Home Blog Page 1656

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამეა დღეა მიმდინარეობს. იწმინდება ცენტრალური გზა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 4 სოფელია დარჩენილი.

„მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. დილიდან ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 100 ოჯახია გამოყვანილი და სასტუმროშია განთავსებულია. გეოლოგების ძალიან დიდი მუშაობს ოზურგეთშიც და ლანჩხუთშიც და სანამ ყველა ლოკაციას არ ნახავენ და არ შეისწავლიან და სანამ დასკვნა არ დაიდება, ის კრიტიკული წერტილები, სადაც მეწყრული პროცესებია, ცოტა ხანი ის სახლები მოქალაქეებმა უნდა დატოვონ. ამ ეტაპზე ცენტრალური გზების გაწმენდა მიმდინარეობს“, – განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

,,დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა” – ხაზარაძე

დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე facebook-ში, თავის გვერდზე წერს.

“დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!

საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი…

თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა – იმპიჩმენტი ღარიბაშვილს”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გუშინ “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ჩარტერული რეისით გაფრინდა. სიუჟეტში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური გერმანიაში საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით წავიდა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დღეს განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000-სს გადააჭარბა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 2 012 ადამიანი და კრიტიკულად მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.

ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეტევა კიევზე – რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში 33 „შაჰიდის“ დრონი გაუშვეს

10 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. არსებული ცნობით, დრონები ჩრდილოეთის, კურსკის მიმართულებით გაუშვეს.

„კიევის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა 33 „შაჰიდის“ გაშვება“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, განადგურებულია 26 დრონი.

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე, ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს სეტყვა. ხოლო 10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

რაც შეეხება ქალაქებს, თბილისში 9 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში 9 სექტემბერს, 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს დღისით გამოდარებით.

9-10 სექტემბერს ზღვაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ძლიერი ქარი და შტორმი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ქალაქებში – ქუთაისში, ზუგდიდში, მარტვილში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერესა და ხულოში 10 სექტემბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს – მესტიასა და ბახმაროში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +14, + 16 გრადუსი.
ქალაქებში – რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, გორსა და ცხინვალში 9 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში 8-9 სექტემბერს სინოპტიკოსები დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ, შესაძლებელია სეტყვა. 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ახალციხეში, ბორჯომში, დუშეთში, თიანეთსა და ფასანაურში 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონს – ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15 გრადუსი იქნება.

ასევე, 10 სექტემბერს ღამისა და დილის საათებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ადიდდა მდინარეები და ღელეები, დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ქუჩები, ეზოები, ყანები, თხილნარი.
ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.

შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებპდა. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება

მთავრობა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

„იქმნება გურიის ეროვნული პარკი. ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს დაახლოებით 20 ჰა-ს და მოიცავს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.

გურიის ეროვნული პარკისთვის განკუთვნილი ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება.

ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს და IUCN წითელი ნუსხის და CITES კონვენციით დაცული, საქართველოს და კავკასიის ენდემურ მცენარეთა 74 სახეობის პოპულაციები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიის შექმნა მათი დაცვის და შენარჩუნების მიზნით,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

,აშშ-ში ჯერ კიდევ ბევრი რუსი ჯაშუშია”- FBI-ს ხელმძღვანელი

გამოძიების ფედერალური ბიუროს, (ეფბიაის) დირექტორის კრისტოფერ ვრეის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ რჩება ბევრი რუსი ჯაშუში, მათი განეიტრალების მცდელობის მიუხედავად.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში რუსული კონტრდაზვერვის მხრიდან საფრთხე კვლავ დიდია.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არის ბევრი რუსი ჯაშუში. რუსული დაზვერვის კვალი კვლავ არის. ვცდილობთ ყველა გზით დავბლოკოთ რუსეთის ჯაშუშების გზა შტატებში. თუ ვინმეს სჭირდება შეხსენება, თუ რა არის რუსეთის ფედერაციის ინტერესები, მაშინ შეხედეთ რა ხდება უკრაინაში“, – აცხადებს FBI-ს დირექტორი.

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მიზნის მისაღწევად დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. ხელსაყრელი დროა მემკვიდრეობის, საოჯახო ბიზნესის, წარმოების რეორგანიზაციის და სახლის რემონტის საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება საყვარელი ადამიანების გულისთვის თავისუფლების გაწირვა მოგიწიოთ.

