Home Blog Page 1684

სტოლტენბერგი, ზელენსკის თხოვნით, უკრაინა-ნატოს საბჭოს იწვევს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, განიხილონ.

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი ნატო-უკრაინის საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა.

„ბატონ სტოლტენბერგთან მარცვლეული დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები განვიხილეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით – უკრაინა-ნატოს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგი] წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ლეონიძის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სროლა იყო.

შემთხვევა გუშინ, 22 ივლისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ავტომობილიდან პნევმატიკური იარაღით რამდენჯერმე გაისროლა.

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება ჯანდაცვის სამინისტროში ხვალიდან დაიწყება.

საჭიროა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტი, ფორმა ასი, რომელიც უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ნებისმიერი დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც ბავშვის, ისე განმცხადებლის.

დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ, განმცხადებელს დაუკავშირდებიან „სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლები და დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ ბავშვთა ონკოლოგიის პროგრამასთან დაკავშირებით.

„ვაგნერის“ მებრძოლები პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას მთხოვენ” – ლუკაშენკო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ.

მისი თქმით, „ვაგნერელები“ მათ „ძაბავენ“, რადგან დასავლეთით „ექსკურსიაზე“ წასვლა სურთ.

„შეიძლება, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი. „ვაგნერელებმა“ ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. „დასავლეთით გვინდა. ნება დაგვრთეთ“. ვეუბნები, რა გინდათ დასავლეთში? „ვარშავაში, ჟეშუვში ექსკურსიაზე წასვლა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.

ლუკაშენკოს თქმით, შეთანხმების თანახმად, მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში ჰყავს განთავსებული და მათი დასავლეთში გადაყვანა არ სურს.

„როგორც შევთანხმდით, მე ისინი მყავს ბელარუსის ცენტრში, არ მინდა მათი იქ გადაყვანა, რადგან ცუდი განწყობები აქვთ. უნდა აღნიშნოს, რომ მათ იციან, რა ხდება სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე მიიტანა რუკა, სადაც თითქოსდა ასახულია პოლონეთის სამხედრო დანაყოფების ბელარუსის საზღვრებთან განთავსება. ლუკაშენკოს მტკიცებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბრესტთან და გროდნოსთან არიან დისლოცირებული.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

„24 ივლისს დღის ბოლოდან 26 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,არის არჩევანი – უბედურება თუ წესიერი ცხოვრება”- მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის თქმით, წლებია მიხეილ სააკაშვილი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის, თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს, მისი ყველა მცდელობა, დამარცხებისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან ბოდბეში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იხსენებს 2012 წლის არჩევნებს, როდესაც მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება ხალხმა გააძევა და არჩევანი არა ძალადობაზე და სისხლიან რეჟიმზე, არამედ მშვიდობაზე გააკეთა.

„შუქურა სააკაშვილმა, იცით როგორც დაამთავრა. 2007 წლიდან 16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთონ არ გამოუვათ, რაც არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ ჩვენ არავის არ მივცეთ უფლებას რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ჭკუაზე გვატაროს ჩვენი ერი. ჩვენ ვიცით მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აუცილებელია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენს ღირსებას არ შევალახვინებთ არავის და არც ჩვენ არ შევეხებით ჩვენს ღირსებას. 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა და ესენი არჩევნებით არ წასულან, არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა. გახსოვთ როგორი ძალადობა იყო. იძულებულები გახდნენ იმიტომ, რომ თუ არ წავიდოდნენ, სისხლიანი ის წავიდოდა და მათი მხარდამჭერი არავინ იქნებოდა. კიდევ კარგი ქართველებმა 90-იან წლებში ჭკუა ვისწავლეთ და ერთმანეთს იარაღით აღარ ვებრძვით. ჩვენ არ ვდგავართ არჩევანის წინაში ცუდი თუ უარესი. არის არჩევანი – უბედურება თუ წესიერი ცხოვრება. ცუდის არჩევა თუ კარგისკენ სწრაფვა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა .

,,რა საცოდავები არიან, როგორი მძიმე სამუშაო აქვთ”- ნინო ფოჩხუა

ბიძინა ივანიშვილის ქონების დევნას, თვლასა და რჩევების მიცემაში თუ სად და როგორ განათავსოს თავისი ქონება, ბლექ-ნოდარას და მისი „გამომძიებელ ჟუუუურნალისტთა“ ჯგუფის ახალგაზრდული წლები გავიდა, დაბერდნენ თვალსა და ხელს შუა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ქონების გარეშე დატოვების შესახებ.

ფოჩხუას თქმით, ოპოზიციური არხების ჟურნალისტები ჩასაფრებულები არიან თუ როდის გაასხვისებს ივანიშვილი საკუთარ ქონებას.

„ბიძინა ივანიშვილის ქონების დევნას, თვლასა და რჩევების მიცემაში თუ სად და როგორ განათავსოს თავისი ქონება,
ბლექ-ნოდარას და მისი „გამომძიებელ ჟუუუურნალისტთა“ ჯგუფის ახალგაზრდული წლები გავიდა, დაბერდნენ თვალსა და ხელს შუა.

ე.ი. წარმოიდგინეთ, ათენებენ და აღამებენ რეესტრის საიტზე, სულ წამებში აქვთ დათვლილი, როდის, რომელ საათზე გაასხვისა ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი ქონება.

