Home Blog Page 1660

კაფე-რესტორნებს ვალდებულება ექნებათ, მენიუში ფასი ჯამურად, დღგ-ს და მომსახურების გადასახადის ჩათვლით შეიტანონ

კვებითი მომსახურების სექტორში, ყველა მოვაჭრე ვალდებული იქნება, მენიუში ფასი ჯამურად, ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს და მომსახურების გადასახადის ჩათვლით მიუთითოს.

შესაბამისი სტანდარტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა – შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია – მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი, მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

სააგენტომ სტანდარტი დაადგინა – შპს „ლიმონი 2009“-ის (რესტორანი – რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე – 13 შეთანხმება გაფორმდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს -ლევან დავითაშვილი

„ენერგეტიკის სფეროს კურატორი მე ვიქნები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ენერგეტიკის სფეროს ვერ ექნებოდა. როდესაც პირადად, ამ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს დარგს, ესეც არის დემონსტრირება იმისა, რომ ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება. „ამ შემთხვევაში, ჩვენი სამინისტრო იქნება ამაზე პასუხისმგებელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს და ის მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც ბოლო წლებში დაიძრა, არა თუ შენელდეს, არამედ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს და იმ მიზნებს მივაღწიოთ, რაც დასახული გვაქვს,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ცალკე უწყების არსებობის საჭიროებას, იმ შემთხვევაში, თუ სწორად ხდება დარგის მართვა, ამაზე მეტი შედეგის მიღწევა ენერგეტიკისთვის შეუძლებელია, როდესაც ის არის ძალიან ძლიერი სამინისტროს ნაწილი. „ეს ამარტივებს კოორდინაციას სხვადასხვა უწყებასთან. ამა თუ იმ სექტორის განვითარებას სჭირდება ბევრი მომიჯნავე სფეროსთან კოორდინაცია, იქნება ეს სახელმწიფო ქონების განკარგვის საკითხები და ა.შ., ეს ყველაფერი საჭიროებს ძლიერ პორტფელში ყოფნას,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„ჩვენი გადაწყვეტილება ცალსახაა, რომ ენერგეტიკას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ისეთი კონსოლიდირებული სამინისტროები, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, როგორც წესი, იძლევა საშუალებას, რომ ამა თუ იმ სფეროსთვის იყოს მეტი რესურსი, მეტი კოორდინაცია და ეს ყველაფერი არის მოქნილობის საფუძველი, რომ სფერო უფრო წარმატებით განვითარდეს,”  – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

“ანტიკორუფციული სააგენტო სწორედ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა, ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე კორუფციასთან ბრძოლის ნიშნით”

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლო წლებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო, ასევე, შემუშავდა არაერთი მექანიზმი, რათა ქვეყანაში კორუფციის რისკები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო.

წულუკიანის თქმით, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს და კორუფციის რისკებთან ბრძოლა უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს.

„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა რისკებზე, ასეთი რისკები ნებისმიერ დროს არსებობს და ყველა მთავრობის, ხელისუფლების ვალია, იმუშაოს ამ რისკების პრევენციაზე, რათა რისკები არ მატერიალიზდეს. თავის დროზე, როდესაც იუსტიციის მინისტრის რანგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა უწყებათაშორის სამუშაოს ვუძღვებოდი, მახსოვს, ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის რისკები ყოფილიყო მაქსიმალურად დაზღვეული. ასევე, ბოლო წლებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპისა და მსოფლიო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ნიშნით, ყველა რეიტინგი ამას ადასტურებს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს, რისკებთან ბრძოლა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს და აქ  ვერ იქნება ვერანაირი განსხვავებული აზრი ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილი თავს იკავებს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს, ილჰამ ალიევს, რაც პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს -თეა წულუკიანი

საქართველოს პრეზიდენტის დუმილი, რომელიც ილჰამ ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას გულისხმობს, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს.

თეა წულუკიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილისგან მილოცვაზე თავშეკავება „პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს“.

„გვინდა, ყველას შევახსენოთ, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ბოლო წლებში რეგიონში გაზრდილია გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების რისკები, საქართველოს მთავრობა დღენიადაგ ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს. ამ ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს ჩვენს მეზობელ პარტნიორ, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ამას კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ეგრეთ წოდებული პატრონებისგან, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე. მისი მიზანი უნდა იყოს, როგორც პრეზიდენტმა, წინასწარ დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები, მაქსიმალურად მეგობრული,  პარტნიორული ურთიერთობა იქონიოს ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, თუმცა როგორც ჩანს, მისი მიზანია, მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, გაიზარდოს ეკონომიკური საფრთხეები და ასე შემდეგ. ეს, სულ მცირე, დასანანია. ასევე, გაზიარებული ვერ იქნება ახსნა, რომ ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ალიევს. ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ქალბატონმა სალომემ არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა მაკრონს, რაც ბუნებრივი და მისასალმებელი იყო“, – განაცხად თეა წულუკიანმა.