კურო

შესანიშნავი დღეა ახლო ნათესავებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. გახსოვდეთ, რომ თანამშრომლობა საუკეთესო შედეგს მაშინ მოიტანს, როდესაც მხარეებს საერთო პროექტი აერთიანებს. ამ დღეს პირად ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და ჰარმონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სტრესი და ფსიქოლოგიური გადაღლა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

ტყუპები

ფინანსური სირთულეების დასაძლევად, საბინაო და ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად ხანგრძლივი მუშაობა მოგიწევთ. შემოსავლის დამატებით წყაროზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ სიფრთხილით მოეკიდეთ და ცხოვრების მთავარ მიზნად ნუ აქცევთ. არახელსაყრელი დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისა და სარისკო გადაწყვეტილებებისთვის.

კირჩხიბი

ამ დღეს უნდა იაქტიუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სტრესის დონე გაიზრდება. უსაქმოდ ჯდომას და წუწუნს გამოსავლის ძიება სჯობს, რომელსაც აუცილებლად იპოვით. ყველაზე აქტიური და ენერგიული პირად უსაფრთხოებასთან და შვილების ინტერესებთან დაკავშირებულ სიტუაციებში იქნებით.

ლომი

ამ დღეს ფარული პირადი მოტივები გამოძრავებთ. სწორედ ისინი წარმართავენ თქვენს ქმედებებს. არ არის გამორიცხული ოჯახში არეულობა და ქაოსი. ეცადეთ, ემოციური ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და არა განცდებისკენ. უძრავ ქონებასთან ან სახლის რემონტთან დაკავშირებულ საკითხებში მეტი აქტიურობისა და ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ.

ქალწული

გირჩევთ, ლაპარაკიდან საქმეზე გადახვიდეთ და ბევრს მოასწრებთ. ამ დღეს შესაძლებლობა გაქვთ, რომ რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად იმოქმედოთ და სიტუაციიდან გამომდინარე სწორი გზა აირჩიოთ. მეგობრები ან ახლო ნათესავები თქვენი საუკეთესო დამხმარეები იქნებიან, თუმცა, შესაძლოა, ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა.

სასწორი

მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის ინიციატივის გამოჩენა და გამჭრიახობა დაგჭირდებათ.
გირჩევთ, სამსახურში უფროსის მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინოთ.
პირად ცხოვრებაში ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, სერიოზული უთანხმოება წარმოიშვას.

მორიელი

შესანიშნავი დღეა ახალი ინიციატივის გამოჩენისთვის. მით უმეტეს, რომ მინიმალური ძალისხმევით ბევრის მიღწევა შეიძლება. თქვენთვის პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ან გავლენის სფეროს გაფართოება საუკეთესო სტიმული იქნება. შემდეგ საფეხურზე ასასვლელად პასიურობის დაძლევა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

დაღლილობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად, დრო უნდა გამოძებნოთ და საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ. ცოტა ხნით მარტო დარჩენდა და ფსიქოლოგიური განტვირთვა დაგეხმარებათ, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოთ.
ბიზნესში ნუ ჩაებმებით სარისკო საქმეში, თუ არ გაქვთ ძლიერი მხარდაჭერა.

თხის რქა

უსამართლობის მიმართ გამძაფრებული პროტესტი გაქვთ, ნებისმიერ წვრილმანზე ბრაზდებით და განწყობა დიდი ხნით გიფუჭდებათ. შეეგუეთ, რომ ასეთი მდგომარეობა რამდენიმე დღე გაგრძელდება. ეცადეთ, ცუდი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და ემოციების მართვა მოახერხოთ.

მერწყული

ამ დღის მთავარ ამოცანასთან გამკლავება თქვენგან უზარმაზარ ფიზიკურ თუ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ თქვენი კარიერა ან ოჯახური კეთილდღეობა პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული. ვიღაცების არაპროგნოზირებადმა ქცევებმა თქვენს საქმიანობას ხელი არ უნდა შეუშალოს. მომსახურებისა და კვების სფეროებში შეიძლება საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ.

თევზები

ის, რაც სხვებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, შეიძლება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. თუმცა ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ პარტნიორს უფრო ხშირად მოუსმინოთ.

ფაშინიანს ალიევთან საუბარი სურს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საზღვარზე არსებული ვითარების დეესკალაციის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს განუცხადა.

