Home Blog Page 1655

შოვში, სტიქიის ზონაში სხეულის რამდენიმე ფრაგმენტი იპოვეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში სხეულის რამდენიმე ფრაგმენტი იპოვეს, თუმცა ამით მაინც არ შეცვლილა საერთო მონაცემები, რადგან დნმ-ისა და ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს აღმოჩენილი ფრაგმენტები უკვე აქამდე ნაპოვნ დაღუპულებს ეკუთვნის, თუ სხვა დაკარგულებს.

ერთით გაიზარდა იდენტიფიცირებულთა რიცხვი. სოფელ გლოლას მკვიდრი, სოფო ბაკურაძე ამოიცნო საკუთარმა ოჯახმა და მისი პანაშვიდი საკუთარ სახლში მიმდინარეობს. რაც შეეხება მანამდე იდენტიფიცირებულ გენადი სულთანიშვილს, მისი სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება დღეს ონის კულტურის სახლში.

9 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ეპიცენტრში.

ბუნებრივი ფენომენი, რომლის გამო, ზღვაზე ადამიანები იღუპებიან (ფოტოები)

ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ცურავს და შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, ვერ გებულობს თუ როგორ შეიძლება ზღვის სანაპიროსთან ახლოს დახრჩობა. როდესაც ისინი გებულობენ ინფორმაციას, მსგავსი შემთხვევების შესახებ, ფიქრობენ, რომ მსხვერპლმა ცურვა არ იცოდა, ან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ამ შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი სულ სხვა რამაა.
აქ საუბარია ძალიან სახიფათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ მოვლენაზე – უკუგდების დინებები, რომლებსაც ასევე «მქაჩველ ტალღებს» და «რიპებს» (ინგ. – rip current) ეძახიან. ასეთი დინებები (ტალღები) პლანეტის ყველა კუთხეში არის – მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზეც. მათთან გამკლავებას ჩვეულებრივ ადამიანები კი არა, პროფესიონალი მოცურავეებიც ვერ შეძლებენ, თუ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მასში მოხვედრის შემთხვევაში.

ყველაფერი უცაბედად ხდება: ჩვეულებრივ, ადამიანი ნაპირიდან გარკვეულ მანძილზე დაშორების შემდეგ, უკან ბრუნდება და ისევ სანაპიროსკე მიცურავს, მაგრამ მას ვერ უახლოვდება და შეიძლება პირიქით, უფრო დასცილდეს კიდეც… ადამიანი ცურვას აგრძელებს და ძალისხმევას არ აკლებს, მაგრამ ყველაფერი უშედეგოა, ძალები ნელ-ნელა ელევა, ის პანიკაში ვარდება და თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, დაიღუპება.
მსგავსი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უპირველესყოვლისა, რიპის მოქმედების პრინციპის გაგებაა საჭირო. ზღვების და ოკეანეების ასეთი დინებები, ნაპირებთან მართ კუთხეს ქმნიან და უკუსვლის დროს, წარმოქმნიან ტალღას, რომელიც ნაპირთან მოსულ წყლის მასებს ზღვისკენ მიმართავენ.
ყველაზე სახიფათოდ დაბალი სიღრმის მქონე ქვიშიანი სანაპიროები და ვიწრო ყურეები ითვლება. ამ უკანასკნელში, წყლის მაღალი წნევის გამო, უკუგდების ტალღის სიჩქარე 2, 5–3, 0 მ/წმ-ია.

სქემატურად რიპი ასე გამოიყურება: სანაპიროსთან მოსული წყლის მასა, ზღვისკე, სანაპიროს პერპენდიკულარული მიმართულებით მოძრაობს.

უკუგდების «დერეფნები», სხვადასხვა ადგილზე, წყლის მოქცევის დროს ჩნდება: ტალღებს სანაპიროსკენ წყლის მასა მოაქვს, ხოლო შემდეგ, განსხვავებული სიჩქარით, წყალი ზღვაში ბრუნდება. სწორედ სხვადასხვა სიჩქარის ტალღებს შორის წარმოიქმნება უკუგდების დინებები.

