თურქეთის ხელისუფლებამ დაჯგუფება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავა.
ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის 33 პროვინციაში ჩატარდა.
„ოპერაცია „გმირები-49“ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად განხორციელდა“, – აღნიშნა ალი იერლიკაიამ.
შეგახსენებთ, გასულ თვეში სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა.