Home Blog Page 1680

“რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს” – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა.

როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

“გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში” – ანდრეი პლენკოვიჩი

გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში და ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით,-ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას ევროინტეგრაციის გზაზე ტექნიკურ პროექტებში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ.

„მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობების, უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, მივესალმებით სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას, ხორვატიის მხრიდან საქართველოში-„კონჩარი”, „იანდერ ლაბორატორი”, „დოკინგ სპან” და სხვა კომპანიები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ საქართველოში, საქართველოს ბაზარზე, თავიანთი პროექტებით და გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებში. გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტის ფარგლებში და ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და იხილეს, რა არის ჩვენი გამოცდილება იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია, შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევრო დირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში. ყველა ეს მიმართულება ძალიან მომთხოვნია. რამდენიმე კლასტერი არსებობს, რომელიც კარგად განსაზღვრავს ამ პუნქტებს”,- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

“ომის დაწყებიდან რუსეთი დატოვეს უზარმაზარმა კომპანიებმა, რაიონებში გავხსნიდით “ფოლკსვაგენის” წარმოებას”-გიორგი ვაშაძე

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუსეთის ტერიტორია დატოვეს უზარმაზარმა კომპანიებმა, „ფოლკსვაგენმა“, „მერსედესმა“, „სონიმ“. დღეს რომ პატრიოტი ხელისუფლება გვყავდეს, ამ კომპანიებთან კარდაკარ ივლიდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ამ კომპანიების ნაცვლად, ხელისუფლება რუსეთს ელაპარაკება.

„წამოვიღე იმ კომპანიების სია, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ფედერაცია. ეს არის „ფოლკსვაგენი“, „მერსედესი“, „სონი“, სხვადასხვა უზარმაზარი კომპანია. ომის დაწყების დღიდან დატოვეს რუსეთის ტერიტორია. დღეს რომ ჩვენ გვყავდეს პატრიოტი ხელისუფლება, ამ კომპანიებთან ივლიდა კარდაკარ და ეტყოდა, მოდი, ჩამოდი საქართველოში, გადმოიტანე შენი წარმოება საქართველოში. ერთ რაიონში „ფოლკსვაგენის“ წარმოებას გავხსნიდით, მეორე რაიონში „მერსედესს“ შემოვიყვანდით, მესამეში – „სონის“, ეს ხომ უზარმაზარ ინვესტიციებს და ნამდვილ ეკონომიკურ ზრდას მოიტანდა. მოიტანდა იმ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, რომლებიც ახლა სჭირდება ქვეყანას. ამის ნაცვლად, რას აკეთებს მოღალატე ხელისუფლება, ამ კომპანიებს არ ელაპარაკება და ელაპარაკება რუსეთს. უნდა, რომ 250 მილიონი, ჩვენი ფული დახარჯოს რუსეთთან გზების გაფართოებაზე, მაშინ როდესაც 11 წლის განმავლობაში სარკინიგზო გზის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 2012 წლამდე, რიკოთის გავლით ვერ მიიყვანა ბოლომდე.

ასობით მილიონი დახარჯა არაფერში, როცა შემოვლითი გზა ვერ გააკეთა, როცა რიკოთზე გზა ვერ გაჰყავს. ეს არ არის სამართლიანი. ამიტომაა, რომ რაიონები იცვლება, ამიტომ არის, რომ ასობით ათასი ადამიანი ქვეყნიდან გარბის. 2022 წელი უნდა გამოცხადდეს დემოგრაფიული კატასტროფის წლად, 42 ათასზე ჩამოვიდა შობადობის მაჩვენებელი, 49 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი დაბალი ნიშნული გვაქვს შობადობის, რადგან ხალხი ქვეყნიდან გარბის. დაიცალა სოფლები, ქალაქები, სად არის ხალხი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ბრენდის – Irma De Flore-ის ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას მასპინძლობს

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მომხმარებელს ქართული და უცხოური ბრენდების გამორჩეულ კოლექციას სთავაზობს, 25 ივლისიდან, ვიზუალური არტისტის, ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ბრენდის – Irma De Flore-ის აჭარული ნაქარგობის მოტივებზე შექმნილ კოლექციის წარდგენას უმასპინძლებს.

