთში გადაიყვანეს.

სინამდვილეში საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო და საკითხის გადაწყვეტამდე პირები რჩებიან ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში.

სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოს მიმართ ისევ გრძელდება უკრაინის მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულება, არადა საქართველომ ყველაფერი გააკეთა და დღესაც აკეთებს უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს დასახმარებლად“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ნინი შერმადინი ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის ფინალისტია

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის ფინალშია!

მომღერლის ერთ-ერთი გულშემატკივარი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ალბანა ჩაკშირი წერს, რომ მუსიკალურ სამყაროში ახალი ტინა ტერნერი გამოჩნდა.

ნინი და ამ პრესტიჟული კონკურსის კიდევ 3 ფინალისტი მსოფლიო ვარსკვლავებთან – Maroon 5, Kelly Clarkson, და OneRepublic-თან ერთად იმღერებენ.

„ნეტა, ჭკუიდან არ შევცდე და რას დავეძებ. რით გადაგიხადოთ მადლობა, რანაირად მოვიქცე, ან რა გითხრათ, არ ვიცი, მეტირება“, – წერს   სოციალურ ქსელში ნინი შერმადინი.

https://www.facebook.com/nini.shermadini.5/posts/6478782055523978?ref=embed_post

აქტიურად მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები -ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, წითელი ჯვარი. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მინდა, ყველას, თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.

სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ, ჩართული არის შსს შესაბამისი უწყების მცურავი საშუალებები, სამაშველო სამსახური, სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მდინარის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და შესაბამისად, გაზრდილია არეალი“, – აცხადებს ონის მერი.

“შესაძლოა, თხილის რეალიზაცია მოხდეს 6-7 ლარადაც“ – გიორგი თოდუა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას განცხადებით, ფერმერებმა, ვინც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და თხილის მოვლა-შეწამვლა შესაბამისი აგრო ვადებით ჩაატარა, წელს საუკეთესო ხარისხი მოსავალი მიიღეს, ხოლო მათ ვისაც, შესაბამისი სამუშაოები არ განუხორციელებია, შედარებით ცუდი მოსავალი აქვთ. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„წინა წლებში ასე იყო და დღესაც ასეა – თუ უმაღლესი ხარისხის თხილი აწარმოვა ფერმერმა, სარეალიზაციო ფასიც ექნება მისაღები და ვინც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ აწარმოვა კარგი ხარისხის თხილი, ბუნებრივია, ექნებათ უფრო დაბალი შემოსავალი“, – განაცხადა გიორგი თოდუამ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ფერმერთა ნაწილმა სახელმწიფო სუბსიდია მიიღო, თუმცა აგრო სამუშაოები არ ჩაატარა.

,,ფერმერების ნაწილმა, რომლებმაც იმის მიუხედავად, რომ მიიღეს სახელმწიფო სუბსიდია და თხილნარი ვერ შეწამლეს, თუნდაც უამინდობის ან დროის უქონლობის გამო, თხილის ხარისხი, ცხადია, კარგი არ იქნება. ამიტომაც, ამ შემთხვევაში არის ფასის განსხვავებაც, სხვაობა ხშირად ორი ლარი და მეტია. დღეის მდგომარეობით, შესაძლოა, რეალიზაცია მოხდეს 6-7 ლარადაც“, – აღნიშნა გიორგი თოდუამ.

იმისათვის, რომ ფერმერებმა თხილის რეალიზაციით მაღალი ფასი მიიღონ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ საჭიროა მიმართოთ საშრობებს. საშრობებში მოქმედ ლაბორატორიებში გამოკვლევით დადგინდება რა ხარისხის თხილი გვაქვს და რა იქნება სარეალიზაციო ფასი.

„4 წელი ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ… მომდევნო 8 წელი გულში ჩახუტებულმა გატარე… ახლა სად გაგიშვა?”

შოვში ტრაგიკულად დაღუპულ გვანცა ბუბაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან.

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს გვანცას მასწავლებელი, ლიკა ჭუმბურიძე და წერს:

„4 წელი ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ❤მომდევნო 8 წელი გულშიჩახუტებულმა გატარე❤ახლა სად გაგიშვა, როგორ????

ეს ჩემი გვანცაა…მხიარული, ერთგული, უღალატო, ძლიერი….❤

ჩემი და შენი კლასელების დიდი ტკივილი იქნები მუდამ ❤

შენი ხმა, სიცილი, გამოხედვა, ეშმაკუნა თვალები მუდამ ჩემს გობენაში იქნება..

შეგხვდები, როცა უფალი ინებებს“ – წერს ლიკა ჭუმბურიძე და გვანცას ფოტოებს გვიზიარებს.

კაპროვანში, ზღვაში 30 წლამდე კაცი დაიხრჩო

კაპროვანში, ზღვაში 30 წლამდე კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კაცი ზღვაში გუშინ გაუჩინარდა. მისი ცხედარი მაშველებმა წყლიდან დღეს ამოიყვანეს.

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ზუგდიდს სპეციალიზებული მიკროავტობუსები გადასცა

,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი – საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ – ეს არის ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ ქალაქს სპეციალიზებული მიკროავტობუსები გადასცა.

ზუგდიდი პირველი ქალაქია ქვეყნის მასშტაბით, სადაც პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტი ზუგდიდში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.