სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

65
spot_img

მე-8 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ლოკაციაზე მუშაობს – მიზანი მდინარე ბუბასა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევაა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შესაძლებელია ადამიანები მოყოლილიყვნენ.

მთავარი საძიებო პერიმეტრი კვლავ კოტეჯების ტერიტორია და მჟავე წყლებისკენ მიმავალი გზაა. სტიქიის ზონაში აქამდე მიუვალ ადგილებში გუშინ დამატებითი რკინის კონსტრუქციები დაამონტაჟეს, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის, შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩართულია თავდაცვის ძალებიც. მაშველებმა ორ სხვადასხვა ადგილას გუშინ კიდევ 2 ცხედარი იპოვეს.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან მხოლოდ 17-ია იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.