კოლექცია, რომლის დათვალიერებას და შეძენას ექსკლუზიურად თიბისი კონცეპტის სივრცეში შეძლებთ, აერთიანებს პროექტ „აჭარული მზითვის ფერის” ფარგლებში გადაღებულ ფოტონამუშევრებს და აჭარელი ქალების მიერ ხელით მოქარგულ კაფსულა კოლექციას – მაისურებს, ჩანთებს, ბალიშებს და სხვა.

აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია რაც დაკარგა. 2020 წელს, ქარგვის ტრადიციას მთიან აჭარაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით არაერთი ინიციატივა განხორციელდა. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ, გასულ წლებში, აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენას, დოკუმენტური ფილმის – „აჭარული მზითვის ფერი” – ჩვენებასა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა.

მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თიბისი კონცეპტში წარდგენილი კოლექციიდან, შეარჩიონ სასურველი ნივთები და თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას დაიბრუნოს გადახდილი თანხის 15%.

კოლექციის წარდგენა: 25 ივლისი | 19:00 საათი.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

R

ქუთაისის რეფერალურმა ჰოსპიტალმა ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში ჩაატარა

22 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალურმა ჰოსპიტალმა, გურიის რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ოზურგეთში, მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები, უფასოდ ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 90-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 52 ვეტერანი, ხოლო 38 ვეტერანის ოჯახის წევრი იყო, ამასთან, განხორციელდა 140 სამედიცინო ვიზიტი.

„ აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე.

საქველმოქმედო აქციაში, მონაწილეობა მიიღო ჰოსპიტლის კვალიფიციურ მედიკოსთა (კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოქირურგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, პედიატრი) ჯგუფმა 15 ექიმის შემადგენლობით. აქცია ჩატარდა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში’’სააქიმო’’, რომლის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირინა გოგუაძეს, თანადგომისთვის სამსახური მადლობას უხდის;

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის ბენეფიციართათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“საქართველოსა და ხორვატიის ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება”-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია ხორვატიაში, ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ახლო მეგობრად და სანდო პარტნიორად მივიჩნევთ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ხორვატიასთან ურთიერთობას, ეს არის სამაგალითო სახელმწიფო საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიაში ვიზიტისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ხორვატიამ საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები სისრულეში მოიყვანა, როდესაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

„ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში ხორვატიამ ქმედითად დაასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, როდესაც ევროზონასა და შენგენის სივრცეს მიუერთდა. წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო ზაგრებში. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზე მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ხორვატიასთან თანამშრომლობა გააღრმაოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, მინდა, ვახსენო, რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრი კლინკოვიჩისადმი ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაღრმავებაში, გაძლიერებაში, ხალხთა შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“დეკემბერში ველოდებით სამართლიან, სტრატეგიულ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება”-პრემიერი

მიმდინარე წლის დეკემბერში ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, ვიტყოდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა.

„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას.

იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდესმე ვყოფილვართ.

ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით ის  მიღწევებია, რაც ჩვენი მთავრობის დიდმა ძალისხმევამ მოიტანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ – ევროკავშირის ლიდერებმა – გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს, რითიც უპრეცედენტო მუხტი შეიქმნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ერთ წელზე მეტი გავიდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი  პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.

“მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროკომისიის ვალდებულებებს ასრულებს”- ხორვატიის პრემიერ-მინისტრი

ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის, ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი და აღნიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს ამ მისწრაფებებს.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ხორვატიის რესპუბლიკაში ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი. მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა და მადლობას ვუხდი მას ვიზიტისთვის. დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და ასევე, შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს.

გასულ წელს ევროპულ საბჭოში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს ევროკომისიის დასკვნაშია გაწერილი. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა.

