Home Blog Page 1677

დავხოცავთ რუსებს ნებისმიერ წერტილში უკრაინის სრულ გამარჯვებამდე – ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა და უარყო ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის შესახებ რამდენიმე რუსი პროპაგანდისტის ლიკვიდაციაში.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები გამარჯვების შემდეგ გააგრძელებენ ოკუპანტების განადგურებას.

„ჩვენ მოვკალით რუსები და დავხოცავთ რუსებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკრაინის სრულ გამარჯვებამდე“, – დასძინა ბუდანოვმა.

რუსთაველის ფონდი ღონისძიებაზე „ევროპის დღე-2023“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საგამოფენო ცენტრ  „ექსპო-ჯორჯიაში“   ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფონდის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი  იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ,  რომლის მონაწილეც  რუსთაველის სამეცნიერო  ფონდია. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სტენდს გაეცნო ევროკავშირის ელჩი საქართველოში  პაველ ჰერჩინსკი.

ევროკავშირის პროექტის   – „Caliper – კვლევისა და ინოვაციის დაკავშირება გენდერული თანასწორობისათვის“   საინფორმაციო კუთხეში  წარმოდგენილი იყო   საინფორმაციო – საიმიჯო  ხასიათის მასალა პროექტის შესახებ, ასევე, სხვადასხვა სახის   ბროშურები,  ჟურნალები, გზამკვლევები.  გაიმართა რუსთაველის  ფონდის  სამეცნიერო  საგრანტო კონკურსების ფარგლებში  გამოცემული წიგნების გამოფენა,  რომელიც ევროპულ ცივილიზაციას, მის  კულტურულ მემკვიდრეობასა და  ღირებულებებს ასახავს.  ჩატარდა შემეცნებით-გასართობი   ვიქტორინა „მე და ევროპა“ – დამთვალიერებლებმა, ზეიმის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს  ევროპის, ევროკავშირის ისტორიისა  და ცნობილი ევროპელი მეცნიერების   შესახებ;  ვიქტორინის გამარჯვებულებს   სიმბოლური პრიზები, საჩუქრები  გადაეცათ.

არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი – თინა ხიდაშელი

„კოალიციური ერთობა წარმატების შანსია“, – ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელი ოპოზიციას ურჩევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალები გააერთიანონ.

„საქართველოში არის კონკრეტული რეალობა, რომელიც გვკარნახობს, ეს კოალიციური პროექტი უნდა შედგეს არჩევნებამდე, ვინაიდან, არსებობს საფრთხე, ალბათობა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უბრალოდ ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. წარმატების ყველაზე დიდი შანსი და ამ პროცესის სწრაფად დაძვრის  შანსი გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ 2  მნიშვნელოვანი მოთამაშე  დემოკრატიული ოპოზიციის ფლანგზე „ლელო – საქართველოსთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და სწორედ ასეთ კოალიციური ერთობაზე შეთანხმებას. კი „ლელო“ ტიპური, სტანდარტული ამომრჩევლის პლატფორმაა დღეს საქართველოში, პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პარტიას, აქვს იმის შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ამომრჩეველი“, – აცხადებს თინა ხიდაშელი. 

ირაკლი ღარიბაშვილი „ევროპის დღეების“ ფარგლებში შვედეთის დღის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის დღის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე შვედეთის დღის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს.

 

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს – ევროკავშირის ელჩ ბატონ პაველ ჰერჩინსკის, შვედეთის ელჩს მინდა მივესალმო განსაკუთრებით და ჩვენს მერს, ბატონ კახას [კალაძეს]. მოგეხსენებათ, რომ აღვნიშნავთ ევროპის დღეებს. გუშინ ბატონ ელჩებთან აღვნიშნეთ ევროპის დღეების გახსნა ოფიციალურად. ასევე, გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი ოფიციალურად გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან და მანამდე შვედეთი არის თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ.

 

მინდა კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო – ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან, სასიამოვნო საღამო შესთავაზეს ჩვენს მოსახლეობას. დღეს ასევე გველის შვედური საღამო თავისი კულტურული ელემენტებით. ასე რომ, დიდი მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

თბილისში „ევროპის დღეები“ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის. ღონისძიებები. გუშინდელი დღე, 6 მაისი, ესპანეთს მიეძღვნა.

 

,,ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება და ეს დიდი წარმატებაა”- პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ორბელიანის მოედანზე, ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ. გილოცავთ ევროპის დღეს“, – განაცხადა ელჩმა.

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, ჰათაის პროვინციაში მაგნიტუდით 4.7  მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:36 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.

უკვე მარტვილსაც ჰყავს ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით

უკვე მარტვილსაც ჰყავს ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით, ნიკა ბაღიშვილი.

“არის გამარჯვება – ” ძალიან დაძაბულ დამატებით ბრძოლაში გავხდით ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით.

ვულოცავ ძალიან მაგარ ბიჭს ამ გამარჯვებას.

მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის.განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ის კეთილი ადამიანები, ვინც დაგვეხმარა ფინანსურად.

მადლობა მათ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. ჩვენს მებრძოლს ნიკას კი ვუსურვებ უფრო მეტ შრომას უფრო მეტ მონდომებას და ამ ყველაფერთან ერთად დიდ წარმატებებს. ესახელებინოს თავისი კუთხე მარტვილი და მთლიანად საქართველო.”,- წერს დათა წულაია სოციალურ ქსელში.

