Home Blog Page 1682

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა – საინტერესო ფაქტები

დღესასწაულს საფუძველი  1923 წლის 23 აპრილს  კატალონიაში ჩაეყარა. ძველისძველი კატალონიური ტრადიციის მიხედვით, ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ.

იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მყიდველი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონათ და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს.

მართალია, დღესასწაულის დაარსებას წიგნების გაყიდვის იდეა უძღოდა წინ, მაგრამ ამ ფაქტს რომ ხალხი არ გაეღიზიანებინა გილდიის წარმომადგენლებმა გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა…

23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ და ამავე დროს,  ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა.
1995 წელს კატალონიამ იუნესკოს ამ დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა  და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა.

იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს “თეთრი წიგნის კვირეულით” აღნიშნავენ და დიდი ბრიტანეთი, სადაც “წიგნის მსოფლიო დღე” დიდ დღესასწაულად იქცა.

წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე, საქართველოში…

2003 წლიდან „წიგნის დღე“ ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება.

ინდონეზიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ინდონეზიაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში თავდაპირველად 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც კიდევ ერთი, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღით ადრე, 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის სიახლოვეს, მოლუკის ზღვის რეგიონში.

მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ პირველადი ინფორმაცია არ გავრცელებულა და მნიშვნელოვანი ზარალი ნაკლებად სავარაუდოა. შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს, სანამ ხელისუფლება შეძლებს ზიანის ყოვლისმომცველი შეფასებას, განსაკუთრებით შორეულ რაიონებში. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მსუბუქი და ზომიერი ბიძგები. მოვლენას არ მოჰყოლია ცუნამის გაფრთხილება.

ოფიციალურმა პირებმა შეიძლება დროებით დახურონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მიწისძვრის ზონაში ზიანის შესამოწმებლად. მცირე შეფერხებები შეიძლება მოხდეს გამორთვის დროს, მაგრამ სერვისი, სავარაუდოდ, სწრაფად განახლდება, თუ დაზიანება არ არის ნაპოვნი. შესაძლებელია კომუნალური გათიშვა, განსაკუთრებით მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს.

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია gwp ავრცელებს.

განცხადების მიხედვით:

გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა ქ. 3 შეს. N 16 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:00-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
გმირ კურსანტთა ქ. 

საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქ. N 18ა თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:40-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
ჟიული შარტავას ქ. N16 N18.

ჩუღურეთის რაიონში, გოგი დოლიძის ქ. N 5 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:10-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
გოგი დოლიძის, ფიროსმანის და გოგოლის ქუჩებს.

,,გაერო გეგმავს ევაკუაციის პროცედურების დაწყებას”- შალვა კიკნაძე

სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია, როგორც ჩემი თანამშრომლები მეუბნებიან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, გაერო გეგმავს ევაკუაციის პროცედურების დაწყებას. უბრალოდ ჯერ არ არის დაზუსტებული დრო, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განუცხადა.

„ისევ და ისევ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ დაგვიზუსტოს დრო და ადგილი – სად უნდა შეიკრიბოს ეს ხალხი და საიდან უნდა განხორციელდეს ევაკუაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ შევძლებთ მივიდეთ საჰაერო ხომალდთან და შევამოწმოთ მისი მდგომარეობა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, შეძლებს თუ არა ჩვენი საჰაერო ხომალდი გამოფრენას“, – აცხადებს კიკნაძე.

არეულობა სუდანში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, 15 აპრილს დაიწყო. უკვე ერთი კვირაა რაც სუდანის მოსახლეობა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირების პირობებში ცხოვრობს. ქვეყანაში პროდუქტის, სასმელი წყლისა და ელექტრომომარაგების კრიზისი დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

რუსეთიდან 20-ზე მეტ გერმანელ დიპლომატს გააძევებენ

რუსეთი ქვეყნიდან 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების გაძევების საპასუხოდ მიიღეს.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ამ ნაბიჯით ბერლინი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების განადგურების კურსს აგრძელებს.

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

24-25, აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. ასევე იგეგმება ორმხრივი შეხვედრები როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. ვიზიტში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.

წელს, კონფერენციის განხილვის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის რეაგირება იქნება. ყოველწლიური ფორუმი, მიზნად ისახავს პარლამენტარიზმის როლის გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.

რუსეთის სარდლობა პუტინს არწმუნებს, რომ თავდაცვაზე გადასვლაა საჭირო – ISW

რუსეთის სარდლობა ცდილობს, ვლადიმერ პუტინი დაარწმუნოს, რომ თავდაცვით სამხედრო ოპერაციებზე გადასვლაა საჭირო. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ( ISW) ანგარიშშია საუბარი.

სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და ასევე „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი სავარაუდოდ, სათანადოდ აფასებენ უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის საფრთხეს, თუმცა მათ პუტინისთვის ამ აზრის პირდაპირ თქმა უჭირთ.

