Home Blog Page 1670

“რა დროს მელიას პოლიტიკაა, ხაბეს ჩამოგდებული ლიდერი არ გაიშვას” – ირაკლი ზარქუა

მოსახლეობამ მელიას სახელმწიფო როგორ უნდა ანდოს, საკუთარ პარტიაში მოუწყვეს რევოლუცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას შეფასებით, გვარამია და მელია ახლა ახალგაზრდებს ამოეფარნენ.

„გვარამია და მელია ამოფარებული არიან დემოკრატიას, მედიამანტიას და ახლა ახალგაზრდებს ამოეფარნენ. ვინ არის ახალი სახე, გვარამია? – რაც არ უნდა დაიმალოს და ახალგაზრდებს ამოეფაროს, ჰგონია, საზოგადოებას ავიწყდება ვინ და რა იყო? გვარამია ჩვეულებრივი ზონდერ პროკურორი იყო, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი და ახლა უნდა, სააკაშვილზე გადაიტანის ისრები. გვარამია, ადეიშვილი და სხვა ზონდერები იყვნენ ამ ქსელის აქტორები. მელია არის ახალი სახე, დეკანოიძე თუ გიჟი ჯაფარა? – ყველანი კარგად ნაცნობი სახეები არიან საზოგადოებისთვის, მათი საგმირო საქმეებიც ცნობილია. რაც შეეხება მელიას, მელია იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ხაბემ ჩამოაგდო. ხაბეს ჩამოგდებული ლიდერი არ გაიშვას. 7 ნომერი უნდა, 9 თუ 15, რა მნიშვნელობა აქვს, რა ნომერს წაიღებს? – ხაბემ ჩამოაგდო. მის ადგილზე საერთოდ დავიმალებოდი, სხვა სექტორში გადავიდოდი. რა დროს მელიას პოლიტიკაა, ხაბემ ჩამოაგდო და მორჩა. მნიშვნელობა არ აქვს, ხაბემ რა და როგორ იკადრა. ლიდერი ერქვა და ჩამოაგდეს. გგონიათ, ხაბე მართავს? – ისიც ერთ-ერთი ქვეშევრდომია, მაგრამ ჩამოაგდო და მოსახლეობამ მელიას სახელმწიფო როგორ უნდა ანდოს, საკუთარ პარტიაში მოუწყვეს რევოლუცია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუა.

“გვარამიას და მელიას ახალი გაერთიანებები „ნაცმოძრაობის“ ფილიალებია” – გურამ მაჭარაშვილი

მელია და გვარამია თუ წარსულთან არ ითანამშრომლებენ, ე.ი. მათთან არავინ ითანამშრომლებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ ფილიალებში ახალი ვერაფერი იქნება.

„მელია და გვარამია თუ წარსულთან არ ითანამშრომლებენ, ე.ი. მათთან არავინ ითანამშრომლებს, რადგან ორივე იმ წარსულს წარმოადგენენ, რასაც თავადვე „ნაცმოძრაობა“ დაარქვეს. „ნაცმოძრაობის“ ფილიალებში ახალი ვერაფერი იქნება, სწორედ „ნაცმოძრაობის“ ფილიალებია გვარამიას თუ მელიას ახალი გაერთიანებები. საზოგადოება მათგან სიახლეს არ უნდა ელოდებოდეს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

“ევროკავშირის მოქალაქეები უკეთ უნდა იყვნენ ინფორმირებული, რას ნიშნავს მარიონეტული მთავრობა უკრაინაში, თუ რუსეთი მას დაიპყრობს”

ევროკავშირის მოქალაქეები უკეთ უნდა იყვნენ ინფორმირებული, თუ რას ნიშნავს მარიონეტული მთავრობა უკრაინაში, ისევე, როგორც ბელარუსში, თუ რუსეთი დაიპყრობს ქვეყანას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აპირებს დანებებას. მისი პოლიტიკური გადარჩენა ამაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, პუტინი აპირებს ბოლომდე სვლას თავისი ხალხისა და არმიის მსხვერპლად გაღების ფასად, რადგან ის განიცდის უზარმაზარ მატერიალურ და ადამიანურ ზარალს და ვერც ერთ მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწია.

„როგორ ფიქრობთ, როცა ომი დაიწყო, პუტინს ერთი წამითაც კი წარმოედგინა, რომ ორ წელიწადში ის იქნებოდა იქ, სადაც არის? – არა. მას ეგონა, რომ მისი არმია ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის. მას ეგონა, რომ უკრაინა ძალიან სუსტია, დაიშლება. ეს ასე არ მოხდა. მას ეგონა, ევროპული ერთობა დაინგრეოდა. ფიქრობდა, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა დაიშლებოდა. აქედან არცერთი რამ არ მომხდარა“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, რუსეთი და მისი მმართველი ვლადიმერ პუტინი არის მეზობელი, რომელმაც არ იცის, სად იწყება და სად მთავრდება მისი საზღვრები.

