Home Blog Page 1681

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატება გელით ნებისმიერ სფეროში. ამ დღეს საქმეს თუ დაიწყებთ დიდი ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება. კარგი დღეა ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ იცვლება.

კურო

საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღეა. რთული საქმის დასრულების საშუალება გეძლევათ. დროა იფიქროთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე.

ტყუპები

საინტერესო იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. თავი შორს დაიჭირეთ შურიანი ადამიანებისგან.

კირჩხიბი

ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა. ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გადაიტანეთ და იმოქმედეთ! ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და მათი არც ერთი თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ლომი

არ აჩქარდეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში სრული იდილია და ჰარმონიაა.

ქალწული

ეს დღე, ცვლილებების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე – დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება დაგეგმოთ.

სასწორი

დღეს ემოციურად გადაიღლებით. სტრესისგან საყიდლებზე სიარული გაგათავისუფლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისა და სპორტული ვარჯიშებისთვის მეტი დრო გამონახეთ.

მორიელი

თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დასრულდება და საშუალება გექნებათ, საკუთარი შრომის შედეგი შეაფასოთ.

მშვილდოსანი

დღეს თამამი ნაბიჯები უნდა გადადგათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. დროა სამსახური შეიცვალოთ, მოსაწყენი ურთიერთობა დაასრულოთ და საინტერესო მოგზაურობაში გაემგზავროთ.

თხის რქა

დღეს იღბალი თქვენ მხარესაა. კარგი დღეა, გაჭიანურებული საქმეების დასასრულებლად. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით.

მერწყული

სერიოზული საკითხების გადაწყვეტილების წინ, სასურველია, რჩევა ჰკითხოთ კომპეტენტურ და გამოცდილ ადამიანს, არის ალბათობა, არასაკმარისი ინფორმაციის გამო, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ, იყავით ფრთხილად.

თევზები

მოულოდნელი შემოსავლების, რომანტიკული შეხვედრის დღეა. შეგიძლიათ, გაბედულად დაგეგმოთ დიდი პროექტები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები.

საზოგადოებრივი შეკრება “მოვდივარ” 30 აპრილს გაიმართება – ზაზა პაპუაშვილი

ზაზა პაპუაშვილმა დაასახელა თარიღი, თუ როდის შეიკრიბებიან. ეს არის 2023 წლის 30 აპრილი, 18:00 საათი, რესპუბლიკის მოედანზე. ამის შესახებ მან 11 აპრილს, გადაცემა “უცნობის კიდობანში” სტუმრობისას განაცხადა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი შეკრება სახელწოდებით “მოვდივარ” დაახლოებით 1 თვის წინ დაანონსდა და ამის შესახებ პირველად, სწორედ ზაზა პაპუაშვილმა ისაუბრა, თუმცა კონკრეტული თარიღი ცნობილი არ იყო.

დიდი ოთხშაბათი იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა

ვნების კვირა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის განსაკუთრებული შვიდეულია, სადაც ყოველ დღეს თავისი დატვირთვა აქვს.

ახალი აღთქმის მიხედვით

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.

  აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

   დიდ ოთხშაბათს მორწმუნეთა განსწავლისათვის წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვაც იკითხება მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ. წმიდა მამა გვმოძღვრავს განსაკუთრებით მოვერიდოთ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის დამღუპველ ცოდვებს. მისი სწავლებით, ვნების თვისება არ არის, მინავლდეს შემდგომად ხორციელი დაკმაყოფილებისა, არამედ პირიქით, შემდგომად წადილის აღსრუ-ლებისა იგი უფრო მეტად მოიცავს ცოდვილი ადამიანის სულს.

  სვინაქსარში გადმოცემულია აზრი, მარად გვახსოვდეს ცოდვილი დედაკაცის კეთილგონიერი საქციელი, როგორც ამას მათეს სახარების 26-ე თავის მე- 13 მუხლი გვამცნებს: – “ამენ გეტყვ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის რომელიცა-ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა”.