ამასთან, როგორც ISW წერს, პუტინი დაჟინებით მოითხოვს, კონტრაქტორები შეტევების გასაძლიერებლად იქნან გაგზავნილი, რითაც, ექსპერტების შეფასებით, ელიტარული დანაყოფების უსარგებლო ბრძოლებში გაწირვა უწევთ“.

თუმცა, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინს სხვა გეგმები აქვს.

„პრიგოჟინი და ულტრანაციონალისტური საზოგადოების ზოგიერთი ფრთა შესაძლოა ცდილობდნენ რუსული შიდა მედია სივრცის მომზადებას გაყინული ფრონტის ხაზების პერსპექტივისთვის, რომელიც პოტენციურად, ახლოს იქნება 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით არსებულ ხაზებთან“, – ნათქვამია ანგარიშში. 

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო”- „ვივამედი”

„ვივამედის“ ექიმის თამარ ჭანტურიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა.

როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს, როგორც დედამისი, გიული ალასანია აღნიშნავს, გუშინ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, თუმცა როდესაც მასთან ექთანი იყო, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„მიხეილ სააკაშვილთან სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ საყურადღებო. აღენიშნება სისუსტე, თავბრუს ხვევა, წამოდგომისას წონასწორობის დაკარგვა. სიცხე გუშინ, დღის მანძილზე 37 იყო მაქსიმალური. რაც შეეხება წნევას, გონების დაკარგვის შემდეგ, როგორც აღნიშნეს, ჰქონდა 90/60-ზე, შემდეგ უკვე 130/90-ზე. დედამისისა და პაციენტის გადმოცემით, სავარძლიდან წამოდგომისას ჰქონდა გონების დაკარგვა და დავარდა. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა და გონების კარგვა არ ჰქონია, როგორც კი შევედით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო, აღენიშნებოდა თავბრუსხვევაც. ექთანი არ აღნიშნავს, რომ გონების კარგვა იყო, უბრალოდ ჩაიკეცა და შემდეგ ბადრაგის დახმარებით საწოლამდე მიიყვანეს. გონების კარგვა მეორეჯერ არ ყოფილა. პირველად ექთანი არ ყოფილა მასთან, როგორც აღნიშნეს, გონების დაკარგვისას პალატაში იყვნენ დედამისი და თვითონ პაციენტი. მე პირადად გონებაზე დამხვდა პაციენტი, კონტაქტური და ადეკვატური იყო, უბრალოდ ძლიერი სისუსტე ჰქონდა და თავბრუსხვევა. შესაბამისად, შეფასდა ნევროლოგის მიერ და გამოირიცხა თავის დარტყმა, ეს არ ყოფილა“, – განაცხადა ჭანტურიამ

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს – Bloomberg

„ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს“, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

ხსენებული სანქციების პაკეტი რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტს აკრძალავს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა ითხოვს სანქციების დაწესებას Rosatom-ის წინააღმდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი პაკეტი მიზნად ამას ისახავდეს.

Bloomberg-ის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტის მთავარი მიზანი იქნება რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციებისგან თავის არიდება.

2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის საერთო რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს – გაერო

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის საერთო რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, თითოეული სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა 1.4 მილიარდის ფარგლებში იქნება, 2023 წლის ბოლოსთვის კი მათ შორის განმასხვავებელი მხოლოდ 2.9 მილიონი იქნება. თუმცა გრძელვადიანი პროგნოზი ცხადყოფს, რომ ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაშორება გაიზრდება, რაც, ინდოეთის მაღალი შობადობითა და ჩინეთში მოსახლეობის დაბერებითაა განპირობებული.

გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის გლობალური მოსახლეობის რაოდენობა 8.5 მილიარდს მიაღწევს, 2100 წელს კი – 10.4 მილიარდს.

ხანდახან, მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ გავუმკლავდები – ხვიჩა კვარაცხელია

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჟურნალმა „ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რა დროსაც „კვარამ“ იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც დღეისთვის აკისრია.

„ნაპოლიში თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ხანდახან მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ შემიძლია ამას გავუმკლავდე. როცა მოედანზე გავდივარ, ზეწოლა სადღაც ქრება. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს – ვთამაშობ ფეხბურთს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა თავის მეტსახელთან, „კვარასთან“ დაკავშირებით.

„როცა პირველად გავიგე ჩემი გვარი მარადონასთან მიმართებით, თავი სიზმარში მეგონა. დიდებული განცდაა, როცა ასეთ ფეხბურთელს გადარებენ. როცა უკან ვიხედები, ძნელი წარმოსადგენია პატარა ერის წარმომადგენლისთვის კარიერის ასე განვითარება, მაგრამ ამბიციური ვარ. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ოცნების, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე”, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.