 

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე მთიან ყარაბაღსა და სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე ისაუბრა. სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საზღვართან სამხედრო ძალების კონცენტრირებას ახდენს და მორიგი პროვოკაციისთვის ემზადება.

ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების წესი იცვლება

დღემდე, ბარიატრიული ოპერაციები იმ სამედიცინო დაწესებულებებშიც კეთდებოდა, სადაც ამის კვალიფიკაცია საერთოდ არ გააჩნდათ. ხშირად ოპერაციებს წონის კორექციის ქირურგიაში ნაკლებად გამოცდილი და ახალბედა ექიმები ატარებდნენ. იყო გართულებული შემთხვევებიც. ჯანდაცვის სამინისტრომ არსებულ რისკებს გადახედა და პროტოკოლი მთლიანად შეცვალა. ახალი სტანდარტის მიხედვით, ექიმის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ქირურგიულ ჩარევას მხოლოდ ის სამედიცინო პერსონალი განახორციელებს, ვისაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბარიატრიის, მინიმუმ, 30 ოპერაცია მაინც აქვს ჩატარებული .

ბარიატრიული ოპერაციის გასაკეთებლად მხოლოდ პაციენტის სურვილი საკმარისი აღარ იქნება. ახალი წესის მიხედვით, პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წონის ინდექსი და თანმხლები დაავადებები. ლაბორატორიული კვლევებისა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ქირურგიული ჩარევის საჭიროებას მულტიდისციპლინური გუნდი გადაწყვეტს. ოპერაციის რეკომენდაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, ვისაც პირველი ხარისხის სიმსუქნე აღენიშნება და ვერ ახერხებს წონის კლებას არაქირურგიული მეთოდებით.

ახალი სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული ბარიატრიული ქირურგიის ასოციაცია. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ახალ პროტოკოლში გაითვალისწინეს სხვა ქვეყნების გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტები..

მულტიდისციპლინური გუნდი უკვე ჰყავს კლინიკების ნაწილს. “ნიუვიჟენმა” ბოლო ორ თვეში, დაახლოებით, 25 ბარიატრიული ოპერაცია ჩაატარა. დირექტორი მირზა ხინიკაძე ჯანდაცვის ახალ გადაწყვეტილებას იწონებს და ყურადღებას ბარიატრიის პოსტოპერაციულ რისკებზე ამახვილებს .

ახალი პროტოკოლის თანახმად, ბარიატიული ოპერაცია მრავალპროფილურ კლინიკებში უნდა ჩატარდეს. სამედიცინო დაწესებულებებმა სანებართვო პირობები 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დააკმაყოფილონ და ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ.

ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან დამარცხდნენ

ბორჯღალოსნებმა 2023 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარეს და ანგარიშით 15:35 დამარცხდნენ. თამაში პარიზში, „სტად დე ფრანსეზე“ გაიმართა.

საქართველოსთვის ეს ზედიზედ მე-6 მსოფლიო თასია. აქამდე ჩვენმა გუნდმა საუკეთესო შედეგი 2015 წელს აჩვენა, როდესაც ორი თამაში მოიგო (ტონგასთან და ნამიბიასთან). სამ შემთხვევაში ბორჯღალოსნებმა ჯგუფში თითო თამაში მოიგეს და მხოლოდ პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

ავსტრალიას ყველა, 9-ვე მსოფლიო თასი აქვს ნათამაშები და ორჯერ გახდა ჩემპიონი – 1991 და 1999 წელს, 2003 და 2015 წელს ფინალში დამარცხდა, 2011 წელს მესამე, ხოლო 1987 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა. „ვოლაბებმა“ ყველა ჯერზე შეძლეს ჯგუფური ეტაპის გადალახვა და სამჯერ დამარცხდნენ მეოთხედფინალში.

9 მსოფლიო თასიდან ავსტრალიამ ორს უმასპინძლა – პირველ, 1987 წლის მსოფლიოს ახალ ზელანდიასთან ერთად და 2003 წელს დამოუკიდებლად.

საქართველოს ავსტრალიასთან ერთადერთხელ უთამაშია – 2019 წლის მსოფლიო თასზე და მეტოქემ 19 ქულის სხვაობით, 27-8 მოიგო. მას შემდეგ, ავსტრალიას ტიერ2-ის წინააღმდეგ აქამდე არც ერთხელ არ უთამაშია.