   ამ დღეს ასეთ კონდაკს სთავაზობს მორწმუნეებს დედა ეკლესია:

   “ვსცოდე უმეტეს მეძვისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები, და სურ-ვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევება ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან”.

   დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: “უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო…” – დროს ვასრულებთ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.

,,რაც ილუზორულია, არაფერიც არ არის“ – მეუფე სტეფანე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

„გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყანა შევწიროთ რას? რაც ილუზორულია, არაფერიც არ არის. ჩვენ ვიცით უფალი და მასთან ყოფნა, სოდომური ცოდვით უფალთან ვერ ვიქნებით, უფალმა გაანადგურა ყველა ის ქვეყანა, სადაც სოდომური ცოდვა იყო გაბატონებული. ჩვენ ამას ვებრძვით, მიუღებლად მიგვაჩნია“, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში სხვა საკითხები უნდა იყოს.

„ჩვენ გვებრძვიან საელჩოებით, არასამთავროებით, სოდომისტური პარტიებით, რომლებმაც ხელი მოაწერეს, ერთმანეთთან თანამშრომლობის მემორანდუმს, რომ სოდომისტურ ინტერესებს გაატარებდნენ. გამოდიან ქართველი ხალხის სახელით, ლაპარაკობენ სხვადასხვა ელჩები, ორკაციანი პარტიების ვიღაცები, ჩვენ ხმამაღლა ჯერჯერობით არაფერს არ ვამბობთ, ზედმეტ ლაპარაკს აზრი არ აქვს, როცა საჭირო იქნება, უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვერ დავთანხმდებით ქრისტიანობის უარყოფას, ჩვენთვის სოდომური ცოდვის პროპაგანდა მიუღებელია. ჩვენთან ნარკომანია უნდა აღმოიფხვრას, აზარტულ თამაშებსაც უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ მთავარი საკითხები უნდა დავსახოთ ხოლმე და არა ის, 12 პუნქტი შევასრულოთ, თუ არა. უნდა ვუთხრათ, 12 პუნქტი კი არა, ეს თუ არ იქნა დაცული, მაშინ რა გვინდა ჩვენ შენთან?“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

,,იმედი მაქვს რომ სახლში მალე დაბრუნდებით“- კვარაცხელიას მიმართვა იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ბანკის სარეკლამო ვიდეო რგოლში ქართველ ემიგრანტებზე საუბრობს.

„ქართველ ემიგრანტებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ თავიანთი ოჯახებისთვის არიან შორს წასულები და აკეთებენ ყველაფერს, რომ თავიანთი ოჯახები ბედნიერები ჰყავდეთ.

მეც დიდ თანადგომას ვგრძნობ იტალიაში მათგან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ სახლში მალე დაბრუნდებით.

,, ყველა ერთნაირად ხეპრეა, წამხდარი გონებით და შემოუსაზღვრელი უტიფრობით!” – დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,როდის წარმოექმნება ადამიანს პრობლემა?!

ცხადია, ორ უმთავრეს შემთხვევაში:

(ა) როცა იგი არასწორად ფიქრობს და აცდენილია
რეალობას, და

(ბ) როცა ლაპარაკს იწყებს და მისი ენა გათიშულია
მის გონებისგან!

ორივეს შედეგი კატასტროფულია ადამიანისთვის, –
შედეგს ვერასდროს იღებს.
მაგრამ არის ერთი “მაგრამ”:

(ა) და (ბ)-ც ადამიანს მაშინ სჭირს, როცა საკუთარი
შეუმდგარობა სურს გადაფაროს! ამას ემატება აგრესია
და ვიღებთ იმას, რაც ახლა გვაქვს ქართველთა ერთ
ნაწილში, – რომელთა გონებას ისე გააუპატიურა
უდამპლესმა იდეოლოგიამ, თან გააუპატიურა
გაუკუღმართებული სექსუალური ძალადობით, რომ
საერთოდ დაკარგეს აღქმის უნარი. შეხედეთ ამ გადაგვარებულ “ორიენტირებულებს” და დასკვნები თავად გააკეთეთ!

