Home Blog Page 1688

Коба Кобаладзе почтил память героев, погибших в борьбе за свободу Грузии и Украины

29 августа – День памяти героев, погибших в борьбе за независимость, суверенитет и территориальную целостность Украины. В связи с этим днем директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе и представители посольства Украины, на озере Лиси в парке имени героев, борющихся за свободу Грузии и Украины возложили венки к мемориалу героев, воюющих за свободу Грузии и Украины, и почтили их память.

К мемориалу также пришли первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов Николай Квезерели, советник директора Владимир Имнадзе, начальник департамента регионального управления Леван Амиридзе, представители Государственной службы по делам ветеранов и общества “Молодежь и ветераны за национальную оборону и безопасность”.

Днем памяти защитников Украины 29 августа был объявлен по решению президента Украины Владимира Зеленского в 2019 году.

შოვში ზაზა მესხის გარდაცვალება დადასტურდა

შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ზაზა მესხის დაღუპვა დნმ ანალიზით დადასტურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მესხის ოჯახის წევრი, რაფაელ გოგიტიძე ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, ორი ბავშვის ცხედარი ისევ იძებნება.

„დნმ“ ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად, ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნება – ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში ჩვენს გულებში”, – წერს რაფაელ გოგიტიძე.

კობა კობალაძემ საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

29 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა, ლისის ტბაზე, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ – „ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები.

29 აგვისტო, უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოცხადდა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ისევ მაღალი სავალუტო ინტერვენციები

ივლისში სებ-მა 278.5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ეს ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და ასევე, მთლიანობაში, თვის განმავლობაში გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგია. ეს უკანასკნელი, წინა თვესთან შედარებით, ლარის დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის სესხების მეტ ზრდაში აისახება, რაც სავალუტო ბაზარზე ერთდროულად ლარზე მოთხოვნასა და დოლარის მიწოდებას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის შეფასება, რომ სამომავლოდ ლარის გამყარება ნაკლებალბათურია, კვლავ ძალაშია.

წინა კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა ივლისის ექსპორტისა და იმპორტის დეტალური ჩაშლა. თვალსაჩინოა, რომ წლიური ზრდის შემცირებაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების კლებამ არსებითი როლი შეასრულა. ამასთან, აღსანიშნავია საინვესტიციო იმპორტის კვლავ მზარდი დინამიკა, რაც მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი ტენდენციაა.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

R

“რუსულმა გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე უკრაინული დრონი გაანადგურა” – თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დღეს, მოსკოვის დროით, დაახლოებით,12:00 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე. უპილოტო საფრენი აპარატი საზღვაო ავიაციის თვითმფრინავმა შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურა“, – აცხადებენ უწყებაში.

“როგორც კი ბრიუსელიდან იმედიანი განცხადება კეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდება”

როგორც კი ბრიუსელიდან იმედიანი განცხადება კეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდება, მაგრამ ეს კრუნჩხვებიც განსხვავებულია, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადების კომენტირებისას.

„ვაშაძე ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, რომ შემდეგ ზღაპრებს ჰყვება, ქარის წისქვილებს ებრძვის და თავის ზღაპრებს ისე ჰყვება, რომ მისი პარტიაც არ იჯერებს და გამოღვიძებულს ეუბნებიან, შენი პარტია ჩამოიშალა და „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნდიო. „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, მევენახე ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბევრი ღვინო დაწუროს, მაგრამ მას ფანტაზიებში გვარამიამ ჩაუსვარა, რადგან უთხრა, ღვინოზე რა განცხადებები გაქვს გაკეთებული, გაგახსენდესო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ძალიან რთულია ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის კონტროლი”

არავითარი განსაკუთრებული ინტერესი არ გვქონდა, რომ პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქცია ერთი უწყებიდან მეორეში გადასულიყო – ევროკომისიის რეკომენდაციებს გავყევით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქციის აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადატანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის კონტროლი რთულია, ამას ვერ ახერხებდა აუდიტის სამსახური და სავარაუდოდ, იგივე პრაქტიკა გაგრძელდება ანტიკორუფციულ სამსახურშიც.

