Home Blog Page 1675

მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს- სახალხო დამცველი

მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, კონსილიუმი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს.

„კონსილიუმის წარმომადგენლები ახლახან იყვნენ შესულები და მათ გამოაქვეყნეს დასკვნა. დასკვნაში ასახულია ყველა ის პრობლემა და ყველა ის გაუმჯობესება, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეიძლება თქმულიყო. რაც შეეხება მისი გადაყვანის შესაძლებლობას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი და ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის, კონსილიუმის დასკვნაშივე ითქვა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. თქვენ იცით, რომ აქამდე კონსილიუმი სამ თვეში ერთხელ შედიოდა. დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკვე საჭიროებისამებრ მოინახულებენ მისი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, კონსილიუმის მონაწილეობითაც“, – განაცხადა იოსელიანმა.

ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე, ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო-ირაკლი კობახიძე

ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იქნება ოკუპაციისა და სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლების განულებისკენ.

„დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.

საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისა და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია”

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ იმ დროს ჩადენილი სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა,

„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები არჩევნების ტოტალური გაყალბება ე.წ. ელიტური კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ, მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ „ჩარეცხილი ინტელიგენცია“ და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაული 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა,რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს ყველაფერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დააყენა სწორ რელსებზე, რის შედეგადაც 2012 წლის შემდეგ, ამ პერიოდში გამოვლილი ორი გლობალური და ეკონომიკური კრიზის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ხოლო ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი რვა ნახევარი მილიარდი ლარიდან 28,7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. უპრეცედენტოდ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისვე თქმით, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგია, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, ამასთან, ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შარშან კი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

„ამ ყველაფრისთვის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის“,- აცხადებს კობახიძე.

გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა მის წინამორბედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გასული სამი წლის განმავლობაში წარმატებული საქმიანობისთვის.

სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

სოსო ჯაჭვლიანი იყო მსახიობი, დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და ფილმების პროდიუსერი; მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი. ასევე, ჯაჭვლიანი იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) – ის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.

“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გაჰყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდშიც.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთან ერთადაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ. ინსტიტუციურად გავაძლიერეთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც სრულად შეესატყვისება ევროპული კონსტიტუციონალიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ვახორციელებდით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, ეკონომიკის ზრდას, სხვადასხვა დარგის განვითარებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ემსახურებოდა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ერთიანობით, თითოეული თქვენგანის პრინციპულობით, პატრიოტიზმითა და ქვეყნის ინტერესების ერთგულებით, დიდი მადლობა თქვენ გუნდურობისა და მეგობრობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ დაჯგუფება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავა.

ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის 33 პროვინციაში ჩატარდა.

„ოპერაცია „გმირები-49“ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად განხორციელდა“, – აღნიშნა ალი იერლიკაიამ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა.

“საშიში ზონიდან 40 ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო” – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით, დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ.

როგორც მერი განმარტავს, თუ რა პერიოდში შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ეს უცნობია, ვინაიდან ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

„წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, არ განვრცობილა, ისევ ისეა ის მასა შეჩერებული, ახლა უკვე გეოლოგები არიან ჩამოსულები, ადგილზე იმუშავებენ და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით მივიღებთ შესაბამის ზომებს, რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი. რაც მთავარია, წუხელ მოვახდინეთ აქ მაცხოვრებელი ხალხის ევაკუაცია, დაახლოებით, 40 ოჯახია გადაყვანილი, 10 ადამიანი ჩვენს მიერ სასტუმროშია მოთავსებული. გააჩნია, რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი, ბეტონის ჩასხმა და ა.შ. თუ იქნება საჭირო, ეს გრძელვადიანი პერიოდია“, – განაცხადა ჩიტიაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საშიში ზონიდან 40 ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო.