ჩვეულებრივ, რიპის დერეფანი ვიწროა, დაახლოებით 2-3 მ. სიგანის, ხოლო ტალღის სიჩქარე 4-5 კმ/სთ-ია. ეს სახიფათო არ არის, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს 50 მ. სიგანის და 200-400 მ-მდე სიგრძის რიპები, 15 კმ/სთ სიჩქარით! ასეთი ტალღები ხშირად არ წარმოიქმნება, მაგრამ მაინც ვითარდება დრო და დრო.

სანაპიროზე ამ დინებების აღმოჩენა ზღვაზე დაკვირვებით შეიძლება:
1. სანაპიროს პერპენდიკულარულად არხი ჩნდება, აქაფებული წყლის სახით.
2. სანაპირო ზონაში ჩნდება მონაკვეთები, წყლის განსხვავებული ფერით: მაგ., ირგვლივ ყველაფერი ღია ცისფერი ან მწვანეა, ხოლო ზღვის ერთი ნაწილი – თეთრია.
3. წყლის მოქცევის ზოლში ტალღის 5–10 მეტრიანი წყვეტაა.

თუ ზემოთ აღწერილი ნიშნებიდან რომელიმეს ხედავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, და უბრალოდ, თავი მოარიდეთ ასეთ ადგილებს. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სახიფათო რიპების 80% მოულოდნელად ჩნდება და ვიზუალურად არანაირად არ ვლინდება. ამ ტალღების განვითარება სანაპიროსთან ხდება და თუ თქვენ წელამდე წყალში ხართ და მით უმეტეს, თუ მკერდის მიდამოები გაქვთ წყლით დაფარული, რიპი თქვენს გატაცებას შეძლებს. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ცურვა არ იცის, რადგან ისინი, სწორედ სანაპიროს მიდამოებში არიან ყველაზე ხშირად — უბრალოდ წყალში დგანან და არ ცურავენ.
ამიტომ, თუ ცურვა არ იცით, არასოდეს ჩახვიდეთ ზღვაში მარტო, დაზღვევის გარეშე!

ყველაზე მთავარი მომენტი ის არის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში მოხვედრის შემთხვევაში?

image

უკუგდებოს ტალღაში ქცევის წესები:
1. ნუ ჩავარდებით პანიკაში!
საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, რადგან ადამიანები, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში ქცევის წესები იციან, 99% არ იღუპებიან.
2. დაზოგეთ ძალები!
არ არის საჭირო, მთელი ძალით, დინების წინააღმდეგ ცურვა და ენერგიის მარაგის ხარჯვა. ცურვა ნაპირის მიმართულებით კი არა, მის პარალელურად – გვედზე არის საჭირო. თუ რიპი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ იქიდან ძალიან მალე დააღწევთ თავს.
3. გაანალიზეთ!
თუ სწორედ იცურებთ – ანუ პლიაჟის პარალელურად, მაგრამ თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ, ე. ი. რიპი განიერია (20 მ. და მეტი). და მაშინ, შეწყვიტეთ ცურვა! უკუგდების ტალღა, ჩეულებრივ, ხანგრძლივი დროით არ გრძელდება და 3–4 წუთის შემდეგ, ქრება. ამის შემდეგ, გაცურეთ გვერდზე 50–100 მეტრი, ხოლო ამის შემდეგ, მშვიდად და დასვენებით, ნაპირისკე.
გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ:
1. რიპი ფსკერზე არ ჩაგითრევთ.
ეს მორევი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ტალღა მოკლეა და დიდი სიჩქარით, მხოლოდ წყლის ზედა ფენები მოძრაობს, რომელსაც ადამიანი არა ფსკერისკე, არამედ ნაპირიდან ზღვისკე მიჰყავს!
2. რიპი ძალიან განიერი არ არის.
მისი სიგანე არასდროს აღემატება 50 მეტრს. ხოლო უმეტეს შემთხვევაში, 10–20 მ. არის. სანაპიროს პარალელურად 20–30 მეტრის გაცურვის შემდეგ, მიხვდებით, რომ რიპიდან გახვედით.
3. რიპის სიგრძე შეზღუდულია.
დინების სიჩქარე საკმაოდ სწრაფად ეცემა. «მქაჩველი» ტალღა ძალას იქ კარგავს, სადაც ტალღა პიკს აღწევს და დაშლას იწყებს. სერფერები ამ ადგილს «ლაინ აპს» (line up) ეძახიან. სწორედ იქ ელოდებიან ისინი, მომავალ ტალღებს.

ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა ( ვიდეო)

ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა.  ჰავაის გუბერნატორის თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი კი განადგურებულია.

კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

რუსთავში ქიმიურ საწარმოში მუშა დაიღუპა

რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯიაში“ მუშა დაიღუპა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე კაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა. მუშა ადგილზევე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გირჩევთ, ამ დღეს პარტნიორების რჩევებს ნაკლებად ენდოთ და ნათესავების დახმარებას არ ელოდოთ. მთელი ენერგია საკუთარი თავისა და პრინციპების დაცვისკენ უნდა მიმართოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი ეჭვიანობის ან ფინანსური პრობლემების გამო. ვარსკვლავები მოულოდნელი უსიამოვნო ამბის შესახებ გაფრთხილებენ. ამ დღეს სასურველია ფიზიკური დატვირთვა, აქტიური დასვენება და რემონტი.

 

კურო
პასიური დღეა. ერიდეთ დაპირებების მიცემას და გრძელვადიანი გეგმების შედგენას. სასურველია ფიზიკური დატვირთვა, სპორტული ვარჯიშები, რემონტი და სახლის მოწესრიგება. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ეცადეთ, გაუფრთხილებელი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ. სკანდალის ალბათობა დიდია.

 

ტყუპები
ფიქრისა და განსჯის დღეა. ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა, სპორტული ვარჯიშები და სუფთა ჰაერზე სეირნობა. ნუ ენდობით პარტნიორების რჩევებს და ნუ იქნებით ნათესავების დახმარების იმედად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იდეალური არ იქნება, ამიტომ ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. დაუფიქრებელი ნათქვამით არავინ გაანაწყენოთ.

 

კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა საკუთარი ცხოვრების შესაფასებლად. თუ გსურთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ, ეცადეთ, საკუთარი დრო გონივრულად დაგეგმოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ პროფილაქტიკურ ზომებზე იფიქრეთ.

 

ლომი
მზად იყავით მოახლოებული ღონისძიებებისა და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შეიძლება მომავალში თქვენი ფინანსური და კარიერული წინსვლის საფუძველი გახდეს. გაითვალისწინეთ, რომ სახლიდან შორს ყოფნის პერიოდში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

 

ქალწული
კარგი დღეა განვლილი ცხოვრების შესაფასებლად. ნუ იქნებით პარტნიორებისა და ნათესავების იმედად. ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით და დაპირებებს თავადაც არ ენდოთ – მათ ასრულება არ უწერიათ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, რემონტისა და სახლის მოწესრიგებისთვის. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები – დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კამათი ან ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები.

 

სასწორი
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ეჭვები და უნდობლობა ახლავს. საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური და გონივრული შეფასება და გარშემომყოფთა მიმართ დიდსულოვანი დამოკიდებულება ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს შეცვლის. მოულოდნელი კამათი დღის მეორე ნახევარში თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. ძილის წინ სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა.

 

მორიელი
ოჯახური ურთიერთობებისთვის წარმატებული დღეა. ბოლომდე დარწმუნდებით საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში, თუმცა მატერიალური პრობლემების მოგვარება გაგიჭირდებათ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ეცადეთ, გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ. შესაძლოა, საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაგიჩნდეთ. ერთ შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლასაც კი შეძლებთ.

