გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება

123
spot_img

მთავრობა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

„იქმნება გურიის ეროვნული პარკი. ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს დაახლოებით 20 ჰა-ს და მოიცავს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.

გურიის ეროვნული პარკისთვის განკუთვნილი ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება.

ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს და IUCN წითელი ნუსხის და CITES კონვენციით დაცული, საქართველოს და კავკასიის ენდემურ მცენარეთა 74 სახეობის პოპულაციები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიის შექმნა მათი დაცვის და შენარჩუნების მიზნით,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.