Home Blog Page 1677

“ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება”

ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან ხაზგასმული იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების საჭიროებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის წევრობისკენ დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ. 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების და თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს და ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

სწორედ ამ კონტექსტში უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან იყო ხაზგასმული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 9 პუნქტს მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილავს, რომ ეს 9 ნაბიჯი არის საშუალება იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

“2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა” – კალაძე პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული  მერია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულებელი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თანამდებობა დედაქალაქში მცხოვრებლების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა როგორც იცით,  2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.  ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

ისრაელი გაეროს გენერალური მდივნის გადადგომას ითხოვს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ამის შესახებ Politico იტყობინება.

„რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებელია როგორც გაეროს გენერალური მდივანი, გუტერეში უნდა გადადგეს ან გაერომ უნდა გადააყენოს“, – აცხადებს ისრაელ კაცი.

ისრაელი თვეების განმავლობაში აწარმოებდა დისკუსიებს გაეროსთან მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გუტერეშმა განაცხადა, „„მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება“.

ამასთან, გაერომ არაერთხელ გააკრიტიკა ისრაელი ღაზას სექტორზე სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების გამო.

ინფორმაციისთვის, გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების შემდეგ, ისრაელი უარს იტყვის ვიზების გაცემაზე გაეროს ოფიციალური პირებისთვის.

უცხოური ვალუტის კურსი პირველი თებერვლისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6818 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

დეზინფორმაციის პრევენციის მიზნით, საჯაროდ გიზიარებთ ზურიკოს ამჟამინდელ მდგომარეობას: ზურა აგრძელებს ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს მიუნხენში.

მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეტად გამოიკვეთება ტვინის მდგომარეობა და პროგნოზები.

ამჟამად, არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე. გერმანელი ექიმების თქმით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ეცდებიან მართვითი სუნთქვის მოხსნას, იმის იმედით, რომ თავად მოახერხებს სუნთქვას, ტრაქეოსტომიის გარეშე.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თანადგომისთვის და გულისხმიერებისთვის,“ – წერს ანო მაისურაძე.

“საჰელის რეგიონში რუსეთის გავლენა დილემას იწვევს” – ჯოზეფ ბორელი

საჰელის რეგიონში რუსეთის გავლენა დილემას იწვევს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ხუნტას მიერ მართული მალის, ბურკინა-ფასოსა და ნიგერის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინათ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა, რეგიონში ევროკავშირის ყოფნა კიდევ უფრო გაართულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა სამმა სახელმწიფომ, ყველა მათგანმა სამხედრო დიქტატურით, რეგიონული ორგანოს დატოვება გადაწყვიტა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ რუსეთის გავლენის ზრდას. ეს ამ ტერიტორიის ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას ქმნის“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ მალიში რუსეთის გავლენა ძლიერია და შეიძლება ნიგერსა და ბურკინა-ფასოშიც გაიზარდოს.

„ჩვენ მალიში ჯერ კიდევ გვყავს რამდენიმე მისია, რომლებიც არ გამოგვიყვანია, მაგრამ ჩვენ რუსეთის „აფრიკის კორპუსთან“ თანამშრომლობა არ გვსურს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მალიში მისი მისიის დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება 24 მაისამდე უნდა მიიღოს.

“პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და პოზიციები უნდა გავახმოვანოთ, პარლამენტში მუშაობა ნიშნავს შესაძლო გზების გამოყენებას, რათა საკუთარი იდეების გატანა მოხდეს”

მახსოვს, პარლამენტიც ფარსი იყო და ვინაიდან პარლმენტში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამომრჩეველს გავაგებინოთ ის განსხვავებები, რაც ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, არავინ არის მიამიტი, რომ სჯეროდეს, „ქართული ოცნება“ ცხრა რეკომენდაციას შეასრულებს.

„პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და საკუთარი პოზიციები უნდა გავახმოვანოთ. პარლამენტში მუშაობა ნიშნავს ყველა შესაძლო გზის გამოყენებას, მათ შორის ლაპარაკის ხარჯზე, რათა საკუთარი იდეების გატანა მოხდეს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა” – ნათია თურნავა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სუვერენული რისკების პრემიის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.

მისი განმარტებით, მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, არსებული რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს.

„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და რა თქმა უნდა, ვიტოვებთ უფლებას, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 31 იანვარს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია – შსს

 

2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, https://info.police.ge/ 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.

„როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც გაგრძელდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია და გასულ წელს, საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.87%. 2023 წელს შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობების და განზრახ მკვლელობის მცდელობების 178 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია – 8.71%-ით. ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებიც. გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც.

შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები. პოლიციის მიერ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ბრძოლის შედეგად გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები გაზრდილია 20.53%-ით. გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება კიბერდანაშაულის მიმართებითაც და 7,3 %-ით მეტს შეადგენს. მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობისა და მომართვიანობის გაზრდის პროპორციულად 2023 წელს გაზრდილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. რაც შეეხება ქორწინების იძულების ფაქტებს, 2023 წელს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, რაც მეტწილად საზოგადოებაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლებითაა განპირობებული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს.

სერგეი შოიგუ ეკატერინბურგში იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ რუსეთი საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებას გაზრდის.