„თავის დროზე ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, ანტიკორუფციულ სამსახურში მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა, ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა პარტიების ფინანსების კონტროლი, სწორედ ამის გამო, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად გადავიდა ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ სამსახურში. ეს იყო ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა ახალ სამსახურში. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით ამ ფუნქციის სადმე გადატანას.

კონსტიტუციასთან თავსებადობა იყო ეჭვქვეშ, როცა აუდიტის სამსახურში იყო ეს ფუნქცია, რადგან მითითებულია კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო სახსრებს მეთვალყურეობს აუდიტის სამსახური და არა პარტიულს სახსრებს. ამიტომ კონსტიტუციასთან თავსებადობის საკითხი იდგა, რაზეც ვენეციის კომისიაც საუბრობდა თავის დროზე, რომ ეს ფუნქცია აუდიტიდან სადღაც სხვაგან წასულიყო, ამას დაემატა ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო ფუნქციების თავმოყრა ახალ სამსახურში, ჩვენ გავყევით ევროკომისიის რეკომენდაციას, არავითარი განსაკუთრებული ინტერესი არ გვქონდა, რომ ეს ფუნქცია ერთი უწყებიდან მეორეში გადასულიყო. აუდიტის სამსახურზე პრეტენზიები ნაკლებად იყო, მე არ მახსენდება პრეტენზიები, მიუხედავად იმისა, რომ დაუჯარიმებია არაერთი პარტია, მგონი, ჩვენც შეგვეხო რამდენიმე ჯარიმა ამ წლების განმავლობაში, შემოწირულებების და ხარჯების გამო, არის ხოლმე მათ შორის, ტექნიკური და არატექნიკური ხარვეზები. თუმცა, პრეტენზიები დიდად არ ყოფილა აუდიტის სამსახურის მიმართ. საერთო პრობლემა რაც იკვეთებოდა (რაც აუდიტის სამსახურის ბრალი არ იყო) იყო ის, რომ საქართველოში ვერ ხერხდებოდა შავი ფულის კონტროლი, როგორც არჩევნების დროს, ისე, ზოგადად, პოლიტიკაში. არიან ოლიგარქები, რომლებიც ღიად აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს, აღიარება აქვთ ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, მაგრამ ეს ფული არსად ჩანს, ერთი მხრივ, აუდიტის სამსახურის საქმიანობა არ იყო პრეტენზიების საგანი, მაგრამ მისი საქმიანობით, არა მისი ბრალეულობით, წარმატებულად ვერ ხერხდებოდა პოლიტიკური ფულის კონტროლი. მგონია, რომ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება ანტიკორუფციული სამსახურის შემთხვევაშიც, ძალიან რთულია შავი ფულის კონტროლი ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა კობახიძემ.

“გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს” – ირაკლი კობახიძე კარასინის განცხადებაზე

განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ.სუვერენიტეტის აღიარებაზე.

კობახიძის თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება.

„ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს. ჩვენ ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით ყველაფრის მიუხედავად წარმატებული იყო“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე იყო საუბარი, რატომ შემოიტანეს ეს თემა რუსეთიდან, კობახიძე ასე პასუხობს:

„არ ვიცი, მე არ მინდა საერთოდ ამ თემას ჩავუღრმავდე. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან დიდი მიღწევა და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და რა თქმა უნდა, ვერავითარი განცხადებები ამაში ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება.

„რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების წინ წაწევისკენ მიმართულ მუშაობას გააგრძელებს“, – განაცხადა კარასინმა.

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აუცილებლად იქნება” – გია ვოლსკი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აუცილებლად იქნება – საქართველო გაცილებით უფრო მძლავრ პოზიციაზე დგას! – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ვერავინ, ვერც ერთმა საერთაშორისო კომისიამ ვერ დაადასტურა, რომ არსებობს რუსეთისათვის ხელშეწყობის რაღაც მექანიზმი.

