Home Blog Page 1681

“ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში მიმდინარე ომის რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროებას განიხილავს” – Politico

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებისთვის ემზადება – ინფორმაციას Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უკვე განიხილავენ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროებას და საპასუხო გეგმებზე მუშაობენ.

Politico ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრნობით წერს, რომ თეთრ სახლში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ომში ჩართვის სცენარზე.

გამოცემის თანახმად, ამერიკის შეიარაღებულ ძალებშიც მუშავდება გეგმა, ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად.

“რეკომენდაციების შესასრულებლად ჩვენ ვაპირებდით მუშაობას ნებისმიერ ფორმატში, უფრო მოქნილები გავხდით, მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან”

რეკომენდაციების შესასრულებლად ჩვენ ვაპირებდით მუშაობას ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, საარჩევნო დღის წესრიგზე გადასასვლელად „ქართული ოცნება“ თავიდან ირიდებს ვალდებულებებს.

„გასულმა წელიწად-ნახევარმა როგორც აჩვენა, სამუშაო ჯგუფებში არანაირი რეფორმების პროექტები არ დაწერილა, ეს იყო დროის გასაწელად მოგონილი სისტემა. ამას ვამბობდით ყოველთვის და ახლა „ქოცებმაც“ დაადასტურეს, რომ ნამდვილად ასეა. ვინაიდან ახლოს არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, არ უნდათ ისეთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედეგს ვერ დადებს. ჩვენ ვაპირებდით მუშაობას ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ სამუშაო ჯგუფში დეოლიგარქიზაციის და ანტიკორუფციული გეგმები ვერ დაიდება, ასევე არ დაიდება საარჩევნო რეფორმების გეგმა. საარჩევნო სისტემას, სასამართლო სისტემას არ შეცვლიან. ამიტომ იმისთვის, რომ საარჩევნო დღის წესრიგზე გადავიდნენ, თავიდან ირიდებენ ვალდებულებებს. ვინაიდან ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი არგუმენტაცია რომ არ მიგვეცა – ისინი რომ არ არიან, ამიტომ არ ვაკეთებთ არაფერსო, უფრო მოქნილები გავხდით და ვამბობდით, რომ ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვიყავით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიაზრა, რომ ოპოზიციასთან ერთად იმ სამუშაო ჯგუფში ყოფნა, რომელსაც შედეგის დადება არ შეუძლია, წამგებიანია მისთვის, რადგან უკვე არ აქვს მეორე სიცოცხლე, ხალხის მოტყუების სახით. პირველი შანსი ჰქონდა და წელიწად-ნახევარი ატყუეს საქართველოს მოქალაქეები, ბოლოს ნახეთ, რომ მხოლოდ სამი რეკომენდაცია შესრულდა ათი სამუშაო ჯგუფიდან. ახლაც არ უნდათ სამუშაო ჯგუფები, რადგან არჩევნებთან ახლოს „ქართული ოცნება“ ვერანაირ შედეგს ვერ აჩვენებს ვერც სასამართლო რეფორმის სახით, ვერც საარჩევნო, ანტიკორუფციული, დეოლიგარქიზაციის, მით უმეტეს, დეპოლარიზების მიმართულებით. „ქართული ოცნება“ არჩევნებზე დეპოლარიზებას კი არა, მაქსიმალურ პოლარიზებას აპირებს, დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნება ანგარიშსწორებებიც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ნიუ იორკის მეტროში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკის მეტროში მატარებელი რელსებიდან გადავიდა მას შემდეგ, რაც მას დაბალი სიჩქარით მოძრავი მეორე მატარებელს შეეჯახა. როგორც Associated Press წერს, შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემთხვევა შუადღეს, პიკის საათში მოხდა.

„მატარებელს, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, შეეჯახა ტექნიკური ჯგუფის მატარებელი, რომელშიც მეტროპოლიტენის თანამშრომლები, სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა“, – აცხადებენ ნიუ იორკის პოლიციაში.

ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან ნაწილობრივ გადასულია.

ოფიციალური პირების თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკური გაუმართაობის ნიშნები არ იკვეთება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ადამიანურ შეცდომას.

“ისრაელსა და ლიბანს შორის ესკალაციის რისკი ძალიან რეალურია” – გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიის მთავრობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე არსებულ სიტუაციას აკონტროლებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

”ესკალაციის რისკი, სამწუხაროდ, ძალიან რეალურია”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კვირას ისრაელში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას, ისრაელ კაცს და ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ცნობისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ლიბანში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის საზღვრისპირა შეტაკებები 7 ოქტომბრის შემდეგ თითქმ

“2024 წელს პუტინი ათეულობით ქვეყანაშია მიწვეული” – რუსული სამთავრობო მედია

რუსული პროკრემლისტური მედია წერს, რომ 2024 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ათეულობით ქვეყანაშია მიწვეული. ამის შესახებ „ტასი“ წერს.

„ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 2024 წელს რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელოს, სახელმწიფოს მეთაური ათეულობით ქვეყანაშია მიწვეული. კრემლს ჯერ არ გაუვრცელებია სად გაემგზავრება პუტინი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ტრადიციულად ელიან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, მათ შორის აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბელორუსიაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში“, – წერს „ტასი“.

თავად რუსეთის ლიდერმა ისაუბრა უახლოეს მომავალში მეგობარ ქვეყნებში შესაძლო ვიზიტებზეც.

„არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერჯერობით ვცდილობ, არაფერი დავგეგმო,“ – აცხადებს პუტინი.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომი ისრაელის დაცემას გამოიწვევს

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც “ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა” უწოდეს ისრაელის განადგურებას გამოიწვევს.

„ჩვენ ვიცით, რომ ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ დაასრულებს სიონისტურ რეჟიმს“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისმა.

ირანში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულების დაკრძალვაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ, ვინც აფეთქებები განახორციელეს, იციან ირანის ძალა.

„ჩვენი მტრები ხედავენ ირანის ძალას და მთელმა მსოფლიომ იცის მისი ძალა და შესაძლებლობები. ჩვენი ძალები საჭირო დროსა და ადგილზე მიიღებენ გადაწყვეტილებას მოქმედების შესახებ“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

“თბილისის აეროპორტს რუსეთი იყენებს, როგორც სანქციებისგან არიდების საშუალებას” – ვასო ურუშაძე

თბილისის აეროპორტს რუსეთი იყენებს, როგორც სანქციებისგან არიდების საშუალებას. ეს არის ცალსახად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ინტერესებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ კომპანია „აზიმუტის“ ფრენების დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსულ ავიაკომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი რუსულ ავიაკომპანიებს, რომ მათ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს, რომ მათ მოახერხონ და გადაარჩინონ საკუთარი საავიაციო ინდუსტრია და თბილისის აეროპორტი იყოს მათთვის გამოყენებული, როგორც პლატფორმა დასავლური სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ეს არის ცალსახად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ინტერესებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6865 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6865 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6865 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6869 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9310 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9448 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტები აცხადებენ, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხები ამოეწურათ

აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტები აცხადებენ, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხები ამოეწურათ. პენტაგონისა და ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონგრესის მიერ უკრაინის დასახმარებლად დამატებითი დაფინანსების დამტკიცების გარეშე, ვაშინგტონი კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას ვეღარ შეძლებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ საბოლოოდ კონგრესში კონსენსუსი შედგება, თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა უკრაინის დაფინანსება გასულ ორ წელთან შედარებით შეამციროს.

პროკურატურამ, „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სოფელ რუისთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებს დაარტყა

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა, სადამკვირვებლო პუნქტი და სამხედრო ობიექტი, რომელსაც „ჰეზბოლა“ მართავდა.