Home Blog Page 1663

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ ომი

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის დასრულების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

“შავ ზღვაში დაძაბულობის მატება არავის მოუტანს სარგებელს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაასრულონ ომი. მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნება აღკვეთს შესაძლო ნეგატიურ შედეგებს გაჭირვებულ ქვეყნებში და ხელს შეუწყობს სურსათის სტაბილურობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

უწყების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 39-40 გრადუსს მიაღწევს, რაც ტყის ხანძრების რისკს ზრდის.

11 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ოპოზიციის ნაწილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მოტივირებულები არიან ხელი შეუშალონ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევაში -სარჯველაძე

სარჯველაძე

ოპოზიციის ნაწილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მოტივირებულები არიან ხელი შეუშალონ ქვეყანას ამ მიმართულებით წარმატების მიღწევაში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ ასრულებს.

„პრაქტიკულად აღიარეს კიდეც ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებმა, რომ მოტივირებულები არიან ხელი შეუშალონ ქვეყანას ამ მიმართულებით წარმატების მიღწევაში. ისინი არიან არა მხოლოდ ტენდენციურები ამ შეფასებაში, არამედ აბსოლუტურად უსაფუძვლო არგუმენტებით შეიარაღებულები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ჭკუიდან გადადის და ცდილობს ხელყოს ჩემი საპრეზიდენტო კამპანია -ტრამპი

ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ჭკუიდან გადადის და ცდილობს ხელყოს ჩემი საპრეზიდენტო კამპანია, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა მოითხოვა წვდომა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშზე. თავდაპირველად Twitter-მა გადადო მოთხოვნის შესრულება, რადგან სურდა ჯერ ტრამპისთვის ეცნობებინა მოთხოვნის შესახებ. შედეგად, სასამართლომ კომპანიის ასეთი ქმედება უპატივცემულობად ცნო და 350 000 დოლარის ჯარიმა დააკისრა.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სერიოზული დარტყმაა მის სამოქალაქო უფლებებზე.

“აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. ჯერ კიდევ არსებობს [კონსტიტუციის] პირველი შესწორება? ბნელი დღეებია ამერიკაში!” – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის მასშტაბურ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის მასშტაბურ ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

ამჟამად 2 000-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.

ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ტყის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა შეუძლებელია.

სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მე-8 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ლოკაციაზე მუშაობს – მიზანი მდინარე ბუბასა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევაა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შესაძლებელია ადამიანები მოყოლილიყვნენ.

მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და მჟავე წყლებისკენ მიმავალი გზაა. სტიქიის ზონაში აქამდე მიუვალ ადგილებში გუშინ დამატებითი რკინის კონსტრუქციები დაამონტაჟეს, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის, შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩართულია თავდაცვის ძალებიც. მაშველებმა ორ სხვადასხვა ადგილას გუშინ კიდევ 2 ცხედარი იპოვეს.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან მხოლოდ 17-ია იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გადაუჭრელი პრობლემები და შეუსრულებელი ვალდებულებები ბევრ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერ აქტიურობას ერიდოთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ბიზნესისთვის, რომელიც ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. შესაძლებელია მცირე ფინანსური ან საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის გაუარესება, ამიტომ ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და კვებაში ზომიერება გამოიჩინეთ.

კურო

არახელსაყრელი დღე აქტიური მოქმედებისთვის და საქმისთვის, რომელიც დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. ამასთან, უახლოეს მომავალში შემოსავლების იმედი არ უნდა გქონდეთ. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებამდე ძველი დაასრულოთ და მომავალი პერსპექტივები დასახოთ.

ტყუპები

წინააღმდეგობრივი დღეა. სავარაუდოდ, ურთიერთობებში არსებული ძველი პრობლემების მოგვარებაში დიდ დროს და ენერგიას დახარჯავთ. არახელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობისთვის, ამასთან, მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. ეცადეთ, ძველ საქმეებს დროულად გაუმკლავდეთ და მომავლის პერსპექტივები დასახოთ.

კირჩხიბი

პასიური დღეა, ამიტომ თქვენი აქტიურობა ნებისმიერ საქმეში უადგილოა. ერიდეთ გრძელვადიანი გეგმები დასახვას და დაპირებების გაცემას. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი სიტყვები, რომ არავინ შეურაცხყოთ. ეცადეთ, თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ.

ლომი

თქვენმა შინაგანმა თავისუფლებამ და დამოუკიდებელმა მოქმედებამ შეიძლება, უახლოეს გარემოცვაში შური და არაკეთილგანწყობა გამოიწვიოს. თქვენს სიმტკიცეს და მიზანსწრაფულობას კი უკმაყოფილება და პროტესტს გამოიწვევს. არახელსაყრელი დღეა აქტიური ქმედებებისა და მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია პრობლემები უცნობ ადამიანებთან, მენეჯმენტთან ან მთავრობის წარმომადგენლებთან, რასაც შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვეს.

ქალწული

რთული დღე გელით. პარტნიორთან ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში შექმნილი პრობლემების გადაჭრა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. არახელსაყრელი დღეა საქმეებისთვის, რომლებიც ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ჯანმრთელობის გაუარესება. გირჩევთ, პირველივე სიმპტომების გამოჩენისას ექიმს მიმართოთ. ეცადეთ, ახალი საქმეების დაწყებამდე ძველი საქმე დაასრულოთ.