“მთავრობის სხდომაზე დავგეგმეთ ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომლებზეც ვიმუშავებთ ინტენსიურად, ახალი შემადგენლობით”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის პრიორიტეტებსა და მთავრობის მუშაობის პრინციპებზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, დაიგეგმა ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომლებზეც ახალი შემადგენლობით ინტენსიურად იმუშავებენ.

„როგორც იცით, დღეს ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ზოგადად მთავრობის მუშაობის პრინციპებზე. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ყველა ჩემს კოლეგას, ბატონ ირაკლი კობახიძეს დაკავებული თანამდებობები. ვფიქრობ, ჩვენ გველოდება ინტენსიური წელი, ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. გვქონდა საინტერესო, ინტენსიური განხილვები პარლამენტში, სადაც ვსაუბრობდით მიმდინარე წელს შესასრულებელი გეგმების და ამოცანების შესახებ, გავაცანით სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის პრიორიტეტებს უკავშირდება. შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რათა ყველა ამ მიზანს მივაღწიოთ. ასე რომ, ჩვენ დავგეგმეთ ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომლებზეც ვიმუშავებთ ინტენსიურად, ახალი შემადგენლობით. ასევე, ვისაუბრეთ მეტ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო საზოგადოების მიმართ. ანგარიშვალდებულებასთან ერთად, გამჭვირვალობაზე. ეს თითოეული სამინისტროსთვის აქამდეც იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მაგრამ დღეს ასევე იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მათ შორის მედიასთან ურთიერთობა იქნება მეტი და ინტენსიური“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

“მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო კამპანია მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რევანშიზმზე ააგო” – გია აბაშიძე

ურეიტინგო, ყალთაბანდი მამუკა ხაზარაძე, რომლის პოლიტიკური ხედვები ფსკერზეა, ვერ აცნობიერებს, რომ ნეგატივით არჩევნებს ვერსად იგებენ. თუმცა, კანტორა „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოებაა და უნდა იმეოროს უსამშობლოების გაცვეთილი ბოროტი გზავნილები: რეპრესიებზე, განადგურებაზე, ჩაგვრაზე, ადამიანების გაძევება-გადასახლებაზე, ბიზნესის რეკეტზე და ა.შ., – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი და რომ ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლას კი „ხალხი გადაწყვეტს“.

აბაშიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ მისი საარჩევნო კამპანია მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რევანშიზმზე ააგო.

„მრავალწახნაგოვანმა თაღლითმა, პოლიტიკაში უნიჭოების განსახიერებამ, გამომძალველმა მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო კამპანია მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რევანშიზმზე ააგო.

ურეიტინგო ყალთაბანდი მამუკა ხაზარაძე, რომლის პოლიტიკური ხედვები ფსკერზეა, ვერ აცნობიერებს, რომ ნეგატივით არჩევნებს ვერსად იგებენ. თუმცა, კანტორა „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოებაა და უნდა იმეოროს უსამშობლოების გაცვეთილი ბოროტი გზავნილები – რეპრესიებზე, განადგურებაზე, ჩაგვრაზე, ადამიანების გაძევება-გადასახლებაზე, ბიზნესის რეკეტზე და ა.შ.

ანაკლიის პროექტის ჩამგდებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში დამკვიდრების პერსპექტივა ისეთივე უტოპიაა, როგორც ლევან ხაბეიშვილის დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. ამიტომ კარაოკე-ყროყინით და სუფრასთან რუსული რომანსების ღიღინით რომ დაკავდეს, შედარებით ხელშესახებ შედეგს მაინც მიაღწევს“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონი კიევში 13 თებერვალს უნდა ჩასულიყო, რის შემდეგაც ოდესაში ვიზიტსაც გეგმავდა.

დღის წესრიგში იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტიც. საფრანგეთის პრეზიდენტს 200 მლნ ევროს ფონდის შექმნის შესახებ უნდა გამოეცხადებინა.

ვიზიტის გადადების მიზეზად უსაფრთხოების ზომები სახელდება.

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად თუ მოგვევლინება, ოპოზიცია გაერთიანდება ქვეყნის გაშავებასთან, კონსტიტუციის დარღვევასთან -გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად თუ მოგვევლინება,  ოპოზიცია გაერთიანდება ქვეყნის გაშავებასთან, კონსტიტუციის დარღვევასთან და უფრო ნათელი იქნება, ვის უნდა მისცეს ხმა ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არც პოლიტიკური რესურსი აქვს, არც მხარდაჭერა.

„სალომე ზურაბიშვილს არცერთი ოპოზიციონერი კოლეგისთვის არაფერი კონკრეტული არ უთქვამს, რაც თავად ამ პოლიტიკოსებმა დაამტკიცეს, როცა მათთან შევიდნენ და გამოვიდნენ. როგორც შევიდნენ, ისე გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს არც პოლიტიკური რესურსი აქვს, არც მხარდაჭერა და კარგი იქნება, თუ იმის მცდელობა იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მოევლინოს, როგორც ოპოზიციის ლიდერი. ანუ, ოპოზიცია გაერთიანდება ქვეყნის გაშავებასთან, კონსტიტუციის დარღვევასთან და უფრო ნათელი იქნება, ვის უნდა მისცეს ხმა ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ეგრე სად არის, არჩევნების მერე აორთქლდე, გადასახლდე და მშვიდად გააგრძელო ცხოვრება – ივანიშვილმა დამაზიანებელ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” – ლილუაშვილი

ეგრე სად არის, ქვეყნის უკან დახევაში მონაწილეობა მიიღე, დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგი და რადგან ბევრი რესურსი გაქვს, აორთქლდე, გადასახლდე და მშვიდად გააგრძელო ცხოვრება – ივანიშვილმა, ისევე როგორც ყველა წარმომადგენელმა ამ ძალის, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი მოსკოვში წავა.