ევროპის ჩემპიონატი ლატვიაში ჩატარდა.

„დასავლეთი მზად უნდა იყოს, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება“- ჩეხეთის პრეზიდენტი

დასავლეთი უნდა იყოს მზად, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება“, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, რათა წავახალისოთ უკრაინელები და მხარი დავუჭიროთ, რომ წარმატებულები იყვნენ. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ აქვთ განცდა, რომ არ აქვთ ყველაფერი ოპერაციის წარმატებით დასაწყებად. მაგრამ შინაგანად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სხვა არაპროგნოზირებადი სიტუაციებისთვისაც“, – აღნიშნა პაველმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა მოიპოვოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც შესაძლოა არ სურდეთ რუსეთთან კონფლიქტში ჩართულობის აღიარება.

„კრემლის პრეტენზიები, რომ უკრაინა ცდილობდა ვლადიმერ პუტინის მოკვლას მოსკოვში უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის გზით, სისულელეა, ეს შესაძლოა იყოს საბაბი უკრაინაზე უფრო დიდი საჰაერო თავდასხმისთვის“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, კიევში აცნობიერებენ, რომ რუსეთის არასწორად შეფასება არ შეიძლება, რადგანაც რუსებს ჰყავთ საკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალა, ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი ტექნიკა, შეიძლება უფრო ძველი და, შესაძლოა, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც აქვთ საკმარისი რაოდენობით არტილერია და ბევრი საბრძოლო მასალა.

„ცხადია, თავდაცვაში ყოფნის დროს მათ საქმე უადვილდებათ, რადგანაც უკრაინა საშინელ დანაკარგს განიცდიდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები კარგად იქნებოდნენ მომზადებულები. ამიტომ ისეთ მტერზე თავდასხმა, როგორიც რუსეთია, ძალიან რთული იქნება და მოულოდნელობის ეფექტის შექმნა მეორედ არ გამოვა.

უკიდურესად მავნე იქნება უკრაინისთვის, თუ კონტრშეტევა ჩავარდება, რადგანაც მათ მეორე შანსი არ ექნებათ, ყოველ შემთხვევაში, წელს“, – დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

თურქეთი, უკრაინას S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს არ გადასცემს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უკრაინისთვის რუსული S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გაგზავნა შესთავაზა, თუმცა ანკარამ ამ შეთავაზების მიღებაზე უარი განაცხადა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე სთხოვა თურქეთს, სარაკეტი კომპლექსებზე კონტროლი მათთვის გადაეცათ.

“მოგვეცით კონტროლი S-400-ზე და ჩვენ შევამოწმებთ. მათ შემოგვთავაზეს წინადადებები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, მაგალითად, უარი ვთქვათ კონტროლზე. სად არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი?” , – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

,,მათ სურთ, წინასწარ იცოდნენ რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას”- სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოძიების მასალების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოძიების მიზნით სჭირდებათ.

„ბუნებრივია, მათთვის ეს საყურადღებოა, საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვან ინტერესებს უკავშირდება, რომ წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას თუ რა აქვს ხელთ გამოძიებას, რომ ამის მიხედვით, მათ შორის პოლიტიკურ ალიბიზე გაცილებით მარტივად იმუშაონ. შეიძლება არსებობდეს ძალიან მძლავრი ინტერესი იმისა, რომ გამოძიებაში ხელი აფათურონ რეალურად. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების საქმე, ამას სჭირდება კვალიფიციური გამოძიების ჩატარება“, – მიიჩნევს სარჯველაძე.

მოლდოვაში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ, მაია სანდუს გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ორგანიზებას ითხოვენ.

დემონსტრაციის მონაწილეებს კიშინიოვში ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილი დროებით გადაკეტილი ჰქონდათ.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია 27 ადამიანი, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში დოკუმენტების შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

კადიროვმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისთვის გააკრიტიკა

კადიროვი პრიგოჟინის წინააღმდეგ. ჩეჩნეთის ლიდერმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისთვის გააკრიტიკა.

მისი მტკიცებით, „ვაგნერმა“ ბახმუტში მხოლოდ ადვილად ასაღები რაიონების დაკავება შეძლო, ყველაზე რთულ მონაკვეთებს კი ჩეჩენ მებრძოლებს უტოვებს. კადიროვმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამოც, რომ პრიგოჟინმა იარაღის უკმარისობის გამო საჯარო ისტერიკა მოაწყო და „ვაგნერის“ მებრძოლებს ბატალიონ „ახმატში“ გადასვლა შესთავაზა.

მანამდე „ვაგნერის“ მეთაურმა რუსეთი სამხედრო ხელმძღვანელობა იარაღის არა საკმარისად მიწოდების გამო მკაცრად გააკრიტიკა და 10 მაისისთვის ბახმუტიდან საკუთარი მებრძოლების გაყვანა დააანონსა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ პოზიციებს „ახმატის“ ჩეჩნურ ბატალიონს უთმობს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ბახმუტში „ვაგნერის“ ჩეჩენი მებრძოლებით ჩანაცვლების თხოვნით კადიროვმა პუტინს უკვე მიმართა.