რა საცოდავები არიან, როგორი მძიმე სამუშაო აქვთ. ესეც ივანიშვილების კართან ატუზული უკვე დაბერებული (რეალტვ-ში ფეხადგმული) ბლექ-ნოდარას ჟუუურნალისტი“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

,,რა მძიმე განაჩენია ნებისმიერი ნაცვასალი „ჟურნალისტისთვის”- აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ „ბერა ქონების გარეშე დატოვეს”.

აბაშიძის თქმით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ მსგავსი სიყალბის გამავრცელებელი დესტრუქციული აქტორები ვერაფერს მიაღწევენ.

“რა მძიმე განაჩენია ნებისმიერი ნაცვასალი “ჟურნალისტისთვის” – დაბერდე ე.წ. პროფესიაში, ვერაფერს მიაღწიო ბოროტი სიყალბით და ხალხმა მოგიძულოს. უვიცობაზე, მენტალურ გოიმობაზე აღარ მაქვს აქცენტი. ბიძინა ივანიშვილმა “ცა გადაკეტა”, “ზღვა დააშრო”, ახლა კი “შვილები დატოვა ულუკმაპუროდ”. წესით, კელი დეგნანისთვის და მისნაირი დესტრუქციული აქტორებისთვის უკიდურესი იმედგაცრუება უნდა იყოს, რომ გადის წლები და სექტის ჟურნალისტები გამოუსწორებელ უწიგნურებად რჩებიან”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

იტალია ბავშვების დაბადების მოწმობებიდან ლესბოსელი დედების სახელების ამოღებას იწყებს

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონის მიხედვით, ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ქალაქ პადუაში შვილების დაბადების მოწმობიდან არაბიოლოგიური ლესბოსელი დედების სახელებს დაბადების მოწმობიდან ამოიღებენ. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

საუბარია იტალიელი ქალების 33 ბავშვის დაბადების მოწმობაზე, რომლებმაც ხელოვნური განაყოფიერება საზღვარგარეთ ჩაიტარეს, ხოლო შემდგომ თავიანთი შვილები პადუას მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის სერჯო ჯორდანის ხელმძღვანელობის დროს დაარეგისტრირეს.

როგორც CNN პროკურორებზე დაყრდნობით იტყობინება, 20 ივლისის მდგომარეობით 27 დედის სახელი ამოიღეს დაბადების მოწმობიდან.

„როდესაც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა პირობა დადო, რომ დაბადების მოწმობიდან ამოიღებდა „დედა“-ს და „მამა“-ს, მაგრამ მან დაპირება არ შეასრულა, ნაცვლად ამისა კი, მისმა მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას უბრძანა, შეეწყვიტათ ერთი და იმავე სქესის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია ორივე მშობლის სახელით. ახლა კი დაბადების მოწმობაში შეიძლება მხოლოდ ბიოლოგიური მშობლის აღნიშვნა“, – წერს მედიასაშუალება.

არატრადიციული გაერთიანებებისა და ორიენტაციების მხარდამჭერები აქტიურად ეწინააღმდეგებიან იტალიის ხელისუფლების ქმედებებს, ხოლო თავად იტალიის პრემიერს „ფაშისტს“ უწოდებენ.

„სუროგაცია იტალიაში არალეგალურია და გეი ქორწინება ლეგალიზებული არ არის. იმის გამო, რომ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ურთიერთობები არ არის აღიარებული კანონით, არაბიოლოგიურმა მშობელმა შვილად აყვანისთვის მთავრობას უნდა მიმართოს.

პადუა პირველი ქალაქია იტალიაში, რომელმაც დაბადების მოწმობები გააუქმა, უფლებადამცველი ჯგუფები შეშფოთებულნი არიან, რომ სხვა რეგიონებიც, იგივე გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – წერს მედიასაშუალება.

ბელარუსის პრეზიდენტი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა

Лукашенко прибыл в Санкт-Петербург, где встретится с Путиным Президент Беларуси Александр Лукашенко прибыл с рабочим визитом в Российскую Федерацию. В Санкт-Петербурге состоится встреча с Президентом России Владимиром Путиным, в ходе которой главы государств обсудят развитие сотрудничества в различных сферах, международную проблематику. На снимке: Александр Лукашенко прибыл в Санкт-Петербург. Фото Андрея Стасевича, БЕЛТА.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.

ორი დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთის ლიდერებს, სავარაუდოდ, “ნატოს ქოლგის” ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნის იმედი აქვთ, რათა უშუალოდ ჩაერიონ უკრაინის კონფლიქტში და თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მიიტაცონ.

პუტინის მტკიცებით, ისინი ბელარუსის მიწებზეც ოცნებობენ.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის რეჟიმის პოლიტიკა მათი საქმეა და რუსეთი არ ჩაერევა. რაც შეეხება ბელარუსს, ის საკავშირო სახელმწიფოს ნაწილია და მის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას.

„ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, – აღნიშნა პუტინმა.

ბათუმში, სასტუმროს 22-ე სართულიდან მოქალაქე გადმოვარდა

ბათუმში, “ორბი სითის” 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა.

შემთხვევა დღეს, 23 ივლისს გამთენიისას მოხდა. სასტუმრო კომპლექსის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს, თუმცა კომენტარს არ აკეთებს.

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილას მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.