სასწორი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე. არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგების, ცრუ რჩევების ან პროვოკაციების გამო,გირჩევთ კომერციულ საქმეებში ნაკლები იაქტიუროთ და ურთიერთობა შეამციროთ. ვარსკვლავები ისევ ჯანმრთელობის შესაძლო გართულებების შესახებ გაფრთხილებენ. მოსალოდნელია წარმატებები პირად საქმეებში, მაგრამ მატერიალური საკითხების მოგვარება ადვილი არ იქნება.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ძველი გეგმების განხორციელებისა და დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ. თქვენი ენერგიული ქმედებები და მიზანდასახულობა წარმატებაში დაგეხმარებათ. უახლოეს დღეებში შეიძლება თქვენი სოციალური სტატუსი უკეთესობისკენ შეიცვალოს და ავტორიტეტი გაძლიერდეს. დღის მეორე ნახევარში გაციებას ან ვირუსულ ინფექციას უნდა ერიდოთ.

მშვილდოსანი

დროა, გონებრივ სამუშაოსგან ცოტა ხნით დაისვენოთ და სპორტითა და ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში საკუთარი სიტყვები და ემოციები უკეთ აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი სკანდალის ალბათობა უკიდურესად მაღალია. გირჩევთ, თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში უკეთ გაერკვეთ და ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვათ. ამ დღის მოვლენები თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებს, რომლებსაც პლანეტები გიგზავნიან და ეცადეთ, ყურადღებით გააანალიზოთ ისინი.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რამაც შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. ეცადეთ თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება სხეულს ზიანი მიაყენოს. ილუზიებმა პარტნიორთან მიმართებით შეიძლება დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს.

თევზები

გირჩევთ, ეს დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ და სახლში ან საზაფხულო აგარაკი საფუძვლიანად მოაწესრიგოთ. სუფთა ჰაერზე ფიზიკური შრომა განწყობას გააუმჯობესებს და მძიმე აზრებისგან გაგათავისუფლებთ. დროა, სულიერ განცდებზე ფიქრი შეწყვიტოთ და საქმიან აქტიურობაზე გადაერთოთ.

როდის აგრილდება საქართველოში?

როგორც ამინდის გრძელვადიანი პროგნოზიდან ჩანს, აგვისტოში ტემპერატურა 26 გრადუსამდე ჩამოვა, ხოლო სექტემბრის პირველ კვირაში უფრო დაბალი ტემპერატურაცაა მოსალოდნელი.

ერთი თვის პროგნოზი შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე იხილოთ.

მდინარე ტებეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ

მდინარე ტებეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ – სპეციალისტების პირველადი განმარტებით ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.

მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო.

სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უპრეცენდენტო ტყის ხანძრები ჰავაიზე – CNN

ჰავაის დიდ კუნძულზე და მაუიზე გაჩენილი უპრეცენდენტო ტყის ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მაშველები და მოსახლეობა ოკეანეში გადახტომით შველიან თავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჰავაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალური პირის თქმით, ქარები, რომლებიც დაკავშირებულია მე-4 კატეგორიის ძლიერ ქარიშხალ „დორასთან“, რომელიც ჰავაის სამხრეთით ასობით მილის მანძილზე გადის, კუნძულებზე ხანძრის გაღვივებას ხელს უწყობს.

„ჩვენ განვიცადეთ საშინელი კატასტროფა ტყის ხანძრის სახით, რომელიც ფართოდ გავრცელდა რეგიონში ქარიშხლის ქარისა და გვალვის პირობების შედეგად“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა.

ამჟამად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც ჰავაის გუბერნატორი აღნიშნავს მოლოდინი არის, რომ ხანძარს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

მაუის დასავლეთ მხარეს, 911-ის სერვისი ამჟამად გათიშულია. ძლიერი ქარის შედეგად ჩამოგდებული მობილური ანძების გამო, კომუნიკაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდება. საავადმყოფოები კი დამწვრობის დაზიანებების მქონე ადამიანებითაა გადატვირთული.

,,ევროსაბჭოს რეზოლუცია, რთული მისაღები დოკუმენტი იყო”- ბოკუჩავა

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია გარკვეულ პუნქტებში ნამდვილად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე საერთაშორისო დონეზე პირველად ადასტურებდა იმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რთული მისაღები დოკუმენტი იყო.

„ძალიან რთულად მისაღები დოკუმენტი იყო. უზარმაზარია რუსული ლობი და გავლენა. განსაკუთრებით 2008 წელს მათ ჰქონდათ უსაზღვროდ მეტი გავლენა, ვიდრე დღეს აქვთ ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია გარკვეულ პუნქტებში ნამდვილად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე საერთაშორისო დონეზე პირველად ადასტურებდა იმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება და რომ განხორციელდა ეთნიკური წმენდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

,,რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა 2008 წელს კოდორის ხეობა?” – კობალაძე

ვერავისგან მოვისმინე კომპეტენტური აზრი, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებები არ იყო კარგად შეფუთული ჩვენი ტერიტორიების გადაბარების ოპერაცია, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ განაცხადა.

„მე არ ვსაუბრობ უმცირეს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაზე და ჩვენს ჯარისკაცებზე, რომლებიც რეალურად გულმოდგინედ და თავდადებით იბრძოდნენ და გმირების სიები შემატეს ჩვენს ქვეყანას და სახე არ დააკარგვინეს ჩვენს ქვეყანას. მე ვსაუბრობ იმ რეალურ მოცემულობაზე, რაც დღეს გვაქვს და რამაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმის ტვირთი, რომ ნულს ქვემოდან დავიწყოთ ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა და ჭიდილი“, – აღნიშნა კობალაძემ.

ომის დაწყების თარიღთან ერთად 15 წლის შემდეგ აქტუალურია კიდევ ერთი კითხვა, რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა 2008 წელს კოდორის ხეობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა ისაუბრა, რომელიც 15 წლის წინ სხვა სამხედროებთან ერთად კოდორში საბრძოლო დავალებით იმყოფებოდა.