მისივე შეფასებით, არანაირი საფუძველი არა აქვს იმაზე საუბარს, თითქოს საქართველომ რუსეთთან ის ურთიერთობა ააწყო, რომელიც მას ევროპულ გზაზე ხელს შეუშლის.

„ეს არის დემაგოგიური და თავს მოხვეული საინფორმაციო შეტევა საზოგადოებაზე, რათა როგორმე ხალხი დაარწმუნონ, რომ აუცილებელია რევოლუცია. რევოლუციის აუცილებლობა კი რადიკალურ ოპოზიციაში განპირობებულია იმით, რომ მათ არჩევნებში პერსპექტივა არ გააჩნიათ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება უშუალოდ სტატუსის მიღებას, მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„პერსპექტივაში 2030 წელს გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, იმიტომ, რომ როგორც მაკრონი ამბობს, დღეს ამ 27 წევრშიც კი არ არის სინქრონიზაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულებებზე უარი უნდა ვთქვათ, პირიქით, არსებობს ასოცირების ხელშეკრულება და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები. როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და არ არსებობს კონსენსუსი, ვინაიდან ათეული წლებია კანდიდატის სტატუსით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში გარკვეული ქვეყნები, მათ შორის ყველაზე დიდი ხანი თურქეთი და ყველა დანარჩენი სხვა.

ნიკა გვარამია სხვაზე უფრო მეტად არის ამ საკითხებში ჩახედული, ან უფრო საღად მსჯელობს, ვინაიდან მან პირველმა დაინახა ის, რომ ამ თემით მანიპულირება არის უაზრო და უადგილო, აქედან გამომდინარე, მარტივ ფორმულირებას სთავაზობს თავის მომხრეებს, (ის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია), რომ იარონ ერთი გზით, პრიმიტიული ფორმულით – საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში კანდიდატის სტატუსის არმიღება უნდა დაუკავშირდეს ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს ის, რომ სტატუსს ვერ მიიღებს, ანუ ყველამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 “აპოკალიფსი სულ უფრო ახლოსაა” – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის გადაწყვეტილებას ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმების განხორციელების შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობის იურიდიულად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.

აღნიშნულ განცხადებას მედვედევი Telegram-ზე აქვეყნებს.

„უკრაინამ განაცხადა, რომ შეათანხმა ნებისმიერი დარტყმის განხორციელება ყოველივე რუსულზე, მაგალითად ყირიმზე. თუ ეს სიმართლეა (და ამაში ეჭვიც არ გვაქვს), ეს სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს დასავლეთის თანამონაწილეობის პირდაპირი იურიდიულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. რაფინირებული casus belli (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი), ხოლო რუსეთისთვის jus ad bellum (ომის გამოცხადება) ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობაა ყველას და თითოეულის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებში“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, აპოკალიფსი სულ უფრო ახლოს არის.

“შარლ მიშელმა ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებს”

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დიდი ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებს, თურმე ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის გადაიწევს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ეს გზავნილი დიდი იმედგაცრუებაა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უკვე ათეული წლებია, ელიან.

„ევროპულ მედიაში არის ცხარე კამათი ბრიუსელის ფარისევლობაზე სხვადასხვა საკითხზე. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დიდი ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებს. თურმე ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის გადაიწევს. ეს უდიდესი იმედგაცრუებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი უკვე ათწლეულებია აქვთ და ამაოდ ელოდებიან რეალური ნაბიჯის გადადგმას. რა გამოდის? 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება 2030-მდე გადაიდო? საქართველოს არ ჰყავს ფლიდი ხელისუფლება. ყველა რჩევა რუდუნებით სრულდება. სამწუხარო მოცემულობაა, რომ გვყავს მოღალატე „ნაცოპოზიცია“, რომელიც ევროინტეგრაციას კი არა და სახელმწიფოს მტრობს ყველა შესაძლო ვითარებაში. „ნაცჭაობი“ დასაშრობია!” – წერს აბაშიძე.