ბორელის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათი ვალდებულებაა, ადამიანებს უკეთ აუხსნან მიზეზები, თუ რატომ ეხმარება ევროკავშირი უკრაინას, რა შედეგები მოჰყვება მის დამარცხებას, რომ უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ რუსული არმია ევროპის საზღვართან დადგება.

„ეს ნიშნავს, რომ პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ ერთხელ თუ გაიმარჯვა, რატომ არ დაამარცხოს მეორედ მეზობელი? მაგალითად, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გააკონტროლებს მსოფლიო ხორბლის ბაზრის 35%-ს. არის პერსპექტივები, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს“, – აღნიშნა ბორელმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 10-14 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თიბისი აკადემიაში რისკების მიმართულებით რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული.  პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. რეგისტრაცია 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

რისკების აკადემია თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. პროგრამას სფეროს პროფესიონალი მენტორები – თიბისის თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარებისა და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.

პროგრამა ოთხთვიან კურსს მოიცავს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ აპლიკაცია 21 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.

თიბისი აკადემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.

 

R

“ზურაბიშვილი იქცა ოპოზიციის რიგით წევრად” – მიხეილ სარჯველაძე

ზურაბიშვილი იქცა ოპოზიციის რიგით წევრად – გადადგება და ოპოზიციის ლიდერობაზე ექნება პრეტენზია თუ დარჩება და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის მოემზადება, ძნელი გამოსაცნობია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკოსების შეხვედრებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ახლა პრეზიდენტი სამომავლო პოლიტიკური კარიერის შემზადებას ცდილობს.

„პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიციის ფლანგზე გახდეს მათი მხარდამჭერი, ლიდერი და შეიმზადოს სამომავლო პოლიტიკური კარიერა, ესაა მისი მოტივაცია. როგორ გადაწყვეტს და რა ტაქტიკური ხერხები ექნება, გადადგება და ოპოზიციის ლიდერობაზე ექნება პრეტენზია თუ დარჩება და შემდეგ რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის მოემზადება, ეს წინასწარ ძნელი გამოსაცნობია. სამწუხაროდ, ის დიდი ხანია იქცა ერთ-ერთ რიგით წევრად და ამით ყველაზე მეტად დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რადგან გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც ამ ინსტიტუტისთვის არათავსებადია. აქვს ამბიცია და ამბობს, რომ უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ გააღრმაოს პოლარიზაცია,“- განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე, ასევე, ოპოზიციურ ფლანგზე შესაძლო გაერთიანებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მექანიკური“ და „უპრინციპო“ გაერთიანებები წარმატების საწინდარი ვერ გახდება.

„შეცდომას უშვებს ოპოზიცია, როცა უპრინციპო და ამორფული გაერთიანებების გზით აპირებს საზოგადოების ინტერესის გაღვივებას. საზოგადოების ანტიპათია მატულობს ასეთი ტიპის გაერთიანებების მიმართ. ნუ ექნება ნურავის დიდი მოლოდინი და ამბიცია, რომ ოპოზიციისთვის რაიმე სერიოზული წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს სრულიად მექანიკური, გაუაზრებელი გაერთიანებები,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

“2023 წელს საქართველოში პენსიას 838 ათასი ადამიანი, სოციალურ დახმარებას კი 182 ათასი მოქალაქე იღებდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 838.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 71.1 პროცენტი ქალია, ხოლო 28.9 პროცენტი – კაცი. აქედან, პენსიის მიმღებთა 30.3 პროცენტი თბილისშია, 15.8 პროცენტი – იმერეთში, 10.5 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.0 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.7 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 181.9 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.9 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.1 პროცენტი – კაცი.

სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.7 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს – ომის მონაწილეები, 11.7 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.2 პროცენტი თბილისშია, 16.2 პროცენტი იმერეთში, 11.8 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377.0 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 122.9 ათასი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია – 72.8 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 31.9 ათასი.

“რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლულია ოთხი პირი, დაჭრილია – ერთი” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შევიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.

დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.

“გვარამია რომელი ახალი სახეა? თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, ყველაფერი გააკეთა” – კახა კალაძე

„გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია სავარაუდოდ პარტიას ქმნის, რომელსაც „ახალი“ ერქმევა.

„მე „ძველს“ მივუმატებდი, ალბათ ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა. გვახსოვს ყველას, რა განცხადებებს აკეთებდა თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორ მოიხსენიებდა მას? გვახსოვს ის სიუჟეტები, სადაც ისეთი რამეები იკადრა, ისეთებს გვაბრალებდა, პირადად მე, ჩემს ოჯახს; გვახსოვს, როდესაც გენერალური პროკურორი იყო, რას კადრულობდა ეს ადამიანი? ყველა, ვინც დღეს წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ადამიანები. დღეს შეიძლება მათ  თავიანთმა პატრონებმა უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან გაფუჭებული პარტიაა რეპუტაციული თვალსაზრისით, ძალიან დამძიმებულია თავისი წარსულით, იმ ბოროტებით, რომელიც  მან ჩაიდინა მართვის დროს. ამ ყველაფერს პარტია თავისით ხომ არ აკეთებდა, ესენი იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მაშინ პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ. ცხადია, ესენი არიან  ის ადამიანები, რომლებიც იმ ბოროტებას ჩადიოდნენ ცხრა წლის განმავლობაში, რომელიც უმძიმესი იყო  ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს უნდათ, ეს ადამიანები წარმოაჩინონ ახალ სახეებად. შეიძლება დაარქვან „ლელო“, „გახარიები“, „დროა“, აგერ „ახალი“ დაურქმევიათ… მცდელობა არის ერთი: საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული და ახალი  სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია. ვინ არიან სინამდვილეში ეს ადამიანები? ისევ ისინი, ვინც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა სახით. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა შანსი ექნება აღნიშნულ პარტიას 2024 წლის არჩევნებში, კახა კალაძე პასუხობს, რომ საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და შესაბამის ადგილს მიუჩენს.

„ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს არსებულ სიტუაციას. როდესაც ვამბობდით, რომ არის ზეწოლა ხელისუფლებაზე, მითითებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის, ეკონომიკისთვის. ზუსტად ეგ უნდოდათ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და შემდეგ მოსახლეობა დაპირისპირებოდა ხელისუფლებას, იმიტომ, რომ როდესაც შენ ხარ ხელისუფალი, გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, გაატარო სწორი პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში სჭირდება  შენს ქვეყანას და შენს ხალხს. ზუსტად ამიტომ აგირჩია ხალხმა. ჩვენ რომ გადაგვედგა არასწორი ნაბიჯი, ხალხს ექნებოდა ლეგიტიმური უფლება, დაპირისპირებოდა ხელისუფლებას. ზუსტად ეგ იყო გათვლა. იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები, რომელნიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ და „ახლებად“ მოაქვთ თავი. რომელი ახალია გვარამია, უსუფაშვილი, სამადაშვილი, ხაზარაძე და ასე შემდეგ. ეს სია უსასრულოა და შეგვიძლია გავაგრძელოთ. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს, ვის ემსახურებიან. ერთი რამ ცხადია, რომ ამ ქვეყანას არ ემსახურებიან და არ აქვთ სურვილი, გაატარონ ამ ქვეყნის ინტერესი და დაიცვან ის. თავიანთი ქმედებიდან გამომდინარე ჩანს ეს ყველაფერი. მათ ჰყავთ თავისი პატრონი, აქვთ თავიანთი ინტერესი და ეს ინტერესები აცდენილია სახელმწიფო ინტერესს. ხალხი, საზოგადოება მათ მიუჩენს შესაბამის ადგილს 2024 წლოის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“არჩევნების წინ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ იმ არასამთავრობოთა დაფინანსების, საქმიანობის გასაჯაროებაზე, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან”

არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთო პასუხისმგებლობაა. 2020 წლის არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია გვიჩვენებს, რომ არჩევნები მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ყველა მოქმედმა პირმა – ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და საერთაშორისო სუბიექტებმა, პოლიტიკური და ფინანსური წვლილის გაღების პარალელურად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, – აცხადებს პაპუაშვილი.

“2023 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდი ლარი დახარჯეს” – საქსტატი

სტატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, როგორც უწყების ანგარიშში წერია, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 43.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.6 პროცენტს შეადგენდა.

ასევე, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი – 35.4 პროცენტი განხორციელდა საყიდლების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 1.0 მილიონი და 349.0 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 7.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9 პროცენტით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა.

“გვახსოვს შალიკოს ფანჩატური, დღეს იქნება სალომეს რაღაც, ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს” – კახა კალაძე

გვახსოვს შალიკოს ფანჩატური, არ ვიცი რა, მაგრამ დღეს სალომეს რაღაც იქნება. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ და პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ.

„ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ამაში სიახლე არაფერია. გვახსოვს შალიკოს ფანჩატური, არ ვიცი რა, მაგრამ დღეს სალომეს რაღაც იქნება. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესენი უსამშობლო ადამიანები არიან და ამ ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა და ხალხს აკადრებდე იმას, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ? შეიძლება სხვა მიმართულებით რაღაც გააკეთონ, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ აქვთ, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. სალომე ზურაბიშვილი არ იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსსო? თუ დაგვავიწყდა? რამეს ხომ არ ვიგონებ, ეს ხომ მისი სიტყვებია?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ყველაფერი გააკეთა, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, შეინარჩუნა მშვიდობა, გაატარა ქვეყნის ინტერესი, დაიცვა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და, რა თქმა უნდა, ღირსებით, თავაწეული და არა ცალ ფეხზე დგომით, მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე ვაპირებთ გაგრძელებას ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ხელის შეშლა იქნება. ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, არსად წასულა, მაგრამ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სწორედ ასე გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.