„ფანჩატურიზაცია“ კრახით დასრულდება”- გურამ მაჭარაშვილი

„ფანჩატურიზაცია“ კრახით დასრულდება, პოლიტიკოსებმა თქვეს, პრეზიდენტმა კი მიგვიწვია, მაგრამ გაერთიანებაზე არ გვისაუბრიაო – ღმერთმა შეარგოთ ის ჭიქა ყავა, თუკი საერთოდ დალიეს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი „ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრას.

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ყველა ინიციატივა, რაც აქამდე ჰქონდა, წარუმატებლად დასრულდა.

„ფორმალური პრეზიდენტის ყველა ინიციატივა კრახით დასრულდა. სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა იმის ძალა, რომ ბოლო გამოსვლა მაინც ჰქონოდა ისეთი, რომ ისტორიაში არ ჩაწერილიყო, როგორც ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადამდგმელი, კონსტიტუციის დამრღვევი და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხმყოფელი პრეზიდენტი. მან ეს არჩევანი თავად გააკეთა, ჩაიწერა ისტორიაში როგორც პრეზიდენტი, რომელმაც უგულებელყო კონსტიტუცია, ფიცი, საკუთარი საზოგადოება, სახელმწიფო გააშავა და ისე წავიდა ამ პოსტიდან. ეს არჩევანი მან თავად გააკეთა. რაც შეეხება იმ ე.წ. ფანჩატურიზაციას, ესეც კრახით დასრულდება. გუშინვე ვნახეთ, პოლიტიკოსებმა განაცხადეს, პრეზიდენტმა კი მიგვიწვია, მაგრამ იქ პოლიტიკაზე და გაერთიანებაზე არ გვისაუბრიაო. თუ ჭეშმარიტ ურთიერთობებზე საუბრობენ და მგელის და კრავის ერთად ძოვაზე, ეს მათი საკითხია. ღმერთმა შეარგოთ ის ჭიქა ყავა, თუკი საერთოდ დალიეს იქ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2023 წლის 30 იანვარს სახალხო დამცველმა შპს „იმპექსფარმს“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერი მოკლე შუალედით ორჯერ ზედიზედ იმყოფებოდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში. შვებულების დასრულების შემდეგ კი, დამსაქმებელმა უარი უთხრა თავის სამუშაო ადგილას დაბრუნებაზე, ვინაიდან, ხანგრძლივი შვებულების გამო, მენეჯერის პოზიციაზე უკვე სხვა პირი იყო დასაქმებული. სანაცვლოდ, დამსაქმებელმა მას სამსახური ქუთაისში შესთავაზა, იმ აფთიაქში, რომელიც დღემდე არ გახსნილა. აღსანიშნავია, რომ მეორე შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ, დამსაქმებელმა მას ანაზღაურების გარეშე შვებულება მისცა და 2022 წლის 5 მარტიდან დღემდე, განმცხადებელი, ფაქტობრივად, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა.

სახალხო დამცველის განმარტებით, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე და იმავე შრომის პირობებით და აგრეთვე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რის მიღების უფლებაც მას ექნებოდა შვებულებით რომ არ ესარგებლა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომპანიის შეთავაზება, ფოთის მაცხოვრებლის ქუთაისში სამუშაოდ გამწესების შესახებ, საგრძნობლად აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას, რადგან კანონით განსაზღვრულ 3 საათზე მეტი დროა საჭირო სამუშაო ადგილზე მისასვლელად.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „იმპექსფარმს“: დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და დასაქმებული დააბრუნოს იმავე სამუშაო ადგილზე იგივე სამსახურებრივი პოზიციით; უზრუნველყოს, იძულებითი მოცდენის გამო შესაბამისი ანაზღაურება; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში სქესის, ორსულობისა, ოჯახური მდგომარეობის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

იხილეთ რეკომენდაცია“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისიმ EBRD-ისგან, ფაქტორინგის პროდუქტით მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRDვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო.

ეს პირველი შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. 

ფინანსური რესურსი თიბისის საშუალებას მისცემს, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდან, ფაქტორინგის პროდუქტზე გაზარდოს წვდომა.