ლილუაშვილის თქმით, რომელიმე პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი არ არის, ვინ სად იქნება, ხოლო ივანიშვილს კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი.

„ლელოს“ საარჩევნო კამპანიის შეფასებაში არ შევდივარ, თუმცა, ერთი რამ უნდა ითქვას, „ოცნება“, განსახიერებული ივანიშვილით, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერ გაქრება. ის უნდა გადავიდეს ოპოზიციაში და თავის პასუხისმგებლობა დაიტოვოს. ეგრე, სად არის, ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყნის უკან დახევაში მონაწილეობა მიიღე, დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგი და იმის გამო, რომ ბევრი რესურსი გაქვს, აორთქლდე, გადასახლდე და მშვიდად გააგრძელო პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება. არა, მან, ისევე როგორც ყველა წარმომადგენელმა ამ ძალის, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, პოლიტიკურიც, სამართლებრივიც, ყველანაირი.

არავის გადასაწყვეტი, არც „ლელოსი“ და არც სხვისი არ არის ის, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. „ოცნება“ ოპოზიციაში რომ გადავა 2024 წელს, როგორ გგონიათ, უნდა აორთქლდეს?! ის დარჩება ბუნებრივია, შეიძლება დაიშალოს, ერთ, ორ ან 10 ნაწილად. იგივე ივანიშვილს იმდენ რამეზე აქვს პასუხები გასაცემი, იმდენი პასუხისმგებლობა აქვს ასაღები, მათ შორის, პოლიტიკურიც, შესაძლოა სამართლებრივი, სად უნდა წავიდეს?!“- განაცხადა ლილუაშვილმა.

“მამუკა ხაზარაძეს შეიძლება სურდა კიდეც, თავი „მუჟიკად“ წარმოეჩინა” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი.

„დღეს ვადაგასულმა თაღლითმა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი კუთვნილება საზოგადოების იმ დანაშაულებრივ/დეკლასირებული ელემენტების გარემოსადმი, სადაც აზრის გამოხატვის მიზნით მიმართავენ კრიმინალურ სამყაროში აპრობირებულ სპეციალურ სოციალურ დიალექტს (სოციოლექტს). ამჯერად ხაზარაძეს შეიძლება სურდა კიდეც თავი „მუჟიკად” წარმოეჩინა, რომელიც პირდაპირ ემუქრება ბიძინა ივანიშვილს ა.წ. 27 ოქტომბერს მისი მოსკოვის მიმართულებით გაძევებით, მაგრამ ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც „ფრაერთან” გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო „ფუფლოს” წააგავდა.

იმ ორმაგ „ფუფლოს”, სადაც ხაზარაძე ჯერ არჩევნებს იგებს, ხილო მერე მოწინააღმდეგეთა დეპორტირებით უნდა დაკავდეს და რომლის დამახსოვრებასაც აზრი არა აქვს. ან როდის აგებდა პასუხს თავის მიცემულ სიტყვაზე, ან როდის ქენჯნიდა „ნამუსი” ფუფლოს გავრცელების გამო. საოცარია ამ კრიმინალურ „ლელო“-საკანში გაერთიანებული იმ „ფრაერების” ნაირსახეობა, რომლებიც ცდილობენ მუქარით გადაფარონ საკუთარი “პარაშასთან” მყოფი მდგომარეობა: კამსამოლები, კომპარტიელები, რუსი მასონი – ანუ ზუსტად ის კონტინგენტი, ოქტომბრის ბოლოს მოსკოვის რეისზე შეძენილი ავიაბილეთები რომ „დახატავდათ“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით -პრემიერი

მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

„ზოგადად ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გვჭირდება განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ბუნებრივია, არის საჭირო. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე ჩვენ, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები, ეს უნდა აიყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც, გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს.

„თუმცა, აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არცერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ, მინდა გისურვოთ წარმატებები“-განაცხადა კობახიძემ.

“:უკრაინა ყველაზე მწვავე კრიზისის წინაშე დგას” – ზელენსკი

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკრაინა ყველაზე მწვავე კრიზისის წინაშე დგას, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე პოლ რონცჰაიმერი წერს, რომელიც გასულ კვირას უკრაინაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ სარდალ ვალერი ზალუჟნის შორის.

„ზალუჟნისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ უკრაინა ყველა დაკარგულ ტერიტორიას ვერ დაიბრუნებს და ზელენსკის ამის აღიარებისკენ მოუწოდებს. უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, ცოცხალი ძალა, ტექნოლოგიები და რაც მთავარია, შეერთებული შტატების მხარდაჭერა,“ – ნათქვამია სტატიაში.