„ღამის სერენადები“ 22 სექტემბრიდან თბილისში გადმოინაცვლებს

96
spot_img

25 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ღამის სერენადების“  ბათუმური კონცერტების დასკვნითი საღამო გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარსდნენ მსოფლიოში აღიარებული კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი, ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი,  ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე). საღამოზე აჟღერდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ. 61 (კ. ჰაინდის ვერსია ვიოლინოსა და სიმებიანი კვინტეტისთვის) ფრანს ლისტის / შარლ გუნოს – ვალსი ოპერიდან „ფაუსტი“ რალფ ვოან უილიამსის – The lark Ascending (ტოროლას აფრენა) სერგეი რახმანინოვის – „სალონური პიესები“ – უნგრული ცეკვა, თხზ.6 №2.

„ღამის სერენადები“ 22 სექტემბრიდან თბილისში გადმოინაცვლებს და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში სეხვდება.

გიორგი ისაკაძე:

ძალიან ბედნიერები ვართ. ფესტივალის პირველი სამი კონცერტი დასრულებულია, რომლებმაც უდიდესი წარმატებით ჩაიარა. კონცერტებში მონაწილეობდნენ შესანიშნავი მუსიკოსები, სოლისტები, გვქონდა ძალზედ მდიდარი ვოკალური და ინსტრუმენტალური პროგრამა. შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის არაჩვეულებრივი სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ. 61 (კ. ჰაინდის ვერსია ვიოლინოსა და სიმებიანი კვინტეტისთვის) ფრანს ლისტის / შარლ გუნოს – ვალსი ოპერიდან „ფაუსტი“ რალფ ვოან უილიამსის – The lark Ascending (ტოროლას აფრენა) სერგეი რახმანინოვის – „სალონური პიესები“ – უნგრული ცეკვა, თხზ.6 №2.

ჩვენი ფესტივალი უკვე თბილისში გაგრძელდება – 22, 23 და 24 სექტემბერს დედაქალაქში შევხვდებით მსმენელს. საფესტივალო საღამოები შედგება ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც მსმენელის წინაშე შესანიშნავი ხელოვანები წარსდგებიან.

თამარ ლიჩელი:

უბედნიერესი დღეა. „ღამის სერენადები“ კვლავ დაბრუნდა ბათუმში თავისი არაჩვეულებრივი საღამოებით. ძალიან მიხარია, რომ ამ ფესტივალის მონაწილე ვარ. ძალიან სასიამოვნოა მსმენელთან და უნიჭიერეს მონაწილეებთან შეხვედრა. ჩვენმა კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულს ჩუქნის მუსიკის მოყვარულებს ყოველ წელს.

ჰეიონ პარკი:

უბედნიერესი ვარ, რომ დავუკარი შესანიშნავ ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად. რახმანინოვისა და უილიამსის ნაწარმოებები შევასრულე და იმედია, მსმენელმა დიდი სიამოვნება მიიღო. დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება, ამ ფესტივალის მონაწილე ვყოფილიყავი.

ლელა მჭედლიძე:

უბედნიერესი ვარ, რომ ვმონაწილეობ „ღამის სერენადებში“, რომელიც ლეგენდარულმა ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ დააარსა. ამ ფესტივალს აგრძელებს ისაკაძეების გვარის წარმომადგენელი – გიორგი ისაკაძე, არ იკარგება ეს უძვირფასესი ფესტივალი და მასშტაბურად გრძელდება. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი სოლისტები გვყავდა – ჰეიონ პარკი და თათა ლიჩელი, ჩვენ კვინტეტის სახით, ანუ „საქართველოს ვირტუოზებმაც“ წარმოვადგინეთ ურთულესი პროგრამა, ეს არის ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის ახლებური ვერსია.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო  ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა,2002 -2009 წლებშიფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა.

ფესტივალი არსებობის  მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლინიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელილუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდანივ როშე”, კომპანიასარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილებისღვინის მარანი” “HOTSALE.GE”- პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანიაპსპ

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანიარუსთავი2“, ტელეკომპანიაიმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგიჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზიაერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოკლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალიამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტოპრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალისარკე“, გაზეთიაჭარა“, რადიოფორტუნადა ვებსაიტი ფორტუნა.ჯი