 

,,ამჟამად ვინ უნდა გამოიყვანოთ „რიტუალური მსხვერპლის“ როლში,”- ქართველიშვილი

„ამ სამ დღეზე, თუნდაც, დგას ჩვენი სამშობლოს სულიერება. ჩვენ ვიცით, რაზე დგას თქვენი „სულიერება“. პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ გვამცნო – ტრანსგენდერებზე. ჰოდა კარგად შეინახეთ ისინი სათქვენოდ. რაც არ უნდა დაგეგმოთ წინასწარ, თუ სად უნდა მოაწყოთ პროვოკაცია, ამჟამად ვინ უნდა გამოიყვანოთ „რიტუალური მსხვერპლის“ როლში, რა მაქსიმალურ ეფექტს უნდა მიაღწიოთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს და მისი ხელისუფლების „გაშავების“ მიზნით – ამის ფუფუნებაში ვერ გამყოფებთ“,- ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

იგი ურჩევს აშშ-ის ელჩს, რომ მან უარი თქვას პრაიდის ჩატარების მხარდაჭერაზე და დაბრუნდეს თავის სამშობლოში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, თბილისში პრაიდებს „მწვანე შუქი“ არასდროს ექნება.

„ის, რისთვისაც აყოვნებენ კელი დეგნანის სამშობლოში დაბრუნებას – უბრალოდ გამორიცხულია! არანაირი პრაიდი – ამის დაორგანიზების იმედიც არ იქონიოთ. მესმის თქვენი მოტივაცია. გვახსოვს კიევსა და კიშინოვში ჩატარებული პრაიდები, როგორც EU წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად „მწვანე შუქი“. თბილისში – ეს არც გაიფიქროთ. შემოდგომაზე საქართველო სტატუსს ისედაც მიანიჭებენ. ამაში ხელს – ვეღარ შეგვიშლით. თქვენ კი ყველაზე სამარცხვინო ლაქას საკუთარ დიპლომატიურ კარიერაში ვერ ჩამოირეცხავთ და პრაიდის სახით „ცენტრის“ წინაშე პერსონალური რეაბილიტირების და საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლაზე“ მორიგი პასკვილების შექმნის შესაძლებლობას, ვერ მოგართმევთ.

17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე. 25 მაისი არის უფლის, იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. ხოლო 26 მაისი – საქართველოს თქვენნაირი „დაუძინებელი მეგობრებისაგან“ დამოუკიდებლობის მოპოვების დღე. ამ სამ დღეზე თუნდაც – დგას ჩვენი სამშობლოს სულიერება.

ჩვენ ვიცით, რაზე დგას თქვენი „სულიერება“. პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ გვამცნო – ტრანსგენდერებზე. ჰოდა კარგად შეინახეთ ისინი სათქვენოდ. რაც არ უნდა დაგეგმოთ წინასწარ, თუ სად უნდა მოაწყოთ პროვოკაცია, ამჟამად ვინ უნდა გამოიყვანოთ „რიტუალური მსხვერპლის“ როლში, რა მაქსიმალურ ეფექტს უნდა მიაღწიოთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს და მისი ხელისუფლების „გაშავების“ მიზნით – ამის ფუფუნებაში ვერ გამყოფებთ. დარეკეთ, უარი თქვით, შეაკვეთინეთ ავიაბილეთები, დაგვტოვეთ. გამშიფრესთქო, მაგრად დგანან, სიყვარულით დამამარცხებენთქო, მაგრამ პრაიდის ჩამტარებელი აქ მე ვეღარ ვართქო. დაბრუნდით სახლში, თქვენი ადმინისტრაციის სულიერების საზრდოსთან ახლოს – ტრანსგენდერებთან. ოღონდ მოერიდეთ მეორე, ნორმალური ამერიკის სულიერების ცენტრებთან – ეკლესიებთან, სკოლებთან მიახლოებას. ვინაიდან თქვენი სულების მკვებავი ტრანსები, პერიოდულად ანადგურებენ მორწმუნე ამერიკელებს და სკოლის მოსწავლე მათ შვილებს. რამეთუ სძულთ ისინი, რამეთუ სძულთ ყველაფერი ნორმალური, რამეთუ ეს სიძულვილი მათში – თქვენ ჩასახეთ და გააღვივეთ. ჩვენ, ქართველები, ამის შესაძლებლობას ვერ მოგართმევთ.

შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი გეგმები “ჩა-შილა-ფლავდა”. გააჩერეთ თქვენს მიერ დაგეშილი „ცისარტყელას შვილები“, მათი განუკითხაობის და დაუსჯელობის ცხოვრების წესი ამ ქვეყანაში თავის გარდაუვალ და ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. და ყოველივე ეს, მიუხედავად თქვენი “ჰეროიკული” და სამარცხვინო მცდელობისა – საკანონმდებლო დონეზე გამჭვირვალობის ფორმატიდან გამოგეყვანათ თქვენი ლაქიები.

ყოველგვარი კანონის გარეშე, რეანიმირებული ღირსების, შელახული თავმოყვარეობის აღორძინების, ქართველობის გენოციდში წერტილის დასმის ხარჯზე – ამის შესაძლებლობას თქვენ და თქვენს „ლეგიონს“ ვეღარ მოგართმევთ, რამეთუ დადგა ჩვენი დრო და ჩვენ…მოვდივართ!“ – წერს ფეისბუკის გვერდზე დავით ქართველიშვილი.