რაც შეეხება საქართველოს ამბიციას ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრძანდებოდა სამიტზე და გააჟღერა გზავნილები. საქართველოს ამჟამად ორი ოკუპირებული ტერიტორია გააჩნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, რომლებიც რუსეთის მხრიდან არიან ოკუპირებული. ფორმალურად, რუსეთმა მოახდინა ანექსია, ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, სამხრეთ ოსეთის ნაწილიდან თბილისამდე არსებობს ადმინისტრაციული საზღვარი და დედაქალაქიდან 40 წუთის სავალზეა. მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ხორვატია და საქართველო გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ძალიან ახლოს ვართ, უნდა გაუმჯობესდეს დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობებიც.

ასევე, მივესალმებით ხორვატიის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას. კომპანიები ფუნქციონიერებენ საქართველოს ბაზარზე თავიანთი პროექტებით და გვინდა, ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველოდებით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის კვალობაზე, ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებზე, გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტების ფარგლებში, ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და ნახეს, რა არის ჩვენი გამოცდილება. ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

​მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ხორვატიაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აცნობა.

„ვესაუბრე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ. ჩვენი მშპ 66 მილიარდი დოლარია, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 22 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გავზარდეთ ტურისტული, ეკონომიკური მაჩვენებლები და გარდაქმნა, რომელიც ვიქონიეთ ევროზონის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროზონისა და შენგენის სივრცის წევრი. ეს არის ის სამიზნეები, რომლებიც შესრულდა წელს. ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის, ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ვიზიტს, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ დღეს ზაგრებში გავხსნით ხორვატიაში საქართველოს საელჩოს. დიდ მადლობას მოგახსენებთ, პრემიერ-მინისტრო, ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით, თქვენი დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

“საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში”-პრემიერი

საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში.

„საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონული ენერგო ტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები სტრატეგიულ გადაწყვეტას სთავაზობს ევროპას.

საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას. მათ შორისაა ნატოს მისიები ერაყსა და ავღანეთში“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას.

„ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს.

საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ბრუტალური ომი 2008 წელს, რომელიც იყო გამანადგურებელი ჩვენთვის. მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.

ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შორის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში.

დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობაში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის.

მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, – განაცხადა პრემიერმა.

კომპანია „საქართველოს მაცნე“ თიბისის პარტნიორობით კიდევ უფრო გაიზრდება

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერძო სტამბა და გამომცემლობა, „საქართველოს მაცნე“, თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ფოფხაძე „საქართველოს მაცნის“ განვითარების ისტორიას გვიყვება:

„წიგნების გამოცემით 90-იანი წლების დასაწყისში დავინტერესდი. მაშინ არ არსებობდა კერძო გამომცემლობები და სტამბები, წიგნების გამოსაცემად აუცილებლად სახელმწიფო გამომცემლობასთან უნდა გეთანამშრომლა. ამიტომ გამომცემლობა „განათლებას“ გავურიგდი და მათთან ერთად დავიწყეთ მხატვრული ლიტერატურის გამოცემა. იმ წლებში დაახლოებით 30 წიგნი გამოვეცით, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა.

საქმე უკან მას შემდეგ წავიდა, რაც კუპონები შემოვიდა და ინფლაცია დაიწყო. ამან დიდი თანხები დაგვაკარგვინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, დარჩენილი რესურსით  პოლიგრაფიული საქმიანობა დაგვეწყო.

1996 წელს იჯარით ავიღეთ 100 კვ.მ ფართი და რამდენიმე დანადგარი და დავიწყეთ წიგნების ბეჭდვა. იმ დროისთვის უკვე გაჩნდა კერძო გამომცემლობებიც და ვბეჭდავდით როგორც საკუთარი გამომცემლობისთვის, ასევე მათთვისაც. საქმე კარგად წავიდა და მალევე გავხსენით კიდევ რამდენიმე, უკვე შედარებით დიდი ფილიალი და გავაფართოვეთ როგორც სტამბა, ასევე გამომცემლობაც.

იქიდან მოყოლებული, ვბეჭდავთ და გამოვცემთ ძირითადად სასკოლო სახელმძღვანელოებს, სასკოლო დამხმარე ლიტერატურას, ასევე მხატვრულ, საბავშვო და სამეცნიერო შემეცნებით ლიტერატურასაც.