არაფერია გასაკვირი!
ყველა ერთნაირად ხეპრეა, წამხდარი გონებით და შემოუსაზღვრელი უტიფრობით! ყველა ერთნაირად უსუსური და არაფრისმაქნისია დიდიან-პატარიანად,
ისტებლიშმენტ-არაისტებლიშმენტიანად:

იდეოლოგია ერთნაირად აუპატიურებს ადამიანის გონებას, ცხადია, დამპალი ნეოლიბერალიზმი – მით უფრო!”

,,კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში მოხდება”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„ვინმე თუ ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი ცოტაა“, – აღნიშნა დანილოვმა.

დანილოვი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება.

როგორც დანილოვი აღნიშნავს, დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევასთან დაკავშირებულ გეგმებზე არ იმოქმედებს.

ემანუელ მაკრონს ჰააგაში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

ჰააგაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ინციდენტი ნექსუსის ინსტიტუტის დარბაზში მოხდა, სადაც მაკრონი სიტყვით გამოდიოდა.

როგორც „ფრანს 24“ წერს, საფრანგეთის ლიდერის სცენაზე გამოჩენას დარბაზიდან უკმაყოფილო ადამიანების შეძახილები მოჰყვა. „სად არის დემოკრატია საფრანგეთში? როდის დავკარგეთ?!“ – სკანდირებდა ერთ-ერთი მამაკაცი. ასევე ისმოდა საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული შეძახილები. ერთ-ერთ აქტივისტ ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით – „მაკრონი – ძალადობისა და თვალთმაქცობის პრეზიდენტი“.

საპასუხოდ მაკრონმა განაცხადა, რომ ისინი ვინც არ სცემენ პატივს საარჩევნო პროცესს და არჩეულ ლიდერებს, საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას.

მოგვიანებით პოლიციამ აქტივისტები დარბაზიდან გაიყვანა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის, საფრანგეთში მიმდინარე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, თუმცა ის კონფერენცია, რომელსაც ნიდერლანდებში ესწრება არ არის ამ საკითხზე სასაუბრო ადგილი. მაკრონის თქმით, საპენსიო რეფორმის გატარება აუცილებელია, რათა ქვეყნის ბიუჯეტში დეფიციტი შემცირდეს. მისივე თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებში საპენსიო ასაკი უფრო მაღალია, ვიდრე საფრანგეთში.

საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ საპენსიო რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკის 62-და 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

გორი-ბერბუკის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გორი-ბერბუკის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და პოლიციის პიკაპი შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამოქალაქო პირების მანქანა ამოტრიალდა.

მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი და სეტყვა – ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ და ზეგ საქართველოში ამინდი გაუარესდება.

,,12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია გავრცელებულ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. ზაზა ავალიანმა პოსტი და კლინიკა ერთად დატოვა.

დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს. ქვეყნის მთავარი კლინიკის ხემძღვანელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დღის ბოლოს გახდა ცნობილი.

თეა თავართქილაძე დღემდე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ავალიანის წასვლას კი, წინ უძღოდა ექიმების პროტესტი და საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ახალი დირექტორი “კურიერთან” ამბობს, რომ სამინისტრომ საინიციატივო ჯგუფის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ექიმების პროტესტი შეწყვეტილია.

„ნურას უკაცრავად, ჩვენ პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ“ – ჩალაძე სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაგზავნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს.

„დრო აღარ გვაქვს. იმედია [სტრასბურგის] სასამართლო გადაწყვეტილება მაშინ იქნება, ვიდრე პრეზიდენტიც ცოცხალია ამ დღეებში განმავლობაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საჩივრის დაკმაყოფილებას აზრი არ ექნება. ძალიან მძიმე სიტუაციაა. უნდა გადავარჩინოთ ერთი ადამიანის სიცოცხლე, რომელმაც სახელმწიფო შეინარჩუნა. ნურას უკაცრავად, ჩვენ პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ“, – განაცხადა ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.