მეუფე იაკობის თქმით, წლებია მიხეილ სააკაშვილი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის, თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს, მისი ყველა მცდელობა, დამარცხებისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან ბოდბეში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იხსენებს 2012 წლის არჩევნებს, როდესაც მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება ხალხმა გააძევა და არჩევანი არა ძალადობაზე და სისხლიან რეჟიმზე, არამედ მშვიდობაზე გააკეთა.
„შუქურა სააკაშვილმა, იცით როგორც დაამთავრა. 2007 წლიდან 16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთონ არ გამოუვათ, რაც არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ ჩვენ არავის არ მივცეთ უფლებას რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ჭკუაზე გვატაროს ჩვენი ერი. ჩვენ ვიცით მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აუცილებელია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენს ღირსებას არ შევალახვინებთ არავის და არც ჩვენ არ შევეხებით ჩვენს ღირსებას. 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა და ესენი არჩევნებით არ წასულან, არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა. გახსოვთ როგორი ძალადობა იყო. იძულებულები გახდნენ იმიტომ, რომ თუ არ წავიდოდნენ, სისხლიანი ის წავიდოდა და მათი მხარდამჭერი არავინ იქნებოდა. კიდევ კარგი ქართველებმა 90-იან წლებში ჭკუა ვისწავლეთ და ერთმანეთს იარაღით აღარ ვებრძვით. ჩვენ არ ვდგავართ არჩევანის წინაში ცუდი თუ უარესი. არის არჩევანი – უბედურება თუ წესიერი ცხოვრება. ცუდის არჩევა თუ კარგისკენ სწრაფვა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა .