,,რაც ილუზორულია, არაფერიც არ არის“ – მეუფე სტეფანე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

100
spot_img

„გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყანა შევწიროთ რას? რაც ილუზორულია, არაფერიც არ არის. ჩვენ ვიცით უფალი და მასთან ყოფნა, სოდომური ცოდვით უფალთან ვერ ვიქნებით, უფალმა გაანადგურა ყველა ის ქვეყანა, სადაც სოდომური ცოდვა იყო გაბატონებული. ჩვენ ამას ვებრძვით, მიუღებლად მიგვაჩნია“, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში სხვა საკითხები უნდა იყოს.

„ჩვენ გვებრძვიან საელჩოებით, არასამთავროებით, სოდომისტური პარტიებით, რომლებმაც ხელი მოაწერეს, ერთმანეთთან თანამშრომლობის მემორანდუმს, რომ სოდომისტურ ინტერესებს გაატარებდნენ. გამოდიან ქართველი ხალხის სახელით, ლაპარაკობენ სხვადასხვა ელჩები, ორკაციანი პარტიების ვიღაცები, ჩვენ ხმამაღლა ჯერჯერობით არაფერს არ ვამბობთ, ზედმეტ ლაპარაკს აზრი არ აქვს, როცა საჭირო იქნება, უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვერ დავთანხმდებით ქრისტიანობის უარყოფას, ჩვენთვის სოდომური ცოდვის პროპაგანდა მიუღებელია. ჩვენთან ნარკომანია უნდა აღმოიფხვრას, აზარტულ თამაშებსაც უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ მთავარი საკითხები უნდა დავსახოთ ხოლმე და არა ის, 12 პუნქტი შევასრულოთ, თუ არა. უნდა ვუთხრათ, 12 პუნქტი კი არა, ეს თუ არ იქნა დაცული, მაშინ რა გვინდა ჩვენ შენთან?“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.