შოიგუმ ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი თვითმავალ საარტილერიო სისტემებს საკმარისი რაოდენობით არ აწარმოებენ.

„მისმინეთ, შეწყვიტეთ არასერიოზულად მოქცევა. ჩვენ ამით 2022 წელს დავკავდით. ეს მანქანები, სრული სიმძლავრით ჩვენ 2023 წელს უნდა აგვემუშავებინა.

მინდა ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული წინადადება მივიღო იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწევთ პრეზიდენტის მიერ დადგენილ მაჩვენებლებს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან ყველა ეს ბრძანება ბრძოლის ველზე კონკრეტული სამუშაოების შესრულებასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

“ჩემი „ხაბე“ ყველამ გაწირა და ეს არ არის სწორი ფორმატი – „ხაბე“, გამაგრდი!” – ზარქუა

„ნაცების“ პატრონები გადმოინაცვლებენ, გვარამიას პლატფორმას დააფინანსებენ და ჩემს „ხაბეს“ რადიკალიზმში ეს ჩაენაცვლება – ჩემი „ხაბე“ ყველამ გაწირა და ეს არ არის სწორი ფორმატი. „ხაბე“, გამაგრდი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ყოფნა შეაფასა და აღნიშნა, რომ „ხაბეიშვილი რა ბედოვლათიც მანამდე იყო, ის არის ახლაც“.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პოპულისტია და რუსეთიდან გასულ კომპანიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით „თავის მრევლს აბოლებს“.

მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიცია“, რომლის შემადგენლობაშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შედის, ლუზერების გაერთიანებით, „ჩიხუახუა” ორი“ გამოდის.

„დღეს „ნაცებს“ წლისთავი აქვთ. ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“ თავისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამეთუ მელია ჩამოაგდო, გააერთიანა მთელი „სანაცეთი“ ჩვენი ქვეყნის, ძლევამოსილი არმიით შემდეგ შეუტია და დაიხსნა თავისი ბელადი, შემდეგ დაიმორჩილა ბუნების ძალები და ახლა ერთიანი ძალებით უტევს არჩევნებს, რომ უნდა გაიმარჯვოს. “შუტკა”! რა უნდა გაეკეთებინა?! რაც იყო ბედოვლათი მანამდე, ის არის ახლაც. იმდენად სამარცხვინო შედეგებით არის, რომ უკვე მათი ტელევიზიებიც კი ემიჯნება. “მთავარი არხის” ხელმძღვანელი ვინც არის ამბობდა, ჩემს გარემოცვაში ყველა დასცინისო. ეს მიიღეს. მე კი არ დავცინი, ოქროს გული აქვს, მაგას ვენაცვალე, მაგრამ პოლიტიკურად ღირსეული თავმჯდომარეა, აი, ამ პარტიის. აბა, თქვენ იცით, ერთმანეთს მოუწყვეთ კიდე რევოლუციები, დაიყავით! ვაშაძე დაისვი თავზე, პოპულისტი. ახლა ახალი რაღაც მოიფიქრეს. ევროინტეგრაციაში ხელი მოეცარათ, ვერაფერს შვრებიან, ბელადიც ვერ დაიხსნეს და რა ქნეს? მოიფიქრეს, ახლა რუსეთიდან რაც გავიდა კომპანიები, ისინი არც ერთი არ შემოსულაო. ბიჭო, BMW-ს ცენტი აქ არის, „მერსედესის“ ცენტრი აქ არის, „ტოიოტას“ ცენტრი აქ არის, H&M აქ არის, მთელი ბრენდები აქ არის და დუბლირებულად ვინ შემოვიდოდა აქ?! გიჟია გეუბნებით და „აბოლებს“ ახლა თავის მრევლს შიგნით. სამუშაო ადგილები მეტი უნდა შეგვექმნაო. ვინ ამბობს ამას? – ლუზერი ვაშაძე. ახლა ამ ლუზერების გაერთიანებით „ჩიხუახუა” ორი“ გამოდიან ესენი. როგორც მივხვდი, მათმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს „ნაცებზე“. არ გამოდის არაფერი და ახლა, ჩემი აზრით, ამათი პატრონები გადმოინაცვლებენ და გვარამიას პლატფორმას დააფინანსებენ და ეს ჩაენაცვლება რადიკალიზმში ჩემს „ხაბეს“. რა უნდა ვქნა, არ ვიცი. სად დავასაქმოთ ეს კაცი?! ჩემი „ხაბე“ ყველამ გაწირა და ეს არ არის სწორი ფორმატი. „ხაბე“, გამაგრდი!“ – განაცხადა ზარქუამ.

“2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია” – შსს

2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, https://info.police.ge/ 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.

„როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც გაგრძელდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია და გასულ წელს, საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.87%. 2023 წელს შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობების და განზრახ მკვლელობის მცდელობების 178 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია – 8.71%-ით. ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებიც. გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც.

შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები. პოლიციის მიერ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ბრძოლის შედეგად გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები გაზრდილია 20.53%-ით. გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება კიბერდანაშაულის მიმართებითაც და 7,3 %-ით მეტს შეადგენს. მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობისა და მომართვიანობის გაზრდის პროპორციულად 2023 წელს გაზრდილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. რაც შეეხება ქორწინების იძულების ფაქტებს, 2023 წელს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, რაც მეტწილად საზოგადოებაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლებითაა განპირობებული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.