 

მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმეებისა და აქტიური მოქმედებებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ დროულად დაასრულეთ ძველი საქმეები და სამომავლო გეგმები დასახეთ. თავი შეიკავეთ ცდუნებისგან.

 

თხის რქა
რთული დღეა. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობებში გადაუჭრელი პრობლემები იჩენს თავს, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. გირჩევთ, ნაკლები ექსპერიმენტები ატაროთ და მხოლოდ კარგად გამოცდილ მეთოდს ენდოთ. არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი.

 

მერწყული
მონანიების, ზნეობრივი განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა. გირჩევთ, ყოველდღიურ საზრუნავზე უარი თქვათ და ეკლესიაში წახვიდეთ. დაეხმარეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სარისკო ოპერაციებისთვის არახელსაყრელი დღეა.

 

თევზები
თუ მოქმედების გეგმას დამოუკიდებლად შეიმუშავებთ, წარმატება გელით. სურვილი გაქვთ, რომ საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებსაც გაუზიაროთ და დახმარება სთხოვოთ. მზად იყავით იმედგაცრუებისთვის და ბრმად არავის ენდოთ.

ბაიდენმა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი დაარღვია

ამერიკელი ზრდასრული ადამიანების უმეტესობის თქმით, მათ სჯერათ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაარღვია და ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიზნესგარიგებებში თავის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს“, – აღნიშნულის შესახებ ახალ გამოკითხვაშია ნათქვამი, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს.

Daily Mail-ის გამოკითხვის თანახმად, 63% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარღვია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი.

29% ამბობს, რომ ბაიდენს არ დაურღვევია FARA-ს წესები, რომელიც ავალდებულებს, პირებს რომ განაცხადონ თავიანთი საგარეო ინტერესების შესახებ. 8% -ის თქმით, ისინი არ არიან დარწმუნებული რომ ბაიდენმა კანონი დაარღვია.

„დემოკრატების“ 38% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა არასწორი ქმედება ჩაიდინა სავარაუდო გარიგებაში მონაწილეობით, ამის შესახებ საინფორმაციო საიდუმლო დოკუმენტით გახდა საჯარო, გასულ თვეში.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი ჩართული იყო უკანონო საგარეო ურთიერთობაში, 69%-მა განაცხადა, რომ მან დაარღვია FARA-ს წესები; 18%-მა თქვა, რომ მას არაფერი დაუშავებია და 13%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

Daily Mail- ის გამოკითხვა 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა საბანკო ანგარიშები წარმოადგინა, სადაც მითითებულია, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მისი ოჯახის კომპანიამ რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან 20 მლნ. აშშ დოლარი მიიღო.

„კომიტეტმა დაადგინა, რომ ბაიდენის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ამ ქვეყნებიდან 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი მიიღეს“, – წერია ზედამხედველობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ პოლონელებს“ – ლუკაშენკო

ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ მათთან კონტაქტები“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„ახლა ფულს ძირითადად აღმოსავლეთში ვშოულობთ: რუსეთში, ჩინეთში, მაგრამ არ უნდა გავწყვიტოთ კონტაქტები მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან. ისინი ახლოს არიან, ევროკავშირი ჩვენი მეზობელია. და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კონტაქტი მათთან. ჩვენ მზად ვართ ასე მოვიქცეთ, მაგრამ სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი ინტერესებიც“, – აცხადებს ლუკაშენკო.

როგორც ბელორუსული მედია წერს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეხვედრაზე ლუკაშენკომ მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დასავლელ მეზობლებს კეთილმეზობლობის სამშვიდობო გეგმა შესთავაზონ.

„ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ პოლონელებს. ვუთხარი პრემიერს, რომ მათ დაუკავშირდეს. თუ მათ სურთ, შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ აირჩევ, მეზობლებს ღმერთი გვაძლევს“, – დასძინა ლუკაშენკომ.

ინფორმაციისთვის, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა თქვა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს.

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესები საფრთხის შემცველი არ არის.

„მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.

ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ეს იყო მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაცია”- სარჯველაძე

რიკოთის პროექტთან დაკავშირებით ოპოზციის პრეტენზიები არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის.

პარლამენტის ადამიანის უფლეფათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპონენტებს არანაირი მტკიცებულება არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი, მოსახლეობაში პანიკის დათესვა და მნიშვნელოვანი პროექტების დაზიანებაა.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააბათილა ის ნარატივი, რომელსაც რიგი პოლიტიკოსები იყენებენ.

“ირაკლი ქარსელაძემ კარგად გამოაჩინა, რომ მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, მან გააბათილა ის ნარატივი, რომელსაც ოპოზიციის ერთი ნაწილი იყენებს. პოპულისტური მიზეზებით, შესაძლოა ნახეს მიზეზი რის გამოც შეიძლება პანიკა  იოლად დათესონ. ამ მანიპულაციის ფონზე, სპეკულაციას ყოველგვარი შანსი მოუსპო ირაკლი ქარსელაძის განცხადებებმა. აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ რაიმე ბრალდებას არავითარი მიზეზი არ გააჩნია.  პრაქტიკულად თვითმიზნად აქვთ გამოცხადებული, რომ სადმე რამე კონტრარგუმენტი მონახონ, რომლითაც დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას. ეს იყო მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაცია და ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტების გარკვევის სურვილთან,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

 

,,კიევის მიერ ყირიმზე შეტევების მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება”- ზახაროვა

ყირიმის ხიდის სიახლოვეს დღეს აფეთქებების ხმები ისმის. ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ ხიდზე რვა აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ასევე ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ხიდის სიახლოვეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მუშაობდა. შეტევა, სავარაუდოდ, ერთობლივად საზღვაო და საჰაერო დრონების და რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, „კიევის მიერ ყირიმზე შეტევების მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება“.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს ათ ლოკაციაზე ასრულებს

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში უკვე მეცხრე დღეა აქტიურად არის ჩართული ძებნა-შველის სამუშაოებში. დღეს დილიდან მე-3 ქვეითი ბრიგადის, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებს ათ ლოკაციაზე განაგრძობენ. სამხედროები გაშლილები არიან კოტეჯების ტერიტორიასა და მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკის და საშუალებების მხარდაჭერით ასრულებენ. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები შესაბამის მითითებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით იღებს.

,,ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია”- ანჯეი დუდა

რადგანაც აშშ-ში ზოგიერთი მემარჯვენე პოპულისტი უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდის, Washington Post-ის კოლუმნისტი, მარკ ტისენი პოლონეთის პოპულისტური კონსერვატიული მთავრობის ლიდერის, ანჯეი დუდას აზრით დაინტერესდა და ჰკითხა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამერიკელმა კონსერვატორებმა უკრაინას.

„ეს ძალიან მარტივია. ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ იხოცებიან, მაგრამ თუ რუსულ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, ამისთვის ძალიან დიდი საფასურის გადახდა იქნება საჭირო“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჯეი დუდამ ინტერვიუს დროს საქართველოც ახსენა. „ჩვენ ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას, დაწყებული 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით“, – განაცხადა მან.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული იმპერიალიზმის გამოვლინებაა 2014 წელს რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და მისი მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და მთელი ცენტრალური ევროპის მიმართ.

„ვლადიმერ პუტინი და მისი ახლობლები ოცნებობენ მეფეების ძალაუფლებაზე და მეფის ტერიტორიის აღდგენაზე. ჩვენ ახლავე უნდა შევაჩეროთ რუსეთის წინსვლა უკრაინაში, რომ არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.