ვმონაწილეობდით კონკურსებშიც და, მოხდა ისე, რომ 2008 წლამდე კერძო კომპანიებს შორის ყველაზე მეტი დასახელების – 67 წიგნი გვქონდა გამოცემული.

2012 წლიდან ეს კონკურსები შეწყდა. 2018 წელს კი, მათი განახლებისთანავე, ისევ ჩავერთეთ კონკურსებში და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს „საქართველოს მაცნის“ მიერ დაბეჭდილ და გამოცემულ რამდენიმე სახელმძღვანელოს ენიჭება გრიფი. წელს გრიფი მიენიჭა XI კლასის ფიზიკის და ქიმიის, პირველი და მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე პირველი და მეორე კლასების ჭადრაკის სახელმძღვანელოებს.

დღეისათვის სტამბა  „საქართველოს მაცნის“ უკვე 5 შენობა განლაგებულია თბილისსა და წეროვანში. მეხუთე, 1100 კვ.მ ფართის შენობა თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ და აღვჭურვეთ უმაღლესი ხარისხის დანადგარებით.

სტამბაში სტაბილურად 40 ადამიანია დასაქმებული, თუმცა „ცხელ თვეებში“, როცა დიდი რაოდენობით შეკვეთები გვაქვს მოსასწრები, დაახლოებით 15 ადამიანს ვამატებთ. გამომცემლობაში 15 დასაქმებულია.

მოთხოვნა სასკოლო სახელმძღვანელოებზე საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი წიგნის ბეჭდვა შევძლოთ, ამიტომ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დანადგარების რაოდენობა და შესაბამისად, სიმძლავრეც, რაშიც, რა თქმა უნდა, ისევ თიბისის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.“

(R)

“ფარას“ დოკუმენტები ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ თანხებს არ იშურებენ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის”-წილოსანი

„ფარას“ დოკუმენტები ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ, არკეთილსინდისიერად მიღებულ თანხებს არ იშურებენ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის,– ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი ოჯახი ზრუნავენ მავნებლური რეზოლუციების მიღებაზეც.

„ფარას“ კანონი კარგი და სასარგებლოა ქვეყნისა და ობიექტური ინტერესებისთვის, რაც, ჩვენს შემთხვევაში, ზუსტად ნათარგმნი კანონი „რუსულ კანონად“ იქნა მოხსენიებული. ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ნათლად დაინახავდა. ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ და არკეთილსინდისიერად მიღებულ თანხებს ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისთვის არ იშურებენ. ასევე, ზრუნავენ მავნებლური რეზოლუციების მიღებაზე. ყველაზე მძიმე სანახავია, რომ ფულის გადახდა ხდება იმისთვის, რომ საქართველო დასანქცირებული იყოს. „ფარას“ დოკუმენტებმა ზღვა ინფორმაცია მოგვცა ბევრი დასკვნის გასაკეთებლად. მათ შორის იმაზე, ვინ იყო ჩართული ამ პროცესების ლობირებაში. იყო პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას უკავშირდებოდა. ის, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები მის დაპირებებს არ შეესაბამება, ალბათ, გარკვეული ლობირების, თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარეა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები 19 ივლისს გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამერიკაში მოქმედი კანონი საქართველოში უფრო დიდ საქმეს აკეთებს”

FARA კი არა ლუსტრაციის კანონი უნდა ერქვას! – წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის თქმით, ამერიკული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, დიდ საქმეს აკეთებს საქართველოში და ამხელს მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიისგან ფული აიღო.

მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების კამპანიაში ჩართული პირებიდან, შაქარიშვილი გამოჰყოფს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც FARA-ს დოკუმენტების თანახმად, 11 550 აშშ დოლარი გადაუხადეს.

„FARA კი არა ლუსტრაციის კანონი უნდა ერქვას! ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამერიკაში მოქმედი კანონი, საქართველოში უფრო დიდ საქმეს აკეთებს – ამხელს კოლექტიურ კიკუებს!

მარგველაშვილი SALE-ზეა ნაყიდი 11.550 დოლარად…

არა რუსულ კანონს! “ – წერს ვატო შაქარიშვილი.