მოზიდული რესურსით დაფინანსდება შემდეგი სექტორები: სამომხმარებლო საქონლის დისტრიბუცია, სატრანსპორტო მომსახურება, სამშენებლო მასალების წარმოება და ვაჭრობა.

„ჩვენთვის, როგორც საქართველოში ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიებისთვის უწყვეტად შევქმნათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შესაძლებლობაა ფაქტორინგის დაფინანსებისთვის EBRD-ისგან მოზიდული ფინანსური რესურსიც. ფაქტორინგით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ  კომპანიებს ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში წარმატებით ვეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ქართული საბანკო სექტორისთვის შედარებით ახალია, 68%-იანი წილით, ბაზარზე ლიდერები ვართ. ის ფაქტი, რომ თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელმაც EBRD-ისგან ამ მიმართულების დაფინანსებისთვის რესურსი ეროვნულ ვალუტაში მიიღო, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ჩვენს მოწინავე პოზიციას პროდუქტისა და ზოგადად ვაჭრობის დაფინანსების განვითარებაში, ისე EBRD-ის ნდობას ჩვენს მიმართ”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, თიბისიმ, პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა, მათ შორის: ბათუმის გარე განათების ჩასანაცვლებლად, LED განათებისა იმპორტი და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების საქართველოდან სომხეთში ექსპორტი.
 
ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათთვის, სხვადასხვა პროდუქტით, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებაა. პროგრამა აძლიერებს ადგილობრივ ბანკებს იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი ვაჭრობის დაფინანსებას და რაც შეიძლება მეტ პარტნიორ ბიზნესს მისცენ ექსპორტსა და იმპორტში ჩართვის შესაძლებლობა. 
 
EBRD-ის დღემდე საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ჯამში 289 პროექტი დაფინანსებული. EBRD-ის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ფინანსური და კერძო სექტორები, მდგრადი განვითარება და მომსახურების სფერო. r
R

სააკაშვილის გათავისუფლება სალომე ზურაბიშვილზე კი არა, ზურაბიშვილის პატრონებზეა დამოკიდებული თუ რას გადაწყვეტენ და უბრძანებენ მას -სოზარ სუბარი

ყველა კარგად ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების შანსი არ აქვს, ახლა მათი უცხოელი პატრონები ცდილობენ, რომ შეიქმნას ახალი, ალტერნატიული ძალა, რომელიც უფრო რადიკალური იქნება, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, რომელი ძალა რა როლს მოირგებს: ვიღაცა ეცდება, რომ უფრო რადიკალური ლოზუნგებით მიიზიდოს ამომრჩეველი, სხვები უფრო კონსტრუქციულ როლს მოირგებენ. მაგრამ ცხადია, რომ მათ პატრონებს სურთ, იყოს ორი ძალა, რომელიც ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტზე ითამაშებს, მაგრამ ბოლოს ერთ კოალიციაში გაერთიანდებიან. ამგვარ ხელოვნურ გაერთიანებებს რომ მომავალი არ აქვს, ამაში მალე, არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დარწმუნდებიან, რადგან საზოგადოებრივი აზრის ნებისმიერი კვლევა ამას უკვე აჩვენებს.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის ცნობილი განცხადებისა, „არა და არასდროს“ შევიწყალებო, ამის გაკეთება მასზე არ არის დამოკიდებული. ზურაბიშვილი ისე მოიქცევა, როგორც მისი პატრონები დაავალებენ, ისინი კი დააკვირდებიან ვითარებას: თუ ჩათვლიან, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უკეთესი იქნება სიტუაციის არევისთვის და იმისთვის, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მეტი ხმა მიიღოს, მაშინ გამოაშვებინებენ. მაგრამ თუ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გამოშვება და არეულობა, რაც ამ გამოშვებას მოჰყვება, ხალხს აფრთხობს და პირიქით, კოლექტიური ნაცმოძრაობის შანსებს ამცირებს – დავალებაც შესაბამისი იქნება. ასე რომ სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.